together?
ვი უმეტყველო სახით სცემს ბოლთას კაბინეტში, ჯიმინი კი უხმოდ აკვირდება მეგობარს. თავდახრილი დაცვის წევრები შიშით ცახცახებენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ რას უნდა ელოდნენ გაცოფებული თეჰიონისგან. ფაქტია ბიჭს შეუძლია ახლავე თვალისდაუხამხამებლად დახოცოს ყველა მათგანი. პარკი დაღლილად ხვნეშის
- ვი, შეწყვიტე. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა.....
- არასასიამოვნო ფაქტი? რას მეუბნები საერთოდ - კბილებში გამოცრა თეჰიონმა ჯიმინს გახედა - შენ ამას არასასიამვნოს უწოდებ? გაბედა და სროლა კართან ამიტეხა, შენ ამას არასასიამოვნოს ეძახი? რა მოხდებოდა ჯისუსთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი, რა მოხდებოდა რომ დამეგვიანა? და ამის ფონზე შენ ამ ფაქტს არასასიამოვნოს უწოდებ? - თეჰიონი დაცვის წევრებისკენ ბრუნდება - როგორ დაუშვით ეს? საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდით? თუ ხვალ დილით იმ ნაბიჭვრების სახელები არ მეცოდინება ყველა თქვენგანს ულაპარაკოდ დავხოცავ. ახლა დამეკარგეთ აქედან - ბიჭები უსიტყვოდ გალაგდნენ კაბინეტიდან.
- აქ რაღაც ისე არ არის ვი,
- ვიცი რისი თქმაც გინდა ჯიმინ და გეთანხმები. ვიღაცამ შესანიშნავად იცის ყველაფერი. ჩვენში მოღალატეა, და ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვოთ.
- ნუ ღელავ. შევძლებთ ამას გავუმკლავდეთ. როგორც დამავალე პრეზიდენტთან უკვე გავგზავნე ხალხი. მან აქ მოსვლაზე უარი თქვა. შესაბამისად დაცვა გავაძლიერეთ.
- დრო თითქმის აღარ გვაქვს. ვანგი შესამჩნევად უკეთეს სიტუაციაშია. მან ყველა ჩვენი ნაბიჯი იცის და სწრაფად ახორციელებს ჩანაფიქრს. - თეჰიონი უღონოდ ეშვება სავარძელში - ეს მას უპირატესობას აძლევს. როგორ მოხდა რომ მის სოროში ვერაფერი იპოვეთ
- არ ვიცი თეჰიონ, არაფრის თქმა შემიძლია, ეს ყველაფერი მართლაც უცნაურია, თითქოს იქ უკვე იყო ვიღაც. ყველაფერი გულდასმით შევისწავლეთ. ყველა კუთხე კუნჭული მოვიარეთ თუმცა იქ თითქოს არც არასდროს უცხოვრია კრისტოფერ ვანგს
- გამოდის მის კვალზე ვიღაც სხვაც დგას. სავარაუდოდ მან იცის სად იმალება ის ვირთხა - ჩუმად სისინებს კიმი, -- მაგრამ ვინ არის?
- მე - მტკიცედ ისმის ხმა და იმ წამს გამოჩენილი ჯისუ ზურგს უკან კარს ხმაურიანად ხურავს - მე ვიყავი კრისტოფერის მანსიონში და თავად ავიღე ყველა მტკიცებულება
- რა? როდის ან რატომ მოიქეცი ასე? როგორ ბედავ ჩემს ზურგს უკან მოქმედებას? - მისკენ მიემართება ვი, თუმცა ჯიმინი მაშინვე მათ შორის დგება და თეჰიონს უკან დახევას აიძულებს
- ვალდებული არ ვარ ანგარიში გაბარო, უკვე ათასჯერ გითხარი. ეს თამაშია წესების გარეშე. ვინც უფრო სხარტად აზროვნებს ის იმარჯვებს. როგორც ჩანს მე უფრო სწრაფი აღმოვჩნდი. ახლა ამისგან დრამას ნუ დადგამ - გაბეზრებულად ატრიალებს თვალებს ჯისუ და ჯიმინის გვერდით სავარძელში თავსდება
- კარგი, დავუშვათ ასეა, მაგრამ ამას ახლა რატომ მეუბნები? ალბათ გააცნობიერე რომ მარტო ვერ შეძლებდი პრობლემის გადაჭრას არა? - თეჰიონს ტონი შედარებით ურბილდება, სახეზე კი ცინიკური ღიმილი დასთამაშებს
- არ მივეკუთვნები იმათ კატეგორიას ვინმესთვის რამის დამტკიცებას რომ ცდილობს. არ ვაპირებ გმირობანა ვითამაშო. შენგან განსხავებით არც საკუთარი სისუსტეების აღიარება მიჭირს. რაც მართალია, მართალია. მე ვიცი სად იმალება ის ვირთხა, მაგრამ არ მაქვს საკმარისი ძალა რომ იქამდე მივაღწიო. ამიტომ გთავაზობ ისეთ რამეს რაც ორივე ჩვენგანისათვის საინტერესო იქნება.... მე გეტყვი სად არის, სამაგიეროდ უნდა დამითმო
- ანუ? - ინტერესით კითხილობს თეჰიონი და გოგონას შავ თვალებში იკარგება
- ვანგი მე უნდა მოვკლა, ეს მე უნდა გავაკეთო........ მისი სიცოცხლე უნდა დამითმო
.....................................................
რამდენიმე საათით ადრე.
მომხდარის გამო ჯერ კიდევ შოკში მყოფი ჯისუ საძინებელში შედის და მაშინვე საწოლზე იკუნტება. გოგონას ფეხდაფეხ მიჰყვება ჯონგუკი, ისიც მაშინვე მის გვერდით წვება და გულში იკრრავს პატარა სხეულს
- ძალიან შეგეშინდა არა? - ბიჭის ხმაში იმდენად დიდი ღელვა იგრძნობა რომ გოგონა თავს ვეღარ იკავებს და ხმამაღლა იწყებს ტირილს. ჯისუს ეზიზღება როცა მის ცრემლებს ვინმე ხედავს, თუმცა გუკი სხვაა. ის გოგონას ერთადერთი მეგობარია, მისი სულის ნაწილი, მისი ძმა, მეგობარი. ჯისუს არც არავინ ჰყავს მასზე მეტად ახლობელი
- როცა ბავშვი ვიყავი, ამქვეყნად მხოლოდ ერთი რამ მინდოდა. მშვიდად მეცხოვრა ჩემს მშობლებთან ერთად. მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი. მართალია ბევრი რამ არ მახსოვს მაგრამ ვიცი, ჩემს მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ისინი არასოდეს არ დაუშავებდნენ არავის. რატომ ვერ შეძლეს ჩვენი ბედნიერების ატანა, რატომ შურდათ ჩვენი ერთობის? რისთვის მომექცნენ ასე? დამიჯერე არ მდომების ვიონმესთვის ცხოვრება დამენგრია, მაგრამ ცხოვების აზრი დავკარგე. ახლა ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ. სარკეში საკუთარ ანარეკკლს ვუყურებ და ვერაფერს ვხედავ. ვცდილობ თითოეული მათგანის ქმდებას ახსნა მოვუძებნო.... ვერ ვახერხებ. უკვე არ ვიცი ვინ ვარ..... ეს ძალიან ძნელია...
- ჯისუ....
- მე საშინელი შეცდომა დავუშვი გუკ - გოგონა საწოლზწე ჯდება და ბიჭიც ასე იქცევა - თეჰიონთან ვიწექი.....
- რაა? ღმერთო ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ როდის?.... ჰა?
- პირველად ეს რომ მოხდა ვერ მივხვდი რომ ის იყო.... ძალიან მთვრალი ვიყავი და უბრალო მსგავსებად ჩავთვალე. მაგრამ ეს შეცდომა ისევ დავუშვი. საკუთარ თავს კონტროლი ისევ ვერ გავუწიე
- გიყვარს? - ფრთხილად ისმის ჯონის ხმა
- არ ვიცი, არ ვიცი ამას რა დავარქვა, არაფერზე მაქვს პასუხი და ეგაა პრობლემა
- შეგიძლია სხვასთანაც დაწვე? შეძლებ ამის გაკეთებას - ჯონის ხმა გამომცდელად ისმის
- არა..... ამას ვერ ვიზამ - იმავე წამს პასუხობს ჯისუ და ბიჭი ჩუმად ოხრავს
- შენ თეჰიონი შეგიყვარდა- მისი სიტყვები განაჩენივით ისმის და ჯისუ მას უმეტყველო მზერას აგებებს
- არ ვფიქრობ რომ ასეა, ეს უბრალოდ ლტოლვაა, ძლიერი ავადმყოფური სურვილი რაც მალე გაქრება.
- ნუ სულელობ, შეეცადე სიტუაცია რეალურად აღიქვა, - გოგონას ტუქსავს ჯონგუკი და ნელა აგრძელებს - სიყვარული შეიძლება ყველამ სხვადასხვაგვარად აღიქვას, ან შეფუთოს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეიძება შენი გრძნობა მის მიმართ არაა ისეთი რომანტიული როგორიც ყველას წარმოუდგენია რომ უნდა იყოს. სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები და გამოშტერებვული მზერა არაა ჯისუ. ეს გრძნობა თავის თავში ბევრ რამეს მოიცავს და შედეგი მხოლოდ ერთია, შენს ყოფას თავდაყირა აყენებს, მთლიანად გიცვლის შეხედულებას, აზროვნებას, გემოვნებასაც კი. ეს ისაა რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი და ვერც კი დაიჯერებდი რომ შენ შეიძლება საერთოდ გადაგხდეს თავს.
- ასე დარწმუნებით როგორ შეგიძია ამაზე საუბარი, ოდესმე გყვარებია ? - მობეზრებით აქნევს თავს ჯისუ თუმცა პასუხი ნამდვილად შოკში აგდებს
- მყვარებია, მიყვარს... - ჯონგუკი დაბნეულად ხვნეშის - დღეს ზუსტად ამაზე მინდოდა საუბარი სანამ ის ტყიური შემოვარდებოდა მთელი თავისი დიდებულებით
- მოიცა, ჯონგუკ, ვინ გიყვარს, ახლავე მითხარი - მოუთენლად კითხულობს ჯისუ, წამითი ისიც კი ავიწყდება რაც შეემთხვა
- არ ვიცი ამას როგორ მიიღებ, მე.... ჯანდაბა მოკლედ..... ჯიმინი მიყვარს - სწრაფად აყრის ჯონი და თვალებს მაგრად ხუჭავს, თითქოს ეშინია რომ მეგობრის სახეზე ზიზღს, ან იმდეგაცრუებას დაინახავს..... წამიერ სიჩუმეს ჯისუს მშვიდი ხმა არღვევს
- გუკ შემომხედე - ბიჭი მაგრად აქნევს თავს, გოგონას ხმა ამჯერად მეტად მკაცრად ისმის - ჯონ ჯონგუკ ახლავე შემომხედე - ამჯერად მის ბრძანებას ემორჩილებიან და ჯონი თვალებს ახელს
- ასე რატომ ღელავ, გგონია რომ ამის გამო შეხედულებას შევიცვლი? სულელი ხარ არა? მე შენ მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ, შენი ხასიათი მიყვარს და არა შენი შეხედულება. ჯონგუკ. მე შენ ისეთი მიყვარხარ და მჭირდები როგორიც ხარ. ამაქვეყნად ყველზე თბილი და ტკბილი მეგობარი, რომელიც სულ ჩემს გვერდითაა და ყველა კაპრიზს უსიტყვოდ იტანს. გთხოვ.... არასდროს იფიქრო რომ ამქვეყნად რამე შენზე უარის თქმას მაიძულებს - გოგონა ძლიერად ეხვევა მეგობარს. ბიჭის კი თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი ეხსნება
- ძალიან მიყვარხარ ჯისუ, მეც ძლიან მიყვარხარ. უბრალოდ მეშინოდა რომ შენს თვალებში ზიზღს დავინახავდი. ამის გადატანას ვერასდროს შევძლებდი სოია....
- ახლა მიმატოვებ არა? მე კი ისევ მარტო დავრჩები - სრუტუნებს გოგონა თუმცა მალევე აჰყავს თავი ხელში და ბიჭს შორდება - მაპატიე, ეგოისტური გამოსვლა. ძალიან მიხარია, მინდა რომ ბედნიერი იყო.
- ნუ ღელავ სო, შენ მარტო არ იქნები. არამგონია თეჰიონმა წასვლის საშუალება მოგცეს.
- სისულელეს ნუ ამბობ გუ, მას მხოლოდ ჩემი სხეული უნდა და არ მინდა ამაზე კიდევ საუბარი. - ჯისუ ფეხზე დგება და კარისკენ მიდის
- საით?? - კითვხით სავსე მზერას აბყრობს ჯონი გოგონას
- ამ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვა წერტილი... ვიცი რაც უნდა გავაკეთო..... - ჯისუ კარს მიღმა უჩინარდება. გუკი კი გოგონას საწოლზე წვება და თვალებს ხუჭავს. ისევ ყველაფერი აირია.
...................................
ახლანდელი დრო
ვი ღიმილით აკვირდება მის წინ მჯდომ გოგონას. საერთოდ როგორ შეიძლება ვინმე მისნაირი არსებობდეს. რამდენადაც პატარა და სუსტია გარეგნულად იმდენად მამაცი გული და მტკიცე ხასიათი აქვს. ბიჭს სხეულში სითბო ეღვრება
- რატომ გგონია რომ ამას გავაკეთებ? რამ გაფიქრებინა რომ შენს წინადადებას საერთოდ მივიღებდი? - თეჰიონს ტონი შედარებით ურბილდება თუმცა სახეზე ცონიკური ღიმილი ისევ დასთამაშებს. საუბარში მაჯერად ჯიმინი ერთვება
- ვი, მგონი ჯისუ მართალია. ამჯერად იქნებ...
- ჯიმინ დაგვტოვე - პარკს საუბრას თეჰიონი აწყვეტინებს ისე რომ მისი მზერა კვლვა ჯისუსკენაა მიმართული. ჯიმინი მაშინვე დგება და კაბინეტს ტოვებს. ჯისუ კი ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. მას ნამდვილად არ ხიბლავს თეჰიონთან ერთად მარტო დარჩენის იდეა. ვი მისკენ იხრება და მაცდური ტონით იწყებს
- მე შემიძლია ყველა შენი სურვილი უპირობოდ შევასრულო.... მხოლოდ მაშინ როცა შენში ვარ.... რაც შეეხება ამ საქმეს არც კი გაიფიქრო... ვანგს არ გაეკარები - ბიჭის ტონი ისევ სერიოზული ხდება. გოგონა კი მაშინვე ფეხზე დგება
- შენ მას ვერასდროს იპოვი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს სად უნდა ეძებო. ვერასდროს მიხვდები მის ჩანაფიქრს. ის გიპოვის და მოგკლავს, აუცილებლად ასე იქნება. ჩემზე კარგად ვანგს არავინ იცნობს. არავის შეუძლია მიხვდეს მის ჩანაფიქრს. მაგრამ კარგი, მოიქეცი ისე როგორც გინდა.... - ჯისუ ამ სიტყვებით ზურგს აქცევს ბიჭს და კარისკენ მიდის თუმვა მაშნვე გრძნობს როგორ ეხვევა თეჰიონის მკლავები და ბიჭს კალთაში ექცევა
- ჩემს მოთმინება ნუ ცდი ჯისუ.... მითხარი სადაა ის ნაბიჭვარი და დავამთავროთ - ჩუმად ჩურჩულებს ვი
- არც იოცნებო, რომც მომკლა ამას არ ვიზამ.... - ჯისუ ბიჭის ხელებში ფართხალებს თუმცა უშედეგოდ
- გინდა გამომცადო? რის გამო იქცევი ასე? - თეჰიონი უფრო ახლოს იკრავს გოგონას. ცხვირს მის ყელში რგავს და მის სურნელს ხარბად ისრუტავს. გული მტკივნეულად ეწურება როცა მისი სიტყვები ესმის
- შენთვის ეს თამაშია ვი, ჩემთვის კი ცხოვრების ერთადერთი აზრი. იმ კაცმა ჩემი მშობლები რაღაც იდიოტური მიზეზის გამო ცოცხლად დაწვა. მთელი ჩემი ცხოვრება მომპარა და წლების გატარება მაიძულა საშნელ მიწურში.... არა, ნუ მიყურებ ეგრე. მე სიბრალული არ მჭირდება და მით უფრო შენი. - ჯისუ ამჯერად ახერხებს თავის გათავისუფლებას და კარისკენ შეიძლება ითქვას გარბის. მომენტალურად მას ბიჭის ხმა გაჩერებას აიძულებს
- კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა... - თეჰიონი დაღლილად ხვნეშის და ჯისუს დაჟინებით უყურებს - მითხარი მისი ადგილსამყოფელის, მე კი თავად მოგცემ იარაღს რათა ის მოკლა..... ერთად მოვუღოთ ბოლო კრისტოფერ ვანგს
- ამას მართლა ამბობ - გოგონა ისევ ბიჭსკენ მოემართება და გაფართოებული თვალებით შესცქერის მას. წამით პატარა ბავშვს ემსგავსება. თეჰიონს სახეზე ისევ ღიმილი ეპარება..... იგი დაკვირვებით უყურებს მის წინ მდგომს და ჯისუს სახეზე ასე სანატრელ ღიმილს ამჩნევს, რომელსაც იმ წამსვე ემონება............
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro