13 თავი
ირგვლივ სიჩუმეა, სულის გამყინავი სიჩუმე, პატარა სხეული კომფორტულად მოკალათებულა სავარძელში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უიმედოდ შესცქერის. ოდესღაც მათ სილამაზით მასთან ერთად ტკბებოდა, მომავლის გეგმებს აწყობდა, ოჯახს, შვილებს წარმოიდგენდა. წარმოიდგენდა როგორ შეხვდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულს, გულში მაგრად ჩაეკვრებოდა, ან დილით, როგორ გააცილებდა. ბევრი არაფერი უნდოდა ამ ცხოვრებისგან კიმ ჯისუს, მხოლოდ მშვიდი, თბილი ოჯახი, ქმარი რომელსაც უპირობოდ ეყვარებოდა და ახლა როცა ასე ახლოა მიზანი, როცა ბოლოს და ბოლოს შეუძლია სანატრელ სიმშვიდეს ეღირსოს წარსულის კოშმარული აჩრდილი ისევ მთელი სიცხადით ბრუნდება. გოგონა გაუცნობიერებლად იკიდებს ხელს ტუჩებზე რომელსაც დილით მისი ტუჩები ეხებოდა, ამ კოცნამ სისხლი აუჩქროლა, ფეხებში ძალა გამოაცალა, საკუთარი სახელი დაავიწყა, მაგრამ რატომ ვერ გრძნობდა იმავეს ჯონგუკთან? რატომ ვერასდროს ვერ განიცდიდა იმავეს როცა ჯეონი კოცნიდა.
- ეს დაუშვებელია, არასწორია, არ შეიძლება - ჯისუ ფეხზე შეშლილივით წამოხტა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ამ ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად ეზიზღება ღალატი და ორგულობაა, ახლა კი თავად იქცევა ასე, ჯონგუკს ღალატობს, ღალატობს რადგან მის გონებაში სხვამ შეაღწია. გოგონა სიგიჟის ზღვარზეა, ბევრს ორჭოფობს თუმცა საბოლოოდ მაინც იღებს ტელეფონს და ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის "ვიცი გვიანია მაგრამ უნდა შევხვდეთ"....
..............................
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ზედმეტად გადაღლილი იერი ჯონგინის გვერდით მოკალათებული უყურებს ტელევიზორს და შეუძლია თამამად თქვას რომ ბედნიერად და სრულყოფილად გრძნობს თავს ამ სიტუაციაში.
გოგონამ ღრმად ამოიოხრა რითაც ბიჭის ყურადღება მიიბყრო.
- რა მოხდა პატარავ? ასე რამ გაგანერვიულა?
- ჩემი მამიდაშვილი, ის ცდილობს ყველაფერი წამართვას რაც მაქვს, გაბედა და იძულებით შვებულებაში გამამწესა, თავი მაინც ვინ ჰგონია? მაგრამ არაუშავს მალე მივუჩენ ადგილს, რაღაც საიდუმლო ექნება, რაღაც აუცილებლად ექნება ისეთი რასაც მის წინააღმდეგ გამოვიყენებ - ჩუმად ჩაისისინა პარკმა და მისმა სიტყვებმა ჯონგინის ყურადღება მიიქცია.
- მაინც რის გაკეთებას აპირებ? თავად არ თქვი რომ ძლიერია? - დაინტერესდა ქაი.
- შენს შეყვარებულში ეჭვი გეპარება? - მაცდურად ჩაიცინა იერიმ და ბიჭის სხეულზე ხელი აასრიალა, ჯონგინისთვის ცხადი იყო რასაც ითხოვდა და თავადაც სწრაფად აჰყვა.
- რათქმაუნდა არა, უბრალოდ მაინტერესებს რომ დაგეხმარო - დივანზე გადააწვინა გოგონა და კისერთან სველი კოცნა დაუტოვა რამაც იერის კვნესა გამოიწვია. მალე წყვილი ერთად გადაეშვა სიამოვნების მორევში.
.........................
ბნელ დერეფანში მიმავალი თეჰიონი საკუთარ სხეულში გამეფებულ უსიამოვნო შეგრძნებას სულ ტყუილად ებრძოდა. ძალიან უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა საქმე ფხენიანში და ბუსანში დაბრუნებულიყო მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენ ხანს გასტანდა ეს "ომი" მასა და ტრიადას შორის. საბედნიეროდ ვანგს ეჭვადაც კინარ ჰქონდა თეჰიონის მთავარი კოზირის შესახებ, ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, ეს გასაკვირი არც იყო, თეჰიონს არ უცდია საკმაოდ ძლიერი ბიძით თავის მოწონება, შეიძლება ითქვას არც არასდროს დასჭირვებია, ალბათ ამიტომაც მისმა უახლოესმა გარემოცვამაც კი არაფერი იცოდა მათი კავშირის შესახებ. კიმი დერეფნის ბოლოს ოდნავ შეღებულ კართან შეჩერდა, ფრთხილად დააკაკუნა და შიგნით შეაბიჯა. უხმოდ დადგა მისკენ ზურგით მჯდომარე მამაკაცთან.
- დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს ლეკვო - კიმ ჩანი ზანტად მობრუნდა სტუმრისაკენ და ზუსტად თავის მსგავს ყავისფრ თვალებში ჩაიკარგა. თეჰიონი უმალ მივიდა ბიძასთან, ხელზე ემთხვია მას, მამაკაცმა კი გულზე მიიკრა.
- ასე უნდა მოხუცი ბიძის დავიწყება არა კიმ თეჰიონ? კარგი ახლა ამის დრო არ არის. მომიყევი რა ხდება.
- უკვე კარგა ხანია ტრიადა კუდზე გვაზის. საქონელი მათმა ხალხმა შეცვალა, საბედნიეროდ ჩემებმა შეძლეს ამის დროულად აღმოჩენა, ჯაშუშები შევიბყარით და სანამ ვანგი მათ გააუვნებლებდა ინფორმაციის გამოძალვა მოვახერხეთ.
- რას გულისხმობ?
- ახლო აღმოსავლეთისა და იაპონიის უმსხვილესმა ბანდება შეთანხმება დადეს რომ ადამიანით ვაჭრობას შეწყვეტდნენ, ვგულისხმობ ტრეფიკინგსა და ორგანოებით ვაჭრობას ამის შესახებ შესანიშნავად მოგეხსენება, რადგან თავად იყავი ინიციატორი. ვანგმა იაკუზას სახელის ქვეშ ჯეჯუს კუნძულზე გასაყიდად გამზადებული ქალებით სავსე გემი შეიყვანა. უნდოდა საბჭოს იაკუზას მმართველი ძალის ანუ ჩემი ლიკვიდაცია მოეხდინა. ამაში კი შენს გამოყენებას აპირებდა. ამ ჩანაწერზე იმ იდიოტების აღიარებაა - კიმმა მომცრო ზომის ფლეშკა გაუწოდა ბიძას.
- ბებერი ლეში, ყოველთვის ასეთი მოღალატე იყო, მაგრამ ამჯერად ძალიან შეცდა. იქ შევიდა საიდანაც თავს ვერასდროს დააღწევს. შენი ხალხი მოამზადე თეჰიონ, კლანთა შორის დიდი გარჩევა დაიწყება და მზად ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ.
- კიმმა თავი დინჯად დაუქნია მას და თავისი ხალხისათვის ბრძანების მისაცემად წავიდა.
................
- ჯისუ, რა მოხდა? - განერვიულებული ჯონგუკი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და გოგონას მიუახლოვდა რომელიც ღამის სეულს ჩაფიქრებული გაჰყურებდა. - პატარავ ნუ მანერვიულებ, ხმა გამეცი.
- ჯონგუკ, გიყვარვარ? - ჩუმად იკითხა გოგონამ და თავი ჩახარა
- რათქმაუნდა მიყვარხარ ჩემო პატარავ, ამას რატომ მეკითხები?
- მაშინაც გეყვარები თუკი გეტყვი რომ რაღაც უპატიებელი ჩავიდინე? - გოგონა ისევ არ უყურებდა თვალში ბიჭს, შეიძლება ითქვას ვერ უყურებდა. - მიპასუხე ჯეონ ჯონგუკ, თუკი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო შენგან დავმალე მაინც გეყვარები?
- მე შენ მიყვარხარ ჯისუ, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში, არ მაღელვებს, ამით არც არასდროს დავინტერესდები რადგან ეს წარსულია, მე კი შენი აწმყო და მომავალი ვარ. რაც უნდა ჩაგედინა, რაც უნდა გადაგხდომოდა ვერ შევძლებ შენზე უარის თქმას. - მტკიცედ თქვა ჯეონმა და ჯისუს თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.
- მაშინაც თუკი გეტყვი რომ წარსული ჩემს რეალობაში დაბრუნდა?
- რას გულისხმობ? - იჭვნეულად იკითხა ბიჭმა და გოგონამ ღრმად ამოიოხრა დრო იყო საქმროსთვის ყველაფერი მოეყოლა თუმცა არ იცოდა საიდან დაეწყო.
- ჯონგუკ... მე და კიმ თეჰიონი ერთმანეთს ახლა არ შევხვედრილვართ. ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ 9 წლის წინ ვიცნობდით................................
ჯონგუკი ჩუმად იჯდა და მოსმენილის გაანალიზებას ცდილობდა, ვერ წარმოედგინა რომ ამ პატარა გოგონამ ამედნი რამ გადაიტანა, ყოველთვის იცოდა რომ ჯისუს ძლიერი, უგრძნობის ნიღბის მიღმა დაუცველი, ნაზი არსება იმალებოდა, რომელიც ახლა მის წინ იყო, მტირალი, აბსოლიტურად დაუცველი. ჯეონმა გოგონას სხეული ძლიერი მოძრაობით კალთაში ჩაისვა და მჭდროდ მიიკრა გულზე.
- ნუ გეშინია პატარავ, მე აქ ვარ, იმ ნაბიჭვარს შენამდე არ მოვუშვებ, არასდროს დაგთმობ რაც უნდა მოხდეს ამას არ ვიზამ.
- მაგრამ გუკი, მე ხომ....
- შშშ, ნურაფერს მეტყვი. შენ არ გინდოდა მისთვის გეკოცნდა, და თუნდაც ისევ გქონდეს მის მიმართ რაიმე გრძნობა მე შენ მას დაგავიწყებ კიმ ჯისუ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ შენი გული მთლიანად მე მივისაკუთრო. თავს ნურაფერში დაიდანაშაულებ. მე ყველაფერს მივხედავ. - ჯისუმ იმედიანად გაიღიმა და გუკის ყელში ღრმად ჩარგო ცხვირი......................
...................................
- ჰარა ყველაფერი გაიგე? - წყნარად იკითხა თეჰიონმა და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.
- რათქმაუნდა თაე. ამას დიდი ხანია ველოდით. იერის დაველაპარაკები და დღესვე ფხენიანში გამოვფრინდები. აი ნახავ საყვარელო მათ თავბედს დავაწყევლინებთ.
- ხო, რათქმაუნდა, ახლა უნდა წავიდე. - კიმმა ტელეფონი გათიშა და ის იყო უკან ჩანთან დაბრუნებას აპირებდა რომ ისევ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, თეჰიონმა ჩათვალა რომ ისევ ჰარა რეკავდა და ტელეფონს მასზე დაუხედავად უპასუხა
- რამე ვერ გაიგე ჰარა?
- ჯეონ ჯონგუკი ვარ კიმ -გაისმა ცივი ხმა და თეჰიონმა იგრძნო როგორ მოიცვა მისი სხეული სიბრაზემ
- რატომ მირეკავ ჯეონ? - თავადაც იგივე ტონით უპასუხა ბიჭს
- მინდა გაგაფრთხილო რომ ჯისუსგან თავი შორს დაიჭირო. არც იფიქრო რომ მას მიუახლოვდე..
- თორემ რა? - დამცინავად იკითხა კიმმა - რას იზამ?
- ჯისუმ ყველაფერი მითხრა. ვიცი რაც გაკავშირებდათ და რაც გაუკეთე. გუშინდელი ინცინდენტის შესახებაც ვიცი. კიდევ გიმეორებ, მისგან თავი შორს დაიჭირე - კბილებში გამოცრა ჯონგუკმა
- ინცინდენტი? ახლა ამას ასე უწოდებენ? - ცინიკურად ჩაილაპარაკა თეჰიონმა? - მე ვფიქრობ ამას ვნება ჰქვია. ერთმანეთის სურვილი - ჯეონის გაღიზიანებას განაგრძობდა კიმი და ეს მომენტი ართობდა.
- მოკეტე - იღრიალა წყობიდან გამოსულმა - ჯისუს არ დაგითმობ
- ეს არც არაფერში მჭირდება, ის ისედაც ჩემია. გირჩევ თავად იყო მისგან შორს, საკმაოდ ეჭვიანი ბუნება მაქვს და შენი მოკვლა არ მინდა. იპოვე ვინმე ვინც შეგეფერება და ჩემს გოგოს შეეშვი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩვენებ რას ვაკეთებ როცა ჩემს საკუთრებას ეხებიან. - ჩაისისინა თეჰიონმა და ტელეფონი გათიშა. იცოდა თუკი საუბარს გააგრძელებდა ეს კარგ შედეგამდე არ მიიყვანდა მას კი ახლა ფიკუსირება სჭრდებოდა. - ახ, კიმ ჯისუ ინცინდენტი არა? მიწვევ პრინცესავ, გამოწვევა მიღებულია........
.........................................
წყობიდან გამოსულმა ჯონგუკმა ირგვლივ ყველაფრის ლეწვა დაიწყო - შე ნაბიჭვარო უფლებას არ მოგცემ წამართვა. ჯისუს ჩემგან ვერავინ წაიყვანს.................... არა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიქორწინო, რაც შეიძება სწრაფად.... - ისტერიულად ამოილაპარაკა ჯეონმა მცირე ზომის ბარიდან ყველაზე ძლიერი სასმელი გამოიღო.
მეგობრებო მომიოტევეთ თუ ზედმეტად გაწელილი და უინტერესოა. უბრალოდ იმისათვის რის დაწერასაც ვაპირებ ესეა საჭრო. იმედი მაქვს ჩემთან ბოლომდე დარჩებით და მიადევნებთ ფიკს თვალს. ძალიან დიდი მადლობა თითოეული ნახვის, ვოუთისა თუ კომენტარისთვის. მართლა ბევრს ნიშნავს უფრო სწორად შეიძლება ითქვას ყველაფერია.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro