Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

This is my game

სიზმარი ვნახე..... ფერადი..... მეტყველი.... ათასფერი ყვავილით მორთული... წარმოუდგენელი სიმშვიდე, წარმოუდგენელი ფერები..  სუნიც კი არარეალური..... მოულოდნელად ის გამოჩნდა... ყველაფერი წამიერად გაშავდა ირგვლივ, თითქოს ყოველთვის მხოლოდ უკუნი იდგა, თითქოს წამის წინ ნანახიც ილუზია იყო მხოლოდ.  ახლა ნათლად ვხედავდი საზარლად მომღიმარე ცარიელ ნიღბებს რომლებიც ჰაერში დანავარდობნენ.... ალბათ ცხოვრებაც მარტო ნიღაბია, რომელსაც სიკვდილი მუდამ თან ატარებს..........

........................................................................

ჯისუს ჯერ კიდევ სულ პატარას საოცრად აშინებდა თოჯინები, ნიღბები, კლოუნები....  ეზიზღებოდა თეატრები.... ამ პანიკური შიშის გამო  მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ მსგავსი ნივთები მის ახლომახლო არასდროს მოხვედრილიყო.... გოგონა ვერასდროს წარმოიდგენდა რომ უკვე ზრდასრული ყველაზე დიდ  სპექტაკლში აღმოჩნდებოდა, ვერც კი დაუშვებდა რომ წლების განმავლობაში მოუწევდა სხვის სახეს ამოფარებოდა.... ცხოვრება მას გამუდმებით სჯიდა მაგრამ რისთვის? ამ სამყაროში ხომ ყველაფერს საკუთარი ახსნა აქვს? შეუძლებელია რამე უბრალოდ ხდებოდეს.... ჩვენ ვაშავებთ, ვაფუჭებთ რაღაც ან ვიღაც კი სამაგიეროს გვიხდის..... მაგრამ რატომ? ჯისუ ვერ იხსენებდა რომ ვინმესთვის რამე დაეშავებინა, ან კი რა შეიძლებოდა გაეფუჭებინა თინეიჯერ გოგონას, რომელიც მხოლოდ მშობლების ბედნიერებაზე ფიქრობდა. მაშინ განგებამ ასე მწარედ რისთვის დასაჯა? რისთვის აჩვენა მშობლების  საზარელი სიკვდილი. საბრალოს ყოველ ღამით ჩაესმის დედის განწირული კივილი და მამის საწყალობელი ბრდღვინვა...... მამაკაცმა შეძლო და შვილი საშინელ ხანძარს გაარიდა, სამწუხაროდ უკან ცოლის გამოსაყვანად დაბრუნებულმა გამოღწევა ვეღარ მოახერხა... იმ ღამით ორივენი სიძულვილის ცეცხლში დაიწვნენ.......... ხანძარში,  რომელიც სეო ჯუნმა გამოიწვია..... ეს ფაქტია, ეს ერთადერთი სიმართლეა... მაშინ რატომ დგას ახლა კართან და მის გულს ეჭვი რატომ დაპატრონებია?

- ან ახლა ან არასდროს. სიმართლე უნდა გავიგო - ჯისუმ გამბედაობის მოსაკრებად ოდნავ  ჩაახველა და კარზე მსუბუქად დააკაკუნა.

- შემოდი - გაისმა შიგნიდან მისთვის ასე კარგად ნაცნობი ხმა და გოგონაც მაშინვე მას დაჰყვა. იგი ყალბი, თუმცა დამაჯერებელი ღიმილით მიუახლოვდა პრეზიდენტს.

- თავს როგორ გრძნობთ ბატონო კიმ? მიდოდა რამდენიმე კონტრაქტზე გადაგვეხედა რომლებიც გუშინ გააფორმეთ - ჩვეული დამამშვიდებელი ტონით დაიწყო მან  და მამაკაცის ღიმილიანი მზერაც დაიმსახურა

- იცი, ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეიძლება ასეთი ახალგაზრდა ასე შრომისმოყვარე იყო... ნამდვილად ღვთის საჩუქარი ხარ ადვოკატო კიმ - მამაკაცი ისევ იღიმის და გოგონა მის მოპირდაპირედ სავარძელში ეშვება - დღეს დავისვენოთ, არ მინდა მუშაობა. როგორც ჩანს გუშინდელი დაღლილობა ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე, თან ღამე ამ სავარძელში გავატარე,  დასვენება მინდა. შენც დაისვენე ჯისუ, დაისვენე ეს ნამდვილად  გჭირდება - მაჯერად მამაკაცი ფეხზე დგება და კარისკენ მიდის, გოგონა ხვდება რომ თუ ის ახლა ამ კარიდან გავა ვერასდროს შეძლებს  გაარკვიოს ის რაც ამდენად  აწუხებს.

- პრეზიდენტო, შეიძლება რაღაც გკითხოთ - საბოლოოდ ბედავს და ამჩნევს მამაკაცი მისკენ როგორ ბრუნდება - უბრალოდ.... მე ამ დილით აქ გნახეთ და თქვენს წინ დაგდებული ძალიან ლამაზი ქალბატონის სურათი შევნიშნე. მხოლოდ დამაინტერესა, ის ქალბატონი სოიონი არ იყო....- ჯისუმ შეამჩნია როგორ შეეცვალა მეტყველება კიმს, ლამის ინანა რომ საერთოდ წამოიწყო ამაზე საუბარი - მაპატიეთ, ეს არაა ჩემი საქმე...

- დარა... მისი სახელი სანდარაა. ის ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო - მამაკაცის სიტყვებმა სიჩუმეში იმდენად მძაფრად გაიჟღერა რომ ჯისუმ წამით იფიქრა რომ სუნთქვაც კი პრობლემა გახდა მისთვის. - კიმი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ამოიხვნეშა. გოგონა მიხვდა მამაკაცს საუბარი სურდა, თუმცა არჩია ჩუმად დარჩენილიყო. მის წინ ჩამოჯდა, კიმმა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ნელა განაგრძო

- მე და დარას ერთმანეთი გვიყვარდა. უფრო სწორად მე მიყვარდა და მეგონა რომ მასაც ვუყვარდი, მეგონა რომ უნდა ვყვარებოდი.... ალბათ ასე იქნებოდა კიდეც რომ არა ის  - ჯისუმ აშკარად შენიშნა როგორ აენთო სეო ჯუნს თვალები მაგრამ არა სიძულვილით ან ზიზღით, ეს უმწეო ბრაზს გავდა მხოლოდ - ის გამოჩნდა და მისი თავი წამართვა..... დარას ის შეუყვარდა, თავზეხელაღებული კრიმინალი....  გული მისკენ მიუწევდა.... ყოველ წამს ვკვდებოდი როცა მიყვებოდა როგორ ძლიერად უყვარდა ის და რა ბედნიერი იყო მის გვერდით...... ვთხოვდი, ვემუდარებოდი მაგრამ არ შეისმინა - მამაკაცის თვალებიდან ცრემლებმა დაიწყო დენა. მისი ხმა შესამჩნევად სუსტი გახდა

- ახლა... ახლა სად არის ქალბატონი... დარა, რა დაემართა მას - წარმოთქვა გოგონამ თუმცა საკუთარი ხმა ვეღარ იცნო

- დავაგვიანე.... მივედი მაგრამ ძალიან გვიან. მაშინ როცა ყველაფერი უკვე ფერფლად იყო ქცეული...... ნეტავ ჩემთვის მოესმინა..... ნეტავ შეძლებოდა და ჩემთვის მოესმინა, ნეტავ შეძლებოდა და ცოტათი მაინც ვყვარებოდი. ის დაიღუპა საკუთარ ქმართან და  ქალიშვილთან ერთად.... იმ ღამით მე ის საბოლოოდ დავკარგე..... - სეო ჯუნი  ზანტად წამოდგა, მან ისევ კარისკენ დაიწყო სვლა,  თუმცა სანამ გაუჩინარდებოდა შეყოვნდა და ჯისუმ ისევ გაიგო მისი დაბალი ბარიტონი - არ ვიცი როგორ მაგრამ ვგრძნობ გავთავისუფლდი.... მადლობა ადვოკატო კიმ რომ ჩემი მოსმენა შეძელი - ამ სიტყვებით მან ოთახი საბოლოოდ დატოვა, გახევებული ჯისუს სახეზე კი უკონტროლოდ იწყო მარილიანმა სითხემ დენა...........

..................................................

საკუთარ ოთახში მოუსვნერად მყოფი თეჰიონი გრძნობდა ცოტაც და შეიშლებოდა. როლი რომელიც ამ დაუსრულებელ დრამაში  ერგო ზედმეტად მოსაწყენი გახდა, მორცხვი, საწყალი ბიჭის თამაში დღითი დღე მეტად  უჭირდა.  ამ ბოლო დროს მამამისს სამუელსაც კი არ რჩებოდა დრო საკუთარი შვილისთვის. ვიმ ეშმაკურად ჩაიცინა, ზუსტად  იცოდა დრო როგორ გაეყვანა. ამაღამ კარგად გაერთობოდა.  ხელში ტელეფონი მოიმარჯვა და მრავალთაგან ერთ ერთ ნომერზე დარეკა. მგონი პირველივე ზარზე უპასუხეს. ბიჭმა თვალები მობეზრებით აატრიალა, როცა ზედმეტად წიკვინა ხმა ჩაესმა, თუმცა რეალობა მალევე  გაახსენდა და შეეცადა შინაგანი გაღიზიანებისთვის ყურადღება არ მიექცია

-  ზუსტად ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან დამირეკავდი... - მეორე მხარეს გოგონას ძალით გაწელილი ხმა გაისმა

- ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ ამაღამ ჩემთან დავლევთ, რას იტყვი სანა - ამჯერად ვის ხმაც ეშმაკურად ჟღერდა

-რათქმაუნდა, შენ მხოლოდ მოინდომე - ისევ გაისმა გაწელილი ბგერები და თეჰიონს სახეზე ამჯერად თვითკმაყოფილი ღიმილი გამოისახა. რათქმაუნდა ასეა. არავის აქვს იმის ძალა რომ მასთან თუნდაც ერთი ღამის გატარების შემდეგ იგივეს გამეორებზე უარი თქვას. ყველა  ვინც ერთხელ  მაინც ხვდება მის მკლავებში სამუდამოდ ემონება მას.... ვი ზანტად დგება საწოლიდან და ოთახს ღიღინით ტოვებს.

......................................................

ჯაკარტა  - ინდონეზია

აღალი მოხდენილი მამაკაცი პორტთან ახლოს მდებარე  სასტუმროს ფოიეში შევიდა და პერსონალი თავისკენ მიიხმო

- რით შევგვიძლია დაგეხმაროთ ბატნო კიმ. - მაშინვე მასთან გაჩნდა ახალგაზრდა ბიჭი და ბატონს თავი დაუკრა

- ჩემს ნომერში ვიქნები, მინდა რომ ხვალინდელი საღამოსთვის სათანადოდ მოემზადოთ,  ყველაფერმა იდეალურად უნდა ჩაიაროს - ბიჭმა ისევ დაუკრა თავი. სამუელი საკუთარი აპარტამენტისკენ გაემართა - არ შემაწუხოთ - ესღა თქვა და ლიფტში გაუჩინარდა.

როგორც კი საკუთარ "სამფლობელოში" აღმოჩნდა მაშინვე შვებით ამოისუნთქა. ბოლო დროს ირგვლივ ძალიან ბევრი რამ მოხდა. თეჰიონმა როგორც იქნა მიიღო, მეტიც ზუსტად ისეთი თვისებები გამოავლინა რაც მას, როგორც ლიდერის  მომავალ მემკვიდრეს  სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა ყველაფერი მაინც უფრო და უფრო იხლართებოდა. ასპარეზზე კრისტოფერ ვანგის გამოჩენამ სიტუაცია მეტად გაამწვავა. არა ის არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფიგურას კრიმინალურ სამყაროში, მისი მტრად აღქმა წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა, პრობლემა სხვა რამ გახლდათ. სამუელს კარგად ახსოვდა დღე როცა თეჰიონი მასთან მივიდა. პირველი შეხვედრის შემდეგ თითქმის 12 წელი იყო გასული და შვილმა ის მოძებნა. კიმს არც კი შეეძლო გადმოეცა ის გრძნობა, რომელსაც მისი დანახვისას განიცდიდა. ბიჭი მას მიუახლოვდა და ლამის აცრემლებული თვალებით დახმარება სთხოვა. გაანდო რომ სეო ჯუნს ვიღაც მოკვლით ემუქრებოდა. ამ დროს თეჰიონი 21 წლის გახლდათ. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ მამობილის გამო გააკეთა ეს სამუელი მაინც კმაყოფილი იყო რომ შვილის ნახვა ისევ შეძლო. მით უფრო რომ ის ამ დღეს ელოდა. ზუსტად იცოდა ვანგი სეო ჯუნის გასანადგურებლად დაბრუნდებოდა. არც შემცდარა წლები გავიდა მაგრამ ბოღმა და ღვარძლი რომელსაც კრისტოფერი ატარებდა არსად გამქრალა..... იმ დღის შემდეგ პრეზიდენტის უსაფრთხოება საკუთარ თავზე აიღო, ხოლო შვილთან ურთოერთობები შესამჩნევად დაალაგა. მან ბიჭისგან სრულიად ახალი ადამიანი შექმნა, .... ის თითქოს თაეს ბნელ მხარეს, ბნელ სურვილებს წარმოაჩენდა.... ასე დაიბადა კიმ ვანტე,  ვი!

   სემუელმა  მძიმედ ამოიოხრა და სავარძელში ჩაეშვა. მის გონებაში მოგონებებმა იწყეს  გაცოცხლება. იმდენად ჩაიკარგა ფიქრებში,   ვერც კი შენიშნა როგორ დაუსველეს ცრემლებმა სახე. მამაკაცმა სწრაფად შეიმშრალა  სახე თავისი გრძელი თითებით  რათა მათი კვალი წაეშალა.... ისინი გააქრო მაგრამ იარა რომელიც დარჩა ვერაასდროს მოაშუშა.  წარსული დრო და დრო ბრუნდებოდა მასთან.  მას კონკრეტული სახელი და სახე ჰქონდა....  პარკ დენიელი 

15  წლის წინ 

დენიელ... სიტუაცია უკონტროლო ხდება.. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? - ამოიოხრა სემუელმა და მეგობრის მოპირდაპირედ სავარძელში ჩაეშვა

- ნუ ღელავ სემ, დარწმუნებული იყავი ის კლოუნი ვერ შეძლებს რამე დამიშავოს. მე შევძლებ დარა და ჯისუ დავიცვა. 

- არ ვიცი, არ ვიცი. მართალია ვანგი  ლაჩარია მაგრამ გამყიდველი. ყველაფერზეა წამსვლელი ოღონდ დის გამო შური იძიოს. არც თქვენ მოგეშვებათ და არც სეო ჯუნს. სანამ ცოცხალია ვერც ერთი თქვენგანი იქნება მშვიდად. 

- დარას მე ვუყვარვარ. ის რაც  სოიონს შეემთხვა მისი ბრალი არ არის. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სეო ჯუნია. არაერთხელ  გავაფრთხილე ჩემს ცოლზე ფიქრს შეეშვი და საკუთარს მიხედე მეთქი. 

- გასაგებია მაგრამ კრისტოფერის მხრიდანაც შეხედე ამ სიტუაციას. მისმა ერთადერთმა  დამ  თავი მოიკლა. იგი ბოლო წლების განმავლობაში საშინლად უბედური იყო და ამაში  მუდამ დარას ადანაშაულებდა. 

- და ვინ ამბობს რომ თავი მოიკლა, იმ გზებზე ავარია ხშირია, სავსებით შესაძლებელია რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გამხდარიყო. - უემოციოდ ამოიფრუტუნა დენიელმა და მეგობარს მზერა აარიდა.

- მაგის თავადაც არ გჯერა დენ - ამოიოხრა სემუელმა - ახლა წავალ, დამპირდი რომ იფიქრებ მაინც იმაზე რაც მე გითხარი.

- კარგი ასე ვიზამ, და ასე სად გეჩქარება? - ინტერესით იკითხა მამაკაცმა და მეგობარს ნაჩქარევად გადაეხვია

- დღეს თეჰიონი პირველად უნდა ვნახო - ოდნავ გაიღიმა სემუელმა, ორივე მამაკაცის სახეზე გამომეტყველება მომენტალურად შეიცვალა

- იცი, ძალიან მინდა რომ ჯისუმ და თაემ ერთმანეთი გაიცნონ სემ,  მგონია რომ  შეძლებენ მომავალში კარგი მეგობრები გახდნენ, ისევე როგორც ჩვენ - გამხიარულებული დენიელი  ისევ მოეხვია კიმს

- ღმერთმა ქნას ასეც იყოს - ამოიხითხითა სემუელმაც  და თავადაც ჩაეხვია პარკს

ჯაკარტა - ახლანდელი დრო

- ეს უკანასკნელი დღე იყო როცა გნახე.... სამწუხაროდ ვერ შევძელი შენი გადარჩენა დენ. ვერც ერთი თქვენგანის გადარჩენა შევძელი სამწუხაროდ................

........................................................

სასოწარკვეთილმა ჯისუმ რამდენიმე საათი პრეზიდენტის კაბინეტში გაატარა. გოგონა აღარ ტიროდა ახლა  მხოლოდ იმას ცდილობდა რეალობა გაეაზრებინა და ფაქტების მიხედვით ემსჯელა. იგი გულუბრყვილო არ იყო. კარგად ესმოდა, რომ ცალსახად არც ვანგის ნდობა შეიძებოდა  და არც სეო ჯუნის. მედალს ორი მხარე აქვს, საქმეში არსებულ თითოეულ მოთამაშეს კი  საკუთარი სიმართლე გააჩნია. მაგრამ ვინ იყო უფრო მეტად მართალი. კრისტოფერი, რომელიც გამუდმებით არწმუნებდა იმაში თუ როგორ გააჩინა ხანძარი მამამისზე დაბოღმილმა კიმმა. თუ სეო ჯუნი, რომელსაც არანაირი მიზეზი არ ჰქონდა იმისათვის რომ ზღაპრები მოეყოლა გოგონასთვის. პარკ ჯისუ, პარკ სანდარასა და პარკ დენიელის ქალიშვილი ყველასთვის მკვდარია, კიმს ვერ ეცოდინებოდა მისი ნამდვილი ვინაობის  შესახებ. აქ მხოლოდ კიმ ჯისუა, გოგონა რომელიც ხანძარში დაიბადა..... 

- არა, აქ რაღაც სხვა ხდება და მე უნდა გავარკვიო რა.... ვანგი არასდროს მეტყვის სიმართლეს, მაშინ ყველაფერს მე თავად გავიგებ. - ამ სიტყვებით ჯისუ ძლივს ახერხებს ჯერ კიდევ ერთიანად გაყინული სხეული  სავარძლიდან აათრიოს და კაბინეტს ტოვებს. გარეთ გასული თავისზე ბევრად მაღალ ფიგურას ეჯახება, გონს მხოლოდ მაშინ მოდის როცა მხრებზე ხელებს გრძნობს და  ნაცნობი ბარიტონი ესმის

- კარგად ხარ? - გოგონა მომენტალურად იყურება მაღლა და თეჰიონის მზერას ეჩეხება. ჯისუს არ შეულძლია იმ ემოიციის სიტყვით გადმოცემა რაც ახლა ბიჭის თბილ თაფლისფერ თვალებში ჩანს... ეს თითქოს მწუხარებაა, და კიდევ რაღაც ამოუცნობი, მაგრამ გოგონას ახლა ამაზე ფიქრის დრო არ აქვს.

- ჰო, კარგად ვარ.  - ბიჭი ოდნავ უქნევს თავს, მაგრამ ხელის გაშვებას არ ჩქარობს, ჯისუ გრძნობს რომ გუშინდელის გამო რაღაც მაინც უნდა თქვას, ამიტომ ისევ ბიჭის მზერაში იკარგება და ჩუმად იწყებს - თე, მინდა ბოდიში მოგიხადო. იმ.... იმის გამო რაც საღამოს გითხარი და გავაკეთე. ალბათ ზედმეტი ალკოჰოლის ბრალი იყო. გთხოვ უბრალოდ დავივიწყოთ რაც მოხდა, კარგი? - თეჰიონი ოდნავ იღმის და თანხმობის ნიშნად თავს უკრავს. ჯისუც აშკარად შვებამოგვრილი მისი მკლავებისგან თავისუფლდება და უკანმოუხედავად ტოვებს სახლს. მას თან მიჰყვება გამჭოლი მზერა

- დავივიწყო? ასე არ ხდება პატარავ..... ეს ჩემი თამაშია და წესებსაც თავად ვადგენ. შენ დაიწყე, მაგრამ როდის დამთავრდება, ან დამთავრდება თუ არა საერთოდ ამას მე გადავწყვეტ.  - ვის სახეზე ბინძური ღიმილი ათამაშდა. - შეგიძლია მშვიდად წახვიდე....  ამჯერად უპრობლემოდ დაიხსნა თავი ჩემგან... შემდეგში ასე აღარ იქნება...........





მეგობრებო, ვიცი ძალიან მოსაწყენი თავი გამოვიდა მაგრამ ეს საჭირო იყო რათა გარკვეული მოვლენები ამეხსნა.  გთხოვთ დააკომენტარეთ , მითხარით რას ფიქრობთ  მოვლენების  ამგვარ განვითარებაზე. და მოგწონთ თუ არააა. მადლობა, ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ გაუფრთხილდით თავს 

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo