trip
სემუელი ჩაფიქრებული დაჰყურებს ჯიმინის მიერ გადაღებულ სურათებს და ცდილობს მიღებული ინფორმაცია გადახარშოს. იცოდა რომ ამ დროის მანძილზე ჯისუს მარტივი ცხოვრება არ ექნებოდა, მაგრამ წლები გაატარო ბნელ, ნესტიან სარდაფში? სასწაულია რომ საერთოდ გადარჩა..... მამაკაცი ღრმად ხვნეშის და მზერა ასევე ჩუმად ჩამომსხდარ ბიჭებზე გადააქვს. ჯიმინი თეჰიონს შეჰყურებს, თავად ვი კი უკვე კარგა ხანია ერთ წერტილს აკვირდება სივრცეში. რთულია მის სახეზე ემოცია ამოიკითხო, რთულია გამოიცნო რას ფიქრობს, რას გეგმავს. მისი მზერა აბსოლიტურად ცარიელია, რაც სულაც არ ახარებს მას. წუთები საშინლად იწელება, საბოლოო ჯამში ისევ პარკი არღვევს სიჩუმეს.
- ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ამ ამბის მიღმა რაღაც იმალებოდა, გული მიგრძნობდა, ჯისუ არ არის ცუდი ადამიანი. ამაში მაშინ დავრწმუნდი როცა 2 დღის წინ მისი და ვანგის საუბარი მოვისმინე.
- ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ამდენი რამ გადაიტანა და ეს მე დავუშვი - ოხრავს სემუელი
- ეს არაფერს ცვლის - მოულოდნელად ისმის თეჰიონის ხმა და ორივე მისკენ ბრუნდება.
- რას გულისხმობ ვი? - ცივად იკითხა ჯიმინმა
- ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს რომ მას სეო ჯუნის მოკვლა და ამაში ჩემი გამოყენება უნდოდა. - სუსხი გაისმა უმცროსი კიმის ხმაში.
- ნუ სულელობ, საინტერესოა რას იზამდი შენს თვალწინ მშობლები რომ დაეხოცა ვინმეს და თითქმის 10 წელი სარდაფში გამოეკეტე. ის რაც მან გადაიტანა უბრალოდ.... არც კი ვიცი რა ვთქვა. - მკაცრად ამოთქვა კაცმა და პარკს მიუბრუნდა
- ჯიმინ, ჯისუს ნახვა მინდა, გთხოვ მომიყვანო.
- ვერ მოგიყვანს - კბილებში გამოსცრა ვიმ და მზერა უფრო ცივი გაუხდა
- რატომ? სად არის?
- ერთი კვირით დასასვენებლად გაემგზავრა.. მეგობართან ერთად - ბოლო სიტყვები ძალიან ჩუმად წარმოთქვა თეჰიონმა, თუმცა იქ მყოფებმა მაინც ნათლად გაიგეს.
- და მერე რა - გაიკვირვა სამუელმა - ის უკვე ზრდასრული ჩამოყალიბებული ქალია, შენ რა გაწუხებს.....
- საიდან მოიტანე რომ მაწუხებს? - უხეშად ამოისისინა ვიმ - საეროთდ არ მესმის რატომ მაიძულეთ ამ ყველაფრის მოსმენა. ჩემთვის არ იცვლება რეალობა რომელშიც იმ გოგოს მამაჩემის სიკვდილი სურდა. პასუხს მაინც აგებს ყველაფრისთვის.
- სისულელეებს მორჩი თეჰიონ - ტონი შესამჩნევად დაუსერიოზულდა სემუელს - ჯისუ ჩემთვის მნიშვნელოვანია. ის ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილია. არ დავუშვებ ვინმემ უსიამოვნება მიაყენოს. მით უფრო მას შემდეგ რაც გადატანა. წლები სრულ უკუნში გაატარა. - ვიმ უკმაყოფილოდ ამოიღრინა და ფეხზე წამოდგა - სად მიდიხარ - შვილის შეჩერება სცადა სემუელმა, თუმცა ჯიმინმა ანიშნა შეშვებოდა.
- მაგასაც ვნახავთ, მიდი და სცადე ჩემგან დაიცვა, - თეჰიონმა დამპლურად ჩაიცინა როცა ოთახს მიღმა აღმოჩნდა - შენი ცხოვრება მე მეკუთვნის ადვოკატო....
...............................................................
- ღმერთო აქაურობა ძალიან ლამაზია, მიხარია რომ წამოვედით - კმაყოფილად ამოიხვნეშა ჯონგუკმა და გვერდით შეზლონგზე ნებიერად გაწოლილ ჯისუს გახედა
- ვიფიქრე რომ ვიმსახურებდი ადამიანურად დასვენებას - ჩაიცინა გოგონამ
- სოია, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ შეიძლება რაღაც გკითხო? - წყნარად დაიწყო გუკმა და როცა თანხმობა მიიღო განაგრძო - ყოველთვის ოდუმალებით ხარ მოცული, არ ვიცი, ყოველთვის როცა იღიმი მგონია რომ ტირილი გინდა. შენს თვალებში მუდამ სევდას ვხედავ. შენ არ ხარ ბედნიერი სო. - ამოიოხრა ჯონმა და გვერდით მწოლიარეს ყურადღებით დააკვირდა
- ბედნიერება? რას ნიშნავს იყო ბედნიერი გუკ? შეგიძლია მითხრა? - ჯისუმ ოდნავ გასაგონად ამოიჩურჩულა, გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა იმდენად დიდი ტკივილი გაისმა მის ხმაში. ჯონგუკი კი მიხვდა რომ საქმე იმაზე რთულად იყო ვიდრე საერთოდ წარმოედგინა. ჯისუ ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა, და მიუხედავად ყოველთვის მისი მომღიმარი სახისა მას სატანური ტკივილი ყველაფრის უნარს აცლიდა. იმ მომენტში ბიჭმა გადაწყვიტა გოგონა გაებედნიერებინა. მისთვის ესწავლებინა რა არის ნამდვილი ბედნიერება...
- იცი? არ შემიძლია აგიხსნა რას ნიშნავს ბედნიეად ყოფნა, მაგრამ შემიძლია გაჩვენო - ეშმაკურად წამოიძახა ჯონმა, დაბნეულ გოგოს ხელი დაავლო და მასთან ერთად ბუნგალოსკენ გაქანდა, საიდანაც ენერგიული მუსიკა ისმოდა...
...................................................
თეჰიონმა მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და სწრაფად გადმოვიდა. თავს უცნაურად გრძნობდა. თითქოს სუნთქვაც კი უჭირდა. როცა სახეზე ცივი ქარი იგრძნო ესიამოვნა კიდეც. კიმი ოდნავ დაეყრდნო საკუთარ როლს როისს და სივრცეში გაუშტერდა მზერა. მისი ცხოვრება უაზრო მელოდრამას დაემსგავსა. ვის გონებაში სრული დომხალია. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასე უკვე 2 წელზე მეტია გრძელდება. იმ წამს როცა კიმ ჯისუ პირველად შენიშნა ყველაფერი თავდაყირა დადგა მის გარშემო. იმ მომენტიდან საოცარი ლტოლვა იგრძნო მის მიმართ, წესით ახლა კმაყოფილი უნდა იყოს რადგან ამდენი ხნის სურვილი აისრულა. მაშინ თავს მოუსვენრად რატომ გრძნობს? რატომ ეზიზღება იმაზე ფიქრი რომ შეიძლება ამ წამს ჯისუ ვიღაც ბიჭთან ერთად იმყოფებოდეს? რატომ ვერ იტანს იმის წარმოდგენას რომ შეიძლება მის სხეულს სხვა შეეხოს. ეს მას აღარ უნდა აღელვებდეს მაგრამ....
- ჯანდაბა - დაიღრიალა გაცოფებულმა - ჯანდაბა შენს თავს.... მძულხარ, მძულხარ და არასოდეს მოგცემ საშუალებას ბედნიერი იყო..... რაც უნდათ ის თქვან, როგორც უნდათ გაგამართლონ. ვერ შეძლებ ჩემგან თავი დაიხსნა. ამ პატარა მოგზაურობას ძვირად დაგისვამ. გაგაგებინებ ვის ეკუთვნი - ღვარძლიანად გამოცრა ვიმ. სახე ისევ სუსხიან ნიავს მიუშვირა. გრძნობდა რომ მომდევნო დღეები მის ცხოვრებაში მარტივი ნამდვილადარ იქნებოდა...
..............................................................
- სად ჯანდაბაში წავიდა ყველა, ბობოქრობდა ვანგი,როცა პარკმა კარი შემოაღო და მის წინ გაჩერდა - ბოსს. ჯისუს პოვნა ვერ შევძელი, ვწუხვარ მაგრამ არაფერი ისმის მისგან
- ჯანდაბა, ეგ ძუკნა, უნდა მცოდნოდა რომ ამქვეყნად არავის ნდობა არ შეიძლება. როგორ გაბედა დაუკითხავად ასე გაქრობა. ჯიმინ, მორჩა მეტს ვეღარ მოვითმენ, არც მჭრდება ჯისუ, მას მერე მივხედავ. სასწრაფოდ მოქმედებაზე უნდა გადავიდე
- რას გულისხმობთ - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა პარკმა და კრისტოფერს ყურადღებით შეხედა.
- იმას რომ ყველაფერს თავად გავაკეთებ. ალბათ ეს თავიდანვე ასე უნდა მექნა. ჯისუც მაშინ უნდა მომეკლა როცა ჯერ ისევ ბავშვი იყო. არაუშავს ყველაფერს გამოვასწორებ. ჯიმინ, მოემზადე ხვალ ღამით ჩვენ სეო ჯუნს მოვკლავთ.............
........................................................
თავს შესანიშნავად გრძნობს... სასმელმა თავისი საქმე გააკეთა. სხეული მოდუნებულია, გონება გათიშული. ახლა მისთვის ყველაფერი სულერთია.... ჯისუ გრძნობს ძლიერ ხელებს როგორ მიჰყავს... თვალებს ოდნავ ახელს და ეღიმება. ჯონგუკი ძალიან სიმპათიურია. ჰო, შეიძლება თამამად ითქვას რომ მისი ვიზუალი მარტივი დასაიგნორებელი ნამდვილად არაა.
- ოდესმე მითქვამს რომ ძალიან მომხიბვლელი ხართ ბატონო ჯონ? - ნამძინარევი ხმით ჩაიჩურჩულა გოგონამ და ბიჭს მხიარულად ჩაეცინა
- რათქმაუნდა ქალბატონო კიმ, თუმცა უნდა ვაღიარო რომ თქვენგან ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა - ამ სიტყვებით გუკმა ჯისუს ოთახის კარი გაჭირვებით შეაღო და გოგონა საწოლზე ფრთხილად მიაწვინა....
- დაიჯერებ თუ გეტყვი რომ ამქვეყნად არავინ არ მყავს.... დაიჯერებ რომ არავის ადარდებს ვიცოცხლებ თუ მოვკვდები? არ შემიძლია დავურეკო დედას, როცა მისი ხმა ასე გიჟივით მენატრება, არ შემიძლია მამის მკლავებში უდარდელად ჩავიკარგო. უკან აღარასოდეს რომ არ დავბრუნდე ვერც ვერავინ შენიშნავს ამას.
საცოდავი ვარ არა??? საცოდავი ნაგავი. - ჯისუს თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა. ამ სიტყვების გამგონე გუკს კი გული მოეწურა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდა მაგრამ მისთვია ეს გოგონა ძალიან ბევრს ნიშნავდა.... ბიჭმა წამში მოიქცია გოგონა მკლავებში და ცხვირი მის კისერში ჩარგო
- შენ არა ხარ მარტო, არასდროს იქნები. მე აქ ვარ, შენს გვერდით. ჩემთვის ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი კიმ ჯისუ.... - ჯონგუკმა გოგონას ნელა დაუწყო ფერება აბრეშუმისებრ თმებზე, რამდენიმე წუთში კი მშვიდი ფშვინმა გაიგო.... - დაგეძინა, ნუ ღელავ სოო, არასდროს დაგტოვებ მარტო... ამას ვერავინ მაიძულებს.....
- ჯონგუკი ცოტა ხანს ჯისუს ანგელოზისებრი სახის ყურებით ტკბება, მალე კი თავადახ მორფეოსის სამყაროში იძირება.....
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro