5 თავი
ჯისუ სანაპიროზე დგას და ადრიანი გაზაფხულის დილის ცივი ნიავით ტკბება. მისი სული მხოლოდ ამ ხედს შეუძლია დააწყნაროს. მას უყვარს იმის ყურება როგორ ეხეთქება ტალღები ნაპირს, რადგან მათში საკუთარ თავს ხედავს. საკუთარ სულს რომელიც ამ ტალღებივით ბობოქარია. ჯისუ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გოგონაა მაგრამ არავინ იცის რა ხდება მის შიგნით. ამ გაყინული გრიმასის მიღმა არავის შეუძლია დაინახოს მისი რეალური სახე, განცდები, ფიქრები და ოცნებები. ჯისუ ყველას იმდენის ცოდნის საშუალებას აძლევს რამდენიც საჭიროა მათთვის. პირველად როცა ბაბუასთან ერათად ბუსანის ვილაში გადავიდა საცხოვრებლად შვება იგრძნო რადგან იქ მისი საყვარელი ბიძაშვილი იმყოფებოდა. ფიქრობდა მისი სახით მეგობარს შეიძენდა რომელიც არასდროს ჰყოლია თუმცა მწარედ შეცდა, იერიმ ის არ მიიღო. უფრო მეტიც, გამუდმებით მის დამცირებას ცდილობდა სხვების თვალში. ჯისუს ტანჯვა მხოლოდ ამერიკაში წასვლის შემდეგ დასრულდა. იქ გატარებულმა წლებმა კი რადიკალურად შეცვალა. მშიშარა, საყვარელი გოგონასგან არაფერი დარჩა. უკან გულცივი, მტკიცე ხასიათის, განათლებული ქალი დაბრუნდა, რომელიც არავის და არაფერს ენდობა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. ბუსანში ჩასულს განსაკუთრებული ეჭვი იერის ქცევამ აღუძრა. არ იცოდა რატომ მაგრამ მასში ყველაფერი უცნაური და იდუმალი ეჩვენებოდა რეალურად არც შემცდარა. თუ რამდენად საეჭვო იყო ბიძაშვილის ქცევა ჯისუ სწორედ დღეს გაარკვევდა.....
- ქალბატონო კიმ.... ვიმედოვნებ დიდხანს არ დაგაყოვნეთ... - პატივისცემით დახარა თავი ჯონგინმა და გოგონას უკან მორჩილად დადგა. ჯისუ არ მოცდენილა მისკენ შებრუნებულიყო ისე უპასუხა.
- არაფერია, ეს მე მოვედი ადრე. აბა, რა გაქვს ჩემთვის?
- მართალი იყავით, იერი ნამდვილად არასასიამოვნო წრეში ტრიალებს - წყნარად უპასუხა ბიჭმა
- და რამდენად არასასიამოვნოა ეს წრე?
- თავად ნახეთ - ჯონგინმა ჯისუს კონვერტი გაუწოდა. გოგონამ მაშინვე გამოართვა ის და შიგნით მოთავსებული სურათების დაკვირვბა დაიწყო.
- ეს ახალგაზრდა ქალი ვინც თქვენი ბიძაშვილის გვერდით დგას ჩოი ჰარაა. იაკუზას ბანდის წევრი, როგორც ამბობენ ერთ ერთი მთავარი ქილერი და მათი ბოსის საყვარელია.
- იაკუზას ბანდა, შენ ამბობ? - უინტერესოდ იკითხა ჯისუმ, მისი სახე აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა. - მადლობთ ჯონგინ, საკუთარ პოზიციას დაუბრუნდი. ჩემგან დრო და დრო ინსტრუქციებს მიიღებ რა უნდა გააკეთო. ჯერ ჯერობით კი ჩრდილში დარჩი.
- ბიჭმა თავი მორჩილად დაუქნია მას და იქაურობა უსოტყვოდ დატოვა.
- ასე, ასე, ვნახოთ რამდენად შორს შეგილძლია შეტოპო იერი. ვნახოთ რამდენად ბევრი შეგიძლია.....
...................
თეჰიონი მაგიდის თავში მჯდომი ყურადღებით უსმენდა პარტნიორებს რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში ახალი საქონლის გადატანის გზებზე მსჯელობდნენ.
- აუცილებელია მიმწოდებლები შევცვალოთ ჩანიოლ, შენ ასე არ ფიქრობ? ბოლოს მიღებული საქონლის ხარსხზე ბევრი კითხვა დაისვა. ეს კი ჩვენთვის ძალიან ცუდია. კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და ჩათვალე სამუდამოდ დაგვასამარებენ.
- ანუ რას ამბობ ჩენ რომ ეს განგებ გააკეთეს? - მკაცრად იკითხა ჩანიოლმა რადგან ჩენმა მისი ხალხისკენ გაიშვირა ხელი
- ჩინური ტრიადა კუდზე გვაზის. ელოდებიან როდის გადაგვიბრუნდება ფეხი რომ ჩრდილოეთს თავად მიჰყიდონ ჰეროინი, გგონიათ რომ ახლა ამ უაზრო გარჩევის დროა? - ცივად იკითხა თეჰიონმა. - დამშვიდდით და კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ სიტუაცია. მოღალატე შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის გვერდით იყოს და ამაში არაფერია განსაკუთრებულად საგანგაშო. შეცვალეთ მიმწოდებლები მე კო ჩრდილოეთის მაფიის თავთან ყველა დეტალს შევათანხმებ. იცოდეთ თუ რამე ისე არ წავა საკუთარი თავით აგებს პასუხს, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ შეხვედრა მაქვს - მობეზტებით ჩაილაპარაკა კიმმა და იქ მყოფთ ზურგი აქცია.
.............
- იერი როგორ მიხარია რომ ისევ გხედავ. - ჰარა მაგრად მოეხვია მეგობარს და მანსიონში შეუძღვა.
- მეც მიხარია შენი ნახვა. თეჰიონი აქაა? .
- კაბინეტშია და გელოდება. არ მეტყვი ასეთი რა საქმეა რომ ვერ მოიცდიდა.
- მალე გაიგებ, ახლა მიმიყვანე მასთან. - რამდენიმე წუთში ორივე მათგანი კიმის წინ აღმოჩნდა. კიმმა ყოველგვარი ინტერესის გარეშე შეხედა სტუმარს
- აბა, ბევრი დრო არ მაქვს. რატომ გინდოდა ჩემთან საუბარი.
- მინდა რომ შენმა ხალხმა ჩემთვის 1 ადამიანი მოკლას - მტკიცედ გაისმა გოგონას ხმა, თეჰიონმა კი ცივად ჩაიცინა.
- სად გგონია რომ ხარ პარკ იერი? ფიქრობ ეს ქილერების დასაქირავებელი ორგანიზაციაა სადაც მიხვალ და მკვლელობას დაგეგმავ? მეგონას საკმაოდ ჭკვიანი იყავი იმისათვის რომ საკუთარი მტერი თავად მოგეშორებინა.
- ის არაა უბრალო მტერი თეჰიონ, თორემ როგორმე შევძლებდი მის განეოტრალებას. საკმაოდ ჭკვიანი და ფრთხილია, დიდი გავლენის მქონე, სწორედ ამისთვის მჭირდება პროფესიონალის დახმარება.
- ერთი წუთით მოიცადე - საუბარში აქამდე ჩუმად მყოფი ჰარა ჩაერთო - ახლა არ მითხრა რომ შენი მამიდაშვილის მოკვლა გინდა. შენ რა სერიოზულად...
- აბსოლიტურად სერიოზული ვარ ჰარა, იმ ძუკნამ მთელი ცხოვრება მომპარა. მას ყველაფერი აქვს რაც ჩემი უნდა ყოფილიყო. მე ვიყავი პირველი მემკვიდრე თუმცა ბაბუამ ის აირჩია. ამიტომ უნდა მოკვდეს
- და მე რას მივიღებ სანაცვლოდ - ზანტად ამოილაპარაკა თეჰიონმა, რომელსაც ეს ოჯახური გარჩევა ცოტა არ იყოს ართობდა
- პარკ ჰოლდინგის ჩემი წილიდან 10 პროცენტს დაგითმობ. მარტივად შეძლებ ეს აქტივები ფულის გასათეთრებლად გამოიყენო.
- ნუთუ ასე გძულს შენი სისხლი და ხორცი - გამომცდელად შეხედა კიმმა მას
- არც კი შეგიძლია წარმოიდგინო როგორ.... - იყო პასუხი
- კარგი მივხედავ ამ საქმეს მაგრამ შენი მთლიანი წილი მინდა.
- ეგ როგორ. ეს ძალიან ბევრია თეჰიონ
- ან გიღირს ან არა.... - უინტერესოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- კარგი, კარგი თანახმა ვარ. მაგრამ რაც შეილძლება სწრაფად. სწრაფად უნდა მოგვარდეს, მანამ სანამ დირექტორთა საბჭო შეიკრიბება. - იერის კიდევ სურდა რაღაცის დამატება თუმცა ტელეფონის ზარმა მას ამის შანსი მოუსპო - რა მოხდა დედა? ხომ გითხარი მნიშვნელოვან პარტნიორებს ვხვდები? - უკმაყოფილოდ ჩასძახა გოგონამ დარას.
- სასწრაფოდ უკან დაბრუნდი. ხვალ საღამოს ჯისუს ნიშნობაა და აქ უნდა იყო. ბაბუაშენის სურვილია.
- ნიშნობა? რათქმაუნდა.... გასაგებია დედა
- სწრაფად დაბრუნდი და ეგ შენი პარტნიორებიც თან წამოიყვანე, იქნებ ბაბუაშენის ყურადღება დაიმსახურო. - უკმაყოფილოდ გაისმა ქალის ხმა და კავშირიც გაწყდა.
- ქალბატონ ჯისუს ხვალ ნიშნობა აქვს, იქ უნდა ვიყო. - თვალები გაბეზრებით აატრიალა იერიმ ჰარას კი გულიანად გაეცინა მის გამომეტყველებაზე, საბოლოო ჯამში არც ერთ მათგანს შეუმჩნევია როგორ დაიძაბა თეჰიონი როცა მისთვის კარგად ნაცნობი სახელი გაიგო.....
- აბა რას იტყვით? დაესწრებით ამ ნიშნობას?
- დიდი სიამოვნებით, ძალიან მაინტრესებს ვინაა ის კაცი რომელზეც ყინულის პრინცესა ქორწინდება. - ინტერესით ჩაიღიმა ჰარამ და თეჰიონს მიუბრუნდა. - შენ რას იტყვი თეჰიონ?
- წავიდეთ - თავი მსუბუქად დააქნია ბიჭმა - თუმცა მანამდე ადმინისტრაციული საკითხები მოვაგვაროთ იერი. სანამ ბუსანში ჩავალთ მე პარკ ჰოლდინგის აქციების მფლობელი უნდა გავხდე.....
.............
- საყვარელო დარწმუნებული ხარ რომ ჯონგუკი ისაა ვინც გიყვარს და ვუსთანაც ცხოვრების გატარება გინდა? - ფრთხილად ჰკითხა ჰაე რინმა შვილს და მის სახეს დაკვირვებით შეხედა.
- რათქმაუნდა დედა, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთა ვიცნობთ. საერთო ინტერესები გვაქვს. ის ძალიან მზრუნველი და თბილია. მასთან თავს მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის მასზე გავთხოვდე.
- ჯისუ მე ვფიქრობ.....
- ნუ ფიქრობ - სიტყვა შეაწყვეტინა დედას გოგონამ. - ნუ ფიქრობ რადგან მე უკვე ვიფიქრე და გადავწყვიტე კიდეც. მინდა ჩემს არჩევანს პატივი სცე. დამერწმუნე ვიცი რას ვაკეთებ.
- ვისურვებდი მამაშენი ახლა ჩვენთან იყოს, ვისურვებდი მას მიეყვანე საკურთხევლამდე.
- ის ჩვენთანაა დედა, ჩვენს გულშია და მუდამ ასე იქნება..... ახლა მაპატიე უნდა წავიდე. ხვალინდელი დღისთვის კაბა მინდა შევარჩიო. - გოგონამ სწრაფად აკოცა დედას ლოყაზე და დედის პატარა ბინა დატოვა....
- იმედი მაქვს დიდ შეცდიმას არ უშვებ. იმედი მაქვს იცი რასაც აკეთებ. ........
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro