Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

21 თავი

მომხდარი  ინცინდენტის შემდეგ 1 კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჯისუმ საკუთარ თავში მკაცრად ჩამოაყალიბა რომ ჯონგუკისგან და თეჰიონისგან თავი შორს უნდა დაეჭირა. ყველაფერი უნდა დაელაგებინა სანამ არჩევანს გააკეთებდა, ახლა კი ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო. იერიმ ის არ იკმარა რომ კომპანიაში ჯისუს წინააღმდეგ ხალხის ამხედრება დაიწყო, ჯონგუკსაც აურია ტვინი ათასი სისულელით.  ფაქტია პარკმა ღია ომი წამოიწყო, ამ სიტუაციაში ჯისუს სასიყვარულო სამკუთხედის პრობლემებისთვის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თეჰიონის ზარები საერთოდ დაეიგნორებინა..... მხოლოდ მტრებზე და კომპანიის მართვაზე გადაიტანა ყურადღება. 

გოგონამ ღრმად ამოიოხრა,  თეჰიონის მიერ მოწერილი შეტყობინება კიდევ ერთხელ გადაიკითხა.. - პატარავ, გთხოვ უბრალოდ დამელაპარაკე, მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ.  გეფიცები არაფერს გკითხავ უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდა. უკვე 1 კვირა გავიდა კომპანიაშიც არ გამოჩენილხარ. მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ -  ჯისუმ ტელეფონი ისევ მაგიდაზე დააბრუნა და სავარძელში გადაწვა. თავადაც ძალიან უნდოდა კიმის ხმა გაეგო, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ჯერ იერისთვის უნდა მიეხედა....  ამ ფიქრებში გართული კაბინეტის კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა. ჯისუმ ვიზიტორს შესვლის ნება დართო და მალე ჯონგინის სერიოზული სახეც გამოჩნდა.

- ქალბატონო, დარწმუნებული ხართ რომ კომპანიაში ჩემი გამოჩენა ღირს? შეიძლება იერიმ, უკაცრავად თქვენმა ბიძაშვილმა ამის შესახებ შეიტყოს.

- და შენ ეს გაწუხებს ქაი? მაინტერესებს გაუხებს რომ იერიმ შეიძლება სიმართლე შეიტყოს.....

- არა, მე...

- რა მოხდა, ხომარ შეგიყვარდა?? - დამცინავად გადახედა ჯისუმ მის წინ მდგომ აჭარხალებულ ბიჭს - არა, იდიოტი ხარ, ისევე როგორც ყველა მამაკაცი შენც იდიოტი ხარ. შეგიყვარდა, კიი ნამდვილად ასეა.....

- ქალბატონო....

- არაფრის გაგება არ მინდა,  შენ კარგად იცი რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მოღალატეებს ვერ ვიტან - კბილებში გამოსცრა ჯისუმ და ჯონგინს გამყინავი მზერა ესროლა. - იცი  და მაინც შეიყვარე.. იმედია არ ფიქრობ რომ ამის გამო მას დავინდობ. იერი სატანაა რომელიც სამარეს მითხრის ,  ეს შენ ყველაზე უკეთ იცი... ამიტომ მე მას გავანადგურებ. შენი დახმარებით თუ მის გარეშე ჩემს მიზანს მივაღწევ. 

- მე თქვენ არ გიღალატებთ - მტკიცედ ამოთქვა ბიჭმა და ჯისუს თვალი თვალში გაუყარა, - როგორც არ უნდა მიყვარდეს იერი მაინც შემიძლია მისი ბოროტების დანახვა. იგი ვიღაცამ უნდა შეაჩეროს სანამ თავს დაიღუპავს. მაგრამ გთხოვთ ამაში მონაწილეობას ნუ მომთხოვთ. თქვენი  ნებართვით  მინდა ქვეყანა დავტოვო....

-კარგი, პრინციპში მეც ეს მინდა, მინდა მიატოვო. დანარჩენს თავად მივხედავ.....  ასევე მინდა ყველა ვიდეომასალა  გადმომცე, რაც შეეხება შენს გამგზავრებას ამაზე მე ვიზრუნებ. შენს მოგზაურობას მე დავაფინანსებ. - ქაიმ სამუშაო მაგიდაზე მომცრო ზომის ჩიპი დადო და თავი დახარა - აქაა ყველა ვიდეო რომელიც კი გადავიღე. ახლა წავალ. 

- წადი, წადი - მეხსიერების ბარათს დასწვდა ჯისუ და ხელი უდარდელად აუქნია ბიჭს, როცა შენთვის საბუთები მზად იქნება შეგატყობინებ, მანამდე იმ სახლში დარჩები, რომელიც შენთვის ვიქირავე. მისამართს გამოგიგზავნი. ჯონგინ!- დაუძახა უკვე კართან მისულს - ყველა შენი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონე....... ეცადე შეცდომა არ დაუშვა...... ისწავლე როგორ დაიჭირო გამარჯვებულის მხარე............. - ბიჭმა თავი დაუკრა და გაუჩინარდა, გოგონამ კი მაშინვე ტელეფონი აიღო და დარეკა

- ახლახანს ჩემი კაბინეტი დატოვა.... უკან გაჰყევით,  ყველა მისი ნაბიჯი შემატყობინეთ, ასევე ყველა ზარის შესახებ მომაწოდეთ ინფორმაცია........  შედეგებს ველოდები - ჯისუმ კავშრი გაწყვიტა და ისევ სავარძელში გადაწვა.- აბა ვნახოთ რამდენად ძლიერ ხარ შეყვარებული, შეძლებ ჩემს ღალატს თუ  ვერა..... საინტერესოა....

.........................................

მიტოვებულ სარდაფში  ტყვეების საშნელი მოთქმა-გოდება ისმის.......  მათი ტანჯვა უკვე დღეებია გრძელდება და ამას დასასრული არ უჩანს........ ირგვლივ ყველაფერი სისხლშია მოთხვრილი.  ამაზრზენი სუნი ერთმანეთში არეული...... ორი ნახევრად შიშველი მამაკაცი საწყალობლად კვნესის კიმ თეჰიონი კი ამ სურათს მშვიდად აკვირდება და ნებიერად აბოლებს სიგარას

- მეგონა უფრო ჭკვიანები გამოდგებოდით, ვაღიარებ ვანგისგან მეტს მოველოდი - ზანტად ამოილაპარაკა კიმმა, ნელა წამოდგა და კვამლი ერთ ერთ ტყვეს სახეში მიაბოლა.... - საინტერესოა რას ფიქრობს თქვენი შეფი.... ჰგონია რომ ჩემთვის ძირის გათხრა შერჩება?? უკანასკნელ შანსს გაძლევთ მითხრათ სად იმალება ვანგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტანჯვით ამოგხდით სულს და იგივე დაემართება თქვენს ახლობლებსაც. იმედია ჩემში ეჭვი არ გეპარებათ, ძალიან გამანაწყენებთ - თეჰიონმა ხელი გულზე მიიდო აქაოდა ძალიან დავსევდიანდიო.

- არაფერი ვიცით ბატონო, გეფიცებით, რაც ვანგმა ჩრდილოეთ კორეა დატოვა  არ გვინახავს. მასზე არც არაფერი გვსმენია. - ამოიტირა საწყალობლად ერთერთმა

- კარგი რახან თქვენსას არ იშლით, ჩენ ბიჭებს უხმე, უთხარი ნაწილ-ნაწილ აჩეხონ, ფეხებიდან დაიწყონ - კიმს სახეზე სატანურმა ღიმილმა გადაუარა....... ის იყო ტყვეებს ზურგი აქცია რომ ყვირილმა აიძლა უარი ეთქვა განზრახვაზე.

- კარგი, კარგი გთხოვ ოღონდ ნუღარ გვაწამებთ. ვანგი რუსეთში გაიქცა. "წითელი მაფიის" ბოსმა კადიროვმა თავისი მფარველობა შესთავაზა... სავარაუდოდ ახლაც იქაა.

- ანუ რუსეთში წავიდა...  ჩენ ამათ მიხედეთ...  გამოდის კადიროვმა ჩვენთან თამაში გადაწყვიტა.... - კიმმა ბოლო ნაფაზი დაარტყა უკვე ჩამქრალი სიგარის ნამწვი უმისამართოდ გადაისროლა და საწამებელი ოთახი დატოვა. - ვითამაშოთ.....

................................

-შენ რა შეიშალე? -  გაცეცხლებული იერი ფეხზე შეშლილივით წამოხტა და დაქალს შეუბღვირა - მგონი ჭკუა სულ დაკარგე ჰარა.. საერთოდ რამ გაფიქრებინა იმ ძუკნას წინაშე თავის დამცირება. ცოტა დრო მომეცი მალე გავანადგურებ, შენ ხელის განძრევაც არ დაგჭირდება ისე მოვუღებ ბოლოს. თეჰიონი ისედაც შენ დაგრჩება. ეს იდიოტობა ამოიგდე თავიდან. 

- ასე დარწმუნებული როგორ ხარ? თეჰიონს ის ძალიან უყვარს, და რამდენადაც მას ვიცნობ რაც უნდა იმას არასდროს შეეშვება.

- დამიჯერე ვიცი რასაც ვამბობ. დირექტორთა საბჭოში უკვე 5 კაცი მყავს გადმობირებული, ამასთან ჯონგუკს ვესაუბრე, მას ჯისუ უყვარს, თავისუფლებას არასდროს მისცემს. დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება...... მენდე.... მე მას გავანადგურებ. - ჩაისისნა იერიმ და სივრცეს შესცინა ჰარამ კი თავი ურწმუნოდ გადააქნია, გული ცუდს უგრძნობდა. იერი ყველაფერზე იყო წამსვლელი მაგრამ თავად ჯისუ იდიოტი ნამდვილად არ ჩანდა. ჩოი ხვდებოდა რომ ეს ბრძოლა კარგად არავისთვის დასრულდებოდა.......

..............................

ჯონგინი ჯისუს მიერ გაგზავნილ მისამართზე მივიდა და სავარძელში მთელი ძალით ჩაეხეთქა... ვერც კი გააცნობიერა როგორ შეუყვარდა იერი, მასზე დამოკიდებული გახდა. საერთოდ როგორ შეიძლება გიყვარდეს ისეთი ბოროტი სული როგორიც ისაა? ნუთუ  ეს შესაძლებელია, ალბათ კი. ბიჭმა მძმედ ამოიოხრა, მართალია შეუყვარდა მაგრამ მის გულში ჯისუს მაინც განსაკუთებული ადგილი ეჭირა. გაცნობის დღიდან მოხიბლული იყო მისი სილამაზით, მისი თვალებით,  ვერ შეძლებდა ახლა ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა და ასე  ეღალატა. აქაურობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეტოვებინაა, პარკს უნდა მოშრებოდა რადგან ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.  თუ მისგან შორს იქნებოდა ნაკლებად ეტკინებოდა იმ ფიასკოს ნახვა რასაც იერი აუცილებლად განიცდიდა. ქაი იცნობდა ჯისუს, იცოდა როგორი ცივსისხლიანი შეეძლო ყოფილიყო მტერთან ამიტომ ზუსატად იცოდა ბიძაშვილს არ დაინდობდა.  ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რომ გოგონა ამას იმსახურებდა. შურისგან დაბრმავებულს სართოდ დაკარგული ჰქონდა რეალობის აღქმა. რამდენიმე წამში  ზარიც გაისმა, ჯონგინმა ნერვიულად მოიქექა თავი, ზარი დააიგნორა და საბოლოოდ ტელეფონი საერთოდ გამორთო. მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო, არა იმიტომ რომ ჯისუსი ეშინოდა, იმიტომ რომ იცოდა არ იმსახურებდა.......... ცივსისხლიანი მაგრამ სამართლიანი გოგონა არავისგან იმსახურებდა ღალატს......

.....................

- ტელეფონი გამორთო, ნეტავ რა ხდება....- იერის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, უკვე 1 დღე გავიდა და ჯონგინს ვერ უკავშორდება ეს კი მის საქციელს არ გავს - რა უნდა მოსვლოდა, ჯანდაბა ქაი სად ხარ - ბოლთას სცემდა შეწუხებულო როცა კარი გიჟივით შემოგლიჯა ჰარამ და შეშლილის სახით მეგობრისკენ დაიძრა.
- იერი.... პრობლემა გვაქვს, დიდი პრობლემა...........

ესეც ახალი თავი. .... მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით❤❤❤

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo