Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

25 თავი

ჯონგუკი გიჟივით   შევარდა ჰოლდინგში, როგორც კი თეჰიონმა დაურეკა არც კი დაფიქრებულა ისე გამოიქცა ჯისუს შესამოწმებლად, კიმი შესამჩნევად განერვიულებული იყო და ეს მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა. ეგეც არ იყოს ჯონგუკი კარგად იცნობდა თეჰიონის პიროვნებას, გოგონა აშკარად საფრთხეში იყო რახან მასთან დარეკვა და რამის თხოვნა დასჭრდა კიმს
- ოღონდ მივასწრო, ოღონდ მალე მივიდე - ამას იმეორებდა დაუსრულებლად ჯონი როცა გასროლის ხმამ იქაურობა შეაზანზარა. ჯონგუკი ერთი წამით ადგილზე გაიყინა, ხმა ჯისუს კაბინეტში გაისმა, ჯონგუკს სახეზე მკვდრის ფერი დაედო, ყველაფრის გასააზრებლად ზუსტად წამი დასჭირდა და ისევ წინ გაიჭრა. - დავაგვიანე, დავაგვიანე ამის დედაც, შენი დედაც ჯონ ჯონგუკ..... 

.........................................

ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ამდენად ტკბილი იქნებოდა სიკვდილი, ასეთი მშვიდი, ასეთი უდარდელი.... ტკივილს თითქოს ვერც კი გრძნობდა, მხოლოდ წამით აეწვა გულის მხარე როცა ტყვიამ მისი მკერდი განგმირა, ამის შემდეგ მხოლოდ სასიამოვნო ეიფორია  დაეუფლა მის გონებას. უცნაური სიმშვიდე, აშკარად გრძნობდა როგორ იცლებოდა სისხლისგან და ამ შეგრძნებას აგონიამდე მიჰყავდა. ლამის გათიშულის დაბინდულ სმენას ძლივს ჩასწვდა იერის განწირული კივილი, და ეს უკანასკნელი იყო რაც გონების დაკარგვამდე გაიგო..............

.............................

 იატაკზე ჩაკეცილი პარკი, კანკალით შეჰყურებდა მის წინ დაგდებულ სისხლში მოცურავე სხეულს, თვალს ვერ აშორებდა მას ამ მდგომარეობაშიც რომ იღიმოდა, გოგონას ღიმილი  მშვენიერი იყო, მშვენიერი როგორც აისი სანაპიროზე, ნათელი და შეურყვნელი როგორც გაზაფხულის ცა...... ჯისუ იღმოდა, ისევე,  როგორც მაშინ, როცა  პირველად   დაინახა. მისი ტუჩები ისევ გულის ფორმას იღებდნენ ღიმილისას როგორც ადრე.  იერი შოკისგან  გაჭირვებით მიფორთხდა ჯისუს უკვე უგონო სხეულთან

- გაიღვიძე, პატარა მონსტრო, გაიღვიძე გთხოვ, ჯისუ, ჯისუ, გაიღვიძე, რა გავაკეთე? ღმერთო რა გავაკეთე ასე რამ დამაბრმავა, ჯისუ - იერი მოთქმით დასტიროდა მამიდაშვილის ცხედარს როცა კარი ვიღაცამ შემოგლიჯა

- ჯისუუ! - პარკმა ცრემლით სავსე თვალებით ძლივს შეძლო  ჯონგუკის შეშლილი სახის გარჩევა - ჯისუ არა, არა, არა.... პატარავ არა, არა, ოღონდ შენ არა - ჯონი პატარა ბავშვივით ქვითინებდა თან მაგრად იკრავდა გულში გათიშულს 

- მოვკალი, მოვკალი?? მე არ მისვრია გეფიცები, მე არ მომიკლავს, მე არ მისვრია, არასდროს ვესროდი, არ ვესროდი არა, არა. მინდოდა მაგარამ ვერ შევძელი, მან.... ჯანდაბა თავი მოიკლა

- გგონია დავიჯერებ? გაგანადგურებ გეფიცები, გაგანადგურებ პარკ იერი.  მოიცა ჯისუ, ჯისუ? - ჯონგუკმა იგრძნო როგორ გაამოძრავა გოგონამ თითები მის მკლავზე და სწრაფად გამოფხიზლდა - ცოცხალია, ჯერ კიდევაა შანსი, ახლავე აქდან  უნდა გავიყვანოთ, შენ მერე მოგივლი - ჯონგუკმა გოგონა ბუმბულივით აიტაცა ხელში  სასწრაფოდ გასასვლელისაკენ დაიძრა, იერიც მას მიჰყვა -  სჯობს თავად წავიყვანოთ, სასწრაფოს მოსვლას ვერ დაველოდებით. - პარკმა უხმოდ დაუქნია თავი ჯონს და უკვე გარეთ გამოსულები ჯონგუკის მანქანაში სწრაფად მოთავსდნენ.....

...........................

- ჯანდაბა, ამის დედაც - წყობიდან გამოსული თეჰიონი ადგილს ვერ პოულობდა, ჯონი მის ზარებს არ პასუხობდა, ვერც ჯისუს უჯკავშრდებოდა ვერც ჰარას და ამას ჭკუიდან გადაჰყავდა.   უსარგებლო აგონიისგან ჩანის ძახილმა გამოაფხიზლა, რომელიც სამიზნეების გამოჩენას ატყობონებდა

- სწრაფად პოზიციები დაიკავეთ, ერთხელ და სამუდამოდ ეს ამბავი უნდა დავამთავროთ. - ბრძანება გასცა კიმმა და სამივენი ჩანაფიქრისამებრ განლაგდნენ. რამდენიმე წუთში მანსიონის ეზოში ოთხი  ზუსტად ერთნაირი შავი ჯიპი შემოვიდა

- როგორც ვვარაუდობდით, ცალცალკე მანქანებით მოვიდნენ, ყურადღებით იყავით მხოლოდ თითო გასროლა შეგვიძლია განვახორციელოთ. - კიმმა საბოლოო განკარგულება გასცა და პირველი ტყვიაც გავარდა, კადიროვი მოცელილივით დაეცა ასფალტზე. შეშინებულმა ვანგმა კი თავის ხალხთან ერთად მიმალვა სცადა თუმცა თეჰიონი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, მალე მისი სისხლითაც შეიღება ნიადაგი........  

 ორი საკონტროლო გასროლა და ორივე თავში. კითხვის ნიშნები არ დარჩენილა. ორივე მათგანმა  წამში დალია სული. სამეულმა კი ჯერ კიდევ შოკში მყოფი რუსების დაბნეულობით ისარგებლეს და ტერიტორიის დატოვება დაიწყეს...... რამდენიმე წუთში უკვე კარგა მანძილზე გამორიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს. ჩენი და ჩანიოლი ერთმანეთს ჩაეფსკვნენ თეჰიონმა კი მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა და ჯონთან დარეკვა სცადა.

- ამჯერადაც თუ არ მიპასუხებს შევიშლები -  კბილებში გამოსცრა კიმმა და იმავე წამს გაიგო ჯონგუკის უღონო ხმა, ცუდად ენიშნა....

- რა ხდება ჯონ? ჯისუ სად არის, დამალაპარაკე

- თეჰიონ....... მაპატიე.... დავაგვიანე...... - კიმმა ბოლო სიტყვების გარჩევა კარგად ვერ შეძლო, იგრძნო როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ მიწა 

- ცოცხალია არა? მითხარი რომ ცოცხალია ეშმაკმა დაგწყევლოს. - იღრიალა ბოლო ხმაზე თეჰიონმა, პასუხმა კი ოდნავ დაამშვიდა

- ცოცხალია... ცოცხალია  თუმცა ძალიან სუსტადაა, ტყვია ოდნავ ასცდა გულის აორტას. მას, თავის მოკვლა უნდოდა თეჰიონ. თავს იკლავდა

- რაა? რას ამბობ? მაგრამ არა, არაფერს აქვს მნიშვნელობა, მთავარია ცოცხალია , ვიცი ჩემი გოგო იცოცხლებს. იბრძოლებს და ჩემთან დარჩება. ჯისუს მიხედე ჯონ. უკვე ვბრუნდები..... - კიმმა  კავშირი გაწყვიტა და მალევე სხვებთან ერთად პირადი ვერტმფრენისაკენ გაემართა..

- ყველაფერი კარგადააა ძმაო? - მხარზე ხელი მოუთათუნა ჩენმა და თეჰიონის წინ მოკალათდა.
- არც კი შემიძლია გადმოგცე რამდენად მტკივა, მთელი სხეული მეწვის ჩენ? რამე რომ დაემართოს ვერ ვიცოცხლებ, - კიმის თვალებიდან უნებურად ჩამოგორდა ცრემლები.
- ყველაფერი კარგად იქნება - მეგობრებს შემოუერთდა ჩანიოლიც.
- დიდხანს იტანჯე, ახლა დროა ბედნიერი იყო. ჯისუ გამოკეთდება, ვიცი.... - თეჰიონმა იმედიანი თვალები მიაბყრო მია წინ მსხდომთ და ფიქრებში ჩაიძირა.

......................

ჰარამ თეჰიონის კუთვნილი ფერარი  პარკ ჰოლდინგთან დააპარკინგა და  ნელი მოძრაობით გადმმოვიდა. უნდოდა ყველა მომენტი კარგად შეეგრძნო, ეს წამები სამუდამოდ დარჩებოდა მის მეხსიერებას, წამები როცა როგორც იქნა კიმ თეჰიონი მიისაკუთრა. ჯისუ აღარ არსებობდა ამაში ჩოს ეჭვი არ ეპარებოდა. იერი ზედმეტად იყო წყობიდან გამოსული რომ საძულველი ადამიანი დაენდო. ჰარას სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა ტრიუმფის აღნიშვნისა. როგორც იქნა თეჰიონის გული დააცარიელა. მკვდარი ჯისუ ნამდვილად ვეღარ შეძლებდა მის გზაზე დადგომას

- ქალბატონი კიმის ნახვა მსურს, ჰოლდინგშია - ფოიეში შესულმა მაშინვე ადმინისტრატორს მიაშურა რათა პირველადი ინფორმაცია მისგან მიეღო.

- ქალბატონო, თქვენ არაფერი იცით? - თვალები გაუფართოვდა ახალგაზრდა გოგონას.

- არა, რამე  მოხდა? - ცალყბად გაიკვირვა ჰარამ

- ქალბატონი დაიჭრა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშ მყოფი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

- ღმერთო, ეს როგორ, ვის უნდა გაეკეთებინა ასეთი რამ ჯისუსთვის? ალბათ დაიღუპა არა? - წინასწარ მომზადებული ტექსტი ბეჯითი მოსწავლესავით წარმოთქვა ჩომ

- საბედნიეროდ გადარჩა. როგორც ჩანს ღმერთს ჩვენი ქალბატონი ძალიან უყვარს - ღიმილით მიუგო გოგონამ და ჰარამ იგრძნო როგორ დაუარა სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ. - წყეული ძუკნა, წყეული ალქაჯი. არა, მაინც ჩაგაძაღლებ, უფლებას არ მოგცემ ამ სიტუაციიდან გამოძვრე. - გონებაში ილანძღებოდა გოგონა და ძლივს ახერხებდა ეს აგრესია გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ჰარა ნაჩქარევად გამოემშვიდობა ადმინისტრატორს. მაშინვე მანქანისკენ გასწია და თავადაც საავადმყოფოსკენ გაემართა - შენ საოპერაციოდან ცოცხალი არ უნდა გამოსულიყავი. ახლა იძულებული ვარ ჩემი ხელით გამოგასალმო სიცოცხლეს. არა ჯისუ, რაც უნდა მოხდეს შენ მაინც მოკვდები, ეს უკვე გადაწყვეტილია...............

..............................

ტირილისგან  ძალაგამოცლილი იერი იატაკზე ჩამჯდარი საკუთარ სხეულს ეხუტებოდა როცა ჯონგუკის ხმა გაიგო. ჯონი თეჰიონს მიესალმა

- როგორაა? შეიძლება ვნახო? 

- დაწყნარდი, სტაბილური მდგომარეობაა, უბრალოდ დროა საჭირო რომ მომჯობინდეს და გააღვიძებენ. ახლა რეანიმაციაშია. ვფიქრობ ცოტა ხნით დაგრთავენ ნებას რომ ნახო

- თეჰიონ? - იერი ნელა წამოდგა ფეხზე და კიმისკენ დაიწყო სვლა

- შენ მერე მოგხედავ. ჯერ გამოკეთდეს. ჯერ მის თვალებში ჩახედვა ისევ შევძლო. მერე მოგივლი....

- ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ გეფიცები მერ არ გამიკეთებია, ვერ შევძელი, ვერ გამოვკარი სასხლეტს, გეფიცებით მე არ ჩამიდენია.

- ვიცი იერი, დაწყნარდი, ახლა ამის დრო არაა - დაუყვავა ჯონგუკმა და გოგონას მხარზე ხელი მოუთათუნა

- რას იძახი ჯონ? რა სისულელეს ამბობ?

- ვიდეო ჩანაწერი ნახეს. ჯისუმ თავის მოკვლა სცადა....  -  ცივად გაისმა ჯონის ხმა და კიმი მოცელილივით დაეცა  სკამზე 

- რატომ?? - ჩუმად გაისმა თეჰიონის ხმა

- მე გაგაფრთხილე რომ მას ძალიან სუსტი ფსიქიკა აქვს. იქიდან გამომდინარე რაც გადაიტანა ახლა ძალიან სუსტი და დაუცველია. 

- უნდა ვნახო, მისი ნახვა მჭირდება და ახლავე. - ფეხზე წამოხტა თეჰიონი

- ექიმს დაველაპარაკები, აქ დამელოდე......... - ჯონგუკი კიმს გაეცალა და რამდენიმე წუთში სპეციალური ტანსაცმლით დაბრუნდა.- მხოლოდ 10 წუთი გაქვს   - თეჰიონმა უხმოდ დაუკრა თავი. სწრაფად ჩაიცვა ის რაც მისცეს და მაშინვე გოგონას ოთახისკენ დაიძრა. .............




შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, ძალიან დაძაბული ვარ <3 

გავასწორებ მალე გპირდებით

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo