Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

18 თავი

თავიდან გულში  მხოლოდ დიდი ტკივილი ჩნდება. წყვდიადი ისადგურებს  სულში და  თანასწორი ხდება.  დაუნდობელი კრიმინალი ქალიც და გულუბრიყვილო გოგონაც. არვის შეუძლია ამ დამანგრეველ ტკივილს გაუმკლავდეს. ცოტა მოგვიანებით ბრაზი გეუფლება,  საკუთარ თავს საყვედურობ რადგან ვერ შეძელი თავი დაგეღწია ამ აბსურდისგან, ბრაზობ რადგან უფლება მიეცი გამოეყენებინათ შენი გრძნობები, სითბო, სიკეთე. მერე სინანული მოდის, ყველაზე მძიმე გადასატანი სწორედ ესაა. სინანული რომელიც ტკივილზე, იმედგაცრუებაზე ძლიერია. რომელიც  მეტად განადგურებს ვიდრე იმ ერთადერთის  ღალატი და მწარე სიმართლე. სინანული სიგიჟეს ბადებს შენში, რადგან იცი ყველაფერი რაც შეგეშალა, ყველაფერი რაც თავს გადაგხდა, რის გამოც ამდენ ხანს და ასე იტანჯებოდი მხოლოდ შენი ბრალია. თავად ხარ ერთადერთი დამნაშავე მაგრამ მას გამუდმებით სხვებში ეძებ.  ბოლოს ისევ ტკივილი მოდის..... ტკივილი რომელიც შინაგანი სიცარიელისგანაა გამოწვეული.......... შენ კი ამ დაუსრულებელ წრეში აგრძელებ არსებობას რომელსაც თურმე არც არასდროს ჰქონია აზრი  

                        ...........................

მარტო დარჩენილი ჰარას თავში უამრავი აზრი ტრიალებს. გამუდმებით ცდილობს გაიხსენოს მისი ცხოვრება თეჰიონის გარეშე მაგრამ ვერ ახერხებს. უკვე იმდენი დრო გავიდა რომ ამ მამაკცის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. ჰარამ მისთვის ბევრი რამ გაიღო. უღალატა საკუთარ ოჯახს. ძველ ბანდის მეთაურს და მხოლოდ თეჰიონის გამო გაწირა ის ხალხი ვისაც მთელი 20 წელი ოჯახად თვლიდა. ამ გოგონამ საკმარისზე მეტი მისცა კიმს და ახლა რა, მას ის არასდროს ჰყვარებია. არასდროს ნდომებია რეალურად. ყველა მოფერება, შეხება კოცნა, ყველაფერი მხოლოდ "მისი" იყო. თეჰიონი მასთან იწვა და ჯისუზე ფიქრობდა. ჰარას აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ ეს წლები იმ გოგოს აჩრდილქვეშ  გაატარა. რომ რეალურად მას არ უარსებია კიმისთვის.

- მოვკლავ, - ჩაილაპარაკა უსუსურად და მაშინვე გააცნობიერა რამდენად საცოდავი იყო - მოვკლავ რადგან მან მე 5 წელი წამართვა. უნდა მოვკლა, მაგრამ ამას თეჰიონი არ მაპატიებს. რა უნდა გავაკეთო, იქნებ ვთხოვო, იქნებ ვთხოვო რომ ჩემს თაეს შეეშვას? ჰო ასე უნდა მოვიქცე, მას უკვე ჰყავს საქმრო, უნდა ვთხოვო, თუ საჭიროა მუხლებში ჩავუვარდები. - ჰარა გულასმოსკვნილი ატირდა, ჩვენი საცოდაობა, ჩვენი უსუსურობა სამყაროს წინაშე იმდენად დიდია.... სამწუხაროდ ამის გასააზრებლად  მთელი ცხოვრება გვჭირდება......

   .....................

სახლში დაბრუნებული იერი მაშინვე მშობლების საძინებლისაკენ გაემართა რათა დარასთან გაერკვია ჯისუს წარსულის დეტალები.
- ნენსი დედა არ გინახავს? - მიმართა იქვე გამოჩენილ მსახურს
- თავის საძინებელშია  ქალბატონო - მოკრძალებით უპასუხა მანაც და იერი მაშინვე ოთახისკენ დაიძრა
- დედა, დედა სად ხარ??
- საყვარელო? რამე მოხდა? - მაშინვე გაეპასუხა ქალი
- მინდა ყველაფერი მომიყვე რაც ჯისუს წარსულზე იცი. მინდა გავიგო მიზეზი რის გამოც ის ჩვენთან გადმოცხოვრდა.
- ახლა რატომ დაინტერესდი ამ საკითხით? ანდა რატომ არ ჰკითხავ თავად შენს მამიდაშვილს?
- ნუ მაცინებ, ხომ იცი რომ. ერთმანეთს ვერ ვიტანთ, რათქმაუნდა არ მეტყვის.
- იერი, არასწორია მე....
- შენ დედაჩემი ხარ, უნდა დამეხმარო მის წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა ვიცოდე რა გადახდა თავს, მით უფრო რომ თავად მაშანტაჟებს. ასე რომ მითხარი, მითხარი დედა რა არის კიმ ჯისუს საიდუმლო - ცივად ამოილაპარამა გოგონამ და დარას დაჟინებული მზერა მიაბყრო.
- მე მხოლოდ ცოტა რამ ვიცი, ისიც მაშინ მოვისმინე როცა 9 წლის წინ მამიდაშენი ბაბუაშენთან მოვიდა  17 წლის შემდეგ პირველად. მათ საუბარს ჩუმად დავუგდე ყური და გავიგონე როგორ ემუდარებოდა ჰაე რინი ჯისუს გადარჩენაში დახმარებოდა. როგორც ჩანს შენს მამიდაშვილს ვიღაც კრიმინალთან ჰქონდა ურთიერთობა რომელმაც შემდეგ მიატოვა, ამის გამო კი საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა. ბაბუაშენმა უპასუხა რომ ჯისუს თავისთან წამოიყვანდა რადგან ის უნდოდა მემკვიდრე გაეხადა. მას ეს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა შვილო - დარამ ღრმად ამოიოხრა იერიმ კი სიბრაზისგან ხელი  მომუშტა და სიმწრით ჩაიცინა
- ისაა ნამდვილად, ჰარა მართალია - რა თქვი ძვირფასო? - ფრთხილად შეეკითხ დედა
- არაფერია, მადლობა, შენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამანდე დედიკო. ვერც კი წარმოიდგენ რიგორ დამეხმარე.... -  კმაყოფილად ჩაილაპარაკა იერიმ და მისი სახე მალე ბოროტმა ღიმილმა დაფარა.

..................

ჯისუმ ზუსტად არ იცოდა რამდენი წუთი გაატარა თეჰიონთან ჩახუტებულმა, ფაქტი ის იყო რომ არ უნდოდა მას მოშორებოდა, თუმცა საბოლოოდ როცა  მისგან თავის დაღწევა სცადა,  შენიშნა კიმი არც ისე კარგად გამოიყურებოდა. მისი სახე და ხელები ნორმალურზე ცხელი იყო
- ჯანდაბა თეჰიონ, სიცხისაგან იწვი - შეშფოთდა გოგონა,  სცადა ბიჭისთვის დაკვირვებით შეეხედა.
- ყველაფერი კარგადაა პატარავ... - უღონოდ ამოილაპარაკა მან, თუმცა მისი ხმა ნამდვილად სხვა რამეს ამბობდა.
- არაფერი არ არის კარგად, საერთოდ როგორ ადექი როცა გუშინ მძიმე ოპერაცია გადაიტანე? ახლავე საავადმყოფოში მივდივართ.
- არა ჯისუ, გთხოვ, ოღონდ საავადმყოფო არა.
- აბა რა მოგიხერხო, ასე ვერ დაგტოვებ, ჯანდაბა შენს თავს - შეწუხებულმა მძიმე, თითქმის უგოგნოდ მყოფი სხეული მანქანამდე მიიყვანა, შიგნით გაჭირვებით ჩასვა და სასწრაფოდ დაიძრა ადგილიდან. გადაწყვიტა კიმი საკუთარ აპარტამენტში მიეყვანა რომლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა ჯონგინის გარდა. გოგონამ შესანიშნავად იცოდა, ფატალურ შეცდომას უშვებდა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო, რაც უნდა დიდი ტკივილი მიეყენებინა ამ კაცს ჯისუ მას ვერასდროს მისცემდა ასე სიკვდილის უფლებას....   ისიც იცოდა თეჰიონთანაც და ჯონგუკთანაც უსამართლოდ იქცეოდა ამიტომ კარგად უნდა დაფიქრებულიყო რას გააკეთებდა მომავალში. კორპუსთან მისულმა პრაქტიკულად გათიშული სხეული გაჭირვებით გადმოიყვანა დაცვის თანამშრომლის დახმარებით, მერე კი საკუთარ საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ყველაფერი მოამზადა რაც სიცხის დასაწევად და ჭრილობის დასამუშავებლად გამოადგებოდა. თეჰიონის სხეული ფრთხილად გაათავისუფლა პერანგისაგან, მკერდთან ახლოს მდებარე ჭრილობას გურადღებით დააკვირდა. აშკარა იყო სწორედ ამან გამოიწვია ტემპერატურის მატება, ჭრილობა საშინლად გამოიყყრებოდა.  გოგონა ვერ შეძლებდა თავად ამ პრობლემას გამკლავებოდა ამიტომ დასახმარებლად ისევ ქაის მიმართა
- ჯონგინ,  მინდა რომ ჩემს აპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოგზავნო სანდო ქირურგი. ვიცი რომ გყავს რამდენიმე.
- ყველაფერი რიგზეა ქალბატონო? - გაისმა ბიჭის განერვიულებული ხმა და გოგონამ თვალები აატრიალა, ახლა პათეტიკის დრო არ ქონდა
- მოგვიანებით მოგიყვები, ახლა მინდა რომ სწრაფად გააკეთო ის რაც გთხოვე. - წყნარსდ თქვა ჯისუმ და ტელეფონი მაშინვე გათიშა, თავად ისევ თეჰიონს მიუბრუნდა რომელიც ტკივილისა და სიცხისგან ბორგავდა.
- ჯისუ, ჯისუ სად ხარ? - ბურტყუნებდა აგონიაში მყოფი
- ყველაფერი  რიგზეა თე, ექიმი მალე გაგსინჯავს - დაუყვავა გოგონამ და ბიჭის დიდი ხელი თავისაში მოიქცია, - ცოტაც მოითმინე
- შენ ჩემი ხარ, მარტო ჩემი..... ვერავისი იქნები ჩემს გარდა - დაუარულებლად ბურტყუნებდა კიმი და მისი ხმა გოგონას სუნთქვას უკრავდა. ისე სიამოვნებდა ამ სიტყვების მოსმენა  ყურს. იმდენ ხანს ელოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანი იყო, იმდენად გვიანი რომ უკვე ყველა სიტყვამ, ყველა ქმედებამ  აზრი დაკარგა.......

.................

- საოჯახო ბიბლიოთეკაში განმარტოებული იერი დიდხანს ფიქრობდა მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანა თუ არა, საბოლოო ჯამში ტელეფონი აიღო და სპეციალურად მოძიებული ნომერი აკრიბა..... რამდენიმე ზარიც და მეორე მხარეს სასიამოვნო ბარიტონი გაისმა
- გისმენთ,
- გამარჯობა ჯონგუკ, მე პარკ იერი ვარ და მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბრო........

.............. 

მეგობრებო რას იტყვით? ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ, გთხოვთ გამიზიარეთ მოლოდინები და შენიშვნებიი, შევეცდები გავითვალისწონო ❤❤❤❤❤

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo