Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

20 თავი

ორი მამაკაცი ერთმანეთს თვალებით ჭამს, აშკარად ერთი სული აქვთ ერთი მეორეს ყელი გამოჭრან.  ოთახში ტემპერატურა აშკარად იწევს, სასოწარკვეთილი ჯისუ კი გრძნობს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია..........

- კარგად გაიგე ჯეონ? არ გაბედო და არ მიუახლოვდე. არ ვხუმრობ - კბილებში გამოცრა თეჰიონმა, მისი სახე აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა გარდა მრისხანებისა. აშკარა იყო თავს ძლივს იკავებდა წინ მდგომი მამაკაცი შუაზე არ გაგლიჯა.

- შენი?? - ოდნავ გასაგონად ჩაიცინა ჯონგუკმა და ჯისუმ აშკარად დაინახა ტკივილი მის სახეზე. - შენი, მართალია ის შენია, ყოველთვის შენი იყო. მთელი ეს პერიოდი სულ შენი იყო. მაშინ ვინ ვიყავი მე, ჯისუ - ბიჭმა ამჯერად გოგონასკენ მიმართა მზერა და ამჯერად მის თვალებში აშკარად ჩანდა ცრემლი. თეჰიონი კი მისი ასეთი უეცარი ცვლილებისგან ერთ ადგილას გაშეშდა.

- გუკ, ჯონგუკ, გეფიცები არაფერი მომხდარა. გეფიცები ჩვენს შორის არაფერი მომხდარა ის უბრალოდ დაჭრილია და ვერ დავტოვებდი. გთხოვ - გოგონას გული უკვდებოდა ჯეონს ასეთ დღეში რომ ხედავდა. რა გაუკეთა, სადამდე მიიყვანა ამქვეყნად ყველაზე კეთილი, თბილი ადამიანი, როგორ აიძულა ასე შეცვლა?? - ჯონგუკ, რამე მითხარი, გთხოვ - ხმა აუკანკალდა ჯისუს- ჯეონი ისევ მიუახლოვდა გოგონას, ლოყაზე ხელი მოუთათუნა 

- ბედნიერი იყავი სოია. გთხოვ მაპატიე  ჩემი ამგვარი საქციელი. უბრალოდ მე..... მაპატიე. იმ ღამით როცა ყველაფერი მომიყევი მე შენს თვალებში სიყვარული დავინახე, უსაზღვრო სიყვარული. გრძნობა რომელიც მე არ მეკუთვნოდა. ეს მაშინვე უნდა დამესრულებინა...... თავი არ უნდა მომეტყუებინა,   არ იფიქრო რომ გსაყვედურობ, ან შენზე ვბრაზობ. ზედმეტად მიყვარხარ რომ შენთვის ცუდი მინდოდეს. მაგრამ იცოდე, თუკი ოდესმე გაწყენინებს - ამ სიტყვებით უხმოდ მომზირალ თეჰიონს გახედა - მე დაგელოდები. მთელი ცხოვრება დაგელოდები და სამუდამოდ მეყვარები, სამუდამოდ.... - ჯეონმა ბოლოჯერ შეხედა საყვარელ ქალს, ისე თითქოს მისთვის იქვე მდგარი გახევებული თეჰიონი არც კი არსებობდა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.......

...........................

ალბათ არავის შეუძლია წარმოიდგინოს როგორი ძლიერია ტკივილი რომელსაც იმ მომენტში ჯონგუკი გრძნობდა. მისი გული ათას ნაწილად დაიმსხვრა. მისი გონება საერთდ გამოეთიშა ამ სამყაროს, მაგრამ ჯეონი ამაში ვერსდროს დაადანაშაულებდა ჯისუს რადგან სინამდვილეში ყოველთვის იცოდა გოგონა სხვას ეკუთვნოდა. იცოდა იმ მომენტიდან როცა გოგონა გაიცნო. ერთმანეთს 6 წლის წინ ამერიკაში შეხვდნენ. ჯონგუკის ძმა ჯისუს პერსონალური ფსიქოლოგი, მისი მკურნალი ექიმი იყო, ჯეონი პერიოდულად სტუმრობდა ძმას და ამ ვიზიტებს კიდევ უფრო  მოუხშირა როცა ულამაზესი გოგონა შენიშნა რომელსაც საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა. ბუნებრივია ახალგაზრდა მამაკაცი დაინტერესდა მისით. ძმას გამუდმებით უსავამდა კითხვებს თუ ვინ იყო და რა პრობლემა ჰქონდა მაგრამ პასუხისმგებლობით სავსე ჯეონ ჰოსოკი პროფესიულ საიდუმლოს მტკიცედ იცავდა. ამიტომ ჯონგუკმა სხვა ხერხს მიმართა და გადაწყვიტა მათ სეანსის დროს ჩუმად მიეგოს ყური. მოსმენილმა უბრალოდ შოკში ჩააგდო. მართალია მხოლოდ რამდენიმე დეტალი გაიგო მაგრამ უკვე იცოდა რამდენად ძლიერი და ღრმა იყო გოგონას გრძნობა იმ უცნობის მიმართ. იცოდა მაგრამ მაინც შეიყვარა, იცოდა მაგრამ არ შეიმჩნია. ცდუნებას ვერ გაუძლო ეს მშვენიერება მისი გაეხადა.  მალე მოახერხა და გოგონასთან დაახლოება დაიწყო. იმდენი ქნა ჯისუს გაღმება შეძლო. საბოლოოდ ჰოსოკი მიხვდა რომ უმცროს ძმას დადებითი გავლენა ჰქონდა გოგონაზე და მათ შეხვედრებს თავად უწყობდა ხელს. მაშინ ორივე ძმას გულუბრყვილოდ სჯეროდა რომ შეძლებდნენ ჯისუს გულიდან თეჰიონის სახე ამოიეძირკვათ. რაღაც მომენტში ჯონგუკმა იფიქრა რომ ეს შეძლო თუმცა სულ ტყუილად. ნამდვილი სიყვარული არსად იკარგება. რადგან შენი პერსონა, ადამიანი რომელიც შენთვისაა შექმნილი შეუძლებელია სხვამ ჩაანაცვლოს, ამას წინ ვერავინ აღუდგება. 

ჯონგუკმა ღრმად ამოიოხრა და კორპუსიდან გამოსული იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა

- მოწევ? - არსაიდან გამოჩენილი თეჰიონი ჯეონის გვერდით ჩამოჯდა და სიგარეტი გაუწოდა. ჯონგუკმა ნელა ჩამოართვა და თეჰიონთან ერთად ზარმაცულად გააბოლა

- მე ის მიყვარს ჯონგუკ, ყოველთვის მიყვარდა. 

- მაშინ რატომ მიატოვე? იცი მაინც რა გამოიარა? წარმოდგენა მაინც გაქვს როგორ იტანჯებოდა? 4 წელი დასჭირდა რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა. არც კი იცი რამდენად დიდი ტკივილი მიაყენე. - თეჰიონს თითოეული მისი სიტყვა დიდ ჭრილაობას აყენებდა სულში. იგი რათქმაუნდა ხედავდა ჯისუს თვალებში იმ დიდი ტკივილის სამუდამო იარას რაც თავად გამოიწვია. 

- მე ნაგავი ვარ და ეს ვიცი, სიცოცხლეს გავიღებდი ოღონდ შემეძლოს დრო დავაბრუნო და მას არასდროს, არასდროს მივატოვებდი. მაშინ მეგონა, გულწრფელად მეგონა რომ უჩემოდ უკეთ იქნებოდა, მე....

- უკეთ?  სასაცილოა, ჩემი ძმა ჯისუს მკურნალი ფსიქოლოგი იყო ამიტომ მისი მდგომარეობის ყველა დეტალი ზუსტად ვიცი. - ჩუმად თქვა ჯონგუკმა და კიმმა მას ყურადღებით შეხედა - ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე რამდენიმე ფობია განუვითარდა, ჰოსოკს, მის ექიმს ძალიან დიდი ძალისმხევა და ჩარევა დასჭირდა იმისთვის რომ შენი არსებობა მისთვის დაევიწყებინა. უფრო სწორად კი დაევიწყებინა ის ტკივილი რასაც განიცდიდა. რაღაც პერიოდი ელექტრო შოკსაც კი იყენებდნენ - მოსმენილის შემდეგ თეჰიონმა იგრძნო როგო გაიკვლია მის სახეზე გზა ცრემლებმა. ამიტომ კიმ, თუ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში და საკუთარ გრძნობებში გთხოვ, უბრალოდ ნუღარ ატკენ მას, რადგან შეიძლება ეს ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს.

- რას გულისხმობ - ნერვიულად გაიჟღერა თეჰიონის ხმამ

- სტრესის ფონზე, შეიძლება ეპილეფსიური შეტევები დაეწყოს. და დიდი ალბათობით მისი ტვინი ამას ვერ გაუძლებს... ასე რომ დაფიქრდი, 

- არაფერია დასაფიქრებელი, მე ის მიყვარს, მიყვარს და ამას ყველას დაგიმტკიცებთ. უფლებას არავის მივცემ აწყენინოს და ატკინოს... მას არასდრო მივატოვებ.

- ყველაზე მეტად მას შენ ტკენ თეჰიონ.... გგონია შეძლებ შენი საქმე აკეთო და მას მიხედო? ასე გგონია?

- არაფერი მაღელვებს ჯისუს გარდა. ნებისმიერ რამეს დავთმობ მას არა. შეგიძლია მშვიდად  იყო.

- კარგი. თუ ასეა.... მაგრამ იცოდე აქვე ვიქნები, ერთი შეცდომა და ჩათვალე მე მას წავიყვან. სამუდამოდ წავიყვან შენგან...................

ჯონგუკი ფეხზე წამოდგა კიმს იჭვნეულად ბოლოჯერ გახედა და მალე მისი მაღალი ფიგურა სიბნელეს შეერწყა...

..................................

სასოწარკვეთილი ჯისუ, ჯონგუკის წასვლის შემდეგ   იატაკზე  იჯდა და ცდილობდა თავი დაემშვიდებინა როცა თეჰიონის ფრთხილმა ხმამ გამოაფხიზლა და რეალობაში დააბრუნა

- ჯისუ?

-  იცი,  როდესაც სიმართლე გავიგე ისტერიულად გირეკავდი,  მეგონა რომ...... მამაჩემი უბრალოდ მატყუებდა და შენ მიპასუხებდი. მომავალი დღეები შენი ხმის გაგონებას ველოდი, არ მეძინა ვერ ვჭამდი. მანამ გელოდი სანამ მამამ შენი ნამდვილი სახე არ დამანახა. მერე დიდი ხანი ვცდილობდი ჩემი გონებიდან წამეშალა ეგ თვალები ასე რომ მიყვარდა, შენი შეხება სურნელი, ყველაფერი რაც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ვიხრჩობოდი, უშენოდ თითქოს ჰაერიც არ მყოფნიდა. ცხოვრების აზრი აღარ მქონდა, აღარც შვილი მყავდა.  და ზუსტად მაშინ როცა ჩემი ცხოვრება ფსკერზე იყო ჯონგუკმა ძალა მომცა, მასწავლა როგორ გამეღიმა. მასწავლა როგო მესუნთქა. შემაძლებინა შენი სახე გონების ყველაზე ბნელ კუთხეში გადამესროლა. და მაშინ როცა ყველაფერს თავიდან ვიწყებდი ისევ გამოჩნდი, ისევ მოხვედი. ყველაფერი ისევ არიე რატომ?- სასოწარკვეთლი ჯისუ ფეხზე წამოდგა და თეჰიონთან მივარდა. გამეტებით ურტყამდა მუშტებს გულზე და გულამოსკვნილი ქვითნებდა. - რატომ დაბრუნდი, რატომ მაიძულე მისი გულიც ისე გამეტეხა როგორც შენ დაამსხვრიე ჩემი? რატომ მაქციე შენნაირ მონსტრად. ხომ იცოდი რომ როცა შენს ხმას გავიგებდი, როცა ისევ გნახავდი ვერ შევძლებდი სხვა მყვარებოდა. რატომ კიმ?? - თეჰიონი მოთმინებით იტანდა მის დარტყმებს. სული ეწვოდა რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა გოგონას, საბოლოოდ კიმმა მოახერხა, საკუთარ ხელებში მოიქცია პატარა სხეული და თავზე ფერება დაუწყო. 

- მაპატიე, მაპატიე გთხოვ, ვიცი არაფერს შეცვლის სიტყვები, იმ წლებს ვერ დააბრუნებს, ვერც ჩვენს პატარას გააცოცხლებს მაგრამ გთხოვ, გემუდარები შანსი მომეცი, შანსი მომეცი თავიდან შეგაყვარო თავი. - თეჰიონი გიჟივით უკოცნიდა ლოყებს ჯისუს და უფრო მეტად იკრავდა გულში როცა გოგონას ხმა სუსტად გაისმა

- წადი...

- მაგრამ  სო...

- გთხოვ უბრალოდ ახლა წადი, გპირდები მერე ვილაპარაკებთ ახლა უნდა დავფიქრდე. მინდა მარტო ვიყო გთხოვ თეჰიონ. უბრალოდ დამტოვე.....

- კარგად იქნები? დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები?

- კარგად ვიქნები, უბრალოდ ფიქრი  მჭირდება............. გთხოვ.

- კარგი, მაგრამ თუ რამეა დამირეკე..........

თეჰიონი ჩუმად გავიდა ბინიდან ჯისუ კი უღონოდ ჩამოჯდა იქვე დივანზე და თავი მუხლებშ ჩარგო.... მისი ცხოვრება საშინელ ჭაობად გადაიქცა, რომლისგანაც თავის დაღწევა ფაქტია გაუჭირდებოდა....

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo