Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

26 თავი

თეჰიონი ფრთხილად შევიდა ნახევრად ჩაბნელებულ რეანიმაციაში და მაშინვე  გაარჩია ოთახის შუაგულში უგონოდ მწოლიარე ჯისუ. კიმი ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს, თითქოს ეშინოდა მშვიდი ძილი არ დაეფრთხო გოგონასთვის. მისი ხელი ხელში დაიჭირა და ნაზად ეამბორა. 

- ჯისუ, ჩემო სიცოცხლევ, მაპატიე, რომ შენს გვერდით არ ვიყავი. მაპატიე რომ დაგტოვე. ჯისუ, არ ვიცი ახლა ჩემი გესმის თუ არა მაგრამ მაინც ვცდი სათქმელი გითხრა, რადგან ვგრძნობ სიტყვები მახრჩობენ. მთელი ეს დრო უშენოდ ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე. არ ვარ კარგი მსგავს რამეებში, მაგრამ მე შენ მიყვარხარ. ეს შენთვის ყოველ დღე უნდა მეთქვა..... ყოველ წამს მკლავებში უნდა მყოლოდი... მხოლოდ იმას ვნანობ რომ ლაჩარი ვიყავი, პატარავ!! შენ არ დამტოვებ ეს ვიცი და ამაზე არ ვღელავ. შენ ვერ წახვალ  რადგან ამისთვის ზედმეტად გიყვარვარ ასე არაა? ჯისუ.... მინდა შენს უძირო თვალებში ჩავიხედო სადაც სარკესავით ჩანს შენი სუფთა სული. ვერ ვიცხოვრებ თუ მეცოდინება რომ არ სუნთქავ, ვერ ვიცოცხლებ თუ შენ არ იარსებებ ამ სამყაროში. ჩემო პატარავ, როცა პირველად გნახე ჩემი ცხოვრება, რომელიც მუდმივად ბნელი იყო თითქოს მომენტალურად განათდა. შენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე. ცხოვრების გასაგრძელებლად სტიმული მომეცი და სიყვარული მასწავლე. ახლა უფლება არ გაქვს დამტოვო. არასდროს დამვიწყებია პირველი ღამე რომელიც ერთად გავატარეთ, არასდროს დამვიწყებია შენი ათრთოლებული სხეულის სითბო, შენი გულისცემის ხმა. რიტმი, რომელიც ყოველ წამს გიჟვით იმატებდა. იმ წამს მეგონა რომ შენზე მეტად ვნერვიულობდი. მეშინოდა რომ ტკივილს მოგაყენებდი მაგრამ ეს მაინც გავაკეთე. ვიცი საშინლად გატკინე მაგრამ ასე ვერ დამსჯი არა? შენ ხომ ვერასდროს მიბრაზდებოდი დიდი ხნით... - თეჰიონმა იგრძნო როგორ აუკანკალდა ხმა, თავს წყევლიდა ამისთვის, არ უნდოდა ეტირა, არ უნდოდა სიტუაცია მძიმედ მიეღო. საკუთარ თავს  მთელი გზა გამუდმებით შთააგონებდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და გოგონა მალე გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ახლა მისი ფერმკრთალი სახის დანახვისას საშინელმა შიშმა შეიპყრო. ჯისუ გაუნძრევლად იწვა, სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. ამ სურათის შემხედვარე ნებისმიერი გატყდებოდა, მით უფრო ჭკუის დაკარგვამდე  შეყვარებული კიმი. თეჰიონი ნელა დაიხარა საყვარელი სახისკენ და ფრთხილად ეამბორა შუბლზე. მისი ცივი კანის შეხებისას თავის შეკავება ვერ შეძლო და  პატარა ბავშვივით აქვითინდა.... გთხოვ, უბრალოდ შემომხედე, უბრალოდ ერთხელ შემომხედე რომ მივხვდე ჩემთან დარჩები, რომ ვიცოდე არ დამტოვებ. მარტო ერთხელ შემომხედე და თუ საჭიროა მომდევნო  ცხრა წელი დაგელოდები, ან უფრო მეტი. მთელი ცხოვრება დაგელოდები,  შემომხედე. - კიმს ცრემლები უწყვეტ ნაკადად სდიოდა და დაუნდობლად ასველებდა ჯისუს სახეს.... 

- ბატონო კიმ? თქვენი დრო ამოიწურა - თეჰიონს არაბუნებრივად ბოხი ხმა შემოესმა და ფრთხილად მოსცილდა გოგონას სხეულს..... კარისკენ შებრუნდა რათა ექიმს მისალმებოდა და ასეც მოიქცა თუმცა არასაკმარისი განეთების გამო მისი სახის გარჩევა ვერ შეძლო.

- რა შეგიძლიათ მისი მდგომარეობის შესახებ მითხრათ? როდის გადაიყვანთ პალატაში? - თეჰიონის ხმა ზედმეტად სერიოზულად ჟღერდა. ძალიან ეშონოდა იმ პასუხის რომელსაც მიიღებდა.

- ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დაკვირვებას საჭიროებს. ვფიქრობ ხვალ უკვე შევძლებთ პალატაში გადავიყვანოთ... ახლა უნდა დაგვტოვოთ, გეგმიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს - ექიმმა ოდნავ ჩაახველა და თეჰიონს გასასვლელისაკენ მიუთითა

- გასაგებია, მაგრამ აქვე ვიქნები, მინდა ყველაფერი გააკეთოთ რაც შეგიძლიათ და ისიც რაც არ შეგიძლიათ. მან უნდა იცოცხლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქაურობას გავანადგურებ - კიმის ხმამ ცივად გაიჟღერა. თეჰიონი კარგად ვერაფერს არჩევდა ხილვადობის გამო, ასე რომ არ შეუმჩნევია როგორ შეეცვალა გამომეტყველება  წინ მდგომს, სწრაფად ჩაუარა ექიმს და რეანიმაცია დატოვა. - უცნაურია როდიდან იყენებენ მამაკაცები ქალების სუნამოს, ან იქნებ.... ვინ იცის .... - თეჰიონმა თავი გადააქნია და დანარჩენების მოსაძებნად წავიდა...........

...........................

- იერი მორჩა, ნუღარ ტირი- ჯონგუკმა ალბათ მეათედ დაუყვავა მთელი ამ დროის განმავლობაში გაუჩერებლად მოქვითინეს და მხრებზე მოეხვია.

-  არ მინდოდა, ამჯერად  არ მინდოდა. მართალია თავიდან მხოლოდ ჯისუს განადგურებისთვის ვიბრძოდი მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი მივხვდი რომ ამას ვერასდროს გავაკეთებდი. საკუთარ თავს ვებრძოდი. ის ისეთი კეთილი იყო ყველას მიმართ, იმდენად თბილი, მხოლოდ სითბოს ითხოვდა ყველასგან. მხოლოს ყურადრება სჭირდებოდა. მას არაფერი უნდოდა საპასუხორ  მე კი გამუდმებით  ხელს ვკრავდი. ახლოს არ ვუშვებდი. მეშინოდა რომ დამჩრდილავდა. ვერ ვიტანდი რადგან ჩემზე უკეთესი იყო. რადგან ის ყველას უყვარდა. ბაბუა ყოველთვის მის სახელს ახსენებდა. პირზე მხოლოდ ჯისუ ეკერა... არასდროს მოუცია შანსი ჩემთვის. ისინი  ჩემგან მხოლოდ ითხოვდნენ. მათგან არაფერი მიმიღია გარდა დავალებისა.. მას ტკიოდა, მაგრამ მეც ბავშვი ვიყავი. ეგოისტობამ მძლია.... ახლა ამას საშინლად ვნანობ, რომ არა ჩემი ეს უაზრო აკვიატება იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ წასულიყო. იქნებ შეგვძლებოდა ისე გვეცხოვრა როგორც ოჯახს. მე მას შანსი არ მივეცი ახლოს მოსულიყო. ჯისუს ყოველთვის ხელს ვკრავდი. მაგრამ რატომ არავინ მკითხა ამის მიზეზი. რატომ არავინ დაინტერესდა რა მჭირდა?? ისინი მხოლოდ მკიცხავდნენ რომ ცივად ვიქცეოდი. არ უფიქრიათ რომ მათ ყურადღება და სიყვარული მეც მჭირდებოდა. იერი ძლიერია, იერი შეძლებს ამას გაუმკლავდეს, ჯისუ სუსტია, სათუთია.... ამ ფრაზებმა მისი თავი ისე შემაძულა არც კი ვიცნობდი. მათ ჩვენთვის შანსი არასდროს მოუციათ.... არასოდეს - ჯონგუკი შოკირებული ისმენდა იერის აღსარებას, არასდროს შეუმჩნევია მასში ამხელა ტკივილი. ვერც კი წარმოიდგენდა რომ ერთი შეხედვით ამპარტავანი და უხასიათო პარკი ამდენს დარდობდა, ასე განიცდიდა. ჯონს უცნაური გრძნობა დაეუფლა. მოუნდა რომ ამ გოგონასთვის რომელზედაც ფაქტია არასოდეს არავის უფიქრია თავად ეზრუნა.... ჯონგუკი აპირებდა მისთვის რამე მანუგეშებელი ეთქვა როცა თეჰიონის ხმა გაისმა და ამის შანსი დაკარგა. კიმი იერის მიმართავდა

- ყველაფერი უნდა მომიყვე. რა მოხდა სანამ ჯისუსთან მისვლის გადაწყვეტილებას მიიღებდი და მას შემდეგ რაც ოფისში მიხვედი........... ყველა დეტალი მაინტერესებს....

- თეჰიონ იქნებ სხვა დროს.... - ჩარევა სცადა ჯონმა თუმცა პარკმა მას გააწყვეტინა

- ყველაფერს გეტყვი, ვფიქრობ ჯისუ მართალი იყო და ჰარას პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი.

- რას ამბობ? რა პროვოკაცია? - მოულოდნელად დაიძაბა თეჰიონი 

- სანამ ჯისუსთან წავიდოდით მე და ჰარა იმ კადრებზე ვსაუბრობდით რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.... ვგულისხმობ

- გააგრძელე... - შეუღრინა თეჰიონმა - ეგ დეტალები არ მაღელვებს

- მოკლედ ჰარამ მითხრა რომ სავარაუდოდ ჯონგინი და ჯისუ ერთად მოქმედებდნენ. რომ ჯისუმ აიძულა ქაი ეს გაეკეთებინა და მერე როგორც ნაგავი მოვეშორებინე. ამის მოსმენის მერე საშინლად გავბრაზდი. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. საბოლოოდ დაშლა გადავწყვიტეთ. მაგრამ მე უკვე ჭკუა შერყეული მქონდა. ვინაიდან  ბაზაზე სიმშვიდე იყო ჰარამ შემომთავაზა რომ სახლში წავსულიყავით, მე მასთან ვრჩებოდი, მაგრამ ვუთხარი რომ ოფისში საქმე მქონდა. მანქანაშ პირველი მე ჩავჯექი რადგან მას ოფისში ჩანთა დარჩა, ვიცოდი ფერარიში იარაღი გედო ჩუმად ავიღე და ჰარას გამოსვლას დაველოდე. საკუთარ აზრებს ვერ ვაკონტროლებდი თეჰიონ, დამიჯერე......... მე

- მერე...... - მოუთმენლად დაიყვირა კიმმა

- მერე ჰარამ ოფისთან დამტოვა, გამაფრთხილა რომ ჯისუ არ მენახა და თავად სახლში წავიდა.... მე  რათქმაუნდა არ გავითვალისწინე. მაშინვე ჯისუს კაბინეტისკენ წავედი და პირდაპირ......

- მოიცა ერთი წუთით. ჰარა სახლში წავიდა? დარწმუნებული ხარ რომ ბაზაზე სიმშვიდე იყო??- იერის საუბარი თეჰიონის დაძაბულმა ხმამ გააწყვეტინა

- რათქმაუნდა, ყველაფერი შეამოწმა, სრული სიმშვიდე იყო. ხომ იცი რა მანიაკია, რამე რომ ეეჭვა გამორიცხულია პოსტი დაეტოვებინა.

- ეგ ბოზი.... ყველაფერი გათვალა, ეშმაკმა წაგიღოს, წყეული ძუკნა...  მე დამირეკა რომ ბანდაში არეულობა იყო, და ჩემს იარაღს ეძებდა. მაშინ იმდენად დაძაბული ვიყავი ვერც კი ვიეჭვე რაში სჭირდებოდა მაინცადამაინც ჩემი იარაღი.... 

- ჯანდაბა ჯანდაბა ყველაფერი მან დაგეგმა. სწორედ ეს იყო მისი მიზანი. ჯისუ უნდა მომკვდარიყო და  მე, ეს მე დამბრალდებოდა - შეშინებულმა ამოილაპარაკა იერიმ

- სპეციალურად აგირია ტვინი, წყობიდან გამოგიყვანა, იცოდა რასაც იზამდი - საუბარში ჩაერთო ჯონი - მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ ჯისუ ახლაც საფრთხეშია. ის გოგო ფსიქოპატია და შენზე გარეკილი აქვს თეჰიონ. ჯისუ აქაც საფრთხეშია

- მართალი ხარ ჯონგუკ. ჩემს ხალხს დავურეკავ.. მაგრამ, მოიცა... ჯანდაბა - კიმი მომენტალურად ადგილზე გაიყინა და სახეზე ფერი სულ წაერთვა, მეორე წამს გიჟივით გაიქცა რეანიმაციის სართულისაკენ თვალწინ მაშინვე უცანაური ექიმი დაუგა და აშკარად იგრძნო მისი სუნამოს სუნი - არანაირი გადახრები, ექიმი ქალია და ამის დედაც ..... ზუსტად ისააა...........

................................

ჰარა თავდაჯერებული ნაბიჯებით შევიდა საავადმყოფოს შენობაში და პირდაპირ მიმღებისაკენ გაემართა

- გამარჯობათ - ტკბილად გაუღიმა წინ მჯდომ გოგონას და მანაც იგივე ღიმილი შეაგება

- იცით, დღეს აქ ჩემი უახლოესი მეგობარი მოიყვანეს, ცეცხლსასროლი ჭრილობით. იქნებ მითხრათ როგორაა. ძალიან ვღელავ არ ვიცი რა ვქნა

- სახელს ხომ ვერ მეტყვით ქალბატონო? - მორიდებულად მიმართა ახალგაზრდა გოგონამ

- დიახ რათქმაუნდა, ჯისუ, კიმ ჯისუ. მისი მდგომარეობა მაინტერესებს.

- აჰ, ქალბატონი კიმი, ჯერ კიდევ რეანიმაციაში რჩება, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო ამიტომ დაკვირვების მიზნით იქ დატოვეს მთელი ღამით.

- შესაძლებელია ნახვა? - მოწყენილმა იკითხა ჰარამ

- მისი მკურნალი ექიმი მე-10 სართულზე ზის, შეგიძლიათ ნებართვა მისგან აიღოთ.

- დიდი მადლობა ძვირფასო, ახლა წავალ.... - ჰარა ღიმილით დაემშვიდობა ადმინისტრატორს და მითითებული მიმართულებით წავიდა. ლიფტში შესულმა სახელდახელოდ მომზადებული ფორმა ჩაიცვა.... ახლა მხოლოდ უნდა დალოდებოდა. ხელსაყრელი მომენტის გამოჩენისთანავე ჯისუსთან შევიდოდა და მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. გოგონამ სახეზე ნიღაბი მოირგო და რეანიმაციის სართულზე გამოვიდა... ჰარა ნელი ნაბიჯით მიიწევდა სასურველი ოთახისკენ, გულში ლოცულობდა გზად არავინ შეხვედროდა. რეანიმაციის კართან მისულმა მოტირალი თეჰიონი შენიშნა და მისი გული ტკივილითა და ბოღმით კიდევ ერთხელ აივსო..... ცრემლები ერეოდა მაგრამ ახლა ვერ გამოიჩენდა სისუსტეს. ამის უფლება არ ჰქონდა. სურათის შემხედვარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ გოგონა უნდა მოეკლა და ამას აუცილებლად ახლავე იზამდა.....

.................................

საოცარი სიმსუბუქე რომელსაც ტყვიის მის ორგანიზმში მოხვედრის მომენტიდან გრნობდა, გულმკერდის არეში ყრუ ტკივილმა ჩაანაცვლა. სწორედ ამ ტკივილმა აიძულა გამოფხიზლებულიყო. ნაჭრილობევი საშინლად ეწვოდა. იმდენად რომ ეგონა გული ხელით ამოაგლიჯესო. გონს მოსულმა თვალების გახელა სცადა თუმცა მოულოდნელი ხმისგან ერთ ადგილას გაიყინა. ამის გაკეთება ვეღარ შეძლო. აპარატურის გამაყრუებელი ხმით გრძნობდა რეანიმაციაში იმყოფებოდა და იმასაც ხვდებოდა მარტო არ იყო

- წყეულო ალქაჯო, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ ამ მდგომარეობაში გხედავ. შენს გამო ბევრი ვიტანჯე. მთელი ამ წლების განმავლო ბაში შენ არ მაძლევდი საშუალებას ბედნიერი ვყოფილიყავი. გამუდმებით ჩემსა და თეჰიონს შორის იდექი. შენს გამო ის არასდროს ყოფილა ბოლომე ჩემი, მაგრამ იცი რაა? დღეიდან მხოლოდ ჩემი იქნება. მას მერე რაც შენი დამპალი გული ფეთქვას სამუდამოდ შეწყვეტს მე ყველაფერს გავაკეტებ რომ მან შენი დავიწყება სწრაფად შეძლოს. იმ სულელმა ვერ მოახერხა საქმე ბოლომდე მიეყვანა, არაუშავს, ამას თავად ვიზამ. გზაზე არ უნდა გადამდგომოდი, ეს არ უნდა გექნა......... - ამ სიტყვებით ჰარამ ჯიბიდან მომცრო ზომის შპრიცი ამოიღო და ის იყო მასში წამლის ამოღება სცადა  რომ მაჯაზე ჩაჭიდებულმა ხელმა გაჩერება აიძულა

- ასე სწრაფად არა შე ძუკნა - ჰარა ამ ხმამ ერთ ადგილას გაყინვა აიძულა, თუმცა მხოლოდ წამით. მან მარტივად  შეძლო დაუძლურებული ჯისუს ხელი მოეშორებინა და ისევ თავის საქმეს მიუბრუბნდა

- ნუ ღელავ იმაზე მარტივად მოკვდები ვიდრე იმსახურებ... - ჩაისისინა ჰარამ და ამპულიდან წამლის ამოღება დაიწყო -ლ
- კარგად იცი რომ არ შეგრჩება, თეჰიონი არასდროს შეგიყვარებს. მე სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ შენ ცოცხლად დარჩენის უნდა გეშინოდეს.... - ზედმეტად მშვიდად გაისმა ჯისუს ხმად ჰარა წამით შეყოვნდა, თუმცა მხოლოდ წამით. გონს მალევე მოეგო და  წამლის სოსტემაში შეშვება დაიწყო როცა იგრძნო ამჯერად ძლიერმა ხელმა როგორ მოისროლა ოთახის ყველაზე შორეულ კუთხეში. თეჰიონი შეშლილის მზერით მივარდა ჯისუს და ხელიდან კათეტერი შეიძლება ითქვა მოაგლიჯა.
- პატარავ კარგად ხარ? მითხარი თავს როგორ გრძნობ- კიმი გულში გამეტებით იკრავდა გოგონას და თან თვალებით ჰარას ზვერავდა - რამე დაგიშავა? ჯისუ, პატარავ შემომხედე

- თაე...- სუსტად გაისმა ხმა და თეჰიონს გულზე მოეშვა...- ყველაფერი კარგდაა, არამგონია წამალს ჩემამდე მოაღწია. დროულად მოხვედი - ჯისუმ სუსტად გაიღიმა და სახე კიმის მკერდში ჩამალა.

- მაპატიე რომ შენამდე მოვუშვი. უნდა მივმხვდარიყავი ვინც იყო..... - სანამ თეჰიონი ჯისუს მდგომარეობის შემოწმებით იყო გართული ჰარამ სცადა ოთახი ჩუმად დაეტოვებინა თუმცა იმ წამს გამოჩენილი იერი, რომელიც ჯონგუკთან ერთად თეჰიონს აედევნა თმაში მძლავრად წვდა და მისი გათრევა დაიწყო.

- დღეს ძალიან ჩქარობ არა?  მე და შენ რაღაც გვაქვს გასარკვევი. პასუხს გაგებინებ იმისთვის რომ ჩემი გაცურება და გამოყენება სცადე ჩოი ჰარა... ამჯერად გაჩვენებ რა შეუძლია პარკ იერის.. და ეს შენთვის მარტივი არ იქნება.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo