Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

11თავი

პარკ ჰოლდინგის უზარმაზარ საკონფერენციო ოთახში თითქმის ყველა სავალდებულოდ დამსწრე პირი იმყოფებოდა, ისინი მომავალ თავმჯდომარეს მოთმინებით ელოდნენ. მოუსვენრად მხოლოდ ორი ადამიანი იყო. იერი რომელიც ჯერ კიდევ ჯისუს სიტყვებზე ფიქრობდა და ჰარა რომელსაც მის გვერდით მჯდომი თეჰიონის გაქვავებული სახე აფორიაქებდა. კიმი ისევე მოულოდნელად გამოჩნდა როგორც გაუჩინარდა. არც იმაზე მოცდენილა რომ ჰარასთვის რაიმე აეხსნა.. ახლაც კი მის გვერდით მჯდომი ფიქრებით აქედან სადღაც შორს არის. - ასე არასდროს მოქცეულა, რა გჭირს თაე, რა გემართება?- გონებაში საკუთარ თავს ეკითხებოდა გოგონა თუმცა კარგად იცოდა ამ შეკითხვაზე პასუხს ვერასდროს მიიღებდა....... მისი ეს უსარგებლო ფიქრები დარბაზში ჯისუსა და ჯონგუკის გამოჩენამ გაფანტა. იქ მსხდომებმა აღფრთოვანებული მზერები შეაგებეს ამ საოცრად ელეგანტურ წყვილს, ისინი საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს და ამას ვერავინ უარყოფდა. ჰარამ თავისდა უნებურად თეჰიონისკენ მიიხედა თუმცა ალბათ უკეთესი იქნებოდა ეს არასდროს გაეკეთებინა. კიმი მომაკვდინებელი მზერით უყურებდა წყვილს. მისი ხელები მუშტებად შეკრულიყო. ყბა საშინლად დაჭიმული ჰქონდა, გოგონას ადრეც ბევრჯერ უნახავს ასეთი თეჰიონი და შეეძლო დაეფიცა რომ ის ახლა განრისხებული იყო..... მაგრამ რატომ? რა იყო ამის მიზეზი?

.................

თეჰიონი დაძაბული ელოდებოდა ჯისუს გამოჩენას. მთელი ეს დრო საკუთარ თავს ებრძოდა მაგრამ უშედეგოდ. უნდოდა თვალი შეევლო მისთვის, დარწმუნებულიყო რომ კარგადაა. ცოფდებოდა ამის გამო მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო. სხვა არავინ აინტერესებდა, საკუთარ თავში ყველაფერი გასულ ღამეს დაალაგა, ახლა ზუსტად იცოდა რა უფრო სწორად ვინ უნდოდა და ეს ჯისუ იყო. გოგონას დაიბრუნებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. სხეულს ის სჭირდებოდა, გულს ის ენატრებოდა. რამდენიც უნდა უარეყო ამას ვერსად გაექცეოდა. ამიტომ ჯისუს მოუწევდა მისი მიღება უნდოდა თუ არა იმ ადგილს უნდა დაბრუნებოდა რომელსაც ყოველთვის ეკუთვნოდა, თეჰიონის მკლავებს.
კიმმა კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა როცა ერთად მომავალი ჯისუ და ჯონგუკი შენიშნა. ბიჭს გოგონას ხელი დაეჭირა და ნაზად ეფერებოდა. ამის შემხედვარეს ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, უნდოდა მაშინვე ფეხზე წამომხტარიყო, თუმცა თავი შეიკავავა და მხოლოდ დაჟინებული მზერით დაკმაყოფილდა. რამდენიმე წუთში ხმის მიცემის ცერემონიაც დაიწყო ჯისუ პარკ ჰოლდინგის ხელმძღვანელი გახდა. დირექტორატმა იგი ერთხმად აირჩია მომავალ CEO- დ

..................

- პატარავ შესანიშნავი იყავი, შენით ვამაყობ - შუბლზე აკოცა ჯონგუკმა საცოლეს როცა ყველაფერმა ჩაიარა და გულში მაგრად ჩაიკრა -გინდა წავიდეთ, შენი ტრიუმფი სადმე აღვნიშნოთ?
- ვწუხვარ რომ თქვენს მომენტს ვაფუჭებ, მაგრამ მინდა ჩემს პარტნიორს მივულოცო - არსაიდან გაისმა თეჰიონის ბოხი ხმა, რომელმაც სიტყვა ჩემი განსაკუთრებულად გამოკვეთა და ჩახვეული წყვილი აიძულა ერთმანეთს მოშორებოდა.
- თეჰიონ? - ცივი ღიმილით მიესალმა ჯისუ დამაშინვე ჯონგუკს მიუბრუნდა.
- გუკი გაიცანი ეს ბატონი კიმია, ჩემი ბიზნესპარტნიორი, აქციების 30 პროცენტის მფლობელი.
- გასაგებია, სასიამოვნოა, ჯეონ ჯონგუკი, მე ჯისუს საქმრო ვარ - თავი წაუდგინა შავგვრემან მამაკაცს ჯეონმა და მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, წამით ჯისუმ ნათლად დაინახა ორივეს თვალებში გაელვებული მრისხანე ნაპერწკალი თუმცა ყველაფერი საკუთარ ფანტაზიებს მიაწერა.
- ჯონგუკ, მაპატიე მაგრამ დღეს არ გამოვა. მინდა ბატონ კიმთან და კიდევ რამდენიმე დირექტორთან კომპანიასთან დაკავშირებული საკითხები გავიარო.
- კარგი ჩემო პატარავ, მოგვიანებით შევხვდებით, თავს გაუფრთხილდი - გუკმა სწრაფად აკოცა საცოლეს, გაქვავებულ თეჰიონს დაემშვიდობა და იქაურობა დატოვა. როგორც კი ბიჭი თვალს მიეფარა ჯისუ კიმისაკენ მიბრუნდა რათა თავის ადგილას მოესვა, თუმცა მაშინვე მის ძლიერ მკერდს შეეჯახა, გოგონა სასწრაფოდ უკან გადახტა თუმცა თეჰიონის მკლავებმა ამის საშუალება არ მისცა და ისევ ახლოს მიიკრეს.
- ასე სად გეჩქარება პრინცესავ?
- ახლავე ხელი გამიშვი იდიოტო, ამას როგორ ბედავ? ვინმე დაგვინახავს - დაიყვირა ჯისუმ თან თავის გათავისუფლება სცადა
- მაშინ იქ წავიდეთ სადაც ვერავინ შეგვაწუხებს - მაცდურად ჩასჩურჩულა კიმმა გოგონას, რომელიც იქვე ცარიელ კაბინეტში შეათრია.
- რას აკეთებ? გამოშტერდი? შენი თავი ვინ გგონია კიმ თეჰიონ? იცი მაინც ვინ ხარ? - ბოლო ხმაზე ყვიროდა ჯისუ თუმცა თეჰიონს სახეზე მხოლოდ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
- შენ რა იცინი გამაგებინე რა გაცინებს, წყობიდან ნუ გამომიყვან გაფრ.... - ყვირილს აგრძელებდა ჯისუ სანამ მის ტუჩებზე აწებებულმა თეჰიონის ტუჩებმა სიტყვის თქმის საშუალება მოუსპო. მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა და ორივემ იგრძნო რომ მთელი ეს წლები არ უცხოვრიათ, რომ ყველაფერი ამ გრძნობის გარდა სულელური ილუზია და უაზრო თავის მოტყუება იყო. კიმმა გოგონა მთელი ძალით მიიკრა, თითქოს სურდა მასთან ერთი მთლიანობა გამხდარიყო, თითქოს არც არასდროს სურდა მისი გაშვება. ისე მოენატრა ეს სურნელი, ეს სითბო რომელსაც გოგონას სხეული გამოსცემდა, ისე მოენატრა, რომ.გაჩერება არ შეეძლო. თავის მხრივ ჯისუც არ იყო უკეთეს დღეში. საყვარელი კაცის სიახლოვისგან მუხლები ეკვეთებოდა, სუნთქვა ეკროდა, გული სასწაულად სწრაფად უცემდა, არასროს სურდა მოშორებოდა ამ ტუჩებს მაგრამ უეცრად მის გონებაში ჯონგუკის სახემ დაიწყო ამოტივტივება და გოგონამ ცხადად შეიგრძნო რელობა. მაშინვე ხელი ძლიერად კრა მაღალ სხეულს და ზურგი აქცია მას გულაჩქარებულმა.
- აღარასდროს გაბედო ამის გაკეთება, გესმის აღარასდროს - ძლივს ამოთქვა ჯისუმ.
- რატომ? - გამომცდელად გაისმა კიმის ხმა, ჯისუს შეეძლო დაეფიცა რომ თეჰიონი ახლა თვითკმაყოფილების ზენიტში იმყოფებოდა. - მე გეტყვი, იმიტომ რომ შენც მოგეწონა ის რაც რამდენიმე წამის წინ გავაკეთეთ, იმიტომ რომ შენ ისევ მე მეკუთვნი, შენი სხეულიც, გულიც და გონებაც მხოლოდ ჩემია. მე გიყვარვარ პრინცესავ.
- არა! - სასოწარკვეთილმა დაიყვირა გოგონამ და ბიჭისკენ მიბრუნდა - არა! მე ჯონგუკი მიყვარს, და მე მასზე დავქორწინდები, ეს აუცილებლად მოხდება. ვერ შეძლებ ყველაფრის გაფუჭებას. მე მისი საცოლე ვარ და მას ვეკუთვნი - ნიშნის მოგებით ჩაიცინა ჯისუმ და ტუჩები ზიზღით მოიწმინდა. თეჰიონის სახე კი უმალ შეცვალა საშიშმა გამომეტყველებამ
- შენ ჩემი ხარ კიმ ჯისუ, ჩემი ხარ, მარტო ჩემი.

- არა თეჰიონ, უკვე გითხარი, დიდი დრო გავიდა, ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს - ამჯერად მშვიდი ტონით გამაცხადა ჯისუმ და თვალი გაუსწორა კიმს.
- ცდები ლამაზო, არაფერი დასრულებულა, არც დასრულდება სანამ ერთმანეთის შეხებაზე ასე ვრეაგირებთ, სანამ ერთმანეთი გვინდა.
- შეწყვიტე, ახლავე შეწყვიტე ეს ნონსენსი - კბილებში გამოსცრა გოგონამ- შეიგნე რომ საქმრო მყავს, მომეცი საშუალება მშვიდად ვიცხოვრო
- არასდროს, შენ არასდროს იქნები სხვასთან, რადგან მე მეკუთვნი, და თუ ჩემი არ იქნები ირგვლივ ყველაფერს გავანადგურებ, ეს კარგად დაიმახსოვრე კიმ ჯისუ - კბილებში ამოიღრინა თეჰიონმა, რომელმაც გაცოფებულმა დატოვა კაბინეტი. ზედმეტი ემოციისგან სულშეგუბებული პატარა სხეული კი იქვე ტირილით ჩაიკეცა.....

...........

ღმერთო თეჰიონს ისევ ვერ ვპოულობ, საერთოდ რა ხდება ამ ბიჭის თავს - ამოიგმინა ჰარამ და კიმის ძებნა განაგრძო, მალევე შენიშნა მისკენ მომავალი, რომელსაც ტუჩებზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
- თეე, რამდენი ხანია გეძებ? სად იყავი?
- ჯისუს შევხვდი, კომპანიასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი უნდა გაგვევლო, არაფერი მნიშვნელოვანი- გულგრილად ჩაილაპარაკა კიმმა და გოგომასთან ერთად გასასვლელისაკენ გაემართა.
- კი მაგრამ რატომ არ მითხარი? მე ხომ აქ როგორც შენი ასისტენტი ისე ვარ წარმოდგენილი, მეც უნდა დავსწრებოდი საუბარს - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჰარამ
- უკვე გითხარი რომ სერიოზული არაფერი ყოფილა. ასეთი რეაქცია რატომ გაქვს ვერ ვიგებ. შენ რა ეჭიანობ? - ცინიკურად იკითხა თეჰიონმა თუმცა სახე სწრაფად დაასერიოზულა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე ჰარა, თავიდან ნუ დამაწყებინებ.
- რატომ უნდა ვეჭვიანობდე, თანაც ის გოგო მალე დაქორწინდება - წყნარად ჩაილაპარაკა ჩოიმ.
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, კბილებში ჩუმად გამოსცრა კიმმა რაც უყურადღებოდა არ დარჩენია ჰარას თუმცა ბიჭმა თავის დაძვრენა მარტივად მოახერხა.
- იერი სად არის? მეგონა დღესაც ტვინს შემიჭამდა შეთანხმების შესრულებაზე ლაპარაკით. - ცალყბად დაინტერესდა კიმი.
- სწორედ მაგიტომ გეძებდი, იერის ჩვენი სასწრაფოდ ნახვა უნდა, როგორც ჩანს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
- თუ ასეა წავიდეთ... - სწრაფად თქვა თეჰიონმა და ჰარასთან ერთად კუთვნილი მანქანისკენ გაემართა...

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo