6 თავი
დიდი დრო გავიდა, მაგრამ ისევ საშინლად მტკივნეულია როცა ვიღაც ამბობს შენს სახელს.
თეჰიონმა საქმიანი შეხვედრა მოიმიზეზა, იერის და ჰარას პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ნაჩქარევად დატოვა კაბინეტი. მის გონებაში უამრავი მოგონება ამოტივტივდა. ყველა შეგრძნება რომელიც ეგონა დავიწყებული ჰქონდა თავიდან განიცადა.
- ეს მხოლოდ დამთხვევაა, ასე არ ხდება.. ამ გრძნობებს უფლებას არ მივცემ დამასუსტოს. მე გაგიშვი იმიტომ რომ ორივესთვის ასე ჯობდა. აქ არ არსებობს შანსი რომ მისი მამიდაშვილი შენ იყო..
- თეჰიონ იქნებ ამიხსნა რა ხდება? ძალიან ცუდად გამოვიდა იერისთან. ხომ იცი რომ ჩემი მეგობარია შეგეძლო ცოტა უფრო კორექტული ყოფილიყავი.
- ჰარა, კარგად იცი რომ მსგავსი რამეებით დაინტერესებული არ ვარ და რასაც დავთანხმდი იმასაც შენი ხათრით. საერთდაც ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს ვიდრე პარკ ჰოლდინგია. - თემის გადატანა სცადა კიმმა და გამოუვიდა კიდეც
- რამე მოხდა?
- ბოლო პარტიასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ჩრდილოეთის ბაზარზე სიტუაცია გაუარესდა.
- ისევ ტრიადა? - დაძაბულმა იკითხა ჰარამ.
- ჰო ისინი არიან, მაგრამ ახლა უარესი ისაა რომ სადღაც მოღალატე გვყავს, ჩენი და ჩანიოლი არკვევენ. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ სანამ ჩინელები ჩვენს შიგნით არეულობით ისარგებლებენ. როცა ვიპოვი ისე დავსჯი რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მსგავსი რამ.
- ყველაფერი მოგვარდება. როცა ბუსანიდან დავბრუნდებით ამ საქმეს თავად მივხედავ. ახლა კი ნება მომეცი შენზე ვიზრუნო – ჰარა თეჰიონს მთელი სხეულით მიეკრა, ხელები კი მხრებზე შემოხვია – მომენატრე თაეთაე – ჩაიჩურჩულა გოგონამ და სცადა ბიჭის ყელს ტუჩებით შეხებოდა, როცა მან უხეშად მოიშორა და ზურგი აქცია – მაპატიე მაგრამ ახლა არაფრის განწყობა არ მაქვს. დამტოვე – ცივად გაისმა მისი ხმა. - აცრემლებულმა ჰარამ ოდნავ უკან დაიწია
- რა ხდება, ნუთუ მოგბეზრდი, ასე რატომ მექცევი? გთხოვ იქნებ ამიხსნა მიზეზი.- თეჰიონი ვერ იტანდა როცა ჰარა ტიროდა მისთვის ეს გოგონა მართლაც ძვირფასი იყო თუმცა საკუთარ თავს ვერ აიძულა მისკენ მიბრუნებულიყო და დაემშვიდებინა. რამდენიმე წუთში კარის ხმაურიანი გაჯახუნების ხმა გაისმა და საშინლად გაღიზიანებულმა კიმმა იქვე სასმლის მაგიდაზე მდგომი ვისკის ბოთლი კედელს შეაფშვნა.
- რატომ ვერ გიგლეჯ გულიდან, ყველგან შენს სახეს რატომ ვხედავ, ყველგან შენი სახელი რატომ მესმის, ეს რა სასჯელია ღმერთო.... - ბოლო ხმაზე იღრიალა გაცოფებულმა და მუხლებზე დაეშვა.
......................................
- იაკუზას მეთაურის საყვარელი და მარჯვენა ხელი , გემოვნება საგრნობლად გაგუარესებია თეჰიონ, თუმცა შენნაირი მკვლელისგან სხვას არც მოველოდი. - ჩაიცინა გოგონამ და ტატუირებული, გამომწვევად ჩაცმული ქალი კარგად შეათვალიერა. - საინტერესოა მათთან როგორ აღმოჩნდი იერი. გამორიცხულია მან რამე იცოდეს იმის შესახებ რაც 9 წლის წინ მოხდა. მაგრამ ფაქტია რაღაც ჩაიფიქრა, რაც არ უნდა იყოს ეს სწრაფად განახორციელებს. ყველაფერი უნდა გავარკვიო სიურპრიზები არ მჭირდება. - ჯისუმ სურათები ისევ კონვერტში ჩადო და საკუთარ სეიფში ჩაკეტა. მისი გული ზედმეტად დაცლილი იყო ემოციებისაგან იმისათვის რომ ცხოვრებაში ისევ შემოჭრილ თეჰიონზე ეფიქრა. მისმა გონებამ თითქოს ეს სახელი სამუდამოდ დაბლოკა. როგორც ამერიკელმა ფსიქოლოგმა აუხსნა ეს იმ ტრავმის შედეგი იყო რომელიც გადაიტანა. ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტი, რომელსაც მისმა ტვინმა თვითგადარჩენის მიზნით მიმართა. გოგონამ უაზრო ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გადააქნია და საწოლზე წამოწვა. ვერც კი მიხვდა როგორ დაუსველა ფერმკრთალი ლოყები ცხელმა ცრემლებმა, ცოტა ხანში კი ღრმად ჩაეძინა .............
................
- ყველაფერი მზადაა? მალე სტუმრები მოვლენ - მანსიონის ბაღში გამოჩნდა დარა უფროს მსახურს მიმართა. - ხომ იცი ეს საღამო უნაკლო უნდა იყოს. არანაირი შეცდომა..
- ყველაფერი ისეა როგორც დავგეგმეთ ქალბატონო, იდეალური გამოვა. - სწრაფად უპასუხა სანდომიანი სახის ქალმა
- კარგი, კარგი უბრალოდ ვღელავ. ამ ნიშნობას ქვეყნის წამყვანი ტელევიზია გააშუქებს, ამიტომ უშეცდომოდ უნდა გავიაროთ ყველა დეტალი. სკანდალები არ გვჭირდება. ხო მართლა იერი არ გამოჩენილა??
- არა ქალბატონო, არ მინახავს..
- ჯანდაბა ეს გოგო. უპასუხისმგებლოდ იქცევა და მერე უკვირს რომ არავინ სათანადოდ არ აფასებს - ის იყო დარა შვილთან დარეკვას აპირებდა რომ თვალი მოჰკრა სახლისაკენ მომავალ იერის და ის მარტო არ იყო.
- შვილო, აქამდე სად ხარ? - ყალბი ღიმილი შეაგება სტუმრებს ქალმა და გოგონას თვალები დაუბრიალა.
- გზაში შევფერხდით დედა, მაგრამ ახლა აქ ვართ, ნუ გაართულებ. ხო მართლა გაიცანი ეს ბატონი კიმ თეჰიონია ჩემი პარტნიორი. ეს კი ჰარაა, ჩემი მეგობარი და ბატონი კიმის საცოლე.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო პარკ - ცივად მიესლმა კიმი დარას. საბოლოო ჯამში ქალმა სტუმრები შინ შეიპატიჟა, თეჰიონმა კი თავის ხალხს გარემოს კარგად შესწავლა დაავალა.
- მიხარია რომ ჩვენი ჯისუს ნიშნობაზე იქნებით. საოცარი წყვილია, ძალიან უხდებიან ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ მთელი წელი საზოგადოება მათზე ილაპარაკებს - მხიარულად წამოიძახა დარამ რაზეც იერიმ თვალები აატრიალა. - კარგი, დედა ჩვენ დაგტოვებთ რამდენიმე დეტალი გვაქვს დასაზუსტებელი წვეულებამდე. - სამეულმა იქაურობა მალევე დატოვა და ბიბლიოთეკისაკენ გადაინაცვალა. რამდენიმე ფორმალური საკითხის გავლის შემდეგ თეჰიონმა და იერიმ კიმის ადვოკატების მიერ სახელდახელოდ მომზადებულ კონტრაქტს ხელი მოაწერეს და იგი პარკ ჰოლდინგის აქციების 30 პროცენტის მფლობელი გახდა.
............. .
- ჯისუ შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად?- აღელვებულმა შემოაღო კარი ჰაე რინმა რათა შვილი შეემოწმებინა.
- ჯონგუკი უკვე ქვემოთაა.
- მართლა? პრაქტიკულად უკვე მზად ვარ. 5 წუთი მჭირდება. დედა იერი დაბრუნდა?
- კი, აქაა, ორ პირთან ერთად ჩამოვიდა და ახლა ბიბლიოთეკაში იმყოფებიან.
- ხომ არ იცი ვინ არიან? - მსუბუქად იკითხა ჯისუმ
-გოგონას მგონი ჰარა ქვია, ბიჭს კი არ მხსოვს, თეიანგი თუ თეჰიონი, ზუსტად არ ვიცი. - კართან მისულმა უკანმოუხედავად ჩაილაპარაკა ჰაერინმა და ოთახი დატოვა. ჯისუ რამდენიმე წამით ერთ ადგილას გაიყინა თუმცა საკუთარი თავი მაშინვე აიყვანა ხელში და სარკეში თავის გამოსახულებას თვალი ბოლოჯერ მოავლო.....
....................
თეჰიონი უინტერესოდ აკვირდებოდა მთელს ამ გაუთავებელ ხორხოცს და ერთი სული ჰქონდა აქაურობას გასცლოდა. მომენტალურად ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა, ყველა მზერა ერთი წერტილისაკენ იყო მიბყრობილი და კიმმაც ავტომატურად იქეთ მიაბრუნა თავი, მიიხედა რაც მაშინვე ინანა. მისმა გონებამ რამდენიმე წამი ვერ გადახარშა ნანახი. გული ეუბნებოდა რომ ეს არ შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო, რომ მის წინაშე მისი უდიდესი სისუსტე არ იდგა სხვა მამაკაცთან ხელჩაჭდობილი
თეჰიონისთვის უბრალოდ დრო გაჩერდა, ხოლო როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა გულმა ფეთქვა წამიერად თითქოს საერთოდ შეწყვიტა. ის აქ იყო. მის წინ იდგა, ჭკუის დაკარგვამდე ლამაზი და სასურველი, მაგრამ გოგონას ხელი სხვას ეკავა, მის იდეალურ წელს სხვა ეხვეოდა. ის სხვას ეკუთვნოდა, ჯისუმ ამაყად გაუყარა თვალი თვალში და მზერა მაშივე აარიდა. თეჰიონმა ვერ შეძლო ვერანაირი ემოციის ამოკითხვა ამ წამიერ მზერაში. საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა უაზროდ აშტერდებოდა ამ საღამოს უდავო დედოფალს და მისი უმანკო სილამაზით ტკბებოდა.
- აი ისაა შენი სამიზნე, ჯისუ უნდა მოკლა - ხმადაბლა დაისისინა იერიმ დ თეჰიონმა იგრძნო როგორ დაეძაბა მრისხანებისგან მთელი სხეული. თითქოს არსებობდა შანსი რომ მას ჯისუსთვის რამის დაშავება შეძლებოდა. კიმი უმალ ამოხოცავდა ამ ნიშნობაზე მყოფ ყველა სულიერს, ისე რომ წამითაც არ დაფიქრდებოდა მაგრამ არა მას. იგი ვერსდროს შეეხება კიმ ჯისუს და არც სხვას მისცემს ამის საშუალებას.......
ვაიმეერ არ იცით რამდენჯერ წავსალე და ხელახლა დავწერე. ეს ვარიანტიც არ მომწონს მაგრამ გადავწყვიტე მაინც ამეტვირთა. გთოხვთ შემიფასეთ და მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ ❤❤❤❤❤ მიყვარხართ ძალიან
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro