24 თავი
უკუნ სიბნელეში სამი ფიგურა შეუმჩნევლად მიიკვლევს გზას და თან ცდილობს მაქსიმალურად ნაკლები ხმა გამოსცეს. მათი სუნქთქვა არეულია, გული გამალებით უცემთ. იციან რომ მიზანთან რამდენიმე ნაბიჯი აშორებთ და ეს ადრენალინის მოზღვავებას ზრდის მათში. ერთი არასწორი მოძრაობა და ყველაფერი დამთავრდება, ერთ არასწორი მოქმედება და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. თეჰიონი ფრთხილად ადის სახანძრო კიბით სახურავზე, იქაურობას კარგად ათვალიერებს და დანარჩენ ორს ხელით ასვლას ანიშნებს. ჩენი და ჩანიოლი ასევე ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვებიან ბოსს და მალე სამივე სახურავზე დგას.
- იარაღი ააწყვე, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა უნდა დავხოცოთ. მეტი შანსი აღარ გვექნება - დაძაბულმა ამოილაპარაკა კიმმა და მეგობრებს გადახედა.
- ხომ შეგეძლო უბრალოდ ჩვენი ხალხი გამოგეგზავნა, ისინი მიხედავდნენ ყველაფერს. შენ ჩვენი ლიდერი ხარ, ასეთ სამუშაოს არ უნდა ასრულებდე - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჩენმა
- ამ ორს ვერავის დავუთმობ. ეს თავად უნდა დავამთავრო რომ მშვიდად ცხოვრების გაგრძელება შევძლო. დამერწმუნე ასეთი მნიშვნელოვანი რამე სხვას არ უნდა გააკეთებინო. სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ როგორ გავუხვრიტავ შუბლს ვერ მოვისვენებ. გამორიცხეთ.
რა გაეწყობა, პოზიციებზე განვლაგდეთ. ჩემი გამოთვლებით მხოლოდ 10 წუთი გვაქვს. ხუთ წუთი ორივეს მოსაკლავად და ხუთი აქედან წასასვლელად. ეს პერიოდია საჭრო რომ აქაურობა კადიროვის ხალხით გაივსოს. წამით მეტი და ჩათვალეთ მკვდრები ვართ.
- იმედია მზად ხართ ამისთვის. - ჩუმად ამოილაპარაკა კიმმა
- შენთვის ყოველთვის მზად ვართ ბოსს - სინქრონში უპასუხეს ბიჭებმა და თეჰიონს ოდნავ ჩაეღიმა, ეს ორი იმაზე ძვირფასი გახდა მისთვის ვიდრე ოდესმე იფიქრებდა. კიმმა თავი გადააქნია. ავტომატი სადგამზე მყარად დაამაგრა და დანარჩენებთან ერთად სამიზნეების ლოდინში სიგარას მოუკიდა.
.............................
- იერი, კარგად მომისმინე რასაც გეტყვი და დაიმახსოვრე - ჰარამ მანქანიდან გადასასვლელად მომზადებული პარკი შეაჩერა და დამრიგებლური ტონით დაუყვავა. - არ შეიმჩნიო რომ ჯონგინზე იცი, საერთოდ არაფერი შეიმჩნიო. ჩვენი მოკავშირეები ნახე და კომოანია მალე დატოვე, არც კი გაბედო ჯისუს მიუახლოვდე, ჯერ. ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრი.
- ჰო გავიგე, გავიგე, უკვე ორმოცდამეათედ მეუბნები, გასაგებია. მაგრამ გაფრთხილებ მე უნდა მოვკლა, როცა ამის დრო მოვა სასხლეტს ხელს მე გამოვკრავ.
- როგორც გინდა - ხელები ასწია ჰარამ და მეგობარს გადასვლის საშუალება მისცა, ხოლო როცა გოგონა თვალს მიეფარა მანქანის შიდა უჯრა გამოაღო და შიგნით აღმოჩენილი სიცარიელის დანახვისთანავე კმაყოფილად ჩაიბურტყუნა. - გაება, ყველაფერი ისე მიდის როგორც დავგეგმე, ერთი გასროლით 2 კურდღელს მოვკლავ და აქედან მშრალად გამოვძვრები........
...........................
- ბექიონ, რატომ არაფერია ისე მოწესრიგებული როგორც დაგავალე? ამ ანგარიშებში ძალიან დიდი გარღვევაა - გაბრაზებულმა ჯისუმ ფურცლები სახეში მიაყარა ასისტენტს და ფეხზე წამოდგა. - მეგონა პროფესიონალთან ვმუშაობდი, მაგრამ ვატყობ თავს ვერაფერს ართმევ. საღამომდე ყველა დოკუმენტი მოაწესრიგე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვრიგდებით.
- რა მოხდა მამიდაშვილო, ასე რამ გამოგიყვანა წყობილებიდან - კაბინეტში დაუკითხავად შემოვიდა იერი, ბექიონმა ამით ისარგებლა და შეუმჩნევლად გაუჩინარდა
- შემოგიარე, რა არ შეიძლება?
- თავს ნუ იკატუნებ, რა გინდა? მე შენს ადგილას კიდევ ცოტა ხნით თავს გარეთ ვერ გამოვყოფდი - ბოროტულად ჩაიცინა ჯისუმ
- არ გინდა, ამ თემას ნუ შეეხები. კარგად არ დამთავრდება - ჩაისისინა პარკმა და მის წინ მდგომს ჯიქურ მიაჩერდა
- მიდი, გააკეთე ის რის გამოც აქ ხარ მოსული, მიდი რას ელოდები, განა იმისთვის არ მომაკითხე რომ შუბლი გამიხვრიტო - ჯისუს სახეზე ცივი ღიმილი აისახა
- საიდან..... რა ............. რას ამბობ - ენა დაება იერის და ჩანთაში ჩამალული იარაღი ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯა.
- ძალიან მარტივი ვინმე ხარ ბიძაშვილო, ალ ბათ ამიტომ ვერ შეძელი ჯონგინის გულის დაბყრობა, ძალიან ვწუხვარ შენს გამო.
- ნუ მიწვევ, გაფრთხილებ ნუ მიწვევ - შეშლილი სახით იღრიალა იერიმ, ჩანთა გვერდზე მოისროლა და მაყუჩიანი იარაღი ჯისუსაკენ მიმართა - თავად გამომიწვიე კიმ ჯისუ, ეს შენ მაიძულე............
................................
ჰარა სწრაფი ნაბიჯებით მიდის კუთვნილი აპარტამენტისაკენ და გზაში თეჰიონთან დაკავშირებას ცდილობს.
- მიპასუხე თეჰიონ, მიპასუხე...- რამდენიმე ხანგრძლივი ზარის შემდეგ კიმის მოგუდული ხმაც ისმის
- ჰარა, რა გინდა, ახლა სასაუბროდ არ მცალია.
- თეჰიონ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ აქ ცოტა არეულობაა, ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფმა ქუჩის ბანდებმა დებოშის ატეხვა გადაწყვიტეს.
- მერე? შენი მოვალეობა ისაა რომ მსგავს სიტუაციებში კონტროლი დაამყარო და სიტუაცია გაანეიტრალო, რისთვის მირეკავ - ცივად გაისმა თეჰიონის ხმა და ამ ტონმა გოგონას გული დაუსერა თუმცა უკან დახევაზე არ უფიქრია, პირიქით, უფრო შეიპყრო ბრაზმა.
- შენს მაყუჩიან იარაღს ვერ ვპოულობ, სწორედ ამის გამო გირეკავ. ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია
- ჩემი ფერარის უჯრაშია და ნუღარ მაცდენ - ამოიღრინა კიმმა
- არ არის, აქ არაფერია თეჰიონ
- რას ნიშნავს არ არის. კარგად მოძებნე - უინტერესოდ გამოსცრა ისევ კიმმა.
- ღმერთო, იერი. ჯანდაბა, ჯანდაბა.......... მოკლავს, ნამდვილად მოკლავს - ჰარამ შეშფოთებული ხმით ჩასძახა ტელეფონში და ეშმაკური ღიმილით კავშირი გაწყვიტა
- ტყვია უკვე გავარდა, ახლა მთავარია ზუსტ ადგილას გახვრიტოს...........
..........................
- ჰარა, ეშმაკმა დაგწყევლოს ჩოი ჰარა.... - თეჰიონი შეშლილის ხმით ჩაჰყვიროდა ტელეფონში მაგრამ უშედეგოდ. ვერც იმჯერად და ვერც მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. კიმს სიბრაზისგან სისხლი აუდუღდა, სასოწარკვეთისა და უძლურებისგან კინაღამ შეიშალა. ჰარას ნათქვამი ცუდად ენიშნა გულმა უთხრა რომ გოგონა ჯისუზე საუბრობდა
- თეჰიონ რა მოხდა - სახურავის მეორე მხარეს მოთვალთვალე ჩანიოლმა ყვირილზე ბოსთან მოირბინა. - გამოჩდნენ
- უნდა წავიდე, - უემოციოდ თქვა კიმმა
- რა სისულელეს ამბობ? სად უნდა წახვიდე, კიდევ ნახევარი საათიც და ყველაფერი დამთავრდება
- ვერ მოვიცდი, ჯისუს მოკლავს, იერი ჯისუს მოკლავს. უნდა წავიდე - ერთსა და იმავეს იმეორებდა კიმი შეურაცხადის მონდომებით და მთელი ძალით ცდილობდა ჩანიოლის გზიდან ჩამოცილებას
- რას ამბობ ძმაო- ხმაურზე მოირბინა ჩენმაც - გავიწყდება სად ხარ? გგონია ჩაუსწრებ? თეჰიონ შენ ვერაფერს იზამ. ჩვენ რუსეთში ვიმყოფებით, აზრზე მოდი. მალე ყველაფერი დამთავრდება
- არა, პოზიციები დაიკავეთ ახლავე მოვალ
- სად....
- გააკეთე რაც გითხარი, ჯისუს რამე რომ დაემართოს ყველას ტანჯვაში ამოვხდი სულს... - ამოისისინა თეჰიონმა და გასასვლელისკენ გაიქცა, საშინლად არ უნდოდა ამის გაკეთება მაგრამ ახლა მთავარი ჯისუს სიცოცხლე იყო, ამიტომ ბევრი არ უფიქრია ისე აკრიფა ნომერი
- ჯინგუკ..... შენი დახმარება მჭირდება........
....................................
ცივი მეტალი უხეშად შეეხო მის შუბლს, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა თუმცა ეს არ იყო შიშთ გამოწვეული, თითქოს ამ შეგრძნებამ რაღაც დოზით სიამოვნებაც კი მოუტანა, ნუთუ ეს დასასრულია, ნუთუ ამის იქით არაფერია. ახლა რა, საბოლოოდ გათავისუფლდება ამ ტკივილისა და ტვირთისგან?? ასე უნდა დამთავრდეს ყველაფერი?? ჯისუს ცხოვრების გაგრძელების სურვილი აღარ აქვს ამიტომ წინააღმდეგობის გაწევასაც არ ცდილობს, თვალებს სახეზე ამჯერად მშვიდი ღიმილი დასთამაშებს. თვალებში ჯიქურ უყურებს პარკს და მოთმინებით ელოდება გაუსაძლის ტკივილს რომელიც ამ ცხოვრებასთან სამუდამოდ დააშორებს, მაგრამ ამის მაგივრად ხმადაბალი შეკურთხება ესმის და მალე გრძნობს როგორ სცილდება მის კანს იარაღის ლულა
- ჯანდაბა, ჯანდბა არ შემიძლია - აქვითინებული იერი იატაკზე ჩაკეცილი ისტერიუელად იმეორებს ერთსა და იმავეს. - არ შემიძლია, შენი მოკვლა არ შემიძლია......
- სულელი ხარ..... - ჯისუ გოგონასკენ სწრაფი ნაბიჯით მიდის და იარაღს ხელიდან გლეჯს. - იმდენად სულელი ხარ რომ ვერაფერს ამჩნევ ირგვლივ..... ვერ ამჩნევ როგორ გინყენებს შენი საუკეთესო მეგობარი, როგორც ვერ შეამჩნიე როგორ გამოგიყენა ქაიმ, ამდენად გძულდი, ყოველთვის ამდენად გძულდი რომ ყველას ასულელებინებდი თავს ოღონდ მე გაგენადგრუებინე. იცი რა მოხდებოდა სასხლეტს ხელი რომ გამოგეკრა? - იერიმ მსუბუქად გადააქნია თავი და უმწეოდ ახედა მამიდაშვილს
- კარგი მე გეტყვი, ჰარა თეჰიონს აცრემლებული მოახსენებდა რომ შენ მისი ცხოვრების სიყვარული მოკალი. შედეგად კიმი არც დაფიქრდებოდა ისე მოგიღებდა ბოლოს, მერე, რა იქნებოდა მერე?? ჰარა წყლიდან მშრალად ამოვიდოდა, მე და შენ კი ჯოჯოხეთშ ერთად ამოვიხრუკებოდით...... რატომ იერი, რატომ გძულდი ყოველთვის?? ასეთი რა დაგიშავე?? რატომ არ შეგვეძლო ჩვენ ისე გვეცხოვრა როგორც დებს. შოპინგზე გვევლო, კლუბებში გონისდაკარგვამდე დაგველია და მერე ერთმანეთზე გვეზრუნა. რატომ? ნუთუ ამდენად ცუდი ვიყავი რომ არ გინდოდა რაიმე სახის ურთიერთობა გქონოდა ჩემთან. მიპასუხე - გოგო გრძნობდა როგორ აწვებოდა თვალებზე ცრემლები, ხმას კი ინსტიქტურად უწევდა. მას უყვარდა იერი, უყვარდა მიუხედავად ყველაფრისა რადგან ის მისი სისხლი და ხორცი იყო. ჯისუმ მოულოდნელად ჯერ კიდევ ხელში მონდომებით ჩაბღუჯული იარაღ გულზე მიიდო და თავსი ფართო, მომნუსხველი ღიმილით გაიღმა.
- რას აკეთებ, ახლავე დააგდე იარაღი, - ამის შემხედვარე ფეხზე წამოხტა პარკი და ბიძაშვილთა ნ მიახლოება სცადა. - ჯისუ გთხოვ, დავილაპარაკოთ, მე შემიძლია ყველა კითხვაზე გაგცე პასუხი. ოღონდ იარაღი დაუშვი კარგი? გთხოვ...
- არა, ამას დიდი ხანია ველოდი, სიკვდილს. დიდი ხანია ვნატრობ რომ ამ დაწყევლილ ცხოვრებას გამოვეთხოვო. მე ყველას ცხოვრება დავანგრიე, შენი, ჯონგუკის, ჯონგინის, ჰარასიც კი მას შეუძლია თეჰიონი გააბედნიეროს, ისინი ერთ სამყაროს ეკუთვნიან. იდეალურები არიან ერთმანეთისთვის. ახლა შანსი მაქვს ყველაფერი გამოვასწორო.....
- ჯისუ არა, გთხოვ, მე შენ მიყვარხარ, მაპატიე რომ ასე ცუდად გექცეოდი. უბრალოდ შენზე ვეჭვიანობდი რადგან შენ, შენ ყოველთვის უფრო ლამაზი, უფრო კეთილი და სასურველი იყავი ვიდრე მე, რადგან ბაბუს სულ შენი სახელი ეკერა პირზე. კიმ ჯისუ, დაუჯერე შენს უფროს დას მოაშორე ეგ იარაღი. ახლავე... - იერის ხმა სასოწარკვეთისგან წაერთვა. გოგონას თვალებში სიცარიელის გარდა ვერაფერს ხედავდა და ეს აშინებდა. - ჯისუ??
- მაპატიე, რომ ამის ნახვა მოგიხდა.... უკვე ყველაფერი ძალიან გვიანია - გოგონამ ბოლოჯერ გაიღმა და ოთახი იარაღის საზარელმა ხმამ შეაზანზარა.........................
ეს ფიკიც უახლოვდება თავის ლოგიკურ დასასრულს, შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცდები გვიან დავაკორექტირო.... მადლობა ძალიან დიდი რომ ჩემს გვერდით ხართ. მგონია რომ ეს ფიკი მაინდამაინც არ მოგწონთ, მაგრამ არაუშავს. მაინც დიდი მადლობა, მე სულ ვგრძნობ თქვენ მხარდაჭერას <3 <3
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro