Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

about him

ოთხი წლის იყო პირველად რომ შედგა ფეხი კიმების სასახლეში. სეო ჯუნმა პატარა, მომტირალი ბიჭუნა მობუზული იპოვა ქუჩის კუთხეში,  მის თვალებში იმხელა შიში ამოიკითხა არც კი უყოყმანია ისე წამოიყვანა სახლში. იმ მომენტიდან როცა პაწია ხელები კისერზე მჭიდროდ შემოეხვია საკუთარ შვილად მიიღო და  მასზე ზრუნვა დაიწყო. იმის შემდეგ არასდროს უფიქრია რომ ბიჭუნა მისი სისხლი და ხორცი არ იყო. ასე აღმოჩნდა ობოლი ბიჭი ქვეყნის უმდიდრესი  მამაკაცის მფარველობის ქვეშ. მას ამქვეყნად არაფერი გააჩნდა, სახელიც კი არ ჰქონდა. არც საკუთარი დაბადების დღე ახსოვდა ზუსტად. იცოდა მხოლოდ ასაკი რადგან საძულველ თავშესაფარში ასე მიმართავდნენ.  სეო ჯუნმა ბიჭუნას თეჰიონი, საყვარელი ბაბუის სახელი უწოდა და სოიონთან ერთად მისი აღზრდა  დაიწყო.  წყვილი ცდილობდა მთელი სიყვარული რაც კი ცხოვრებისგან აკლდა მისთვის მიეცათ, თე მართლაც რომ ბედნიერი ბავშვი იყო, იმ დღემდე სანამ საყვარელი  "დედა" არ დაკარგა. კიმ სოიონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. პატარა ბიჭუნა ისევ დადარდიანდა. ამჯერად სეო ჯუნს  ბევრად უფრო მეტი შრომა დასჭირდა რომ თეჰიონი მდგომარეობიდან გამოეყვანა, უკვე 10 წლისა ყველაფერს გაცილებით მძაფრად აღიქვამდა...  გარკვეული მიზეზების გამო არავინ ჩასძებია საბრალო  კიმ სოიონის დაღუპვის ამბავს, საბოლოოდ ისიც მიივიწყეს. თეჰიონი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. იგი კლასში ყველაზე ნიჭერი და მოწესრიგებული მოსწავლე გახლდათ, თუმცა მეტად უცნაური.  მორცხვი ბუნების გამო მეგობრებიც კი არ ჰყავდა.  ეს უკანასკნელი მას დიდად არც ადარდებდა, მისთვის ამქვეყნად მთავარი სხვა რამ იყო.  ხედავდა რამდენს ცდილობდა  მისი კეთილდღეობისთვის  სეო ჯუნი,  არ სურდა მისი იმედები ოდესმე მაინც გაეცრუებინა, ამიტომ თავდაუზოგავად შრომობდა, რომ მამას მისით ეამაყა. თითქოს ყველაფერი ნორმალურ რიტმში მიედინებოდა, თუმცა .... 

სახლისკენ მიმავალ თეს, რომელსაც კოლეჯის გარეთ როგორც ჩვეულებრივ მძღოლი ელოდა  ეზოში მაღალი მოხდენილი მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა რომ მამამისი იყო... ბიჭუნა საშინლად აღელდა, მან გაუაზრებელი ბურტყუნი დაიწყო იმის შესახებ რომ მისი მამა კიმ სეო ჯუნი გახლდათ, გულის სიღრმეში  კარგად იცოდა ეს სიცრუე იყო. ჯერ კიდევ ახსოვდა ქუჩაში გატარებული დღეები და ისიც როგორ შეაბიჯა მის ცხოვრებაში კაცმა რომელსაც დღეს მამამისი ერქვა.

- მე შენ არაფერს დაგიშავებ თეჰიონ  - შუა ხნის უცნობმა მშვიდი ტონით მიმართა ჯერ კიდევ შეშინებულს, - უბრალოდ მინდა იცოდე რომ შენი მიტოვება არასდროს მდომებია, მინდა იცოდე რომ მიყვარხარ... დედაშენმა არ მოისურვა ჩემთან ცხოვრება რადგან მისი აზრით მე მონსტრი ვიყავი. ამიტომ არც არასდროს უთქვამს რომ შვილი მეყოლებოდა...... მხოლოდ მისი გარდაცვლაების შემდეგ გავიგე... შენზე მშობიარობისას დაიღუპა. გეძებდი. გეფიცები გეძებდი, შესაფერის მომენტს ველოდი რომ შენთვის პატიება მეთხოვა. მხოლოდ ის  მინდა ვიცოდე შეგიძლია თუ არა ჩემი მიღება, ისეთის როგორიც ვარ თეჰიონ - მამაკაცის ყოველი სიტყვა ვედრებასავით ჟღერდა. ბიჭუნა კი ცრემლმორეული შეჰყურებდა მას.

- მე... მე არ ვიცი, მე მამა სეო ჯუნი მიყვარს. მას ჩემს გარდა არავინ ჰყავს... მას არ მივატოვებ - მტკიცედ თქვა ბიჭუნამ და კაცს ზურგი აქცია

- ამას არც გთხოვ.... მაგრამ არის რაღაც რაც შენ ჯერ კიდევ არ იცი.... - უცნობმა რომლის სახელიც არ იცოდა პატარამ ბიჭს ხელში შავი ბარათი ჩაუდო, შუბლზე ნაზად აკოცა და ხმადაბლა უჩურჩულა. - ჯერ ძალიან პატარა ხარ, მაგრამ ვიცი მოვა დრო როცა თავად მომძებნი...მე დაგელოდები თეჰიონ, დაგელოდები რომ დაგეხმარო... - მამაკაცი ჩუმდება, ბიჭი კი მაგრად ბღუჯავს ბარათს და სახლისაკენ ჩქარი ნაბიჯით მიდის.

- შენ აუცილებლად მოხვალ ჩემთან შვილო.... თუნდაც იმის გამო რომ  მისი  სიცოცხლე იხსნა.... მე კი მაგ დღის მოლოდინით ვიცოცხლებ................. - სახლში მისული თეჰიონი სწრაფად არბის საკუთარ ოთახში და მხოლოდ ამის შემდეგ ბედავს ჯერ კიდევ მაგრად ჩაბღუჯულ ნივთს დახედოს

- კიმ სამუელი - BLACK IN RED

....................................

თეჰიონი ზანტად გადმოდის საკუთარი როლს როისიდან და მიტოვებულ საწყობთან ახლოს მდგარ ჯიმინს უახლოვდება.
- ასე უცებ რა მოხდა? დღეს უკვე მეორედ ვხვდებით. - იგი უკმაყოფილოდ მიმართავს პარკს და სიგარეტს უკიდებს.
- დილით ჯისუ იყო ჩვენთან... - წყნარად დაიწყო ჯიმინმა, თეჰიონის მზერა კი მაშინვე მასზე კონცენტრირდა
- მერე.. - გამოცრა მოუთმენლად, ამ სახელის გაგონებაც კი საშინლად აღიზიანებდა
- ვანგს რაღაცაში ადანაშაულებდა, კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მგონი მამაშენის კაბინეტში დედამისის სურათი იპოვა. თეჰიონ, ვფიქრობ ცდები, ჯისუც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში როგორიც ბიძია ჯუნი.
- სუსულელეს ამბობ ჯიმინ, ვანგმა ჯისუ იმ სახლში იმისთვის მოაგზავნა რომ ჩემი ოჯახი გაანადგუროს, 4 წელია ვცდილობ გავიგო მიზეზი, რის გამო სძულს იმ ნაბიჭვარს ასე მამაჩემი, თუცა ამაოდ. ახლა მეუბნები რომ ჯისუც მსხვერპლია, არ მინდა ამ ნონსენსის მოსმენა.
- უბრალოდ დაფიქრდი - ჯიმინმა უკვე გატრიალებულ მეგობარს მიაძახა - რისთვის მოვარდებოდა წაშლილი სახით დილაადრიან ყველაფერი მისთვისაც ცხადი რომ იყოს. მან იმდენი იცის რამდენიც ჩვენ. და იცი ყველაზე ცუდი რა არის. ვგონებ მის მშობლებსაც რაღაც შეემთხვა, სცადე და ამაზე იფიქრე თეჰიონ. ის ცდება... შეეცადე თავადაც არ შეგეშალოს სამიზნის შერჩევა.
- ეს საკითხი გდაწყვეტილია ჯიმინ - ჩუმად დაიღრინა ვიმ და ბიჭისკენ მიბრუნდა - მე იმ ნაბიჭვარს  გავანადგურებ, ხოლო შემდეგ პატარა ქალბატონის ცხოვრებას ვაქცევ ჯოჯოხეთად. ის ჩემი ტყვე იქნება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.... - ამ სიტყვებით თეჰიონი ავტომობილისკენ გაემართა ჯიმინმა კი ურწმუნოდ გადააქნია თავი. ეს ის შემთხვევა გახლდათ როცა ზედმეტად გამჭრიახ პარკ ჯიმინსაც კი არაფრის გათვლა  არ შეეძლო.

...................................

ნახევარ საათზე მეტია სანაპიროზე დგას და თვალმოუშორებლივ აკვირდება ერთ წერტილს.... მომენტალურად ყველაფერი აირია. მიზანი რომლის გამოც აქამდე ცხოვრობდა მთლიანად ეჭვქვეშ დადგა... თითქოს არც არაფერი მომხდარა ისეთი, მას ისედაც უნდა სცოდნოდა რომ სეო ჯუნი მის მშობლებთან საკმაოდ მჭიდრო შემხებლობაში შეიძლება ყოფილიყო...  მაშინ რატომ აფორიაქდა ასე, მხოლოდ იმიტომ რომ მძინარე პრეზიდენტის ხელში დედის ახალგაზრდობის ფოტო იპოვა? მიზეზი კრისტოფერია, ის ბებერი ვირთხა.... ჯისუ მას გადასარევად იცნობს და იცის როდის იტყუება, და დღეს მან იცრუა.... მისი სახე არაფერს გამოხატავდა შიშის გარდა. ჯისუმ კი ზუსტად იცოდა როგორ გამოიყურება შიში.... მას დიდი თვალები აქვს, ამ დროის მანძილზე პირველად, პირველად შეეპარა გოგონას ეჭვი იმაში რისთვისაც იბრძოდა, პირველად გაუჩნდა კითხვები......  მძიმედ ამოიოხრა, საბოლოოდ  უკან მიბრუნდა და მანქანისკენ იწყო სვლა. ერთადერთი ადამიანი ვისგანაც შეიძლება სიმართლე გაეგო, რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ სეო ჯუნი გახლდათ.  ჰო შეიძლება ის არც ისე ცუდი პიროვნება ოყო როგორსაც  უხატავდნენ, სხვა გზა არცი იყო. მისი ვერსიაც უნდა მოესმინა. ნებისმიერ შემთხვევაში გოგონამ არ იცოდა როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება თუ აღმოჩნდებოდა რომ ვანგი მთელი ამ ხნის მანძილზე ატყუებდა.....

.................................

სახლთან ტაქსით მისულმა ვიმ სათვალე გაბეზრებულმა შეისწორა და შენობაში ნელა შეაბიჯა. მობეზრდა, ძალიან მობეზრდა იმის თამაში ვინც უკვე დიდი ხანია საკუთარ თავში ჩაკლა. ერთ სული აქვს ყველას დაანახოს საკუთარი ძალა, მაგრამ არა. ნიღბის ჩამოხსნამდე ჯერ მთელი პარტიაა სათამაშო. თეჰიონი კი  ყველა სვლისათვის მზადაა.... დამპლურად ეღიმება, თუმცა გრიმასა მაშინვე სახეზე ახმება, როგორც კი კიბეზე ავალი კიმ ჯისუს ავლებს თვალს. გოგონა მას ვერ ამჩნევს. ფაქტია  სადღაც მიეჩქარება. იგი სეო ჯუნის კაბინეტისკენ მიდის. ვი მას გაუჩინარებამდე ადევნებს მზერას, შემდეგ კი თავადაც საკუთარ საძინებელში უჩინარდება. ოთახში შესულს წამიერად უდგება თვალწინ ხანმოკლე კოცნა...... სხეული ერთიანად ეძაბება. ალბათ ეშმაკმა იცის რად დაუჯდა გუშინ თავის შეკავება. მის  გამო ისედაც ჭკუიდან შეშლილს კოცნამ საბოლოოდ აურია ტვინი და ალბათ თავსაც გასცემდა, გოგონა თავად რომ არ მოსცილებოდა წამიერად. უჭირდა ამის აღიარება მაგრამ ადვოკატის მიმართ მისი დანახვისთანავე დაუძლეველ ლტოლვას გრძნობდა, ყოველთვის როცა გოგონა მასთან ერთი შეხედვით უწყინარ ფლირტს იწყებდა სურვილი კლავდა შინაგანი  მონსტრისთვის მისი "განადგურების" საშუალება მიეცა.  ალბათ ასეც იზამდა, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა სხვასთან, მაგრამ არა... თეჰიონმა კარგად იცოდა ვინ იდგა ანგელოზისებრი  სახის მიღმა. ზუსტად ამიტომ უნდა დალოდებოდა, შესაბამის დროს მისთვის ეს ნიღაბი ჩამოეგლიჯა და აი მაშინ კი შეძლებდა ყველა ბნელი სურვილის დაკმაყოფილებას რაც უკვე წლებია უფორიაქებდა სულს.....

- ჯანდაბა, მას შემდეგ რაც ამ სახლში ფეხი შემოდგი შენს გამო მოსვენება დავკარგე ადვოკატო.... თუმცა ამას მწარედ განანებ.... განანებ რომ ვანგს ამ საქმის შესრულებაზე დათანხმდი, განანებ რომ საერთოდ დაიბადე...... იმის განადგურება გინდა რაც ასე მიყვარს. მე შენ გაგანადგურებ და გაიძულებ მთელი ცხოვრება იმას უყურო ვინც ასე გეზიზღება.......  

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo