Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

SECRETS..... SECRETS.....

აუშლელ საწოლზე ტანსაცმლით მიწოლილ ჯისუს ზარის ხმა აფხიზლებს, გოგონა საათს ავლებს თვალს. ჯერ ძალიან ადრეა.

- სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს იმისთვის რომ დილის 6 საათზე თავს დამესხა - უკმაყოფილოდ ფრუტუნებს ჯერ კიდევ მძინარე და პასუხის მოლოდინში ისევ თვალებს ხუჭავს

- რა მოხდა, ახლა არ მითხრა რომ შენმა პრინცმა ღამით დაგღალა - მეორე მხარეს კრისტოფერის უგერგილო სიცილი გაისმა, ჯისუს კი მოუნდა რომ მისთვის ის დამპალი ენა ერთხელ და სამუდამოდ ამოეცალა.

- რა სისულელეს როშავ, გგონია მასთან დავწვები? სულ გამოშტერდი არა? 

- რატომ? მართალია თითქმიოს ასი  პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ გეია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ  მომხიბვლელი ბიჭია - ჩაიქირქილა ვანგმა ისევ

- ამ დილაუთენია თეჰიონის მომხიბვლელობაზე სასაუბროდ დამირეკე? - უღონოდ ამოიხვნეშა გოგონამ

- არა, მინდა გითხრა რომ საერთოდ ვერ დავიძინე. სულ იმაზე ვფიქრობდი რა სახე ექნება სეო ჯუნს როცა ბოლოს და ბოლოს მიხვდება რას მოაწერა ხელი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.  ძირს ნელ ნელა გამოვუთხრით, ხოლო თეჰიონი მისი საბოლოო დარტყმა იქნება

- ჰო, ჰო ასე იქნება, ახლა იქნებ დამეხსნა, კარგად გამოძინება მჭირდება - ამოიფრუტუნა ჯისუმ და ტელეფინუ გათიშა. - წყეული ნაბიჭვარი. დარწმუნებული იყავი შენც ბოლოს მოგიღებ... როგორც კი ამ ოჯახს გავანადგურებ შენი ჯერი დადგება კრისტოფერ ვანგ.

...............................................................

ჯიმინმა ბოსის მანსიონი გვიან ღამით დატოვა.... ბიჭი შეეცადა მაქსიმალურად შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იგი ნამდვილად ვერ დაუშვებდა ვანგს რამე ეეჭვა მისი ღამეული ვოიაჟის შესახებ. პარკმა უზარმაზარი ეზო მშვიდობიანად გაიარა. მასიურ გალავანს მოქნილად დააღწია თავი და იქვე გაჩერებულ შავ როლს როისში ჩაჯდა.....

- რა ჯანდაბას აკეთებდი ამ დრომდე, იცი მაინც რამდენი ხანია აქ გელოდები? - სამარისებურ სიჩუმეში ბოხი ხმა განაჩენივით გაისმა. ჯიმინს თავისდაუნებურად  შეაჟრჟოლა

- ჯანდაბას შენი თავი,  ასე რამ გაგაცოფა? ხომ იცი ბებერი როგორია, მთელი ღამეა უსაგნოდ ბოლთას ცემს. გაგიჟებულია იმის წარმოდგენით რომ მალე მის ფერხთით იქნებით.. - ჩაიქირქილა პარკმა, თუმცა როცა გვერდით მჯდომის სახეზე ვერანაირი ემოციის ამოკითხვა ვერ შეძლო თავადაც დასერიოზულდა. - ასეთი რა მოხდა, გუნება ასე რამ მოგიშხმა?

- ყველაფერი მალე უნდა დავამთავროთ, იმაზე სწრაფად ვიდრე ვგეგმავდით - გაისმა ისევ ბოხი ხმა და ჯიმინს ჩაეღმა

- რატომ, ორ დღეში რა შეიცვლა?  როცა ბოლოს ვისაუბრეთ ასე არ ჩქარობდი.

- ეს პიკია ჯიმინ, ის გოგო ჩემს ნერვებზე ცუდად თამაშობს და შენ მშვენივრად იცი რა ხდება როცა ჩემი მოთმინება იწურება... წადი  და ყველაფერი სწრაფად დაასრულე.  როგორც კი ვანგს გავანეიტრალებთ პატარა ალქაჯსაც მივხედავ. მას პირადად გავუსწორდები - ბოხი, მელოდიური ხმა ღამის სიჩუმეში იკარგება.... მამაკაცის სახეზე კი დამპლური ღიმილი ისახება. ეს უკანასკნელი შეუმჩნეველი არ რჩება პარკს. იგი უხმაუროდ ტოვებს მანქანას და მანსიონისაკენ უკანმოუხედავად მიემართება. რამდენიმე წამში მის სმენას მანქანის ძარის ხმა სწვდება, ბიჭი ეშმაკურად იღიმის - ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდება............

.......................................................

ჯისუ რომელიც უკვე დაემშვიდობა ძილის გაგრძელების დიად იდეას კაბინეტისკენ მიემართება. გოგონა დარწმუნებულია რა რომ ამ დროს სასახლეში ყველა სულიერს სძინავს, აპირებს კარგად შეამოწმოს სეო ჯუნის სამუშაო კუთხე. შესაძლოა რამე ისეთი იპოვოს რაც მომავალში საქმეს გაუმარტივებს. გოგონა ძალიან ფრთხილად აღებს კარს, თუმცა  მაშინვე შეშდება როგორც კი სავარძელში მძინარე კიმს  ამჩნევს. ჯისუ  უკან გაბრუნებას აპირებს, მაგრამ მამაკაცის ხელში რაღაცას ამჩნევს და გაუცნობიერებლად მისკენ მიემართება. 

- რა ჯანდაბაა? - ჩურჩულებს თავისთვის, თან ცდილობს ფრთხილად ამოაცალოს სავარაუდო ქაღალდის ნაგლეჯი მძინარეს,  როგორც იქნა ახერხებს, თუმცა ეს უბრალოდ ქაღალდის ნაგლეჯი კი არა სურათია. ჯისუ მას ყურადღებით აკვირდება, - მოიცა, ეს რა...- მას შოკისგან სუნთქვა მომენტალურად ეკვრება. სურათზე სანდარაა გამოსახული.. დედამისი........ აშკარაა რომ ფოტო ძალიან ძველია. ალბათ ჯერ კიდევ მაშინდელი სანამ ჯისუ ამ ქვეყანას მოევლინებოდა. მაგრამ ვინ გადაიღო, და უფრო მნიშვნელოვანია რატომ აქვს ის კიმს. გოგონა შოკისგან გამოსვლას ცდილობს თუმცა ამაოდ. არ გამოსდის. იგი სურათს მაგიდაზე დებს და სასწრაფოდ ტოვებს კაბინეტს. ამ სახლში ერთ წამსაც ვერ გაატარებს თუ ცოტა არ დამშვიდდა. გოგონა ფერდაკარგული გარბის სახლიდან და საკუთარ ავტომობილში თავსდება.... იგი ვერ ამჩნევს მისკენ მიბყრობილ  დაჟინებულ მზერას, მანქანას ქოქავს,  ადგილს გიჟივით წყდება......

....................................

ტკივილი და სიძულვილი იმდენად გვაბრმავებს რომ გვიძნელდება რეალობის აღქმა. ვერაფერს ვხედავთ გარდა უხეში ფაქტებისა,  რომელსაც უგერგილოდ საკენკად გვიყრიან. ვიჯერებთ იმას რაც მათ უნდათ რომ დავიჯეროთ, ვხედავთ იმას რაც მათ უნდათ რომ დავინახოთ.  მაგრამ არის კი ეს ჭეშმარიტება? ნუთუ რამე შეგვეშალა, ნუთუ არასწორი მიმართლებით წავედით.

გაორჭოფებული ჯისუ მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას. მის თავში უამრავი აზრი ირეოდა. ცდილობდა გაეხსენებინა თუნდაც მცირეოდენი დეტალი რაც ნანახს ახსნიდა, ვერ შეძლო. რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა დედამისს კიმთან. 

-რახან შენი სურათით ხელში ჩაეძინა მისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყავი, ასე არაა დედა? მაგრამ რატომ?? ვანგი რაღაცას მალავს, ზუსტად ვიცი რომ ასეა. ეს ბებერი გაიძვერა რაღაცას ბოლომდე არ მეუბნება მაგრამ არაუშავს. გავარკვევ და მწარედ ვაზღვევინებ ყველაფრისთვის - სუნთქვის ქვეშ ამოილაპარაკა ჯისუმ. ვერც კი შენიშნა ისე აღმოჩნდა კრისტოფერის მანსიონთან. გოგონა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, დაცვას ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ შენობისკენ გასწია

- ვანგ! კრისტოფერ ვანგ! - მისი ხმა სახლს ექოდ მოედო

-  ჯისუ, რა პატივია შენი აქ ხილვა - არსაიდან გამოჩენილი ჯიმინი გოგონასკენ გაემართა - ამ დილაადრიან აქ რამ მოგიყვანა პრინცესა?

- ახლა შენი ცინიკური გამოსვლების ხასიათზე არ  ვარ დაბალო, შენს უფროსს დაუძახე - შუღრინა გოგონამ ბიჭს, მას კი მხოლოდ ჩაეღიმა

- სხვათა შორის თუ სწორად მახსოვს ის შენი უფროსიცაა, და ასე ნუ ბრაზობ პატარავ

- პარკ ჯიმინი კიდევ ერთხელ....

- კიმ ჯისუ, როგორ ბედავ ჩემს სახლში შემოჭრას და ასე ყვირილს? თუ გინდა სამაგიერო გადამიხადო იმის გამო რომ ძილი დაგიფრთხე. - ჯერ კიდევ საღამურებში გამოწყობილი ვანგი ზანტდად დაეშვა კიბეზე მალევე კი გოგონას პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა.

- ნაკლებად მაინტერესებს ეს სისულელეები, ახლავე მითხარი რა აკავშირებდა სეო ჯუნს დედაჩემთან. 

- რას ამბობ გოგო, გაგიჟდი? - წყნარად ამოილაპარაკა ვანგმა თუმცა ფერი აშკარად წაერთვა

- გავგიჟდი, რაც გინდა დაარქვი ამას, ვანგ გაფრთხილებ ნუ მეთამაშები. ახლავე მითხარი რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ - არ ნებდებოდა ჯისუ

- მე საიდან უნდა ვიცოდე - კითხვის თავიდან აცილება სცადა კრისტოფერმა და ფეხზე წამოდგა- ალბათ იცნობდნენ ერთმანეთს, სავარაუდოდ ერთი ასაკის იყვნენ, ორივენი ელიტარული ოჯახიდან, რა არის გასაკვტირი - ვანგის ნათქვამი სიმართლეს ჰგავდა თუმაცა ნერვიულობა და დაუწმუნებლობა მის ხმაში ნამდვილად არ დარჩენილა შეუმჩნეველი ჯისუსათვის

- აჰ, ანუ მხოლოდ შემთხვევითობაა არა? შემთხვევითობაა ის რომ დედაჩემის და მამაჩემის მკვლელობა სეო ჯუნის კისერზეა, შენ მე გამიტაცე, კიმის სახლში შემაგზავნე და ამ დროს ის კაცი დედაჩემის სურათს დასტირის? შენ მითხარი რომ ეს მამაჩემის ბნელი საქმეების გამო მოხდა, მითხარი რომ კიმი ათასგვარ სიბინძურეში იყო გახვეული. მაშინ საერთოდ რა შუაშია აქ დედაჩემი.  არა ვანგ ასე არ ხდება.... ახლავე მეტყვი ყველაფერს რაც დამიმალე. ყველა დეტალი უნდა ვიცოდე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ოჯახს თავს დავანებებ და მანამ არ გავჩერდები სანამ საბოლოოდ არ გაგანადგურებ....

- მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი პრინცესა, არაფერი ვიცი - ამჯერად მტკიცედ გაისმა ვანგის ხმა ჯისუმ კი მწარედ ჩაიცინა 

- თუ ასეა შედეგებს დაელოდე. ყველაფერს გავარკვევ და თუ ჩემი ეჭვი დადასტურდა შენს ყოფას ჯოჯოხეთს დავამსგავსებ ეს დაიმახსოვრე  - ამოისისინა ჯისუმ და მამაკაცს

ჯიქურ შეხედა.  არავის შეუმჩნევია ჯიმინი რომელიც უკვალოდ აორთქლდა.  

..............................................

პარკმა ნაჩქარევად აკრიბა ნომერი და პასუხის მოლოდინში ბოლთის ცემას მოჰყვა.

- ასე უცებ რა მოხდა? - გაისმა სასიამოვნო ბარიტონი მეორე მხარეს

- უნდა შევხვდეთ, ეს სასწრაფოა  ვი!

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo