19 თავი
ღამის ცივი ქარი უსიამოვნო ნაკვალევს ტოვებს ჯეონის უზადო ნაკვთებზე. იერის ლოდინში უკვე მოასწრო მილიონი რამის განხილვა საკუთარ თავში და შეუძლია თამამად თქვას გული კარგს ნამდვილად არ უგრძნობს. ბოლო მოვლენების გამო დაძაბული ამ შეხვედრისგანაც რაღაც ცუდს ელოდება
- მაპატიე, დიდხანს მოგიხდა ლოდინი? - სიბნელიდან გამოიკვეთა ქალის სილუეტი და რამდენიმე წამში ბიჭის წინ იერი გაჩნდა
- არაფერია, მაგრამ სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ - უემოციოდ წარმოთქვა ჯონგუკმა
- რახან ასეა, კი ბატონო, ალბათ მიხვდებოდი რომ აქ ჯისუს გამო ვართ, უფრო სწორად შენი და ჯისუს ურთიერთობის გადასარჩენად - მოჩვენებითი მწუხარებით დაიწყო იერიმ და მაშინვე იგრძნო როგორ დაიძაბა მამაკაცი, გულში ჩაეცინა რადგან მიხვდა, თევზი სატყუარას მარტივად წამოეგო
- რას გულისხმობ, არ ვფიქრობ რომ ჩვენს ურთიერთობას რამე სჭირს ვინმეს გადასარჩენი - ჯეონის ხმა, მისი სიტყვებივით მტკიცედ არ ჟღერდა. პარკმა მარტივად დაიჭირა ეს ნოტა და ჯეონის გაღიზიანება განაგრძო.
- ალბათ იცი, რომ ჯისუ და ჩვენი ახალი აქციონერი თეჰიონი, წარსულში ერთად იყვნენ - ფრთხილად წამოიწყო ისევ ქალმა.
- მათ ძალიან ძლიერი სიყვარული აკავშირებდათ, ჯისუ ამ ურთიერთობის დანგრევის შემდეგ პრაქტიკულად შეურაცხადი გახდა, რომ არა ბაბუა....
- ეგ ყველაფერი ვიცი - ცივად გააწყვეტინა ჯონგუკმა რომელიც გრძნობდა ამ საუბარს წყობიდან გამოჰყავდა, თუ მხოლოდ ამ ამბის მოსაყოლად დამიძახე დრო აშკარად ტყულად დაკარგე.
- მხოლოდ ეს არაა ჯონგუკ, ჯისუ დღეს სახლში არ დაბრუნებულა. ზუსტად ვიცი რომ ერთად არიან. შეგიძლია არ დამიჯერო, შეგიძლია წახვიდე მაგრამ როცა საცოლეს დაკარგავ მერე აზლუქუნებული ნუ მეტყვი რომ მართალი ვიყავი. - იერის სიტყვები ყველაზე მჭრელი მახვილის სიბასრით უსერავდა გულს ჯეონს. - გირჩევ ბოლომდე მომისმინო და სერიოზულად აღიქვა ჩემი რჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში სჯობს ახლავე საკუთარი ხელით გადასცე ჯისუ თეჰიონს.
- არასდროს, ამად არასდროს ვიზამ. ჯისუს არ დავუთმობ არც მას, და არც არავის. ის ჩემია და მხოლოდ ჩემთან იქნება.
- აი ეს მომწონს სიძევ. მიეცი საშუალება შენს ბნელ მხარეს სააშკარაოზე გამოვიდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებ თეჰიონთან შებრძოლებას. ის ძალიან ძლიერია, და რაც მთავარია მას ჯისუს გული აქვს. - ჯეონისაკენ ფრთხილად დაიხარა იერი და ხმადაბლა უჩურჩულა. ძალიან კარგად იცოდა როგორი ეფექტი ჰქონდა მის სიტყვებს და ამიტომ გადაწყვიტა ბოლომდე მიჰყოლოდა "არჩეულ გზას". - დამიჯრე და ორივე კმაყოფილი დავრჩებით.
- ორივენი? შენ რას ელოდები აქედან? ახლა არ მითხრა რომ კიმი გჭირდება - ცივად ჩაიცინა ჯონგუკმა
- ნაჰ, ეგ ზედმეტად ბანალურ სერიალს ჰგავს, მე მხოლოდ ჰილდონგი მინდა. შენ ჯისუ აქედან ძალიან შორს უნდა წაიყვანო, რადგან შეძლო და პირველი სიყვარული დაავიწყო. ამ დროს კი მე პრეზიდენტის თანამდებობას დავიკავებ. ყველა კმაყოფილი იქნება და ცხოვრებაც იმ კალაპოტს დაუბრუნდება რასაც არასდრის უნდა ასცდენოდა.....
- საშიში ქალი ხარ პარკ იერი - ოდნავ ჩაეღიმა ჯეონს - მაგრამ ვგონებ მართალი ხარ. დროა ჩემებურად ვიმოქმედო. - მნიშვნელოვანი შეთანხმების შემდეგ რამდენიმე წუთი ღამის სიჩუმით ტკებობდნენ, სავარაუდოდ საკუთარ გეგმებს აწყობდნენ, ვინ იცის..... შემდეგ ორივე საკუთარი გზით წავიდა....
........
ჯისუს გაუსაძლისი ტკივილი აიძულებს გაიღვიძოს და მაშინვე ღრმად ოხრავს როგორც კი საკუთარ საწოლზე მშვიდად მძინარე თეჰიონს ამჩნევს. დივანზე წოლისგან კისერი საშინლად სტკივა. გოგონა ფრთხილად უახლოვდება მძინარეს, შუბლზე ხელს ადებს, - როგორც ჩანს სიცხემ დაუწია - ჯისუ მსუბუქად იღიმის და ოთახს ტოვებს.
..............
თეჰიონი ფრთხილად ახელს თვალებს, გარემოს სადაც იმყოფება საერთოდ ვერ ცნობს. კიმი ცდილობს აღიდგინოს გათიშვამდე რას აკეთებდა, საქმე კი ბევრად უადვილდება როცა კარი იღება და ჯისუ საძინებელში შემოდის
- გაიღვიძე? თუ შეგიძლია ადექი, საუზმე მოვამზადე. უნდა ჭამო რომ მალე გამოკეთდე. აბაზანაში ახალი ტანსაცმელია, მე გავალ - ამ სიტყვებით გოგონა ისევ კარისკენ მიტრიალდა მაგრამ თეჰიონი, ამ მდგომარეობაშიც კი მასზე ბევრად სწრაფი აღმოჩნდა და რამდენიმე წამში მასთან გაჩნდა
- რატომ დამეხმარე? შეგეძლო დაგეტოვებინე და სამუდამოდ დაისვენებდი ჩემგან - ეშმაკურად თქვა კიმმა თან გოგონას ლოყაზე ხელი ფრთხილად მოუთათუნა
- სისულელეს ამბობ, ვერ დაგტოვებდი, ასეთ მდგომარეობაში ვერავის დავტოვებდი. - მისგან თავია დაღწევა სცადა ჯისუმ
- გამუდმებით ნუ გამირბიხარ - წარბი შეკრა კიმმა
- შენ კი გამუდმებით ნუ ცდილობ კუთხეში მიმიმწყვდიო - ვალში არ დარჩა გოგონა. - ახლა გააკეთე რაც გითხარი, მე სამზარეულოში ვიქნები.....
ჯისუმ ოთახი მაშინვე დატოვა და სუფრის გაწყობას შეუდგა. თითქმის ყველაფერი მზად იყო როცა ზურგზე ძლიერი სხეული იგრძნო. თეჰიონი მჭიდროდ ეხუტებოდა.
- იაჰ, კიმ რას აკეთებ?
- მიყვარხარ კიმ ჯისუ, მინდა რომ ყოველ დილით ასეთს გხედავდე, როგორ ფუსფუსებ ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის. მიყვარხარ და არ ვაპირებ დაგთმო - ჯისუს გაპროტესტება სურდა მაგრამ ტელეფონის ზარმა აიძულა რეალობას დაბრუნებოდა, ჯონგუკი რეკავდა. თეჰიონმა თვალები მობეზრებით აატრიალა თუმცა გოგონას სხეულს არ მოშორებია.
- ხელი გამიშვი უნდა ვუპასუხო - შეუღრინა ჯისუმ მაგრამ პასუხად მხოლოდ ორაზროვანი ღიმილი მიიღოო - ჯანდაბა, - ამოიღრინა გაბეზრებულმა.
- ჰეი, გუკი - გოგონას ხმა საწყლად გაისმა, რადგან კიმმა კიდევ უფრო ახლო მიიკრა
- სად ხარ ჯისუ? - მეორე მხარეს სერიოზული ხმით გაეპასუხა ჯეონი და ჯისუს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ბოლოს როცა ასე უპასუხეს მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა, რაღაც ისე არ არის, ჯონგუკი ასე არასდროს დალაპარაკებია. თეჰიონმაც იგრძნო მის მკლავებში მოქცეული სხეული როგორ დაიძაბა და მისდა უნებურად ყბა სიბრაზისგან დაეჭიმა.
- სახლში ვარ ჯონგუკ, სხვაგან სად? - ამჯერად ჯისუს ხმაც ცივად გაისმა
- სახლში არ ხარ, სად იყავი გუშინ მთელი ღამე, უფრო სწორად ვისთან იყავი - ჯეონის ხმაში საშიში ნოტები აშკარად იგრძნობოდა. ჯისუმ სცადა მოშორებოდა მასზე აკრულ თეჰიონს რათა კიმს საუბრის დეტალები არ შეეტყო მაგრამ როგორც კი მის სახეს შეხედა მიხვდა მცდელობას აზრი არ ჰქონდა.
- საკუთარ აპარტამენტში დავრჩი, რადგან ოჯახის წევრებთან შეხვედრა არ მინდოდა, მარტო დარჩენა მჭირდებოდა. - წყნარად ამოთქვა გოგონამ
- რომელი აპარტამენტი, მე რატომ არ ვიცი რამე მისი არსებობის შესახებ? ახლავე მომწერე მისამართი უნდა გნახო. - ჯონგუკის ხმამ მტკიცედ გაიჟღერა და ჯისუ მიხვდა რომ თუ ამას არ გააკეთებდა ამით საქმროს ეჭვებს მხოლოდ დაუდასტურებდა.
- ახლავე მოგწერ. - გოგონამ კავშირი გაწყვიტა და კიმს დაძაბულმა ახედა.
- უნდა წახვიდე, სწრაფად. - მის ხმაში აშკარა ღელვა იგრძნობოდა და თეჰიონმა ეს კარგად შენიშნა. ფაქტი იყო იმ ნაბიჭვარმა მისი გოგო დააშინა, კიმის მუშტები ინსტიქტურად შეიკრა, ყბა კი ისევ დაიძაბა
- არსად წავალ, არც კი გაიფიქრო. აღარ გავიმეორებ იგივე შეცდომას, რადგან მაშინ რომ არ დამეტოვებინე ყველაფერს ერთად გადავლახავდით. არსად გამორიცხულია. თუ ის ნაბიჭვარი რამეს დააპირებს ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს - თეჰიონის ტონი შეუვალი იყო.
- ჯანდაბა თქვენს თავს, ვიცოდი რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა, სართოდ არ უნდა მომეყოლა მისთვის არაფერი. ფაქტია რაღაც გაიგო - ჯისუმ ნერვიულად შეიცურა ხელი თმებში
- მისმინე, რახან შენსას არ იშლი მაშინ ახლავე აბაზანაში შედი, ან ბიბლიოთეკაში, არ მინდა აქ გნახოს.
- კარგი, მაგრამ ურჩევნია ზედმეტი არაფერი გაბედოს - კბილებში გამოსცრა კიმმა და იქვე პირველ ოთახში შეაბიჯა.
........
საკუთარი საქციელით ზედმეტად კმაყოფილი იერი აპარტამენტში იმყოფება რომელსაც ჯონგინთან შეხვედრებისთვის იყენებს, ახლაც შეყვარებულს ელოდება რათა საკმაოდ იღბლიანი წამოწყება საყვარელ მამაკაცთან მხურვალე სექსით დააგვირგვინოს. ამის შემდეგ ჰარას შეუვლის რათა ახალი ამბავი უთხრას და მეგობარიც გაახაროს. გოგონას დიდი გეგმები აქვს. პრობლემა მხოლოდ ისაა რომ სამყაროში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ხშირად ვგეგმავთ ხოლმე......
..........
ზედმეტად განერვიულებული ჯისუ ზარის ხმაზე ერთ ადგილზე ხტება, ჰაერს ღრმად ისუნთქავს, თვალს იმ ოთახისკენ აპარებს სადაც თეჰიონი ეგულება და კარის გასაღებად მიდის. არ იცის რატომ მაგრამ უცნაური შიშის გრძნობა იბყრობს მის არსებას რაც კიმ ჯისუსათვის ზუსტად რომ უჩვეულოა. ბოლო წლებია არავისი და არაფრის შეშინებია, მაშინ ახლა რატომაა ასე აფორიაქებული რომ სათქმელსაც კი ვერ უყრის თავს? საბოლოოდ კიდევ ერთხელ ისუნთქავს ღრმად ჰაერს, კარა აღებს და წამებში ჯეონი გაყინული სახით შიგნით იჭრება.
- სად არის? მიპასუხე, ასე როგორ გამასულელე - მამაკაცი ყურადღებით ავლებს თვალს იქაურობას და შეიძლება ითქვას ყვირის, - როგორ გაბედე ჩემთვის მოგეტყუებინა, მაინც ვინ გეგონე, იდიოტი რომელსაც გამოიყენებდი და მერე უღალატებდი? მიპასუხე. მთელი 2 წელი ჩემს მხარზე ტიროდი. მიზეზიც კი არ ვიცოდი შენი ცუდად ყოფნის მაგრამ ვცდილობდი გვერდით ვყოფილიყავი. შენ რა გააკეთე? ასე როგორ მოიქეცი? ჩემზე დაინიშნე და მას ხვდები არა? მთელი ისტორია შეთხზე, რომ არაფერი მეეჭვა მე კი იდიოტივით გენდობოდი, მაგრამ თუ გგონია ....
- ახლავე შეწყვიტე ჯეონ ჯონგუკ, ვინ მოგცა უფლება ასე მელაპარაკო? თავი ვინ გგონია? კი ჩემი საქმრო ხარ მაგრამ თუ ფიქრობ როცა მოგესურვება ჩემთან ხმას აუწევ ძალიან ცდები. არავისში შეგეშალო. მე შენ იმაზე მეტად გცემ პატივს ვიდრე წარმოგიდგენია მაგრამ თუ კიდევ ერთხელ აუწევ ჩემს მიმართ ხმას ყველაფერი ცუდად დამთავრდება. დიდი ხანია ვეღარავინ მიმითითებს როგორ ვიცხოვრო, ამას ვერც ჩემი საქმრო შეძლებს. დამერწმუნე, შენთვის ღალატი რომ მდომოდა ამას მალულად არ გავაკეთებდი. რაც მოხდა პატიოსნად გითხარი, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი. ახლა კი მითხარი ვინ გამოგიტენა თავი სისულელეებით
- ნუ მეთამაშები ჯისუ, არავის მითითება არ მჭირდება იმისთვის რომ რეალობა დავინახო, და კიდევ თუ გინდა შენს სიმართლეში დამარწმუნო სასწრაფოდ ცოლად უნდა გამომყვე, მე არ მჭირდება გრანდიოზული ცერემონიები. მე მხოლოდ შენ მჭირდები.
- ვწუხვარ მაგრამ მე არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, თანაც არამგონია ამ სიტუაციაში შენზე დაქორწინება მართებული იყოს - დაღლილად ჩაილაპარაკა გოგონამ და ჯეონისთვის ზურგის შექცევა სცადა, რაც მთლად მართებული ნაბიჯი ვერ აღმოჩნდა. მისი პასუხისგან განრისხებულმა ჯონგუკმა მას ხელი მტკივნეულად ჩაავლო წელზე, თავისკენ მიიზიდა
- ვერასდროს გესმის? ვერასდროს დააღწევ ჩემგან თავს, ჩემი გახდები. ამ მომენტს დიდხანს ველოდი და ახლა როცა საბოლოოდ მაქვს შანსი ჩემი გაგხადო უკან არ დავიხევ - ჯისუმ ტკივილისგან წამოიკვნესა და თვალები უარესის მოლოდინში მაგრად დახუჭა, თუმცა მოულოდნელად იგრძნო როგორ მოშორდა მამაკაცის სხეული და მალე ძალიან ნაცნობი ბარიტონიც გაისმა რომელმაც მომენტალურად აგრძნობინა სიმშვიდე
- აღარასოდეს მიუახლოვდე ჩემს გოგოს, თორემ გულს ამოგგლეჯ. არც კი დავფიქრდები ისე გავაკეთებ მაგას...
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro