17 თავი
არაფერია უფრო საშიში ვიდრე ქალი, რომელიც თავს მოტყუებულად და მიტოვებულად გრძნობს. ჯისუს კაბინეტიდან გამოსული ჰარა ცრემლებს ძლივს იკავებდა. ეს ცრემლები იმ ტკივილისგან, იმედგაცრუებისაგან იყო გამოწვეული რომელსაც განიცდიდა. თეჰიონმა მას უღალატა. იმაში ეჭვი აღარ ეპარებოდა რომ ეს ორი ერთმანეთს იცნობდა, როგორც კი ჯისუს თვალი მოჰკრა უნებურად მაშინვე აითვალწუნა. მაგრამ თეჰიონი? როგორ შეეძლო ამდენი წლის ურთიერთბა ასე ერთ ხელის მოსმით დაენგრია, რა ჰქონდა ისეთი მას რაც თავად არ გააჩნდა. ამ 5 წლის მანძილზე რაც ერთად იყვნენ ჰარა გამუდმებით ცდილობდა თეჰიონისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა და ყველა მისი მოთხოვნა უნაკლოდ ესრულებინა. მაგრამ ახლა რა? ამ ძუკნას ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში უნდა ჩაეყარა? არა ჰარა ამას ნამდვილად ვერ დაუშვებდა. გოგონა სწრაფად გამოვიდა პარკ ჰოლდინგიდან და იერის ნომერი აკრიბა.
- მეგობარო, სად ხარ?
- ქაისთან, რამე მოხდა?
- ეს ესაა ჯისუსგან გამოვედი, უნდა შევხვდეთ, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულო
- ნუთუ ისაა? - გაისმა იერის ცივი ხმა
- მისამართს გამოგიგზავნი, არ დააგვიანო - ჰარამ მისი კითხვა დააიგნორა და კავშირი გაწყვიტა....
..................
- დაქალის ზარის შემდეგ აფორიაქებული იერი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა გაეგო რა გაარკვია ჰარამ, ამიტომ ჯონგინს მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება და მაშინვე გამოგზავნილი მისამართისაკენ გაემართა...
............. ...
ჰარას წასვლის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს ხელი მოაწერა, მომდევნო დღეების განრიგი ბექიონთან ერთად შეადგინა და ჯისუმაც დატოვა ჰოლდინგის შენობა, გამომდინარე იქედან რომ პირადი დაცვა დაითხოვა კომპანიის ავტოფარეხში მარტო ჩავიდა და საკუთარი ავტომობილისკენ მიმავალმა იგრძნო, რომ იქ კიდევ ვიღაც იმყოფებოდა. გოგონას სხეულში გაუცნობიერებელმა შიშმა დაუარა, ნაბიჯს აუჩქარა, უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო მანქანამდე, თუმცა ძლიერი ხელები წელზე მოეხვია თავისკენ მიიზიდა პატარა სხეული და გულში მაგრად ჩაიკრა.
- არ მჯერა რომ ჩემთან ხარ. მართლა მეგონა რომ ვეღარ გნახავდი - თეჰიონის ხმა საოცრად ღრმა და მრავლისმეტყველი იყო. მისი ტემბრი უბრალოდ ნებისმიერს აიძულებდა დამშვიდებულიყო.
- იდიოტო გაგიჟდი? ლამის გული გამისკდა - წამოიყვირა შეშინებულმა ჯისუმ და კიმს ხელი ძლიერად დაჰკრა, საშინლად იყო გაბრაზებული, თუმცა ამ ბრაზმა მომენტალურად გაუარა როცა ბიჭის სახეზე ტკივილი შენიშნა
- ჯანდაბა, გატკინე არა? მაპატიე, მაპატიე სულ დამავიწყდა რომ ჭრილობა გაქვს. კარგად ხარ? რამე გჭირდება?? - შეშფოთდა გოგონა და კიმის სხეულის შემოწმება დაიწყო.
- კარგად ვიქნები ნუ ღელავ, რადგან შენ დარდობ ჩემზე და ისევ გიყვარვარ ყველაფერი კარგად მექნება. - მსუბუქად ამოილაპარაკა თეჰიონმა და გოგონას მისთვის დამახასიათებელი ეშმაკური ღიმილით გაუღიმა. ჯისუმ თვალები აატრიალა კიმმა კი მისი წვალება განაგრძო
- არც სცადო იმის უარყოფა რომ გიყვარვარ, კარგად მახსოვს როგორ ტიროდი ჩემს გამო და რამდენად ნერვიულობდი
- უბრალოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია
- ბიძაჩემსაც იგივე დაემართა? იქნებ არც მასთან გისაუბრია. - ჯისუს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დაეძვრინა ამ "შემარცხვენელი" სიტუაციიდან თავი, თუმცა ჯონგინმა რომელმაც ზუსტად სწორ დროს დარეკა მისი ხსნა მოახერხა. გოგონამ შვებით ამოისუნთქა, კიმს ზურგი აქცია და ტელეფონს უპასუხა
- გისმენ ჯონგინ, რამე სიახლე გვაქვს? - გოგონას ხმაში აშკარა შვება იგრძნობოდა რამაც თეჰიონი ისევ გააღიმა.
- ყურადღებით იყავი ქაი. ზუსტად ვიცი რა თემაზე ისაუბრებენ, თუმცა არ ვიცი რას გადაწყვეტენ ამიტომ შენი მაქსიმალური გააკეთე და ინფორმაცია მომაწოდე. დარწმუნებული ვარ გეცნოდინება ხერხები მისი ალაპარაკების. სიახლეები მაცნობე. - ჯისუმ ტელეფონი გათიშა და წასვლა დააპირა თუმცა თეჰიონის ხმამ შეჩერება აიძულა
- ვის ესაუბრებოდი და რაზე? ვინ არის ჯონგინი?
- უკაცრავად? - ცინიკური სახით მოტრიალდა ჯისუ და გულზე ხელი მიიდო. - კიდევ რა ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ? არ გგონია რომ ეს საკითხი შენ არ გეხება? სჯობს საკუთარ საცოლეს მიხედო, და დაარწმუნო რომ სულ ტყუილად ეჭვიანობს.
- რა? ჰარა აქ იყო? რა უნდოდა, რა გითხრა - ხმადაბლა ჩაილაპარაკა თეჰიონმა - რამე დაგიშავა?
- მშვიდად ბიჭო, ჰო ჰარა, კიდევ ბევრი საცოლე გყავს? რაზეც ვისაუბრეთ შეგიძლია მასთან გაარკვიო, ის უკეთესად აგიხსნის და რაც შეეხება დაშავებას მე მისი არ მეშინია. ვერაფერს დამიშავებს.
- ჯანდაბა ჯისუ, ერთხელ მაინც შეგიძლია მომისმინო? ჰარა საშიშია, ძალიან საშიში. წარმოდგენაც კი არ გაქვს რა შეუძლია
- ძალიან კარგად ვიცი თითოეულ თქვენგანს რაც შეუძლია, შენ, იმ შენს ჰარას და ჩემს საკუთარ დეიდაშვილ იერის. ვიცი რაზე ხართ წამსვლელი. და თქვენი შეთანხმების შესახებაც ცნობილია ჩემთვის. მაგრამ ერთი რამ იცოდე, არც მე ვარ გულხელდაკრეფილი. იერი მწარედ ზღავს იმის გამო რომ ჩემს წინააღმდეგ წავიდა. კიდევ გიმეორებ საცოლეს მიხედე, მე შემეშვით. - გოგონამ ისევ წასვლა სცადა, თუმცა თეჰიონმა წამში მკლავებში მოიმწყვდია და საკუთარ მანქანას ააკრო.
- ნუ მაიძულებ სხვა ხერხებს მივმართო. მე შენ უნდა დაგიცვა. არ დავუშვებ რამე დაგემართოს ასე რომ ახლავე მეტყვი რა გითხრა ჰარამ, ან შენ რა უთხარი.
- კიმ თეჰიონ, მომშორდი, მე დანიშნული ვარ. არ გაქვს უფლება ასე ახლოს მოხვიდე.
- ჯანადბა, ამის დედაც, რატომ არ შეგიძლია უბრალოდ გააუქმო ეგ წყეული ქორწინება და ჩემთან დაბრუნდე? მიყვარხარ ჯისუ, შენს გარდა არავინ მდომებია.
- 9 წელი უჩემოდ იცხოვრე, ამის შემდეგაც რამენაირად გადარჩდები
- საკმარისია ცინიზმი. მე მინდოდა შენი გაშვება რადგან იმ სიტუაციის მსხვერპლი არ გამხდარიყავი რომელშიც მე აღმოვჩნდი, მაგრამ შენს გარეშე ცოცხალი ლეში ვარ. შენს გარეშე არაფერს წარმოვადგენ. შენი სურნელი მენატრება პრინცესავ. - ჯისუ სულშეგუბებული უსმენდა მაფიის ბოსის აღიარებას და გრძნობდა რომ მისი გული თანდათან უფრო ანელებდა ცემას. საბოლოოდ გოგონას ეგონა რომ საერთოდ გაჩერდა. ძალა არ შესწევდა უარი ეთქვა ამ სიყვარულზე, უარი ეთქვა გრძნობებზე, როცა კიმი ასე ეხებოდა, როცა მისი ბოხი ხმა ყურში ჩაესმოდა საერთოდ კარგავდა თავს.მეორე მხრივ მის გონებას არასდროს მოშორებია ჯონგუკის სახე. თავი იმდენად არ დაუკარგავს რომ მასზე არ ეფიქრა. ჯისუ ორად იხლიჩებოდა, არ შეეძლო თეჰიონის დავიწყება მაგრამ ვერც იმას შეძლებდა ჯონგუკს ასე მოქცეოდა. გოგონამ ღრმად ამოიოხრა და თეჰიონის ფართო, ძლიერ მკერდს შუბლით მიეყრდნო.
- არ შეიძლება, რასაც აკეთებ, რასაც მაკეთებინებ არ შეიძლება. მას ასე ვერ მოვექცევი, ასე ვერც საკუთრ თავს მოვექცევი და ვერც ჯონგუკს. ის ამას არ იმსახურებს.
- და ჩვენ ვიმსახურებთ იმას რომ თავი ასეთი უბედურებისთვის გავწიროთ? - ჩუმად დაიღრინა კიმმა - იცი მაინც რა მემართება როცა მასთან გხედავ? როცა ვხედავ როგორ გეხება მინდა ხელები დავამტვრიო, ყველა ძვალი ერთანად გადავულეწო. როცა წარმოვიდგენ რომ შეიძლება ყველანაირად შეგეხოს, ჯანდაბა სისხლი მიდუღს, ამას ვერ შევეგუები, არ შევეგუები. მისი იყო? გამორიცხულია, სანამ ცოცხალი ვარ ეს არ მოხდება. არასდროს. შენ მე მეკუთვნი.
- არა თეჰიონ, მე საქმრო მყავს, შენ კი საცოლე. ჩვენ ვალდებულებები გვაქვს და ამას ასე მარტივად ვერ გავექცევით.
- ჰარა არაა ჩემი საცოლე ამის დედაც. ეს მხოლოდ გავითამაშეთ როცა იერის აქციები შევიძინე. შენს გარდა არასდროს არავინ მყვარებია, მას შემდეგ რაც ჩვენს არდაბადებულ შვილზე მიამბე არ მშორდება თავიდან იდეა ოჯახი გვერქვას, მე და შენ, ჩვენი შვილები რომლებიც გვეყოლება. ჯისუ, მინდა რომ ბოლომდე ჩემს გვერდით იყო მხოლოდ შენ.
- ოჯახი? ნუ მაცინებ თეჰიონ. გუშინ ლამის მოგკლეს. საერთოდ რას განვიხილავთ, მე აუცილებლად მეყოლება ოჯახი რომელზეც ვოცნებობდი მაგრამ არა შენთან. ამის შანსი დიდი ხნის წინ დავკარგეთ. ან პრინციპში შეიძლება არც არასოდეს გვქონია. - ჯისუმ ისევ სცადა მკლავებიდან დასხლტომოდა კიმს მაგრამ ვერ შეძლო. პირიქით, მთელი სხეული მოუდუდნა როგორც კი ბიჭმა გაშმაგებით დაუწყო კოცნა და სხეულს მთელი ძალით მიიკრა. გოგონამ იგრძნო როგორ შენელდა მისი გულის ცემა და საბოლოოდ მგონი საერთოდაც გაქრა. ამ შეგრძნებას, რომელსაც თეჰიონის კოცნა გვრიდა არაფერი შეედრებოდა, არაფერი შეედრებოდა მის ტუჩებს, კანს, მამაკაცურ სურნელს. ჯისუმ სუსტად გაიბრძოლა, კიმი კი მის გაშვებას ნამდვილად არ აპირებდა.
- არ შემიძლია, შენზე უარს ვერ ვიტყვი პატარავ. არ მაღელვებს რამდენად დიდი იქნება საზღაური. ჯეონს არ გაჰყვები, ამას არ დავუშვებ - კიმმა ტუჩებზე პატარა კოცნა დაუტოვა ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფს და მისი მოდუნებული სხეული ისევ ჩაიხუტა.... ამჯერად ჯისუს აღარ გაუპროტესტებია.........
.................................
იერი გამოგზავნილ მისამართზე მალევე გამოჩნდა. საკმაოდ მდიდრულ სასტუმროსთან პორტიე გამოეგება და სტუმარი თავაზიანად მიაცილა ოთახამდე.
- ჰარა, არ ამიხსნი რა მოხდა? ლამის ჭკუიდან გადავიდე.
- ის არის, ნამდვილად ისაა. ის ძუკნა.
- ჰარა დარწმუნებული ხარ? ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო. მე როგორ ვერ გავიგე.
- ვიგრძენი, იმდენად ნაგლად მესაუბრა რომ აშკარაა თეჰიონს დიდი ხანია იცნობს. ახლა მე დეტალები მჭირდება. უნდა ვიცოდე ზუსტად რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ და რატომ გაწყვიტეს კავშირი. წარმოდგენა მაინც გაქვს ვინ შეიძლება იცოდეს რამე?
- ერთადერთ გამოსავალი დედაჩემთან დალაპარაკებაა, თუ რამეა მას ყველა შემთხვევაში ეცნოდინება, ახლა გთხოვ დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე. ჯერ ყველაფერი დავაზუსტოთ და შემდეგ მოქმედების გეგმაც დავსახოთ. - განერვიულებულმა ჰარამ ნელა დაუქნია თავი, იერი მეგობრის გამამხნევებლად წამოდგა, თუმცა შეტყობინებამ გეგმები შეაცვლევინა, შეტყობინების ნახვის შემდეგ გოგონას სახე გაბადრა. ჯონგინი რომანტიულ გარემოში ვახშმად ეპატიჟებოდა....... ამ დაძაბულ სიტუაციაში ეს მართლაც რომ არაჩვეულებრივი განტვირთვა იქნებოდა............. იერი საშინლად მიეჯაჭვა ჯონგინს და მისი ეს მიჯაჭვულობა დღით დღე უფრო მეტად იზრდებოდა. საბოლოო ჯამში გოგონა იმ ზომამადე მივიდა რომ ქაის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა...მაგრამ რა შედეგამდე მიიყვანდა ეს მას????
...............................
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro