7 თავი
ირგვლივ თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, მანძილი საკუთარი საძინებლიდან იდეალურად მოკაზმულ ბაღამდე თითქოს ათასჯერ გაიზარდა. მისი სხეული მზად იყო გამოწვევა მიეღო, გული არა, მისი მზერა მზად იყო ნანახი უარეყო, გონება არა. საკუთარი თავი მაინც შეაქო, შეაქო რადგან მას არ აჩვენა საკუთარი სისუსტე. ბედნიერი იყო რომ ამდენი ტანჯვის შემდეგ საკუთარი ჯალათისთვის თვალებში უშიშრად ჩახედვა შეძლო, ამ ღრმა შოკოლადისფერ თვალებში რომელიც ამ სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა. 9 წელი 9 წყეული წელი გავიდა, მაშინ ისევ რატომ აქვს ასეთი ეფექტი მასზე ამ თვალებს. ისევ რატომ გრძნობს პეპლებს მუცელში. მისი გული ისევ გიჟივით რატომ იწყებს ცემას და გონება იმ ერთადერთი ღამის კადრების დატრიალებას რომელიც ერთად გაატარეს.
ნუთუ მასაც ახსოვს?? ნუთუ ამ წლების მანძილზე ისიც ფიქრობდა იმ შეხებაზე, იმ კოცნაზე. არა ის მკვლელია რიმელსაც ზუსტად რომ თავის შესაფერისი კრიმინალი უმშვენებს გვერდს. ჯისუ თავს არ დაიმცირებს. თუ ერთხელ შეძლო ამას ისევ იზამს. ისევ ამოიგლეჯს გულიდან მის სახეს თუნდაც ამას ის პატარა ადამიანურობის მარცვალიც ამოატანოს რაც კი მასში დარჩა........
პატარავ ხელები სულ გაგეყინა, კარგად ხარ?- ჯონგუკის ხმადაბალი ნათქვამი მისწვდა გოგონას სმენას და მაშინვე მოიშორა მტანჯველი აზრები.
- კარგად ვარ გუკი, უბრალოდ ვღელავ სულ ესაა. - მკრთალად გაუღიმა ბიჭს
- დამშვიდდი, ცოტა ხანიც და აქედან გაგიტაცებ, უბრალოდ ჯერ სტუმრებს მივესალმოთ - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ლოყაზე ნაზად აკოცა საცოლეს.
...................
- აბა რას იტყვი თეჰიონ? რამდენ ხანში შეძლებ სისრულეში მოიყვანო შეთანხმება? -მოუთმენლად ჰკითხა იერიმ და სიძულვილოთ სავსე მზერა მამიდაშვილს მიაბყრო, თუმცა ბიჭისგან პასუხი ვერ მიიღო და ისევ მას მიუბრუნდა. - თეჰიონ საერთოდ მისმენ? რაზე ფიქრობ? - გაბრაზებულიმა შესძახა გოგონამ, მაგრამ კიმს მისი არ ესმოდა, ვერც ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ, მხოლოდ იმ ორს ერთმანეთს რომ ეხვეოდნენ. გაცოფებულს ძარღვებში სისხლი უდუღდა. სიბრაზის დასაფარად საგულდაგულოდ შეკრულ ჰალსტუჰს დაუწყო წვალება. მან გულის სიღმეში იცოდა რომ ამ წლების მანძილზე ჯისუ აუცილებლად გაიჩენდა ვინმეს თუმცა ამის საკუთარი თვალით ყურება ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. მით უფრო მისთვის საკმაოდ ტემპერამენტიანი ეჭვიანი კრიმინალისთვის რომელიც გამუდმებით ძალის დემონსტრირებაზე ფიქრობს. ალბათ გონებაში ათასჯერ მაინც წარმოიდგინა როგორ ჭრიდა ყელს ნელ-ნელა იმ წყეულ დედიკოს ბიჭს რომელიც ბედავდა და საკუთარ თავს ჯისუს საქმროს უწოდებდა, ან როგორ ამტვრევდა ხელებს, რომლითაც უნაკლო სხეულს ეხებოდა. მის სხეულს თეჰიონის საკუთრებას. კიმს იმის წარმოდგენაც კი ჭკუიდან შლიდა რომ ჯისუ შეიძლება მხოლოდ მისი აღარ ყოფილიყო და სხვასთან გაეზიარებინა სარეცელი. ამ ფიქრებით შეპყრობილი თავს ისედაც ძლივს იკავებდა, რამდენიმე წამის წინ გამოჩენილმა დარამ კი ცეცხლზე ნავთი დაასხა როცა მხიარულად განაცხადა
- არა უდაოდ იდეალური წყვილია. ისეთი ლამაზები არიან, საოცრად უხდებიან და შეეფერებიან ერთმანეთს. შეიძლება ითქვას ერთმანეთისთვის არიან შექმნილები და როგორც ვიცი ძალიან დიდი სიყვარული აკავშირებთ.
- კარგი რა დედა, ვითომ არ იცნობდე ჯისუს, მას არავის სიყვარული არ შეუძლია, უბრალოდ საზიზღარი მოთამაშეა. დაგენაძლევები ამ სულელსაც ისე იყენებს როგორც დანარჩენებს? - ამრეზით თქვა იერიმ.
- რაც უნდა იყოს დედაშენი მართალია, არაჩვეულებრივი წყვილი არიან – თქვა ჰარამ და თან თეჰიონზე დაკვირვება განაგრძო რომელიც საგრძნობლად ბევრს სვამდა. გოგონა ამჩნევდა კიმის ცვლილებებს, განა შეიძება შეყვარებულ თვალს რაიმე გამორჩეს? გრძნობდა კიდეც რომ რაღაც საეჭვო ხდებოდა მაგრამ არ შეეძლო თეჰიონი და იმ დღევანდელი სიტუაცია ერთმანეთთან დაეკავშირებინა. მთელი ეს პერიოდი რაც კიმის გვერდით იაკუზაში გაატარა მისთვის რათქმაუნდა ბედნიერი იყო რადგან საყვარელ მამაკაცთან იმყოფებოდა, თუმცა შინაგანად მაინც ღრღნიდა ეჭვები იმის შესახებ რომ თეჰიონი რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა. ხვდებოდა, ბიჭს არ უყვარდა, ამაში წლიდან წლამდე უფრო და უფრო რწმუნდებოდა........
...............................
- ჩანიოლ რამე გაარკვიე? - ძველ საწყობში შესვლისთანავე იკითხა ჩენმა
- მართალი იყავი. რამდენიმე ჩემი გადამყიდველი უმაღლესი ხარისხის პროდუქციას შედარებით დაბალი ხარისხით ცვლიდა.
- ახლა რა იქნება? - დაინტერესდა ჩენი
- ოთხივე მათგანი ჩვენს შტაბშია, სანამ ბოსი არ დაბრუნდება იქ იქნებიან. მერე თეჰიონი თავად გადაწყვეტს რას გააკეთებს.
- მაგრამ ტრიადა? - ამოიოხრა ჩენმა – ისინი არ შეგვეშვებიან
- მართალი ხარ, მაგრამ ვერც იმას გარისკავენ რომ 4 საშუალო დონის ჯაშუშის გამო თეჰიონთან ღია ომი წამოიწყონ. რაც უნდა იყოს იაკუზას კლანს გავლენა ჯერ კიდევ აქვს. ტრიადა თავს არ დაგვესხმება, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. - დაამშვიდა მეგობარი ჩანიოლმა.
.............
- ხვალ ჯისუსთან ოფიციალურად წარგადგენ, მინდა იცოდე რომ საკმაოდ ეჭვიანი ვინმეა და შენ რადგანაც ჩემი პარტნიორი ხარ თავიდანვე ამრეზით დაგიწყებს ყურებას - მობეზრებით ჩაილაპარაკა იერიმ როცა სამივე წვეულებას გამოერიდნენ. - რას იტყვი როდის შეიძლება მოვკლათ? - მოუთმენლად ჰკითხა კიმს
- ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, ახლა თქვენს შორის დაძაბული ურთიერთობაა, მას რაც უნდა დაემართოს ეჭვს შენზე მაინც მიიტანენ. უნდა დავიცადოთ.
- მაგრამ მე მოცდა არ მინდა თეჰიონ. მინდა რომ რაც შეიძება სწრაფად მოვიშორო თავიდან.
- მე გავაკეთებ მაგას – საუბარში ჩაერთ ჰარა, რომელსაც გაუცნობიერებლად საშინელი აგრესია გაუჩნდა გოგონასადმი.
- არავინ არაფერს გააკეთებს სანამ მე არ დავრთავ ნებას. ჩემი თანხმობის გარეშე არაფერს იზამ, გასაგებია? - კბილებში გამოცრა თეჰიონმა და ჰარას გაცეცხლებულმა შეხედა თუმცა მალევე მიხვდა სიტუაციის უცნაურობას და თავი ხელში აიყვანა. ვერ დაუშვებდა ამ ორს რამე ეეჭვა. იგი კარგად იცნობდა ჰარას, ისიც შესანიშნავად იცოდა რომ თუ ჯისუს მიმართ ბიჭის დამოკიდებულებას შენიშნავდა უმოწყალოდ მოკლავდა გოგონას, ამას კი თეჰიონი ვერ დაუშვებდა. ამიტომ ტონი ოდნავ შეარბილა - მე ახლახან შევიძინე აქციები, სკანდალი არ მჭირდება.
- როგორც შენ იტყვი საყვარელო – ჰარა ბიჭს მოეხვია, საბოლოოდ წყვილი იერის გამოემშვიდობა და პარკების რეზიდენცია დატოვა..
.......................
- გრძელი დამღლელი დღის შემდეგ ჯისუ მისთვის განკუთვნილ დამამშვიდებელ აბაზანაში ჩაწვა და მომხდარის გაანალიზება დაიწყო. ნათელია იერი მის წინააღმდეგ თეჰიონს გამოიყენებს, მის ძალაუფლებას. ისიც იცის რომ ამ ორისაგან ყველაფერს უნდა მოელოდოს. მხოლოდ ერთი რამ რჩება გასარკვევი რამდენად დიდი საფასური გადაიხადა მისმა ბიძაშვილმა «მეტოქის» განეიტრალებაში. იგი შეჩვეული იყო რომ ყოველთვის ახლობელი ადამიანები ყიდდნენ, ამას გული დიდად არ უტკენია. უბრალოდ ვერ იგებდა ბედმა რატომ გაწირა. რისთვის დააბრუნა მის ცხოვრებაში თეჰიონი. კაცი რომლის გამოც შვილი და მამა დაკარგა, რაც უნდა იყოს მიზეზი ახლა თავზე ნაცრის წაყრის დრო არ არის და ჯისუმ ამას ძალიან კარგად ხვდება, ამიტომ აბაზანიდან ნელა ამოდის, ჯერ კიდევ შიშველ სხეულზე ხალათს იხვევს და ჯონგინის ნომერს კრებს.
- გისმენთ ქალბატონო – პირველი ზარის გასვლისთანავე ისმის სასიამოვნო ბარიტონი და ჯისუს ოდნავ ეღიმება
- თამაშში შენი შემოსვლის დროა, იცი რაც უნდა ქნა – ცინიკურად იღიმის გოგონა და თანხმობის მოსმენის შემდეგ ტელფონს თიშავს. - ახლა ვნახოთ ამ სვლას ვინ მოიგებს, ძვირფასო ბიძაშვილო, ვნახოთ ხაარ იმდენად ჭკვიანი რომ ჩემი ბრჭყალებიდან თავი დაიხსნა. თავი ძალიან მაგარი გგონია რადგან ზურგს მაფია გიმაგრებს არა?? საინტერესოა.....
შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, ძალიან გადარბენაზე ვწერეე. მიყვარხართ და თავს გაუფრთხილდით
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro