( დასასრული)
თავს ისე კომფორტულად გრძნობს როგორც არასდროს, მის ირგვლივ შემოხვეული ძლიერი მკლავები აიძულებენ მშვიდად იყოს. სურნელი რომელიც მის სხეულს ასდის მთლიანად ავსებს და აბედნიერებს. ჯისუ კიდევ უფრო მჭიდროდ ეხუტება თეჰიონს და ცხვირს კიმის კისერში რგავს. მორჩა ეს სუნი სჭირდება რომ საკუთარ თავში ძალა იპოვოს, სჭირდება რომ გადარჩეს. გოგონას სათალავი აერია უკვე რამდენი საათი გავიდა ასე ჰყავს მამაკაცს მიკრული და ეს პერიოდი აბსოლიტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ საბოლოოდ დანებებოდა ამ გრძნობას. მას კიმ თეჰიონი ისევ უყვარს, და იმდენად უყვარს რომ არ შეუძლია მისგან შორს დარჩეს. რახან ცოცხალია, რახან გადარჩა ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს და ამჯერად ბედნიერი იყოს. გოგონა ისევ ძილბურანშია თუმცა წყვილის მყუდროებას კარის ხმაურიანი შემონგრევის ხმა არღვევს და მალე ჯისუს წინ ერთიანად გაფითრებული ჰაე რინი გაჩნდა. თეჰიონი მათ დანახვაზე ზარმაცულად წამოდგა თუმცა გოგონასთვის ხელის გაშვება არ უფიქრია, თითქოს ეშინოდა რომ წაართმევდნენ
- ჯისუ, პატარავ როგორ ხარ? - ტირილნარევი ხმით ჰკითხა ქალმა შვილს თუმცა როგორც კი თეჰიონის სახეს მოჰკრა თვალი გუნება შეეცვალა. - შენ აქ რა გინდა? არ გეყო რა ტკივილიც მიაყენე? შენს გამოა ამ მდგომარეობაში, სასწრაფოდ დატოვე აქაურობა კიმ - თეჰიონი რაღაცის თქმას შეეცადა თუმცა იგრძნო როგორ ჩასჭიდა ჯისუმ ხელი და იმ წამს გოგონას სუსტი მაგრამ მტკიცე ხმაც გაიგო.
- თეჰიონი არსად წავა, ჩემთან დარჩება და ამის განხილვას არავისთან ვაპირებ. მინდა მასთან ვიყო... - ჯისუმ ჯიქურ შეხედა დედას თვალებში და აგრძნობინა რომ აზრს არ შეიცვლიდა.
- კი მაგრამ, შენ ჯონგუკის საცოლე ხარ, საერთოდ ხვდები მაინც რას ამბობ? - ერთიანად გაფითრდა ქალი.
- მაგ საკითხს მე და ჯონგუკი მივხედავთ. იმან რაც დამემართა ბევრ რამეზე დამაფიქრა დედა. აღარ ვაპირებ უაზრო პატივმოყვარეობისა და ვინმეს ბედნიერების გამო ჩემსაზე უარი ვთქვა. მე ეს კაცი მიყვარს და თუ მას მიიღებ ბედნიერი ვიქნები მაგრამ თუ არ მიიღებ არც ეგაა ჩემთვის პრობლემა. ღმერთმა იცის ვცადე მის გარეშე ყოფნა და ამ ჯოჯოხეთს ისევ თავიდან ვერ გამოვცდი.
- იმედია ხვდები რასაც აკეთებ შვილო, მერე არ ინანო. მასთან ვერასდროს იქნები მშვიდად. ის მაფიოზია ჯისუ.
- დედა.. - გოგონამ გაპროტესტება სცადა თუმცა თეჰიონმა ამის საშალება არ მისცა
- ქალბატონო კიმ, მე თქვენი შვილი მთელი გულით მიყვარს და აღარასოდეს გავაკეთებ არაფერს ისეთს რაც მას ტკივილს მიაყენებს. მზად ვარ უარი ვთქვა ჩემს სტატუსზე. მზად ვარ მხოლოდ ჯისუსთვის ვიცხოვრო.
- თეჰიონ...
- არა აპტარავ, მე შენ მიყვარხარ და არაფერი მჭირდება შენს გარდა.... ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ სიდედრო. ამიერიდან კიმ თეჰიონი ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელიც მხოლოდ ამ გოგონასთვის ცხოვრობს. - თეჰიონმა სიყვარულით სავსე თვალები შეანათა ჯისუს და ისევ გულში ჩაიკრა. ჰაე რინმა კი თავი ურწმუნოდ გადააქნია და გასასვლელისკენ დაიძრა.
- თავს მიხედე ჯისუ, და კიდევ ბაბუაშენმა მომხდარზე არაფერი იცის. არ არის საჭირო მისი აღელვება მთავარია კარგად ხარ..... - ამ სიტყვებით ქალმა ოთახი დატოვა თეჰიონი კი ისევ გოგონას მიუწვა გვერდით.
- ვერ წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე ჯისუ. მეშინოდა რომ ისევ ხელს მკრავდი.
- ჰაჰ? რაც დედას ვუთხარი მთლად ყველაფერს ნუ დაიჯერებ. ჯერ კიდევ არ მომბრუნებია შენზე ბოლომდე გული. - საყვარლად გაიბუსა გოგონა
- მაგით რისი თქმა გინდა?? - წარბები აზიდა კიმმა
- იმის რომ კიდევ უნდა დავფიქრდე შენთან ყოფნა მინდა თუ არა.
- ასეთ შემთხვევაში მომიწევს ჩემებური ხერხები გამოვიყენო - ბოროტად ჩაიქირქილა თეჰიონმა და გოგონას სახეს საშიშ მანძლზე მიუახლოვდა
- ოჰ, მაინც რის გაკეთებას აპირებთ ბატონო კიმ?
- ძალიან გინდა რომ გაიგო? - მაცდურად გაისმა კიმის ხმა- აქედან გაგიტაცებ და ძალიან შორს გამოგკეტავ, რომ ვერასდროს შეძლო ჩემგან გაქცევა. უშენოდ ერთი წამის გატარებაც არ მინდა კიმ ჯისუ. - ვნებამორეულმა ჩაიჩურჩულა თეჰიონმა თუმცა გოგონას ტუჩებს ძალიან ნელა და ფრთხილად დაეწაფა. - აღარასდროს გაგიშვებ, ტყუილად არც სცადო.
- არც ვცდი, შენთან მინდა ყოფნა, მხოლოდ შენთან მინდა ვიყო - ჩუმად ჩაიჩურჩულა ლოყებაწითლებულმა და ბიჭის მკერდში ჩარგო სახე. თეჰიონმა ისევ ახლოს მიიკრა და თავზე ფერება დაუწყო.
...........................................
- იერი, დარწმუნებული ხარ? - ბოლოჯერ კითხა ჯონგუკმა სანამ ბნელი სარდაფიდან გამოვიდოდნენ სადაც საკმაოდ ნაცემი ჰარა დატოვეს.~
- ეს ძალიან ცოტაა, მეტს იმსახურებს. მთელი ეს წლები მეგობრად ვთვლიდი, მეგონა ჩემს მხარერს იყო, მეგონა მართლა ძვირფასი ვიყავი მისთვის მაგრამ რა? საბოლოო ჯამში იმდენად გამაბოროტა რომ სიმართლისთვის თვალის გასწორება ვერ შევძელი. მასზე უარესი გავხდი.
- თეჰიონი მას მოკლავს - ამოიხვნეშა ჯონგუკმა როცა როგორც იქნა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეს.
- კი ნამდვილად ასე, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ისიც კარგად მესმის, მეც ვიმსახურებ სიკვდილს იმის გამო რასაც ვაპირებდი. ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ ჯისუ მაპატიებს. ვლოცულობ რომ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება შვძლოთ.
- დარწმუნებული ვარ ამას მოახერხებთ. ჯისუს კეთილი გული აქვს. ფიცხი და ჯიუტია მაგრამ არა უსამართლო. როცა შენს სიმართლეს მოისმენს დარწმუნებული ვარ ყველაფერს სწორად გაიგებს.
- იმედი მაქვს ასე იქნება.... - ამოიოხრა იერიმ, ჯონგუკმა კი გოგონას ფრთხილად გადახვია ხელი მხარზე თავისდა საბედნიეროდ შენიშნა რომ მას ეს არ გაუპროტესტებია. ვინ იცის იქნებ ეს მათი შანსიც კი იყო. იქნებ იმ მომენტში ორივემ ის იგრძნო რაც ასე სჭირდებოდათ, ვინ იცის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მცირე ჟესტი ორივე მათგანს ესიამოვნა. რა იქნებოდა მერე?? ამას არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა....
.........................................
თეჰიონი ბნელ დერეფანში დინჯად მიაბიჯებს და თითქოს დეჟავიუ აქვს. კიმი მალევე აღწევს დანიშნულების ადგილს კარს აღებს და ბიძამისის მაღალ ფიგურას აწყდება. ჩანი ბედნიერი სახით დგება ფეხზე და ძმისშვილისკენ მიიწევს. რამდენიმე წამშ ერთმანეთს ძლიერად ეხვევიან
- ჩემო ლეკვო, მიხარია რომ თავი ყველაფერს კარგად გაართვი, არც კი მჯერა, შენ შეძელი და ამ სამყაროს დიდი ასპიტი მოაშორე.
- ახლა შემიძლია მშვიდად ვიყო ბიძია. ახლა შემიძლია ცხოვრებით დავტკბე ისე რომ არაფრის მეშინოდეს. ჯისუ გვერდით მყავს ჩემთვის მთავარი ეს არის.
- აიშ, შენ ის გოგო მართლა ძალიან გიყვარს არა? ძალიან მინდა გავიცნო, იმედია მალე მოხდება ეს. მანამდე კი მინდა უკანასკნელად გკითხო, დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში?
- აბსოლიტურად ბიძია
- შენ იცი რომ ამ სამყაროდან წასვლა მარტივი არაა თეჰიონ. თუკი წახვალ უკან ვერასდროს მოიხედავ. ისედაც ბევრი უნდა ვიწვალო რომ კვალში არ ჩაგიდგნენ.
- აზრს არ შევიცვლი. უკვე გადვწყვიტე.
- რახან ასეა კარგი. იცოდე რომ მე ყოველთვის შენს ზურგს უკან ვდგავარ. იაკუზას? რას უპირებ კლანს?
- იაკუზას ჩენი და ჩანიოლი გაუძღვებიან. ისინი შესანიშნავი პროფესიონალები არიან და ზუსტა ვიცი ყველაფერს გაართმევენ თავს. გამოდის ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა ბიძია? - სინანულით ჩაილაპარაკა კიმმა
- ამ რანგში კი - ჩაეცინა შუახნის მამაკაცს. აუცილებლად მოვალ ქორწილში..... - ბიძია-ძმიშვილი კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს და თეჰიონმა ბაზა მალევე დატოვა.....
..........................
მოწყენილობისგან თავგაბეზრებული ჯისუ მარტო იჯდა პალატაში როცა კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და მალევე შიგნით იერი შემოვიდა.
- შეიძლება ვილაპარაკოთ? - წყნარად იკითხა პარკმა და თანხმობის მიღების შემდეგ ჯისუსთან მიახლოება დაიწყო.
- მინდოდა შენთან მელაპარაკა, თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ხარ,
- რათქმაუნდა არა, ახლოს მოდი - გაუღმა ბიძაშვილს ჯისუმ და მისკენ ხელი გაიწოდა.
- ჯისუ, იმდენი რამე უნდა გითხრა. მაგრამ მანამდე მინდა ბოდიში მოგიხადო. მაპატიე, რომ მშვიდად ცხოვრება არდაგაცადე. მაპატიე კარგი? მაპატიე რომ გამუდმებით ხელს გკრავდი და ახლოს არ გიკარებდი.
- შენც მაპატიე, საშინლად მოვიქეცი. ამას არ იმსახურებდი. ძალიან მრცხვენია - ჯისუმ თავი ჩხარა. - მაპატიე რომ ასე ვითამაშე შენს გრძნობებზე და მინდა რაღაც გითხრა. ჯონგინს შენ უყვარხარ იერი. შეუყვარდი, ამიტომაც წავიდა.... თუ ცდით...
- არა ჯისუ.... - მკრთალად გაიღმა პარკმა და გოგონას ხელი თავისაში მოიქცია - ვერ ვაპატიებ იმას რაც მოხდა.
- მაგრამ
- არავითარი მაგრამ, მაგაზე არ იდარდო. მე უბრალოდ არ შემიძლია მასთან ვიყო. ვერ შევძლებ იმის დავიწყებას რაც მოხდა. ვერ დავივიწყებ და იქნებ ასე უკეთესიცაა.
- რას გულისხმობ - ეშმაკური ღიმილით იკითხა ჯისუმ
- იცი, მე და ჯონგუკი, ნუ ჯერ ადრეა ამის თქმა მაგრამ.. იცი...
- ღმერთო მართლა?? იერი, მაგარია - ტაში სიხარულით შემოჰკრა ჯისუმ. - ჯონგუკი არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ნამდვილად გაგიფრთხილდება და ყველაფერს იზამს რომ მასთან ბედნიერი იყო. სერიოზულად ძალიან გამახარა ამ ამბავმა.
- ანუ მაპატიე?? - დარცხვენით იკითხა პარკმა
- ანუ ერთმანეთს ვაპატიეთ? - სიცილით ჩაეკითხა ჯისუ. თავი ორივემ სინქრონში დააქნია და ერთანეთს მაგრად ჩაეხუტნენ.
- მითხარი რომ სულ ჩემს გვერდით იქნები როგორც ჩემი და, როგორც ჩემი სისხლი და ხორცი იერი.
- გპირდები რომ სულ ერთად ვიქნებით პატარავ, მე სულ შენს გვერდით ვინქები - ცრემლი მოერია პარკს.... მათთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. გამოწვევებითა და მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება და ჯისუს კიდევ ერთხელ გაუხარდა რომ ამქვეყნად დარჩა..... სისხლის ძალამ ორი ჯიუტი, თავზეხელაღებული არსება აიძულა სიამაყე მოედრიკათ. რადგან ამქვეყნად არაფერია სისხლზე მნიშვნელოვანი და არც ერთი ურთიერთბაა უფრო მტკიცე...... ისინი ახლა ძლიერები არიან, ძლიერები რადგან ერთმანეთი ჰყავთ.............
.................................................
6 თვის შემდეგ
ზღვის ნიავი ნაზად ელამუნება იახტის კიჩოზე მდგომ გოგონას და ისიც თვალებდა ხუჭული მთელი სხეულით ცდილობს შეიგრძნოს ეს ნეტარი შეგრძნება.... მას უყვარს ზღვა, უყვარს მისი ყურება, მისგან მონაბერი ქარის შეხება. მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი მასში მოუსვენრობას არ იწვევს. ამჯერად მასზე მხოლოდ დამამშვიდებლად მოქმედებს. ჯისუ იღიმის და თვალებს ახელს როცა უკნიდან შეხებას გრძნობს. თეჰიონი მთელი ძალით ეხუტება და კისერში ნაზად კოცნის.
- შიგნით შევიდეთ, უკვე ბნელდება გაცივდები - ჩუმად ჩასჩურჩულა ცოლს კიმმა
- იაჰ, ტყუილად ცდილობ ჩემს შეტყუებას ბატონო კიმ - სიცილით მიუბრუნდა ქმარს ჯისუ და უძირო თვალებში ჩახედა.
- ასეთს რას მიკეთებ რომ შენს გამო თავს ვკარგავ ქალბატონო კიმ? - ბოხი ხმით იკითხა თეჰიონმა
- მიყვარხარ - მტკიცედ ამოთქვა გოგონამ, ფეხის წვერებზე აიწია და თეჰიონს ტუჩებზე აკოცა.
- მიყვარხარ ჯისუ, მიყვარხარ. შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ.... მაფიას სიყვარული .................. - ბიჭი ნელა დაიხარა და ნაზად აკოცა ცოლს შუბლზე
- იაჰ თეჰიონ, მინდა გითხრა რომ ცოტა არ იყოსდა მომენატრა ჩემი ცუდი ბიჭი? - ეშმაკურად შეჰღიმა გოგონამ და კიმმაც მაცდური ღიმილით უპასუხა
- გამოწვევა მიღებულია, ახლა დანდობას ნუ მომთხოვთ ქალბატონო - კიმმა ჯისუ ხელში აიტაცა და საძნებლისკენ აიღო გეზი. მათი ბენიერი სიცილის ხმამ გვიანი შემოდგომის უსიამოვნო სუსხი მთლიანად გაათბო..... იახტამ კი ნარნარად გააგრძელა ოკეანის ტალღებში ნებივრობა.................
ესეც დასრულდა..... არ მჯერა. უბრალოდ არ მჯერა რომ უკვე მოვრჩი. იმდენად შევეჩვიე ამ პერსონაჟებს ძალიან მიჭირს... იმედი მაქვს მოგეწონებათ დასასრული. ძალიან მინდა ასე იყოს...... მიყვარხართ ძალიან.............
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro