Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

MABY......

ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს, სამწუხარო მხოლოდ ისაა რომ აქ შამათით არაფერი მთავრდება................

სეო ჯუნი საკუთარ კაბინეტში მუშაობდა როცა  იქ დაუკაკუნებლად შეიჭრა თეჰიონი და მამობილის  ყურდღება მიიქცია.

- თეჰი? რამე მოხდა? მოიცა ასე რატომ გაქცვია - გაიკვირვა მამაკაცმა, რომელიც ღიმილით ფეხზე წამოდგა. - მინდა გითხრა რომ ეს სტილი ძალიან გიხდება. სულ სხვა ხარ...

-  რაღაც მინდა მოგიყვე და მინდა ყურადღებით მომისმინო. დამპირდი რომ არ გამაწყვეტინებ - წყნარად დაიწყო ვიმ, სეო ჯუნს კი  მისი უჩვეულოდ სუსხიანი ხმის გაგონებაზე გამომეტყველება შეეცვალა 

- შენ თეჰიონი არ ხარ, ჩემი თე ასე არ საუბრობს, მისი ხმა არასდროსაა ასეთი ცივი, რა ხდება? - მკაცრად იკითხა ჯუნმა და ბიჭმა ღრმად ამოიოხრა. წინ აშკარად მძიმე საუბარი ელოდა

- მე ვარ მამა, თეჰიონი, უფრო სწორად ის, ვინც ამ წლების მანძილზე თეჰიონის მიღმა ცხოვრობდა. უნდა მომისმინო, გეფიცები ყველაფერს აგიხსნი. - სეო ჯუნი საკუთარ სავარძელს დაუბრუნდა თეჰიონმა კი მამის პირისპირ დაიკავა ადგილი და კაცს თვალებში ჩააშტერდა. 

- ყველაფერი 15 წლის წინ დაიწყო, როცა პირველად ჩემს ბიოლოგიურ მამას შევხვდი................

რამდენიმე საათით ადრე

ჯიმინი ციებიანივით გამოვარდა ვანგის მანსიონიდან და სასწრაფოდ საკუთარ ავტომობილს მიაშურა. პარკმა მანქანის დაქოქვისთანავე დარეკა ვისთან

- ახლა რა ჯანდაბა მოხდა? - გაისმა გაბეზრებული ხმა, 

- ვანგს სეო ჯუნის მოკვლა ხვალ ღამით სურს. სასწრაფოდ მამაშენის მანსიონში წადი, მეც მალე მოვალ - მოუთმენლად ჩასძახა ბიჭმა და მაშინვე გათიშა. იცოდა ამის გამო თეჰიონი გაცოფდებდა თუცა ახლა იმდენად იყო გამწარებული ეს ნაკლებად აღელვებდა. მალე სამივენის ისევე ისხდნენ როგორც რამდენიმე საათს წინ, როცა პარკმა მათ ვანგის საიდუმლოს შესახებ გაანდო.

- დრო მოვიდა თეჰიონ - სიჩუმე დაარღვია სემუელმა - დრო მოვიდა სეო ჯუნს ყველაფერი ვუამბოთ. ამას შენ იზამ, თუ გინდა გადაარჩინო სიმართლე უნდა მოუყვე.

- კარგი, ახლავე წავალ და დაველაპარაკები - ფეხზე წამოდგა ვი, თუმცა მამაკაცმა ის შეაჩერა

- არც კი იფიქრო მისთვის ჯისუს შესახებ რამის თქმა - სემუელის ხმაში გამაფრთხილებელი ნოტა გაისმა, ვის კი დამპლურად ჩაეღიმა

- და რატომ? უნდა იცოდეს ვინ ცდილობდა მისთვის ბოლო მოეღო - გესლიანად გამოცრა კბილებში წყობიდან გამოსულმა. უჭირდა აღიარება მაგრამ როგორც კი ამ გოგონას სახელი ესმოდა მომენტალურად კარგავდა სიმშვიდეს.

- მე შენთვის ვამბობ, სჯობს ჯისუმ ყველაფერი თავად უამბოს. სეო ჯუნი მას ვერასდროს შეიძულებს რადგან  იმ ქალის შვილია რომელიც დღემდე უყვარს, აი შენ კი, რატომღაც არ მგონია  საკუთარი ცხოვრებიდან ადვოკატის გაქრობა გსურდეს - ჩაიფხუკუნა სემულემა. ვიმ მას გაბრაზებით გადახედა, ფეხზე წამოდგა და იქაურობა უსიტყვოდ დატოვა.

- როგორ გგონია რას იზამს - ინტერესით იკითხა ჯიმინმა

- არაფერს ეტყვის. ის ჩემი შვილია და ვიცნობ. ვიცი  ეს გოგონა  მისთვის მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვი რატომ, მაგრამ  ვგრძნობ ასეა .......

.....................................................

ჯისუ ზანტად ბრუნდება გვერძე და მაშინვე ჯონგუკის მძინარე სახეს აწყდება. გოგონას ეღიმება. ეს ადამიანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ჯონგუკი მის უფერულ დღეებს ახალისებს. სიცოცხლისაკენ აბრუნებს და მომავლის იმედს უსახავს. 

-ჰეი, ესე ნუ მიყურებ თორემ შეგიყვარდები - ეშმაკურად ჩაიღიმა ჯონმა და თვალები ზანტად გაახილა. მისი მზერა მაშინვე ჯისუს შავ თვალებს შეხვდა. - ძალიან ლამაზი ხარ... ოდესმე მითქვამს ეს შენთვის? - ბიჭის ხმა შესამჩნევად დაბოხდა, მან ფრთხილად დაიწყო გოგონასთან მიახლოვება. ჯისუმ ზუსტად იცოდა რა მოხდებოდა შემდგომ, თვალები ინსტიქტურად მიელულა და რამდენიმე წამში ნაზი შეხებაც იგრძნო ლოყაზე. გოგონას გაეღიმა, იმავე წამს კი ჩუმი ჩურჩულიც გაიგო

- ვერ წარმოიდგენ როგორ მინდა შენი ტუჩები დავაგემოვნო, თუმცა არა ახლა და აქ, არ მინდა იფიქრო რომ სიტუაციით ვსარგებლობ ან რამეს ვაჩქარებ. - ამ სიტყვებით გუკი სწრაფად წამოდგა და სააბაზანოსკენ გავარდა. - დაგასწარი - გაკრეჭილი შევარდა შიგნით ჯისუს კი მომღიმარეს რამდენიმე წუთი დასჭირდა რათა რეალობაში დაბრუნებულიყო. ეს ბიჭი მართალც განსაკუთრებულია... - იქნებ..... გოგონას საკუთარ ფიქრებზე უფრო ფართოდ  გაეღიმა. 

.......................................................

ნამდვილად არ იქნება გადჭარბებული თუ ვიტყვით რომ სეო ჯუნი სრულიად შოკირებული გახლდათ თეჰიონის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. მამაკაცს გულში მტკივნეულად მოხვდა ბიჭის სიტვები როცა მან ბიოლოგიურ მამაზე საუბარი დაიწყო თუმცა იმან რაც შემდეგ მოისმინა უფრო მეტად ჩააგდო საგონებელში.

- ნუთუ ასე ცუდი ადამიანი ვარ, ნუთუ ამდენად მონსტრი ვარ რომ მისი სიკვდილი გამოვიწვიე - უკვე სიჩუმეში სუსტად გაისმა მისი აკანკალებული ხმა და ვიმ ოდნავ ამოიხვნეშა

- მამა, შენ ყოველთვის იცოდი, რატომ  მოკვდა დედა სოიონი... და არ მითხრა რომ ასე არ არის. ქვეცნობიერად ყოველთვის იცოდი რომ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. არ მინდა იფიქრო რომ რამეში გადანაშაულებ, ან პასუხს გთხოვ. ნებისნიერ შემთხვევაში არ ვაპირებ იმის განხილვას რა მოხდა იმ ღამით. დღეს ვანგს შენი სიკვდილი უნდა და მე ამას არ დავუშვებ.

- თეჰიონ, ეს მე უნდა გიცავდე შენ... შენ ჩემი პატარა ბიჭი ხარ - ცრემლმორეულმა შეხედა ბიჭს სეო ჯუნმა, თუმცა როცა ვის უემოციო ღიმილი შენიშნა მიხვდა, რომ პატარა ხუჭუჭა ბიჭუნა რომელიც მჭიდროდ ეკვროდა მის ყელს უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდა. მამამკაცმა ნაჩქარევად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და ცარიელი მზერა მიაბყრო წინ მჯდომარეს.

- რის გაკეთებას აპირებ?

- ხვალ, საღმოს ვანგი აქ საკუთარ სიკვდილს შეხვდება...... მანამ გამოვასალმებ სიცოცხლეს სანამ შენთან მოახლოებას გაბედავს. - ამ სიტყვებით თეჰიონი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.. მასში რაღაც ნაწილს ძალიან უნდოდა მამობილთან მიერბინა და ისე მოხვეოდა როგორც ბავშვობაში აკეთებდა ამას, როცა მას მოწყენილს ხედავდა, თუმცა ეს არ გააკეთა, ვერ შეძლო. დღეს ორივენი სხვა იყვნენ.... ამ წამს არც თეჰიონი იყო პატარა შეშინებული ბიჭუნა და არც სეო ჯუნი მისი არსაიდან მოვლენილი "მფარველი ანგელოზი" ახლა თავად ვის უნდა აეღო პასუხისმგებლობა და გადაერჩინა იმ ადამიანის სიცოცხლე რომელმაც ცხოვრების ხალისი დაუბრუნა და მთელი სამყარო მისცა.....



პატარა თავია მაპატიეთ ამის გამო. აუცილებლად გამოვასწორებ..... მიყვარხართ და თავს გაუფრთხილდით.



Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo