15 თავი
ჯონგუკთან საუბრის შემდეგ გაბრაზებული ჯისუ საათზე მეტი ცდილობდა თეჰიონთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
- სად ჯანდაბაში ხარ წყეულო კიმ - ამოიგმინა გოგონამ და ჯიუტად რეკვა განაგრძო, მოულოდნელად უპასუხეს კიდეც, მოსმენილმა გამაყრუებელმა ხმამ კი საერთოდ ვერ დაამშვიდა.
- რა ჯანდაბაა - წამოიყვირა ჯისუმ, - კიმ გესმის ჩემი? - საზარელი ხმა ისევ განმეორდა გოგონას კი სხეულში გაუცნობიერებელმა გრძნობამ დაუარა. ეს იარაღის ხმა იყო - ჯანდაბა თეჰიონ სად ხარ? გესმის ჩემი? - გოგონა პანიკაში ჩავარდა, ვერ აცნობიერებდა რატომ მაგრამ საშინელმა ტკივილმა გული გაუპო. - თეჰიონ ხმა გამეცი, სად ხარ? - ჯისუს უკვე ხმა უკანკალებდა
- პატარავ, აქ ვარ, მაგრამ ახლა საუბრისთვის შეუფერებელი დროა - ტკივილამდე ნაცნობი ბოხი ბარიტონი მისწვდა სმენას და ჯისუმ წამით შვებით ამოისუნთქა თუმცა მაშინვე დაიძაბა როგორც ამ ხმაში დაძაბულობა იგრძნო.
-თეჰიონ რა გჭირს? რაღაც გჭირს - განერვიულებულს აღარ აღელვებდა რას იფიქრებდა კიმი, ახლა მხოლოდ მამაკაცის მდგომარეობა ანერვიულებდა.
- პატარავ, შენ რა ჩემზე დარდობ? მე კარგად ვიქნები ჯისუ, პატარავ უბრალოდ დამელოდე... - ტელეფონის მეორე მხარეს მძიმე სუნთქვა გაისმა, ეტყობოდა ამ ხმის პატრონი საკუთარ თავს ლამის აიძულებდა ესაუბრა.
- თეჰიონ რა გჭირს? რა გემართება- სასოწარკვეთილმა წამოიძახა გოგონამ - დაჭრილი ხარ? მიპასუხე რამე გტკივა?
- მე კარგად ვიქნები პრინცესავ, გ..გპირდები რომ დავბრუნდები შენთვის, მე... - ბიჭის ხმა ისევ გამაყრუებელმა სროლამ დაფარა ჯისუს სახე კი ნიაღვარად წამოსულმა ცრემლებმა
- გთხოვ მითხარი სად ხარ, მო..მოგაკითხავ თე, გეხვეწები - უკვე პატარა ბავშვივით სლუკუნებდა. ბრაზი რომელსაც რამდენიმე წუთის წინ გრძნობდა სადღაც გაქრა. მისი ადგილი უზარმაზარმა ტკივილმა დაიკავა, აღარ აღელვებდა თუ საკუთარ გრძნობებს გამოამჟღავნებდა, ერთადერთი რაც აინტერესებდა თეჰიონის მდგომარეობა იყო, სამწუხაროდ ბიჭის ხმა საერთოდ აღარ ისმოდა მალე კი კავშირი გაწყდა. ჯისუ უღონოდ დაეცა იატაკზე. თვალებიდან ცრემლები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ.
- შეუძლებელია, განგება ისევ ასე ვერ მომექცევა, შენს თავს ისევ ვერ წამართმევს........... გთხოვ ოღონდ არაფერი დაგემართოს, ოღონდ ჯანმრთელი დაბრუნდი.....
..............................
საწყობის ერთ- ერთ ბნელ კუთხეში დაგდებული თეჰიონი მკერდის არეში საშინელ წვას გრძნობს. ეს ტკივილი იმდენად ძლიერია რომ სულს უხუთავს, თუმცა მაინც იღიმის, იღიმის რადგან იცის პრინცესას ის უყვარს, მასზე ღელავს. რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლე არაფრად უღირდა ახლა კი როცა ჯისუს სიტყვები ახსენდება არ აპირებს დანებდეს.
- მე შენთვის ვიცოცხლებ პატარავ, ვიცოცხლებ და ისევ მოგიპოვებ როგორც წლების წინ. რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვიგებ შენს გულს თავიდან, რადგან შენ ხარ ერთადერთი ვის გამოც ვსუნთქავ.- სიმწრით ამოიჩურჩულა კიმმა და მთელი ძალით სცადა წამოდგომა, სამწუხაროდ უშედეგოდ. სისხლის დაკარგვის გამო მისი ორგანიზმი საშინლად დასუსტდა
- ახლა არა, ახლა სიკვდილის დრო არაა, როცა ჩემი პატარა ღელავს, უნდა მოვახერხო და აქედან გავიდე - კიმმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფრთხილად გახოხდა იქით საითკენაც გასასვლელი ეგულებოდა. შემზარავი ხმები არ წყდებოდა, თეჰიონს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ იყო ბიძამისი ან დანარჩენები ცოცხლები იყვნენ თუ არა, მას შემდეგ რაც ვანგმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა მისმა ხალხმა თავიანთი ბოსის ტერიტორიიდან გაეყვანა სცადა. კიმი მათ გამოედევნა და სწორედ მაშინ დაიჭრა როცა პირისპირ შეეჩეხა მარტოდმარტო ტრიადას. თეჰიონი ძალიან ფრთხილად მიიწევდა წინ თუმცა გრძნობდა როგორ ტოვებდა ყოველ წამს სიცოცხლე სხეულს. საშინელი ტკივილი გონებას აკარგვინებდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და იატაკზე ჩაიკეცა. უკანასკნელი რაც მისმა გონებამ აღიქვა საკუთარი სახელი იყო. ვიღაც ეძახდა, თუმცა ხმის ამოცნობა ვერ შეძლო რადგან მალე ყველაფერი უკუნმა დაფარა..
............
თეჰიონი სად არის? - ცივად დაიყვირა ჩანმა და ირგვლივ გარემოს თვალიერება დაიწყო.
- არ ვიცით ბატონო, ვანგს და მის ხალხს აედევნა. ამის შემდეგ მისი პოვნა ვერ ხერხდება.
- ჯანდაბა, ახლავე მოძებნეთ ჩემი ძმისშვილი, რამე რომ დაემართოს ყველას გაგანადგურებთ - დაისისინა უფროსმა კიმმა და თავადაც უმცროსის საძებნელად გასწია. შეტაკება მათ სასარგებლოდ დასრულდა, სამწუხაროდ ვანგმა შენობიდან გასვლა მოახერხა სამაგიეროდ მხოლოდ მცირე დანაკარგი განიცადეს. ჩანს ახლა მხოლოდ თეჰიონი ადარდებდა, ამიტომ მისი სახელის ძახილს მოჰყვა ფა ყველა კუთხის ყურადღებით შესწავლა დაიწყო.
- ბატონო კიმ, თეჰიონი იპოვეთ? - სასოწარკვეთილი ჰარა მამაკაცს მივარდა, თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, ისედაც საკმაოდ ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- ჯერ არა, მაგრამ ვიპოვი, - ცივად ამოთქვა მამამკაცმა. - მას არაფერი დაემ... ეს რა არის, იქ რაღაც მოძრაობს, ის... თეჰიონია, ახლავე ბიჭებს დაუძახე ჰარა, მგონი დაჭრილია - სასოწარკვეთილმა დაიყვირა კაცმა და დაჩოქილი სხეულისკენ გაიქცა.
- თეჰიონ, თეჰიონ შვილო გესმის ჩემი ხმა? ჯანდაბა თეჰიონ - მოულოდნელად ბიჭს სახეზე ღიმილმა გადაურბინა მისი მკრთალი ტუჩები კი შეირხა
- ბიძია... ვ...ვუყვარვარ..... ჩემს.....პატ...არას.. ჯისუ..
.. - ჩანმა ძლივს გაარჩია ძალიან ჩუმად წარმოთმული სიტყვები და მომდგარი ცრემლი დიდი ძალისხმევით შეიკავა.
- მალე შენს გოგოსთან იქნები, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ის არ გადაიტანო რაც თავად გამოვცადე. ამ სიყვარულის გამო იცოცხლე, ბიძაშენი კი მის მოპოვებაში დაგეხმარება.
უგონოდ მყოფი კიმი სასწრაფოდ ჩანის მანსიონში გადაიყვანეს, მისივე ბრძანებით მისმა პერსონალურმა ქირურგმა ოპერაცია ჩაატარა და საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლე დიდი რისკის ქვეშ იხსნა...
- როდის გაიღვიძებს? მისი ნახვა შემიძლია? - ჩუმად ამოისლუკუნა ჰარამ.
- ძლიერი ნარკოზის ქვეშაა, ამას მორფის დიდი დოზაც ემატება. სავარაუდოდ 48 საათს მაინც იძინებს. სჯობს პირველადი ჭრილობების შეხორცება დაიწყოს - მშვიდად განმარტა ექიმმა. - გაუსაძლისმა ტკივილებმა რომ არ შეაწუხოს ამისთვისაა საჭირო ხანგრძლივი ძილი. შეგიძლიათ ინახულოთ, მაგრამ ნუ გადაღლით. პაციენტს სიმშვიდე სჭირდება.
- იქ მყოფებმა ექიმს მადლობა გადაუხადეს და შუა ხნის მამაკაცმა მანსიონი დატოვა. ჰარა სწრაფად გაემართა რეანიმაციად გადაკეთებულ საძინებელში, კიმის საწოლთან ჩამოჯდა და ბიჭის გაყინული ხელი თავისაში მოიქცია.
- თეჰიონ ვიცი გესმის ჩემი, მიყვარხარ, ეს შენთვის ხშირად მითქვამს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუკი ასე მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. - გოგონას თვალებიდან ისევ ცრემლებმა დაიწყეს დენა. მან თავი საწოლზე უღონოდ ჩამოდო და თვალები დახუჭა თუმცა მალე კიმის ჩუმმა ბუტბუტმა აიძულა ისევ გაეხილა.და ფეხზე წამომდგარიყო. აშკარა იყო იგი ვიღაცას ეძახდა. ჰარა გაბადრული სახით მიაჩერდა აგონიაში მყოფს, მაგრამ იმან რაც მოისმინა განწყობა წამში შეუცვალა. თეჰიონი ქალს ეძახდა, მაგრამ არა მას, არამედ სხვა ქალს - ჯისუს....
- გთხოვ, მაპატიე, ......ჯისუ... პატარავ მაპატიე..... ჯისუ..... ჯისუ..... - შოკირებული გოგონა ელდანაკრავივით ფეხზე წამოხტა, ინსტიქტურად უკან დაიხია, თავიდან ეგონა მოეჩვენა და არაფერი გაუგონია თუმცა თეჰიონი ერთსა და იმავეს იმეორებდა გამუდმებით, გაუჩერებლდად ეძახდა უცნობს, ჰარამ თავი ისტერიულად გააქნია და უკან გადახტა
- ვინ არის ჯისუ, ვინ ჯისუ? რატომ ეძახი მას, შენ მხოლოდ ჩემს სახელს უნდა ამბობდე, მხოლოდ მე უნდა მეძახდე, - ყვირილი დაიწყო გოგონამ ამ ხმაზე კი ოთახში უფროსი კიმი შემოვარდა.
- შენ ხომარ გაგიჟდი? რა გაყვირებს, საერთოდ იცი სად ხარ? - მკაცრად ჰკითხა გოგონას და ცივად გახედა.
- ის ვიღაც სხვას ეძახის, ის ვიღაც ჯისუს ეძახის. რატომ? ვინ არის ჯისუ? რამე იცით მასზე? მიპასუხეთ იცით რამე? - ისტერიულ ყვირილს აგრძელებდა ჰარა, რის გამოც გაბეზრებულმა მამაკაცმა ხელი მტკივნეულად ჩაავლო მხრებში და მაგრამ შეაჯანჯღარა
- მოკეტე, ახლავე შეწყვიტე ეს ნონსენსი. წესით უნდა იცოდე ვინც არის, შეწყვიტე მოთქმა და გაქრი ჩემი თვალთახედვის არიდან.
- რატომ ვერ მიტანთ? თქვენ არც კი მიცნობთ მაგრამ გეზიზღებით, რატომ?
- მეზიზღები? არა მადლობთ, საერთოდ რატომ უნდა ვგრძნობდე შენს მიმართ რამეს? ახლა ამ უაზრო მოთქმას თუ არ შეწყვეტ აქედან მოგისვრი და კიდევ სანამ არ გაიღვიძებს ჩემს ძმიშვილს არ მიუახლოვდე. მერე თავად გადაწყვეტს რას მოგიხერხებს - გულგრილად ჩაილაპარაკა კაცმა, აქვითინებული ჰარა ოთახიდან გაუშვა. გოგონა ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდა მისმენილს
-ჯისუ? შეუძლებელია უბრალოდ დამთხვევაა, შევამჩნევდი, ალბათ სხვაა, შეუძლებელია ის იყოს.... მაგრამ ვინც უნდა იყო გიპოვი, გიპოვი და მოგკლავ. - ჰარას თვალები ზიზღისაგან ელავდა. ფაქტი იყო უკან დახევას არ აპირებდა. ყველაფერი უფრო მეტად იხლართებოდა ვიდრე წარმოდგენა შეეძლო.......
..................
სასოწარკვეთილი ჯისუ საძინებელში ბოლთას სცემდა. აფორიაქებული ვერაფრით წყნარდებოდა. ყურში გამუდმებით თეჰიონის ტკივილით დატანჯული ხმა ჩაესმოდა. თავს ვერაფერს უხერხებდა ამისგან კი ზეზეულად თავადაც კვდებოდა.
- არა უნდა დავრეკო, ვინმე მიპასუხებს და გავარკვევ, ასე გავგიჟდები. დავრეკავ აუცილებლად. - გოგონამ ტელეფონი აიღო და ისევ კიმის ნომერზე დარეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ მეორე მხარეს სასიამოვნო ბარიტონი გაისმა....
................
დანაღვლიანებული ჩანი ძმიშვილის სასთუმალთან იჯდა და სივრცეს გასცქეროდა გულდამძიმებული, საკუთარ თავს იდანაშაულებდა რომ მისი დაცვა ვერ შეძლო.
- მაპატიე, მაპატიე ძმაო, შენი ერთადერთი შვილი ვერ დავიცავი. მაპატიე გთხოვ, მაგრამ გპირდები ამიერიდან არ დავუშვებ რამემ ზიანი მიაყენოს. ყველაფერს ვიზამ მისი ბედნიერებისთვის. - უფროსმა ღრმად ამოიოხრა, მოულოდნელად კი თეჰიონის ტელეფონმა რეკვა დაიწყო, მამაკაცმა წყნარად დახედა ეკრანს და გოგონას ლამაზი სახის დანახვისთანავე გაეღიმა. აშკარა იყო მის ძმიშვილს კარგი გემოვნება ჰქონდა. სწრაფად უპასუხა, მალევე ჯისუს აკანკალებული ხმაც გაიგო.
- თეჰიონ? როგორ ხარ? მითხარი რომ არაფერი დაგიშავდა.
- ჯისუ, შვილო, მე კიმ ჩანი ვარ, თეჰიონის ბიძა.
- ღმერთო, უკაცრავად მე უბრალოდ... - აიბნა გოგონა - მაგრამ თეჰიონი კარგადაა ხომ ასეა?
- კარგად იქნება, კარგად, სანერვიულო აღარაფერია.
- რა დაემართა?
- ესროლეს, - გულწრფელად უპასუხა კაცმა. - მაგრამ საფრთხემ გაიარა. მალე გაიღვიძებს და ვეტყვი რომ დარეკე.
- არა, არაა საჭირო. მე, რახან ყველაფერი რიგზეა ახლა დაგემშვიდობებით. მე უბრალოდ მისი პარტნიორი ვარ - უხერხულად ჩაახველა ჯისუმ - მხოლოდ..
- ვიცი ვინც ხარ ჯისუ, კარგად ვიცი....
- გოგონამ არ იცოდა რა უნდა ეპასუხა ამიტომ ნაჩქარევად გათიშა და იქვე ჩაიკეცა. - რა გავაკეთე, რა ჯანდაბა გავაკეთე???? იდიოტო, იდიოტო გოგო, სულელო. თავი ასე როგორ დაკარგე.......
მეგობრებო, იმედია ეს ფიკი არ გავაფუჭე. მართლა მინდა კარგი გამოვიდეს მაგრამ ცოტა გადარბენაზე ვწერ. ასე რომ შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. მიყვარხართ, და მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro