12 თავი
შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ........
ბრეგბედერი
მომხდარის შემდეგ ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ჯისუმ როგორღაც მოახერხა და თავი ხელში აიყვანა, ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის რა ძვირად დაუჯდა ეს. იარები რომელიც აქამდე მიყუჩებული ჰქონდა ისევ სისხლმდენი გახდა. ყველა მოგონება თვალწინ დაუდგა. მან ისევ გაანადგურა, კიმ თეჰიონმა ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ ფუჭი გახადა ყველა ძალისხმევა რაც კი გოგონამ გაიღო მისი გონებიდან ბიჭის სამუდამოდ მოსაშორებლად, მაგრამ არა, ჯისუ ახლა ის ყურებამდე შეყვარებული თინეიჯერი აღარაა ვისაც გული მკერდიდან ამოაგლიჯეს, იგი ახლა ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალია და ერთი კოცნით ვერავინ შეძლებს გული აუჩუყოს. გოგონამ თავი სწრაფად მოიწესრიგა და ისევ სათათბირო დარბაზისკენ გაეშურა.
........................
- სად ჯანდაბაშია შენი მეგობარი? 15 წუთში ისევ თათბირია - უკმაყოფილოდ თქვა თეჰიონმა და ამ სიტყვებითან ერთად იერიმ კარი შემოაღო.
- აქამდე სად იყავი, ან საერთოდ რა ხდება?- ინტერესით იკითხა ჰარამ როცა დაქალი გაქვავებული სახით სავარძელზე ჩამოჯდა.
- ვცდილობდი დირექტორთა შორის მეპოვნა ისეთები ვის გადმობირებასაც ჯისუს წინააღმდეგ შევძლებდი. - ცივად ჩაილაპარაკა პარკმა და წყვილს უმეტყველო თვალები შეანათა.
- ასეთი რა მოხდა, ამოთქვი სანამ მოთმინება დამიკარგავს - ზედმეტად ჩუმად გაისმა თეჰიონი ხმაც და იერიმ მძიმედ ამოიხვნეშა.
- ამ ეშმაკის მოციქულის ძალა სათანადოდ ვერ შევაფასე. ამ დილით, საბჭოს სხდომამდე ერთმანეთს შევხვდით - გოგონა გაჩერდა, თითქოს ორჭოფობდა ეთქვა თუ არა ყველაფერი
- რას გულისხმობ, რაზე ისაუბრეთ? - ამჯერად დაინტერესდა ჰარა.
- დეტალებს მნიშნველობა არ აქვს - ყველა კარტის გაშლა არ ისურვა იერიმ - გეტყვით იმას რომ ჯისუს აქვს რაღაც რაც ხელ-ფეხს მიკრავს, და რითაც ბედავს და მაშანტაჟებს. ამჯერად მის წინააღმდეგ ღიად ვერ ვიმოქმედებთ. საჭიროა ჯერ დავრწმუნდე რომ მასალა რომელიც აქვს განადგურებულია.
- რას გულისხმობ? ასეთი რა კომპრომატი აქვს შენზე რომ უკან დახევა გადაწყიტე? - ცინიკურად იკითხა კიმმა, მას ეს სიტუაცია ძალიან ართობდა.
- გითხარი რომ დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა, მოდი ასე ვთქვათ, მას რაღაც ჩანაწერი აქვს რაც მასთან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინმეს გადმობირება შეძელი? - ისევ დაინტერესდა ჰარა
- რამდენიმე გადმოვიბირე. ძირს ისე გავუთხრი ვერაფერს მიხვდება, ხოლო როცა მისი ძალაუფლება შესუსტდება ადვილად დავამარცხებ...... - სამეულს საუბარი იერის მდივანმა გააწყვეტინა რომელმაც მათ თათბირის დაწყების შესახებ აცნობა და ისინიც მაშნვე მითითებული მიმართულებით გაემართნენ.
..............................
კუნძულ ჯეჯუს მაგიურ სანაპიროზე შუაღამით გამოჩნდა გემი რომელმაც ეს სამოთხისებრი ადგილი ჯოჯოხეთური სიბნელით და კოშმარული სიბინძურით წაბილწა.
- რამდენი არიან? - იკითხა უხეში გარეგნობის მაღალმა მამაკაცმა და შედარებით დაბალსა და ჩაფსკვნილს მიუბრუნდა.
- 30-ნი, ყველა მათგანი სპეციალურადაა შერჩეული და იდეალურ ფორმაშია. ბოსი ნამდვილად კმაყოფილი იქნება. ასეთი მრავალფეროვანი საქონელი მართლაც რომ არასდროს გვყოლია. - ჩაიცინა დაბალმა
მრავალფეროვანში რას გულისხმობ მარკს?
- აქ ყველა ეროვნებას შეხვდები ლი, ძირითადად ევროპელ თოჯინებს. სლავებიც კი არიან. ჩვენმა ბიჭებმა კარგად იმუშავეს. დასანანია რომ მათი სხვებისთვის გადაცემა გვიწევს.
- ეს მხოლოდ დროებითია. ბოსს იმ ნაბიჭვარი კიმის გაფუჭება სურს, ქალებს უკან დავბრუნებთ როცა იაკუზა დაემხობა. -ბინძურად ჩაიცინა მარკსმა და მალე ორი შეშლილი მანიაკის სიცილმა გააყრუა გარემო.....................
.............................
ჯისუმ შეკრებილებს მშვიდად გადახედა, თეჰიონის "მშიერი" მზერა დააიგნორა და საუბარი მშვიდი ტონით დაიწყო.
- ბატონებო, თქვენი აქ შეკრების მთავარი მიზანი თქვენთვის ახალი აქციონერის წარდგენაა. ბატონ კიმ - გულგრილად წარმოთქვა გოგონამ და ხელი უდარდელად მჯდომი თეჰიონისკენ გაიშვირა - წარგვიდგინეთ თქვენი თავი, და აგვიხსენით მიზეზი რის გამოც ჩვენს მოკრძალებულ ჰოლდინგთან კოლაბორაცია ინებეთ. - თეჰიონმა მრავლისმეტყველი მზერა მოავლო დამსწრეთ და თავისი დამახასიათებელი გულშიჩამწვდომი ბოხი ხმით გაეცნო იქ მყოფთ.
- ჩემი კომპანია ძირითადად ექსპორტ-იმპორტითა და ტრანზიტებითაა დაკავებული, ქსელი გვაქვს სრულიად აზიასა და ამერიკის კონტინენზე, ჩვენი დაფარვის ზონაა ასევე ევროპის რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო, მაგალითად საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება კოლაბორაციის მიზანს, მიმაჩნია რომ გემთმშენებლობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით ვიღებ. სიახლეები მიყვარს და ფულიც საკმარისი მაქვს, ეს კომპანია ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩემი ზრუნვის ქვეშ. - თვითკმაყოფილად გაიღიმა თეჰიონმა.
- ყველაფერს დრო გვიჩვენებს ბატონო კიმ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. თუმცა რახან ჩემმა ძვირფასმა მამიდაშვილმა თქვენთვის ამ საქმის მონდობა გადაწყვიტა დაე იყოს მისი ნება. ვუბრძანებ რომ თქვენთვისა და თქვენი ასისტენტისათვის კაბინეტები მოამზადონ, თუმცა არა, რახან როგორც მახსოვს თქვენი საცოლეა ერთი კაბინეტიც სავსებით საკმარისი იქნება - ცინიკურად ჩაიცინა ჯისუმ და წყვილს თვალი შეავლო, გოგონას ღიმილი გაფართოვდა როცა თეჰიონის უკმაყოფილო სახე დააფიქსირა თუმცა ამისათვის ყურადღება დიდად არ მიუქცევია. და განაგრძო - ასევე ქალბატონ იერის ჩამოერთმევა ხმის მიცემის უფლება, მას ჯერჯერობით დასვენებას ვურჩევ, დარწმუნებული ვარ ბევრი აქვს საფიქრალი.
- მაგრამ ...- გაპროტესტება სცადა გოგონამ თუმცა ჯისუმ მაშინვე შეაწყვეტინა.
- რაიმე საწინაააღმდეგო გაქვს ქალბატონო პარკ?
- არა, ყველაფერი რიგზეა ქალბატონო კიმ - ჩუმად ჩაიჩურჩულა იერიმ და სიმწრისგან მუშტები შეკრა.
- ძალიან კარგი თუ ასეა. თათბირი დასრულებულია შეგიძლიათ თქვენი პოზიცები დაიკავოთ. - ჯისუ გულგრილად დაემშვიდობა იქ მყოფთ და ასისტენტ ბექიონთან ერთად დატოვა სათათბირო ოთახი.
.........................
- ახლა რა უნდა ვქნათ? ბოსი ყველას დაგვხოცავს თუ გაიგებს რომ კიმმა მისი გეგმების შესახებ გაიგო. - ბოლთის ცემას მოჰყვა წითურთმიანი, სისხლით მოსვრილ სარდაფში. მან შესანიშნავად იცოდა როგორ ექცეოდა ვანგი მათ ვინც დავალებას სწორად ვერ ასრულებდა.
- სისულელეა, ვერაფერს მიხვდება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც, ხოლო როცა აღმოაჩენს რომ სიმართლე დავმალეთ კიმი ისეთ დღეში ჩააგდებს ტრიადას ჩვენთვის არავის ეცლება. ახლა კი მორჩი ზლუქუნს და ტრაკი გაანძრიე თორემ ნამდვილად იეჭვებენ რამეს.
...........................
- ბატონო ვანგ, ყველაფერი მოგვარებულია, თუმცა შეტაკების დროს სამწუხაროდ ჩვენი ხალხიც დავკარგეთ - თავი დახარა წითურთმიანმა ხანშიშესული ლიდერის წინაშე.
- ძალიან კარგი, საქონელი? გემი ადგილზეა?
- გემი პორტშია, რამდენიმე დღეში დაბალი ხარისხის ჰეროინთან ერთად ჩრდილოეთით გავაგზავნით.
- ასე, ასე..... მალე ყველაფერი დამთავრდება, იაკუზას სახელი სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს და ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ ტრიადა იბატონებს.
............................
ჩრდილოეთ კორეა ფხენიანი
- ბატონო ჩენ, იაკუზას დაჯგუფების მეთაურს თქვენთან შეხვედრა სურს.
- პატარა ლეკვს ბიძასთან შეხვედრა უნდა? უთხარი რომ ბიძა მიიღებს...... - შუა ხნის მკაცრი სახის შავგვრემან მამაკაცს სახეზე ღიმილი გადაეფინა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა.
მეგობრებო ძალიან გთხოვთ, თუკი შეძლებთ და დრო გექნებათ დატივეთ კომენტარი, ძალიან მჭირდება თქვენი შეფასებები, ეს ცემთვის მნიშვნელოვანია.... მიყვარხართ, გაუფრთხილდით თავს ❤❤❤❤
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro