10 თავი
8 წლის წინ
ჯისუ ფრთხილად მიუახლოვდა ბაღში მჯდომ მასზე რამდენიმე წლით უფროს გოგონას და თავისი საყვარელი ღიმილით მიესალმა
- გამარჯობა, მე კიმ ჯი.... - ვიცი ვინც ხარ - ცივად მიუგო მან, ისე რომ ჯისუსთვის ზედაც არ შეუხედავს.
- ჰ -ოო, ბაბუამ მითხრა რომ შენ იერი გქვია. მე ძალიან გამიხარდება თუკი ჩვენ საერთო ენას გამოვნახავთ თა დავ.... - მორცხვად დაიწყო გოგონამ თუმცა იერიმ ისევ შეაწყვეტინა, ამჯერად მისი ხმა უკვე ცინიკურად ჟღერდა - საცოდავო, გგონია შენნაირთან ოდესმე ვიმეგობრებ? გირჩევ ჩემგან თავი შორს დაიჭირო, იდიოტი... - აგდებულად ჩაილაპარაკა იერიმ და თავდახრილ ჯისუს სწრაფად გაეცალა.....
ახლანდელი დრო
ჯისუმ მტკივნეული მოგონებების მოსაშორებლად თავი გადააქნია, საათს დახედა, უკვე 8 ხდებოდა, ფილტვებში დილის ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთა და ტელეფონი მოიმარჯვა. რამდენიმე ზარის შემდეგ მეორე მხარეს გაღიზიანებული ხმაც გაისმა
- როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას იმის შემდეგ რაც გამიკეთე...... - მორჩი წუწუნს. სანაპიროზე მოდი, 15 წუთში აქ იყავი, არ დაგელოდები - ცივად მიუგდო ჯისუმ და მაშინვე გათიშა.....
...........................................
იერი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, როცა მობილურს დარეკა გაოცება და გაბრაზება ერთდროულად გამოისახა მის ნამძინარებ სახეზე, ხოლო როცა ჯისუმ შეხვედრა დაუთქვა და გაუთიშა გაღიზიანებულმა ჩუმად შეიკურთხა. - წყეული, როგორ ბედავს რომ ასე მელაპარაკება, ჯანდაბა. - გოგონამ თავის გვერდით მწოლიარე ჯონგინს გადახედა შუბლზე ნაზად აკოცა და საწოლიდან ფრთხილად ადგა რომ არ გაეღვიძებინა. მას ძალიან უყვარდა ეს მამაკაცი. იმ მომენტიდან როცა პირველად დაინახა. მაშინ სულ რაღაც 15 წლის იყო და ცხოვრებისაც არაფერი გაეგებოდა, მაგრამ დაინახა ჯონგინი და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. იერიმ სამყაროს სხვა თვალით შეხედა, ხასიათი შესამჩნევად გამოუკეთდა უფრო გულისხმიერი გახდა თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა. იერის ერთ ერთ დაბადების დღეზე ბიჭმა ჯისუ გაიცნო და მთელი მისი ყურადღება კიმისკენ მიმართა. იერის ეზიზღებოდა ჯისუ, ასე უმიზეზოდ პირველივე წამიდან ეზიზღებოდა მისი პათეტიკური სახე, ამის მერე კი უფრო მეტად შეიძულა. იმდენად რომ მზად იყო საკუთარი ხელით დაეხრჩო. საბედნიეროდ გოგონა იმ წელს ამერიკაში გაგზავნეს და ჯონგინთან მისი შეხვედრებიც შეწყდა, ბიჭი მას დაუბრუნდა და ახლა ორივენი ერთმანეთით ტკბებოდნენ.
- ჩვენ არაჩევეულებრივი მომავალი გველის ჩემო სიცოცხლე, წყნარად ჩაილაპარაკა უკვე წასასვლელად მომზადებულმა გოგონამ და ბიჭს თმებზე ნაზად მიეფერა. - მალე ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ შეიცვლება საყვარელო - იერიმ კიდევ ერთხელ დახედა საყვარელ მამაკაცს და ოთახის კარი ფრთხილად გაიხურა.
...........................
ჩაბნელებულ, ზედმეტად ბინძურ დარბაზში ტყვეების განწირული ყვირილი ისმის. მათი ხმა საზარელი მოსასმენია, ფიზიონომია მთლიანად სისხლში ამოსვრილი, თეჰიონი კი მთელს ამ სანახაობას გაყინული მზერით აკვირდება და ლყუჩებზე შეშლილის ღიმილი დასთამაშებს. კიმმა უნდა აღიარის რომ უყვარს სისხლის სუნი, მით უფრო თუკი ეს მისი მოსისხლე მტრის სისხლია. ხალხის დახოცვა ჯერ კიდევ პატარამ დაიწყო, ასე რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ვერც მასზე უფრო დიდი ფანტაზიის უნარით დაჯილდოებულს იპოვიდით ვინმეს. ძალიამ კარგად იცოდა სანამ დახოცავდა საჭირო ინფორმაცია როგორ მიეღო. ამას ყოველთვის ახერხებდა, არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. ბოლო დროს მის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენებისგან დაძაბულმა და დასტრესილმა მთელი ბოღმა ამ ოთხზე ანთხია და შედეგიც მიიღო. ოთხეული საკუთარი უბადრუკი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლიდა თეჰიონი კი სისხლიან იარაღებს წმენდდა, ისე ნება- ნება თითქოს საშვილოშვილო რელიქვიას ასუფთავებს ზედმეტი მტვრისგანო.
- ჩენ, ჩანიოლ, ყველაფერი კარგად გაიგეთ არა? - მეგობრებს მიუბრუნდა კიმი.
- ბინძურ ღორს უნდა მთელი ჩემი მარშრუტი მიისაკუთროს და თავად ითარეშოს აღმოსავლეთ აზიაში. გაარკვიეთ ყველაფერი იმ "ცოცხალი საქონლის" შესახებ რაზეც ამათ იბოდიალეს და რაც შეიძლება სწრაფად, მე ისევ ბუსანში ვბრუნდები. ჩენ ახალ საქონელზე პასუხისმგებელი იქნები. ჩანიოლ შენ კი ამ საქმეს მიხედავ და გვამებსაც გააქრობ. როცა აქ მორჩებით ორივენი ბუსანში ჩამოხვალთ. - კიმს საუბარი ერთ ერთმა ბანდის წევრმა შეაწყვეტინა, ახალგაზრდა შეშფოთებული სახით შემოვარდა და პირდაპირ ბოსისაკენ დაიძრა.
- ისინი აქ არიან, ტრიადის ხალხი აქააა, ალბათ ამათ წასაყვანად მოვიდნენ.
- არამგონია მათ ცოცხლად წასაყვანად იყვნენ მოსული. - ბოროტად ჩაიცინა თეჰიონმა. - ყველა დახოცეთ და ამათ გვამებთან ერთად შტაბის წინ დაუგდეთ იმ ბებერს. მერე ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდება. - ბრძანება მაშინვე შესრულდა. - საკუთარ მოედანზე მებრძვი მოხუცო? არასწორი სვლაა.. - ცინიკური ღიმილი გამოესახა სახეზე კიმს და იქაურობა მოზომილი ნაბიჯებით დატოვა.
............................
- როგორ ბედავ ჩემს ასე დაბარებას, შენი ქვეშემრდომი ხომარ გგონივარ?
- აღარ, უკვე ჩემი ქვეშევრდომიც კი აღარ ხარ - ცივას თქვა ჯისუმ და ბიძაშვილისკენ შებრუნდა.
- ნუ მაცინებ, ისევ ისეთი პათეტიკური იდიოტი ხარ როგირიც 8 წლის წინ იყავი, გგონია მაგ შენი ფასადით მომატყუებ. აი თუნდაც ეს, რა საჭირო იყო ასე გასაიდუმლოება, შეგვეძლო ერთმანეთი სახლში გვენახა ან კომპანიაში.
- იერი, კომპანიაში, როგორც აღვნიშნე ჩემი ნებართვის გარეშე ფეხს ვეღარ შემოდგამ, საკუთარი სისულელის გამო, ხოლო სახლში ამ ბოლო დროს შენი გამოჭერა ჭირს.
- რატომ დამირეკე - თვალები მობეზრებით აატრიალა გოგონამ და მამიდაშვილს დაკვირვებით შეხედა
- იმიტომ რომ უკანასკნელად ვცადო ჩვენი ურთიერთობის გამოსწორება სანამ იმას გავაკეთებ რის გაკეთებასაც ვაპირებ. - წყნარად თქვა ჯისუმ და ისევ უჩვეულოდ წყნარ ზღავს გახედა. - ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს, არაფერი შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცეები გამოვასწოროთ...
- აი ხომ გითხარი საშინლად პათეტიკური ხარ. ისევ ისეთი ხარ, არასდროს დავთანხმდები შენნაირთან რაიმე სახის ურთიერთობას, საუბედუროდ ერთი სისხლი გვაქვს, ამას ვერ შევცვლი, სხვა ჩვენ არაფერი გვაკავშირებს. - ამრეზით თქვა იერიმ და მამიდაშვილს თვალებში ჩახედა.
- რა გაეწყობა, ასეთ შემთხვევაში სხვა გზას არ მიტოვებ, არადა ღმერთმა იცის რომ არ მიმდოდა - დანანენით ჩაილაპარაკა ჯისუმ და ტელეფონი მოიმარჯვა - ნახე, ამის ნახვის შემდეგ სხვანაირად აჭიკჭიკდები. - იერიმ შეიძლება ითქვას ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და იმ წამსვე სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა, საბოლოოდ ყველა მათგანი უზარმაზარმა ტკივილმა შეცვალა.
- ე..სს რა ააა..არის? - სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი სასოწარკვეთილმა.
- იაფფასიანი პირნო - ცინიკურად თქვა ჯუსუმ და საკუთარი ხელის თითების თვალიერებას მოჰყვა. - იაფფასიანი პორნო რომელიც ჯერჯერობით არავის უნახავს, ნუ ჯერჯერობით.... ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუკი რამეს ისე გააკეთებ რაც მე გამაღიზიანებს მთელი ქვეყანა ნახავს როგორ ერთობა პარკ ჰოლდინგის ერთ ერთი მემკვიდრე. ვის ენდომება ასეთი ხელმძღვანელი? მოდი გეტყვი, არავის. ასე რომ ტვინი გაანძრიე რომელიც სავარაუდოდ არ გაქვს, მაგრამ იქნებ სხვა დაგეხმაროს მიხვედრაში. ახლა დროებით, ნახვამდის საყვარელო - თავისი ბავშვური ღიმილით გაუღიმა მეტყველების უნარ დაკარგულ იერის და მანქანისკენ გაემართა. - იყავი ჭკვიანი გოგო და დაიკოს გზაზე ნუღარ გადაუდგები. .... - ჯისუ მალევე მიეფარა თვალს ერთ ადგილას გაყინული იერი კი მუხლებზე დაეცა და საშინელი ხმა ამოუშვა. - წყეულო შანტაჟისტო, გგონია შემაშინებ? ბოლოს მოგიღებ
...
........................
- ჯისუ, ჯერ კიდევ სახლში ხარ?
- დილამშვიდობის ბაბუა, დიახ, ჯონგუკს ველოდები, დღეს მნიშვნელოვანი დღეა და მითხრა რომ ჩემს გვერდით იქნება, მხარს დამიჭერს - თბილად გაუღიმა გოგონამ მაგიდასთან ახლახანს ჩამომჯდარ უფროს პარკს.
- ჯონგუკი კარგი ბიჭია, ძალიან მომწონს, მიხარია რომ ის აარჩიე შვილო. - გაიღიმა მამაკაცმა.
- ასეა ბაბუა, ის ყველაზე თბილი და საყვარელი ვინმეა რათქმაუნდა ჩემი ბაბუს შემდეგ. - ჯისუ სკამიდან წამოდგა ჯონგთან მივიდა და კალთაში ჩაუჯდა.
- უკვე დიდი გოგო ხარ მაგრამ ბაბუას კალთაში ისევ გიყვარს ნებივრობა, - სიცილით თქვა კაცმა და შვილიშვლს შუბლზე აკოცა.
- ასეა ბატონო პარკ, თქვენი სურნელიც კი მამშვიდებს.
- კარგი მაგრამ ეს შენს ქმარს არ უთხრა - ჩუმად უჩურჩულა მოხუცმა და ორივემ გულიანად გადაიხარხარა.....
............................
- ჯონგუკ მოხვედი? - ღიმილით შეეგება ჯისუ საქმროს.
- აქ ვარ პატარავ, იმედია ძალიან არ დავაგვიანე, პირდაპირ დეგუდან მოვდივარ - ხელები მაგრად მოხვია ბიჭმა გოგონას და ცხვირი მის სურნელოვან, აბრეშუმის თმაში ჩარგო.
- არა, რას ამბობ, მაგრამ შენ დაღლილი იქნები, იქნებ სახლში წასულიყავი და დაგესვენა.
- რას ამბობ, გამორიცხულია - თავი მტკიცედ გადააქნია ბიჭმა. - შენთან მინდა ყოფნა, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი დასვენება, და შვება. ასეთ მნიშვნელოვან დღეს მარტო არ იქნები გამორიცხულია. - ბიჭმა კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გოგონა, მერე კი ოდნვ მოშორდა და მის თვალიერებას მოჰყვა.
- არაჩვეულებრივი ხარ, ყველაზე ლამზი ვინც კი მინახავს კიმ ჯისუ. ამას როგორ ახერხებ საერთოდ?
- მადლობთ, თავადაც არაგიშავთ ბატონო ჯეონ - სიცილით თქვა გოგონამ და ბიჭს ლოყაზე აკოცა. - მე კი ყველაზე სიმპათიური და საყვარელი საქმრო მყავს.......
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro