Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

nightmare

2010 წელი. სადღაც სამხრეთ კორეაში

მჭახე  ნათებამ აიძულა გამოფხიზლებულიყო.  ყინვისგან  დაუძლურებული სხეული, რომელიც კარგა ხანია მას აღარ ეკუთვნოდა ინსტინქტურად შეირხა,  თვალები  კი გაჭირვებით გაახილა. სიცივემ მომენტალურად დაუარა თავიდან ფეხებამდე.  ყოველთვის ასეა..... აქ გამუდმებით საშინლად ცივა... ცივა და ბნელა. სავარაუდოდ დღეში 2 ჯერ ნათდება ეს დაწყევლილი სივრცე, ისიც მაშინ როდესაც საკვები მოაქვთ... ჯისუ რამდენჯერმე ახამხამებს თვალებს და ნატანჯი სახით წამოჯდომას ცდილობს. მის წინ სიკვდილამდე ნაცნობი საზარელი ფიგურა იმართება..... გოგონამ მისი სახელი არ იცის.  ზედმეტ კითხვებს არასდროს სვამს და არც არასდროს არაფრით ინტერესდება. ერთადერთი რაც სურს სიკვდილია, სამწუხაროდ ამის უფლებას არავინ აძლევს.... პირიქით, თითსაც არ აკარებენ...... უკვე წლებია ის არც ცოცხალია და არც მკვდარი.... სამყაროს გასაყარზე საწყალობლად დახეტიალობს...... ასე გრძელდება ისევ და ისევ... ისევ................

- დღევანდელი ულუფა მიირთვი პრინცესა - მომენტალურად გამოფხიზლდა. საზარელმა ხმამ,  რომელიც უკვე ეშმაკმა იცის რამდენი წელია წყევლასავით ჩაესმის ყურს,  ცინიკურად დასჭექა ჰაერში და მალევე მის წინ უცნაური შეფერილობის სალაფავით სავსე ჯამი დავარდა. - ისიამოვნე.... - ჯისუს ოდნავი ოხვრა აღმოხდა. გოგონამ ზიზღით მოავლო თვალი "საკვებს" და წამოჯდომას შეეცადა.... საშინელმა ტკივილმა მთელს სხეულში დაუარა, ლოყებზე კი ცხელი ცრემლები დაედინა - რატომ.... რისთვის ისჯება ასე? აქ გამოკეტეს, ოჯახი ამოუხოცეს და ისიც არ იცის რის გამო, რის გამო დატოვეს ცოცხალი?........ 

- რატომ? - მის ბაგეებს ამ ხნის განმავლობაში პირველად სცდება სიტყვა, ძალიან ჩუმად, თუმცა არა იმდენად რომ მამაკაცმა მისი გაგება ვერ შეძლოს

- კ ი მ   ს ე ო   ჯ უ ნ ი! - ისაა მიზეზი რატომაც ხარ ახლა აქ. და რატომაც ვერასდროს ვერ ნახავ ძვირფას დედიკოს. კარგად დაიმახსოვრე გოგონა...... - კაცის ბაგეებს სიცილისმაგვარი ხმა სცდება და სარდაფში მალე ისევ სიბნელე ისადგურებს...........

...........................................................................

ახლანდელი დრო.. სამხრეთ კორეა. სეული.

კიმების რეზიდენციაში დილიდან საზეიმო განწყობა სუფევს, მსახურები ჯერ კიდევ გასული საღამოდან დაუსრულებლად ფუსფუსებენ.  დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს.  კიმ სეო ჯუნი საკუთარი საძინებლის ფანჯრიდან აკვირდება მთელს ამ სცენას და ბედნიერი იღიმის. დღეს მისი საყვარელი თეჰიონის დაბადების დღეა. უმცროსი კიმი 25 წლის ხდება....  მას ისე ახარებს ეს დღე თითქოს თეჰი ისევ პატარა იყოს.  რაღაც მომენტში ალბათ ასეცაა. თაე ნამდვილად დიდი ბავშვია, მხიარული და გულუბრყვილო. უმცროსი კიმი უდაოდ ძალიან ნიჭიერია, თუმცა მას ნაკლებად გაეგება რამე ამ ცხოვრების. ამის გამო სეო ჯუნი ძალიან ღელავს.  მიმნდობმა ხასიათმა და გულუბრყვილობამ შეიძლება საერთოდ დაღუპოს მისი შვილი.

- ბატონო კიმ? შეიძლება? - ფრთხილი კაკუნის შემდეგ ოთახში თხელი აღნაგობის მომხიბვლელი გოგონა შემოდის და მამაკაცი მისი ხმის გაგებისთანავე ღიმილით ბრუნდება

- აჰ, ჯისუ. რა კარგია რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და აქ დარჩი. შენ რომ არა ალბათ ვერაფრის მოგვარებას ვერ შევძლებდით

- რას ამბობთ ბატონო კიმ, ეს ჩემი მოვალეობაა, ხელფასს ამაში მიხდით - თბილად გაიღიმა ჯისუმ და თმა მორცხვად გადაიწია.

- სულაც არა, შენ ჩემი ადვოკატი ხარ, ნამდვილად არ გევალება დიზაინერის ფუნქცია შეითავსო, ან პირადი ასისტენტის, თუმცა ამას ყოველთვის აკეთებ და მე ბედნიერი ვარ. მთელი ეს 2 წელი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხარ ჩემთვის შვებაა. მეტიც მე აღარც თაეზე ვდარდობ. ვიცი რომ ყოველთვის მის გვერდით იქნები, ძლიერი ხარ, მჯერა რომ მის დაცვას მოახერხებ.

- ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის ბატონო, თქვენი შვილი ძალიან ნიჭიერია. მას უდაოდ აქვს ბიზნესმენისათვის საჭირო თვისებები. იგი თავს გაართმევს ყველაფერს. ხო მართლა, არ ჩამობრძანდებით? რამდენიმე ინვესტორი უკვე მოვიდა. მათ სურთ რომ დოკუმენტაციაზე ხელი მოაწეროთ სანამ წვეულება დაიწყება. 

- მართალია, ახლავე ჩამოვალ.

- კარგით მაშინ მე წავალ.  კიდევ ერთხელ გადავხედავ კონტრაქტს  რომ ხარვეზი არ გაიპაროს. - ჯისუმ შეფს გასვლისას თავისი სულისწამღები ღიმილი აჩვენა, წამში კი კარის ხმაც გაისმა

- რა იღბლიანი ვარ რომ ის მყავს - ჩაიცინა კიმმა და ჰალსტუხის შესწორება განაგრძო....

..............................................

ჯისუმ ფართო ღიმილით გამოიხურა კარები თუმცა ეს გრიმასა მაშინვე ზიზღნარევმა ცინიზმმა შეცვალა. შავ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი გოგონა ნელა დაეშვა კიბეზე და მაშინვე მოკრა თვალი მას ვისაც დილიდან ეძებდა. ჯერ კიდევ სპორტულ ტანსაცმელში მყოფი თეჰიონი  ყურადღებით აკვირდებოდა გარეთ მოფუსფუსე მსახურებს... ჯისუ ნელი ნაბიჯებით დაიძრა უმცროსი კიმისკენ, მის გვერდით დადგა და გამომცდელად შეხედა

- ასე, ასე.... ჩვენი თაე  გაიზარდა.... უკვე დიდი ბიჭია, დაბადების დღეს გილოცავ თეჰი - გოგონას სახეზე მაცდური ღიმილი გამოესახა, როგორც კი თეჰიონის აწითლებულ სახეს მოჰკრა თვალი. ჯისუს ძალიან ართობდა იმის ყურება მის შეფარულ ფლირტზე როგორ რეაგირებდა ბიჭი, მან ზუსტად იცოდა ამ უმანკო ნერდს სიტყვა ფლირტის მნიშვნელობაც კი საეჭვოდ ჰქონდა.

- მ..მადლობ ჯისუ... მიხარია რომ აქ ხარ.... - თაეს სახეზე თბილი ღიმილი ესახება, თუმცა გოგონასთვის თვალის გასწორებას ვერ ახერხებს

- რათქმაუნდა აქ ვარ პატარავ, ეს ჩემი სამსახურია. აი შენ კი არ ვიცი ჯერ ისევ ამ ფორმაში რატომ ხარ?  მალე სტუმრები დაიწყებენ მოსვლას, სჯობს მოემზადო - ჯისუ დამრიგებლური ტონით ტუქსავს ერთიანად აწითლებულს და ბიჭიც  მისი "ბრძანების" შესასრულებლად მიემართება.

- სულ ცოტაც, სულ ცოტაც პატარა ბიჭო. საბოლოოდ ჩემს ხელში აღმოჩნდები - ჯისუს სახეზე დამპლური ღიმილი ისახება. გოგონა აშკარად ტკბება იმის წარმოდგენით თუ რის გაკეთებას შეძლებს მალე. მის "ბედნიერ მომენტს" მსახურის ხმა აფუჭებს

- ქალბატონო კიმ, ბატონი ვანგი მოვიდა, თქვენ მითხარით რომ შემეტყობინებინა ამიტომ....

- გასაგებია  ბერტა. კაბინეტში ვიქნები, შემოიყვანე - ცივად მიუგდო ჯისუმ  მსახურს და მაშინვე კაბინეტისკენ გაეშურა......

.................................

დაახლოებით 50 წლამდე  მამაკაცმა ცინიკური სახით შეაბიჯა მდიდრულ კაბინეტში რომელსაც უფრო ბიბლიოთეკას უწოდებდა ადამიანი და ჯისუს მოპირდაპირედ სავარძელზე ჩამოჯდა.

- არაჩვეულებრივად მოწყობილხარ პრინცესა - კიდევ უფრო ფართოდ გაიცინა მან და დაჟინებით მიაშტერდა გოგონას

- სისულელეების ბოდვას მოეშვი კრისტოფერ ვანგ. სჯობს   ამიხსენი აქ რა ჯანდაბის გამო ჩამოხვედი? ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ - ამოიღრინა ჯისუმ და ჯიქურ შეხედა ამჯერად უცოდველი გამომეტყველებით მჯდომს.

- 2 წელი გავიდა პრინცესა, 2 წყეული წელი რაც ამ სახლში ხარ და ჯერ კიდევ ვერაფერი შეძელი. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ჩავრეულიყავი. ჩემი მოთმინების ფიალა იწურება კიმ ჯისუ. ან შენ მოუვლი მათ, ან ამას თავად გავაკეთებ, მაგრამ მას შემდეგ რაც  ჯერ შენ მოგიშორებ თავიდან, სარდაფი ხომ გახსოვს არა? -  ვანგის გამომეტყველება მომენტალურად შეიცვალა და მის სახეზე გოგონასთვის ძალიან კარგად ნაცნობი სატანური ღიმილი დაბრუნდა. სამწუხაროდ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ დაწყევლილ ადგილას, არც ჯისუ იყო შეშინებული თინეიჯერი რომელსაც მარტივად "დააბოლებ". გოგონა სავარძელში ნებიერად გადაწვა,  თვალები ოდნავ მილულა და კრისტოფერს არაფრისმთქმელი მზერით შეხედა

- ნუ გგონია რომ ჩემით მანიპულირებას ოდესმე ისევ შეძლებ.  ჩემი მოკვლა გინდა? ამის შანსი ხელიდან იმ მომენტში გაუშვი როცა "გამათავისუფლე".  ამჯერად ჩემი წესებით ვთამაშობთ, ნუ მაიძულებ ჩემი უარესი მხარე დაგანახო, დასაკარგი არაფერი მაქვს.  და კიდევ ნუ ვარდები პანიკაში, ყველაფერს მივხედავ. ჯობს შენს ბებერ უკანალს მიხედო და ზედმეტად არ გამაღიზიანო. თავად გამწვრთენი, გადასარევად იცი რა შემიძლია - ჯისუ ამჯერად მამაკაცისკენ გადაიხარა, ვანგმა კარგად შენიშნა მისი მანიაკალური მზერა. არა ამ გოგოსთან თამაში არ ღირდა - რახან უკვე აქ ხარ შეხვდი  "ძვირფას ბოსს", მაგრამ გაფრთხილებ ჩემს ზურგს უკან არაფერი სცადო მოხუცო - ჯისუს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ კარს მიღმა უჩვეულო ხმა გაისმა

- აქ ვიღაც იყო - ამოიღრინა ვანგმა, გოგონა კი მაშინვე ფეხზე წამოდგა.... - არავინაა,  მხოლოდ ორპირია..... - ჯისუ დამშვიდებული სახით მიბრუნდა უკან და  კრისტოფერს მიუახლოვდა.

- ყველაფერი მალე დასრულდება..... დამიჯერე........... 

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo