14 თავი
გულდამშვიდებული ჯისუ საკუთარ საძინებელში განმარტოვდა და დიდ ფუმფულა საწოლზე ნებირეად გადაწვა. ღმერთს მადლობას უხდიდა რომ ჯონგუკის სახით ასეთი საჩუქარი მოუვლინა ცხოვრებამ. გოგონა დარწმუნებული იყო რომ ჯეონი მას ნანატრ ბედნიერაბას აჩუქებდა და საბოლოოდ დაავიწყებდა თეჰიონს. ემოციურად დაღლილს ის ის იყო ჩათვლიმა, რომ ტელეფონის ზარმა აიძულა ისევ რეალობას დაბრუნებოდა.
- ჯონგინ? რამე მოხდა? - ზანტად გაეპასუხა ქაის
- იერი რაღაცას გეგმავს ქალბატონო, ფრთხილად უნდა იყოთ სანამ დეტალების შესახებ გავარკვევ. საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა.
- გასაგებია, მადლობა ჯონგინ - ჯისუმ ტელეფონი სწრაფად გათიშა და ფეხზე წამოხტა რადგან უკვე დაძინებას ისედაც ვერ მოახერხებდა.
- პარკ იერი, ანუ ის რაც ნახე შენთვის საკმარისი არ იყო არა? ამჯერად რას ხლართავ? - ჯისუ ჩაფიქრებული ჩამოჯდა სავარძელში და მისი მზერა ღამის ბუსანის პეიზაჟაში ჩაიკარგა.
........................
ჯონგუკთან საუბრის შემდეგ წყობიდან გამოსული თეჰიონი ოთახში დაუსრულებლად სცემდა ბოლთას როცა კარი ჩანმა შემოაღო და ძმისშვილს გამომცდელად მიაშტერდა.
- ნუთუ ჩემს ძმას არასდროს უთქვამს შენთვის რომ ჩვენს სამყაროში სიყვარული აკრძალულია.
- ბიძია...
- თეჰიონ, შენ კარგად იცი რომ მე და მამაშენი ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებოდით, ის ცივი სასტიკი მმართველი იყო. მას დედაშენი არასდრის ჰყვარებია, უბრალოდ მემკვიდრე სჭირდებოდა. მაპატიე, ვიცი ეს სიტყვები შენთვის მტკივნეული მოსასმენია მაგრამ სამწუხაროდ ესაა რეალობა და შენ იცი. მე მიყვარდა, მთელი გულით მიყვარდა და იცი სადაა ახლა ჩემი ცხოვრების სიყვარული? მიწაში, ძალიან ღრმად, იმდენად ღრმად რომ ვერც კი წარმოიდგენ. ის მე შევიწირე. ჩემს თვალწინ მოკლეს და მე ვერაფრის გაკეთება შევძელი. გესმის ჩემი თეჰიონ? საერთოდ ვერაფრის. ჩემს თვალწინ მოკვდა, ჩემს მკლავებში დალია სული და ჩემი ხელებით მივაყარე მიწა მის გაყინულ სხეულს. მე მაშინ სული ამომაცალეს. ჩემი გონება რეალობის აღქმას ვერაფრით ახერხებდა. ეს უფრო დიდი ტკივილია ვიდრე ის რომ ყველა ძვალი ერთად გადაგიმტვრიონ და ამ ტკივილით მე 30 წელი ვიცხოვრე. არ მოვკვდი, მაგრამ ვერც დავივიწყე. არ მინდა იგივე განიცადო, ამიტომ გთხოვ, გაუშვი, იყოს ბედნიერი სხვასთან. გაუშვი..... გაუშვი რომ იცოცხლოს... - მამაკაცმა მხარზე ხელი მოუთათუნა თავჩაქინდრულ ძმიშვილს......
- გგონია არ ვცადე? ასე ფიქრობ? - მწარედ ჩაიცინა კიმმა და ბიძას თვალი თვალში გაუყარა. - 9 წელი გესმის, წყეული 9 წელი ვცდილობდი თავიდან ამომეგდო მისი სახე, მისი ღიმილი. დამევიწყებინა მისი სურნელი, სხეული. მაგრამ იცი რაა? ერთი დღე, ერთი დღე არ ყოფილა რომ არ გამხსენებოდა. ღამე არ ყოფილა რომ არ მომნატრებოდა. ვცადე, მართლა ვცადე ცხივრება ახლიდან დამეწყო. მისთვის თავისუფლება მიმეცა, მაგრამ ბედმა ისევ შეგვახვედრა. სხვასთან მისი ნახვა უბრალოდ აუტანელია და ვერ დავთმობ, იმის წარმოდგენაც რომ სხვისია მანადგურებს, სისხლს მიდუღებს და მოსვენებას მიკარგაბს. მგონია ჭკუიდან გადავალ. ბიძია მე მას დავიცავ, მაგრამ ჯეონს მის თავს არ მივცემ. მისი გამოკეტვაც რომ მომიხდეს ვერ შევეშვები. ნებისმიერი რამ მთხოვე ოღონდ ეგ არა.
- ამდენად გიყვარს? რა გაეწყობა. ახლა საქმე გვაქვს, თუ ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა მაშინ მისთვის იბრძოლებ კიდეც. მანამდე კი საქმე გვაქვს დასამთავრებელი. მე შენს გვერდით ვარ ძმიშვილო. დაიმახსოვრე ეს ომი უნდა მოვიგოთ, ნებისმიერ ფასად.
- ასეც იქნება, ეჭვი არ შეგეპაროს - სატანური ღიმილი გამოესახა სახეზე თეჰიონს და ორივე მათგანმა სათათბიროდ შტაბში გადაინაცვლა.
......................
იერიმ ზანტად დაამთქნარა და საწოლიდან, სადაც აღმოაჩინა, რომ მარტო იწვა ფრთხილად წამოდგა.
- ჯონგინ, სად ხარ საყვარელო? - ბიჭის ძებნა დაიწყო პარკმა თუმცა ვერსად მიაკვლია. - ჯონგინ??? სად ხარ? - ხმა აიმაღლა გოგონამ იმ იმედით რომ ხმას მიაწვდენდა ბიწს თუმცა უშედეგოდ. სახლში არავინ იყო მის გარდა, მოულოდნელად იერის ყურადღება ქაის ტელეფონმა მიიბყრო. პარკი გაუცნობიერებლად დასწვდა მას და ის იყო მის დათვალიერებას აპირბდა რომ ძლიერმა ხელმა მოხერხებულად ააცალა ნივთი და გოგონას სხეული მკლავებში მოიქცია.
- უკვე გაიღვიძე პატარავ? იმედი მქონდა რომ ჩემს დაბრუნებამდე არ გამოფხიზლდებოდი. მინდოდა შენთვის საუზმე მომემზადებინა - საყვარლად დაიჯღანა ბიჭი და იერიც ლამის მკლავებში ჩაადნა. სამწუხაროდ მეტისმეტად შეყვარებული იყო იმისათვის რომ შეემჩნია ბიჭს თან არაფერი მოუტანია......
........................
კიმ ჩანის მანსიონში მისული ჰარა მოურიდებლად მივარდა თეჰიონს და მჭიდროდ მოეხვია.
- ძალიან მომენატრე, ამ ბოლო დროს ჩემთვის დრო საერთოდ აღარ გაქვს. - უსაყვედურა საყვარელს ჩოიმ, კიმმა კი სწრაფად მოიშორა და გამაფრთხილებელი მზერა ესროლა. - დანარჩენები სად არიან?
- ყველა აქაა, ბიძაშენის ხალხს ესაუბრებიან.
- შენც მათთან მიდი, მერე კი დაიძინე. ხვალ მძიმე დღე გველის. შეცდომები არ მჭირდება.
- მაგრამ, მეგონა ამ ღამეს ერთად გავატარებდით. - დაიწუწუნა ჰარამ და ისევ სცადა ბიჭს აკვროდა.
- ძალიან გთხოვ, ახლა არაფრის განწყობა არ მაქვს და ამას თავადაც უნდა ხვდებოდე, გიმეორებ ხვალ მძიმე დღე გვაქვს. ნუ მაიძულებ მკაცრად მოგექცე. -კიმმა თავი დაღლილად გადააქნია და იქაურობა დატოვა, ოთახში დარჩენილმა გოგონამ კი ხმადაბლა შეიკურთხა და მისი ბრძანებისამებრ მოიქცა....
...................
- ყველაფერი მოაწესრიგეთ, გაფრთხილებთ არცერთ შეცდომას არ გაპატიებთ?- ვანგის ხმა ყინულივით ცივი იყო, მზერა კი ცეცხლივით მწველი.
- ნუ ღელავთ ბოსს. უკვე ვიზრუნეთ რომ ყველაფერი მშვიდად დამთავრდეს. - სწრადად გამოეპასუხა მაღალი.
- კიმს და მის ბანდას უპრობლემოდ გავანადგურებ. დარწმუნებული ვარ ჩანი უკვე შეიტყობდა შეთანხმების დარღვევის შესახებ. სიამოვნებით ვნახავ როგორ გამოჭრის ყელს იმ ტუტუცს თავისი ხელით.
- რათქმაუნდა, ეჭვიც არ მეპარება ასე იქნება - მაშინვე მლიქვნელურად დაეთანხმა წუთურთმიანი.
- მიუხედავად ამისა მინდა ხალხი შესაბამისად აღჭურვოთ, არაფერია გამორიცხული, შეიძლება იაკუზა თავს დაგვესხას. მზად უნდა ვიყოთ.
- მალევე ტრიადას ყველა რჩეული მებრძოლი სათანადოდ აღჭურვილობით ფხენიანისკენ დაიძრა....
.......................
- ქალბატონო კიმ თქვენთან ბატონი ჯეონია. - აცნობა მდივანმა ჯისუს რომელიც ბექიონთან ერთად კომპანიის ახალ სარეკლამო კამპანიას გეგმავდა
- ახლავე შემოიყვანე, სწრაფად ფეხზე წამოხტა გოგონა და ბიწის დასახვედრად მოემზადა. - ბექი იქნებ ცოტა მოგვიანებით განვაგრძოთ?
- რათქმაუნდა მის კიმ, როგორც გნებავთ - ბექიონმა თავი დაუკრა მას და ოთახი დატოვა, ჯისუ კი ჯონგუკს შეეგება. ბიჭი გოგონას ფართო ღიმილით მიუახლოვდა და ძლიერად მოეხვია.
- ჩიჩი, ჩემო პატარავ, იცი რაღაც ვიფიქრე, აღარ მინდა შენგამ შორს ვიყო, მოდი ქორწილი დავაჩქაროთ. - ჯისუ გაკვირვებული მოშორდა ჯეონს და მის მუქ, მოციმციმე თვალებში ჩაიკარგა.
- მაგრამ რატომ უნდა ავჩქარდეთ გუკი? მინდა ქორწილი მშვიდი გონებით დავგეგმოთ. მოიცა ჯეონ ჯონგუკ ამას გუშინდელთან რამე კავშირი აქვს? - მკაცრი მზერა ესროლა ჯონგუკ მიპასუხე.
- ჯისუ მე.... - ბიჭი საშინლად დაიბნა ... - მე თეჰიონს ვესაუბრე და მოვთხოვე შენგან თავი შორს დაიჭიროს. მან კი უხხ...... პატარავ უბრალოდ გთხოვ, მინდა რომ ჩემი იყო, მოდი დავქორწინდეთ.
- ჯეონ , თუ გგონია რომ იმ ფსიქოპატის გამო საოცნებო ქორწილზე ვიტყვი უარს გაგიჟებულხარ. - კბილებში გამოსცრა ჯისუმ და ბიჭს მიუახლოვდა. - მენდობი?
- ყველაზე მეტად სოია, - გაუღიმა ჯეონმა და შუბლზე ნაზად აკოცა გოგოს.
- მაშინ დამაცადე ყველაფერს მივხედო. ახლა საქმეს დაუბრუნდი. და თავს ნუ დაიღლი უაზრო ფიქრით. - გოგონამ ფრთხილად შეახო ჯონგუკის ტუჩებს თავისი და მანაც ჰოლდინგი დამშვიდებულმა დატოვა.
- კიმ თეჰიონ ეს უკვე მეტისმეტია, თავი ვინ გგონია.- გაცოფებული გოგონა ტელწფონს დასწვდა - ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვარო......
........................
ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
- მიხარია შენი ნახვა ჩან - ვანგმა ცალყბად ჩაიცინა მის წინ მდგომს თვალი თვალში გაუყარა.
- სამწუხაროა რომ მეც იგივეს თქმა არ შემიძლია... აქ რისთვის ჩამოხვედი ვანგ? - ცივად გაიჟღერა მამაკაცის ხმამ რამაც ვანგს აგრძნობინა რომ ყველაფერი მისი სცენარით ვერ წარიმართებოდა.
- ალბათ გაიგებდი იმ ტუტუცმა ლეკვმა რაც ქნა. ეს უპატიებელია ჩან. ამისთვის სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
- ნუთუ? - ჩაიცინა კიმმა - იქნებ ჯერ მისთვის მოგვესმინა?? - ბნელი კითხიდან მაღალი ფიგურა გამოიკვეთა და რამდენიმე წამში მათ წინაშე ამაყად დადგა.
- აბა, ძმიშვილო, რას იტყვი ბრალდებაზე რომელსაც პატივცემული გიყენებს. - თეჰიონმა ცინიკურად ჩაიცინა, ვანგს კი სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა. ბოლომდე ვერ იაზრებდა რა ხდებოდა თუმცა ის იცოდა რომ ეს ძალიან ცუდი იყო.
- რა მოხდა, ენა გადაყლაპე ბებერო? არ მოგესმა, კიმ ჩანი ბიძაჩემია, იმედია იცი ეს რასაც ნიშნავს.- სარკასტულად ამოილაპარაკა უმცროსმა კიმმა და გაყინულს ყურადღებით დააკვირდა.
- წყეულო კოღალატეებო, ვერაფერს დაამტკიცებთ - ამოისისინა ვანგმა და თვალით თავის ხალხს იარაღის მომზადება ანიშნა. თავის მხრივ იაკუზაც და ჩრდილოელებიც მზადყოფნაში მოვიდნენ.
- იმაზე მეტს დავამტკიცებ ვიდრე გგონია, - მხიარულად წარმოთქვა ჩანმა და თეჰიონს ხელი მხარზე გამამხნევებლად დაჰკრა, თითოეულმა მათგანმა იცოდა რომ ეს დღე შესაძლოა უკანასკნელი გამხდარიყო მათთვის.
- დაამტკიცებთ, თუ ცოცხალი დარჩებით - ჩაიქირქილა ვანგმა და რამდენიმე წუთში იქაურობა იარაღის გამაყრუებელმა ხმამ აავსო........
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro