Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

8 თავი

მთვარის ცივი შუქით ოდნავ ანათებს უზარმაზარ საწოლზე ერთმანეთს ჩახვეულ ორ სხეულს. სიამოვნებისგან აჟიტირებული ქალის კვნესისა და მამაკაცის ბოხი გრგვინვის ხმა ავსებს ოთახის კედლებს. რამდენიმე წუთში კი უხეში სექსით გადაღლილები ერთმანეთს შორდებიან და კაცი საწოლიდან სწრაფად დგება.

- თაე გთხოვ, ამჯერადაც არ წახვიდე, გთხოვ ამაღამ ჩემს გვერდით დაიძინე – ზურგზე მიეხუტა ჰარა კიმს და ადგომის საშუჯალება არ მისცა.

- გეყოფა, კარგად იცი რომ არ მიყვარს როცა ჩემს საწოლში სხვასაც სძინავს. პირველად ხომ არ გვაქვს სექსი? კიდევ რამდენი ხანი გჭირდება რომ ამას მიეჩვიო, ჩემგან ნურანაირ რომანტიკულ გამოხტომებს ნუ ელი – დაღლილად მაგრამ ცივად ამოთქვა თეჰიონმა და ისევ გასასვლელისკენ გაიწია როცა გოგონას ტირილნარევმა ხმამ შეაჩერა.

- შენ ყოველთვის ასე აკეთებ. ვიცი რომ ამას თავისი მიზეზი აქვს. გთხოვ მითხარი რატომ, რატომ იქცევი ასე.

- ერთხელ უკვე გითხარი რომ ამის ცოდნა შენ არ გჭირდება, შენ არ გეხება ჩემი წარსული ან მომავალი. შენ ჩემი აწმყო ხარ, ჩვენ ორივენი ვკმაყოფილდებით იმით რასაც ვაკეთებთ. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებებია რომელიც კაცსა და ქალს აქვთ. მაგალითად ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ მოთხოვნილებებს ვისთან დავიკმაყოფილებ. კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემგან რომანტიკულ საღამოებს ნუ ელი........ - მისი სიტყვების გაგონებისას ჰარას ცრემლები წასკდა, გულამოსკვნილი ატირდა თეჰიონმა ღრმად ამოიოხრა და უკან მოიხედა.- იცი რომ არ მიყვარს როცა ტირი, მაგრამ არასდროს დაგპირებივარ შეყვარებას. მეტიც გაგაფრთხილე გრძნობები არც შენ გაგჩენოდა. სიყვარული ჩემნაირისთვის არ არის. მე გული არ მაქვს ჰარა, აღარ მაქვს..... გთხოვ ნუღარ იტირებ, დამიჯერე ამას აზრი არ აქვს. - გულგრილად თქვა კიმმა და სიბნელეში გაუჩინარდა.

- ვიცი, ვიცი რომ ამის უკან ვიღაც დგას, ვიღაცის გამო მკრავ ხელს რადგან შენს გონებაში ის არის, აუცილებლად გავარკვევ და მოვკლავ, მკვდარი ხომ მაინც დაგვანებებს თავს. გაიძულებ შემიყვარო... აუცილებლად შემიყვარებ თეჰიონ - შეშლილის პათოსით ჩაილაპარაკა ჰარამ და იმ ბალიშს ჩაეხუტა რომელსაც ჯერ კიდევ ბიჭის სუნი ასდიოდა.

......................

წყობიდან გამოსული იერი საძნებელში სცემდა ბოლთას, უკვე ღამის 2 საათი იყო, ის კი დაძინებას ისევ ვერ ახერხებდა. მისი სული მოუსვენრობას შეებყრო, მის გონებაში სრული ქაოსი იყო. ყოველთვის ცდილობდა საუკეთესეო ყოფილიყო და ეს გამოსდიოდა კიდეც სანამ ბაბუამისი პარკ ჯონგი იმ გომბიოს მოათრევდა სახლში. სწორედ აქედან დაიწყო  ტანჯვა. ყველა ჯისუს დასტრიალებდა თავს, ყველას ის უყვარდა, მას აქებდა.

- ჯისუ ძალიან ლამაზია, ჯისუ ძალიან ჭკვიანია, გაწონასწორებულია, კეთილი და გულისხმიერია, იერი? ის გაუწონასწორებელი და ფიცხია, უტაქტო, რათქმაუნდა ჯისუ უმცროსია მას უნდა დაუთმო, უნდა მოუთმინო. წყეული ძუკნა, მან მე ცხოვრება მომპარა, ჩემი ადგილი დაიკავა ამ ოჯახში. ის მიიღო რაც მე მეკუთვნოდა. მას ყველაფერი ქონდა, იმ ბიჭის სიყვარულიც კი რომელიც მე მინდოდა, სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მომეწონა ვიღაც მთელი გულით და მან მაშინვე წამართვა. მაგრამ არაუშავს, მალე ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვ და საბოლოო ტყვიას მე დაგახლი – ბოროტად ჩაილაპარაკა გოგონამ, როცა შეტყობინებამ ტელეფონზე მისი ყურადღება მიიბყრო. იერიმ ეკრანს დახედა და სიხარულით გამოწვეული შოკისგან კარგა ხანს დამბლადაცემულივით იდგა. - ღმერთო ეს, მან მომწერა, ღმერთო ჯონგინი, მას უნდა რომ შვხვდეთ, ღმერთო არ მჯერა. როგორც ჩანს იღბალი ამჯერად მისკენაა. ზუსტად ვიცოდი რომ ვერ შეძლებდი ჩემს სამუდამოდ დაიგნორებას კიმ ჯონგინ. ეს შეუძლებელია. ეს ნამდვილად ნიშანია იმისა რომ ამიერიდან მე ყოველთვის გამიმართლებს – გოგონა თვითკმაყოფილების ზენიტიდან მომდევნო შეტყობინების ხმამ გამოიყვანა სადაც ბიჭი შეხვედრის ადგილს უგზავნიდა. გახარებული იერიც სასწრაფოდ საკუთარი გარდერობის ოთახისკენ გაიქცა რათა შესაბამისად მომზადებულიყო, შემდეგ კი ფეხაკრეფით დატოვა სახლი და საკუთარი მანქანისკენ სწრაფად გაემართა. მისი გაქრობა არც არავის შეუნიშნავს, მხოლოდ ერთ პიროვნებას რომელიც კმაყოფილი ღიმილით აკვირდებოდა სახლიდან ქურდივით მიმავალ გოგონას

- გაიქეცი დაიკო, სწრაფად გაიქეცი იმ ხაფანგისკენ რომელიც შენმა საყვარელმა დამ მოგიმზადა, გაიქეცი....................

............................

თეჰიონი რომელსაც ძილი არა და არ ეკარებოდა სასტუმრო ოთახში ნელა  წრუპავდა ვისკის, თან საღამოს მომხდარ კადრებს გონებაში ატრიალებდა. თვალწინ სულ ჯისუ ედგა, ლამაზი, სექსუალური, მხიარული და ამაყი. მის წინ სულ სხვა  იდგა, არსად იყო ის მორცხვი გოგონა ლოყებაწითლებული რომ უძღვნიდა საკუთარ თავს. თეჰიონს ძალიან ენატრებოდა ის, თუმცა უნდა ეღიარებინა რომ  ვინც დღეს იხილა ბევრად უფრო მეტ ვნებას აღძრავდა მასში. უწინ გოგონა მხოლოდ წმინდა სიყვარულს იმსახურებდა, ახლა კი ვნების ქარიშხალს რომელიც კიმის გულში იმ წამიდან აგიზგიზდა, როცა ამდენი წლის შემდეგ პირველად შეხვდა მას. ამ ქარიშხლის განელებას ვერავინ შეძლებდა, მხოლოდ ის ვინც გამოიწვია...... მხოლოდ ის.............. - ბიჭი მიხვდა რომ გაუცნობიერებლად იღგზნებოდა მხოლოდ საკუთარი ფანტაზიებისგან, ამიტომ სასწრაფოდ სხვა თემაზე უნდა გადართულიყო. კიმმა ტელეფონი მოიმარკვა და ჩენს დაურეკა. როცა მისგან გადამყიდველების იზოლირების შესახებ შეიტყო მარჯვენა ხელი შეაქო ოპერატიული მუშაობისათვის და გააფრხთილა რომ მის დაბრუნებამდე თავი შეეკავებინათ.
- რამდენიმე დღეში სეულში დავბრუნდები, მანამდე კი ეცადეთ არ შემოგაკვდეთ. ასევე დაავალე ვინმეს რომ აქ ბუსანში ჩვენი შტაბისათვის შესაფერისი შენობა იპოვონ. მალე ყველას აქ მოგვიწევს გადმოსვლა.

- კი მაგრამ რატომ ბოს? - გაკვირვებულმა იკითხა ჩენმა, მისთვის რთული გასაგები იყო თეჰიონის გადაწყვეტილება

- გააკეთე რასაც გეუბნები, ყველაფერს გაიგებ თავის დროზე. - დაუყვავა კიმმა და ტელეფონი გათიშა. თავად ზუსტად იცოდა რატომ მოიქცა ასე, იმ წამიდან როცა საღამოს ჯისუს მოკრა თვალი. ის აპირებდა ეს შინაგანი ცეცხლი, რომელიც ბოლო წლებია მასში გიზგიზებდა სამუდამოდ ჩაექრო.......

....................................

- ჩემო პატარავ კომპანიაში წასასვლელად ემზადები? - ხანდაზმული მამაკაცი ნელა მიუახლოვდა სასადილო მაგიდას სადაც მხოლოდ ჯისუ საუზმობდა და მაგისის თავში საკუთარი ადგილი დაიკავა.

- კარგი რა ბაბუა, უკვე 25 წლის ვარ. ასე ნუ მეძახი – ამოიბუზღუნა გოგონამ და ბაბუამისს უკმაყოფილო მზერა მიაბყრო.

- შენ ჩემთვის ყოველთვის ჩემი პატარა გოგო იქნები. ასე რომ ბაბუას ნუ ესაყვედურები – დატუქსა კაცმა შვილიშვილი.

- კარგი, კარგი და ჰო, კომპანიაში მივდივარ. ხვალინდელი თათბირისთვის კარგად უნდა მოვემზადო.

- შენ ისედაც ძალიან კარგად ხარ მომზადებული ჯისუ. თავს ზედმეტად ნუ იტვირთავ – მსუბუქად თქვა პარკმა – შენ ეს ძალიან მარტივად გამოგივა და მე ეს ვიცი. ხო მართლა იერი სად არის?

- ნახევარი საათის წინ წავიდა, სავარაუდოდ უკვე კომპანიაშია – მხრები აიჩეჩა ჯისუმ.

- ეს გოგო, - ღრმად ამოიოხრა მამაკაცმა და თავადაც საუზმობა დაიწყო.

...............................

თეჰიონი, იერი და ჰარა ჯისუს გამოჩენას იერის კაბინეტში ელოდნენ

- წარმოგიდგენია როგორი ტუტუცია, სამსახურში დროზეც კი არ ცხადდება. მაშინ როცა მე ყოველთვის პუნქტუალური ვარ. ქალბატონს კარგად გამოძინება უყვარს. - იერის უკმაყოფილო ბურტყუნი გარეთ შექმნილმა ჩოჩქოლმა შეაწყვეტინა. მან იცოდა რის გამოც იყო ეს ხმაური გამოწვეული ამიტომ თვალები აატრიალა და კარისკენ გაემართა. კიმი და ჰარაც მას გაჰყვნენ. - მისი აღმატებულება მობრძანდა – ჩაილაპარაკა და მალევე გოგონაც გამოჩნდა რომელსაც გვერდს საკუთარი ასისტენტი ბიონ ბექიონი და კიდევ ორი პრეზიდენტი უმშვენებდა. თეჰიონმა მომავალი მშიერი მზერით აათვალიერა, მისი სხეული უბრალოდ შეუდარებელი იყო. ჯანდაბა მკაცრი იმიჯი ჯისუს საოცარ სექსუალურობას სძენდა. მის მზერაში რაღაც საოცარი ძალაუფლება იკვეთებოდა. არავის შეეძლო გაეძლო ამ გამოხედვისთვის. მალე ოთხეული მათ მიუახლოვდა, ჯისუ იერის პირისპირ შეჩერდა და ცალი წარბი ასწია იმის ნიშნად რომ სამეული მის გზაზე იდგა.

- სალაპარაკო გვაქვს მამიდაშვილო – ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა იერიმ. ამის გამგონემ უკმაყოფილო მზერა მოავლო დანარჩენებს პრეზიდენტებს ხელით გზის გაგრძელება უბრძანა დანარჩენებს კი საკუთარი კაბინეტისკენ გაუძღვა. შიგნით შესული კუთვნილ სავარძელში მოთავსა. მისი მარჯვენა მხარე ბექიონმა დაიკავა

- აბა, რამ შეგაწუხათ ასე დილაადრიან? - უინტერესოდ იკითხა გოგონამ

- დილაადრიან? მეხუმრები, და შენ გინდა ამ კომპანიის ხელმძღვანელი გახდე? სასაცილო ხარ.

- შენი სისულელეებისთვის დრო არ მაქვს იერი. ან ახლავე ამოღერღე რა გინდა ან არადა ჩემი კაბინეტი დატოვე, დაუყოვნებლივ – კბილებში გამოსცრა ჯისუმ და თეჰიონის გამომწვევ მზერას თავისი შეაგება.

- მინდა ჩემი პარტნიორები კიმ თეჰიონი და ჩოი ჰარა წარგიდგინო.

- პარტნიორები შენ ამბობ, საინტერესოა რანაირი პარტნიორები არიან? - დაინტერესდა გოგონა, როგორც იქნა გაარკვევდა რა საფასური გაღება დასჭირდა ამ იდიოტს რომ მის წინააღმდეგ მოკავშირე ეპოვა.

- ბატონმა კიმმა ჩემი აქციები შეიძინა. დღეიდან პარკ ჰოლდინგის 30 პროცენტიანი წილის მესაკუთრე ისაა. - ჯისუ ალბათ ყველაფერს მოელოდა მაგრამ არა იმას რომ ეს მართლა ტვინნაღრძობი იმბეცილი საკუთარ აქციებს მსოფლიო დონის მაფიოზს ჩაუგდებდა ხელში. მოსმენილმა სრულად გამოიყვანა წყობიდან და მისი მშვიდი იმიჯიც წამებში აორთქლდა

- რა ქენი? - ცივად გაიჟღერა გოგონას ხმამ – რა ჯანდაბა ქენი პარკ იერი? ოჯახის საკუთრება ვიღაც უცხოზე გაასხვისე? საერთოდ რა ჯანდაბით აზროვნებ?

- როგორ ბედავ და მიყვირი, მე შენზე უფროსი ვარ, პატივი მეცი- არც იერიმ დააკლო ყვირილი. ფაქტია იმდენად გაცხარდა ოროვე რომ იქ მყოფები საერთოდ გადაავიწყდათ.

- მაშინ შენს სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოიქეცი ისე როგორც უფროსს შეეფერება. გამუდმებით ჩემი სათრევია შენი უკანალი. საინტერესოა ვინ არის უფროსი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. - კბილებში გამოსცრა გოგონამ რამაც იერი კიდევ უფრო გააცოფა თუმცა თეჰიონის ხმამ აიძულა დამშვიდებულიყო

- ქალბატონებო, კიდევ დიდხანს შემიძლია ვუსმინო თქვენს ძალიან საინტერესო კამათს მაგრამ სამწუხაროდ დაკავებული ადამიანი ვარ. მირჩევნია რაიმე უფრო საინტერესოს დავუთმო დრო . - თქვა კიმმა და ჯისუს მრავლისმეტყველი მზერა ესროლა, პასუხად კი მან მხოლოდ თვალები აატრიალა, მაგრამ გადაწვიტა ცოტა ეთამაშა ბიძაშვილის ნერვებზე და სავარძელში ნებირად გადაწვა

- ასეთ შემთხვევაში ბატონო კიმ სჯობს ზედმეტმა ხალხმა დაგვტოვოს, იერი, ქალბატონო ჰარა გთხოვთ გარეთ დაიცადოთ სანამ მე ჩემს ახლადგამომცხვარ პარტნიორთან რამდენიმე საკითხს განვიხილავ. - ცინიკურად შეხედა ბიძაშვილს ჯისუმ

- არსადაც არ წავალ, რა სისუელელა – წამოიძახა მან თუმცა მამიდაშვილის შეუვალ მზერას წააწყდა

- შენ აქციების საკუთარი წილი გაყიდე, დღეიდან ამ კომპანიაში მხოლოდ მაშინ შემოხვალ როცა ამას მე მოვისურვებ პარკ იერი.

- ამას როგორ ბედავ....

- აბა რა გეგონა ჭკუათხელო. ახლა ჩემი თვალთახედვის არეს მოწყდი სანამ დაცვას ვუბრძანე აქედან გაგიყვანონ

- ჯერ არ დაგვიმთავრებია ჯისუ, ასე ვერ მომიშორებ თავიდან.

- უკვე მოგიშორე – ჩაიცინა გოგონამ და გაცოფებული იერი ჰარასთან ერთად კაბინეტიდან გავარდა. რამდენიმე წუთი კაბინეტში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ვერც ერთი მათგანი ბედავდა ხმის ამოღებას, მხოლოდ ერთმანეთის შესწავლით იყვნენ დაკავებულნი, საბოლოოდ ხმა პირველმა ჯისუმ ამოიღო და მისმა ხმამ მტკიცედ გაიჟღერა

- რამდენი გინდა? - კიმი ზუსტად მიხვდა რას გულისხმობდა გოგონა და მის გულუბრყვილობაზე ჩაეცინა

- მე კითხვა დაგისვი კიმ თეჰიონ, რამდენი გადაგიხადო რომ აქციები დამიბრუნო?

- ვერანაირი თანხით ვერ გამოისყიდი მათ – გამომცდელად ახედა ბიჭმა გოგონას და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა

- მაშინ რა გინდა? - მობეზრებულმა იკითხა ჯისუმ თუმცა პასუხმა ნამდვილად შოკში ჩააგდო

- შენ კიმ ჯისუ, შენ მინდიხარ...... 

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo