Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

3 თავი

- იუნგი უკვე წავიდა?? -ჰკითხა ქალბატონმა ჰანმა გოგონას რომელიც სასაუზმოდ შეუერთდა ოჯახის წევრებს.
- ჰო დედა, წავიდა.
- რატომ არ სთხოვე დარჩენილიყო? ჩვენთან ერთად ესაუზმა, თქვენ ისე ახლოს ხართ ერთმანეთთან იქნებ...
- დედა ძალიან გთხოვ, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ არა? პირველი- მე და იუ საუკეთესო მეგობრები ვართ, გესმის მეგობრები, მეტი არაფერი. ჩვენ 1 დღეც ვერ გავძლებთ სხვა ამპლუაში და მეორეც - მე მინდა მართლა შემიყვარდეს ვინმე, და ახლა ვხვდები ადამიანს რომელიც ძალიან მომწონს, ასე რომ გთხოვ რა - საყვარლად გაუღუმა იუნამ დედას და მამამისს თვალი ჩაუკრა.
- ის ადამიანი რომელიც შენ ასე მოგწონს ერთ ჩვეულებრივი ოქროს მაძიებელია - ამოიღრინა ქალბატონმა შინმა
- საკმარისია, მე მადა დავკარგე, გემრიელად მიირთვით ხელსაწმენდი მაგიდას გამეტებით დაანარცხა გოგონამ და ოთახიდან გავარდა.
- მგონი ზედმეტი მოგდის, ჩვენს შვილს უნდა მისცე საშუალება თავისი ცხოვრებით იცხოვროს - წყნარად უთხრა ცოლს ბატონმა ჰანმა.
- თუ თავისით დაინგრიოს მომავალი? ხვდები მაინც რას ამბობ ჯინ?
- დამშვიდდი, ჩვენი იუნა ჭკვიანი გოგონაა, მე მას ვენდობი. - ჰან ჯინ ჰიოკმა შუბლზე აკოცა მეუღლეს და კომპანიისკენ გაემართა.

..............

- ჯანდაბა, ამ ქალს ნიჭი აქვს რომ გუნება მომიწამლოს. - დაიბუზღუნა იუნამ და მანქანაში ჩაჯდა. ძალიან ღელავდა დღეს ხომ შეყვარებულის დედა უნდა გაეცნო.

მალე მის ტელეფონზე ზარი გაისმა, გოგონამ ყურსასმენები მოირგო და თეიანს უპასუხა
- სად ხარ საყვარელო? - გაისმა ბიჭის ბოხი ხმა.
- გზაში ვარ თეი
- ძალიან კარგი, მე ცოტა შევყოვნდი, დედა სახლშია. მიდი მეც მალე მოვალ.
- ჯანდაბა, ძალიან  ვნერვიულობ. - საჭეს გამეტებით ჩააფრინდა იუნა.
- ნუ ღელავ პრინცესა, გამორიცხულია დედას არ მოეწონო. შენ ყველაზე საყვარელი და ლამაზი პრინცესა ხარ.
- კარგი კარგი ნუ გამაწითლე - გადაიკისკისა იუნამ - დროებით უნდა გავთიშო.
- კარგი, მალე შევხვდებით.

გოგონამ მანქანა ავტოსადგომზე დააპარკინგა და ბინისკენ გაემართა, მალე კი კარი სანდომიანი სახის ქალბატონმა გაუღო და ღიმილით გამოეგება.
- მოდი შვილო, მე კანგ ჰანა ვარ თეიანის დედა.
- გამარჯობათ, მე იუნა ვარ ქალბატონო ჰანა.
- მიხარია შენი გაცნობა შვილო, თეიანი ძალიან ბევრს მიყვებოდა შენზე, თუმცა გაცილებით ლამაზი ხარ. მოდი დაჯექი რამე შეჭამე.
- თეიანს დაველოდოთ, მანამდე ვისაუბროთ,  - ნერვიულად გაიღიმა გოგომ
- ძალიან საყვარელი ხარ იუნა, საოცრად ლამაზი, ბავშვობის შემდეგ სულ არ შეცვლილხარ - ღიმილით უთხრა ქალმა?
- ბავშვობის შემდეგ? ვერ მივხვდი - გაოცდა გოგონა
- აჰ, შვილო თეიანს შენი ბავშვობის ფოტო აქვს მოდი, გაჩვენებ. - ქალმა და თეიანის სამუშაო მაგიდის უჯრა გამოაღო, სადაც იუნამ გარკვევით დაინახა რომ მთელი უჯრა მისი და მისი ოჯახის წევრების სურათებით, სტატიებით იყო სავსე. იუნას თითქოს გული გაუჩერდა.  თითქოს მის ირგვლივ სამყარო გაჩერდა.
- მან იცოდა, იცოდა ვინ ვარ. - ყვიროდა მისი გონება გულს კი რეალობის დანახვა არ უნდოდა - დეიდა, - ზრდილობიანად მიმართა ქალს. - უნდა წავიდე, რაღაც გადაუდებელი საქმე დამრჩა მოსაგვარებელი. - იუნა  გარეთ გავარდა. მთელი ძალით ცდილობდა არ ეტირა. არა ამის გამო არ იტირებდა. მის გამო არ იტირებდა. ახლა მხოლოდ იუნგი სჭირდებოდა. იუნგი და სასმელი ამიტომ სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და ბიჭის ნომერი აკრიფა.

.......

- ძმაო, როგორ ხარ? - ჯიმინი ღიმილით შეეგება კლუბში ახლახანს შესულ იუნგის და გადაეხვია
- უკეთესადაც ვყოფილვარ - ამოიღრინა ბიჭმა და ჯიმინის კუთვნილი ვისკი გადაკრა.
- ეე, რა ხდება? ასე რამ გაგამწარა? -სიცილით ჰკითხა მეგობარს
- ჩემი მშობლები, ყველანაირ ზღვარს გადადიან. ისე იქცევიან თითქოს 5 წლის ბავშვი ვიყო.  ჭკუიდან გადამიყვანეს.
- ისევ შენს ქორწინებაზეა საუბარი? - თვალები აატრიალა ჯიმინმა
- კი, სულ ტყუილად მეგონა რომ
დაიღლებოდნენ. თან ვისზე იმ ძუკნა ვივიანზე.
- და რა იცი რომ ძუკნაა - სიცილით კვდებოდა ჯიმინი
- კარგი რა რამდენჯერაც ერთმანეთს ვხვდებით გამუდმებით ჩემს ლოგინში შეთრევას ცდილობს. მაღიზიანებს.
- ნუ იქცევი ანგელოზივით, იხმარე და ეგაა. - ჩაიქირქილა ჯიმინმა.
- იმდენად ვერ ვიტან რომ არც კი მიდგება - გადაიხარხარა იუნგიმ. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როცა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა რომ ნახა იუნა რეკავდა მისი სახე ღიმილმა გაანათა.
- იუნაა - იკითხა ჯიმინმა და არც გაჰკვირვებია როცა დადებითი პასუხი მიიღო. იუნგი მხოლოდ მის გვერდით ხდებოდა ასეთი. მხოლოდ მის გახსენებაზე ეფინებოდა ბედნიერი ღიმილი.
- ახლავე მოვალ, უნდა ვუპასუხო - მიაძახა მეგობარს და სწრაფად გავიდა გარეთ.
- რაო ძვირფასო გადაიფიქრე - ცინიკურად ჩასძახა ტელეფონში თუმცა როგორც კი იუნას აკანკალებული ხმა გაიგონა სხეულში სიბრაზის ტალღამ დაუარა.
- იუნგი სად ხარ?
- კლუბში ვარ პატარავ, რა მოხდა რა ხმა გაქვს? - გაეპასუხა ანერვიულებული.
- კარგი მოვალ თუ ხელს არ შეგიშლი. - ამოისრუტუნა იუნამ
- რა სისულელეს იძახი რათქმაუნდა არ შემიშლი, იცი, მგონი ჯობს  მე მოგაკითხო. მითხარი სად ხარ? ახლავე წამოვალ
- არა, უკვე გზაში ვარ 10 წუთში ვიქნები. - ჩასძახა გოგონამ და გათიშა.
- თუ რამე დაუშავა მოვკლავ, აუცილებლად მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს. - მალე იუნას მანქანაც გაჩერდა, გოგონა ნელი სვლით გადმოვიდა, ბიჭისკენ გაემართა და მის დანახვაზე მთელი ხმით ატირდა.
ამან იუნგი კიდევ უფრო გაამწარა სწრაფად გაიქცა მისკენ და პატარა სხეული თავის ტორებში მოიქცია.
- რა გაგიკეთა, მითხარი. მოვკლავ, გესმის, მოვკლავ. არავის აქვს უფლება აგატიროს, არავის აქვს უფლება გატკინოს - გულში მაგრად იკრავდა აქვითინებულს და გამუდმებით უმეორებდა ამ სიტყვებს.
- მან იცოდა მინი, ყველაფერი იცოდა. იცოდა ვინც ვარ. მის სახლში ჩემს ოჯახზე სტატიები ვიპოვე. ჩემი ბავშვობის ფოტოც კი. - ამოიტირა ბიჭის ხელებში იუნამ.
- დამშვიდდი პატარავ, დამშვიდდი, მე აქ ვარ შენთან. - ეჩურჩულებოდა იუნგი და ზურგზე ნაზად ეფერებოდა.
- წამოდი გთხოვ, დალევა მინდა,
- მაგრამ იუნა, იქნებ არ ღირს - იუმგიმ სცადა მისთვის აზრი შეეცვლებინებინა

- გთხოოვ. - ცრემლიანი თვალები შეანათა გოგონამ რითაც სრულად განაიარაღა ბიჭი.
- კარგი წავიდეთ, დავთვრეთ - შესძახა  იუნგიმაც და ორივენი ჯიმინის მოსაძებმად წავიდნენ.

..........

- კიდევ დამისხი, - დაიყვირა უკვე ძალიან მთვრალმა იუნამ და ბარმენს ჭიქა გაუწოდა, რომელიც ჰაერში აართვა იუნგიმ
- გეყოფა გოგონი, უკვე ძალიან მთვრალი ხარ - უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა ბიჭმა.
- არა კიდევ მინდა, დამისხი, - გაჯიუტდა გოგონა რამაც იუნგის ღიმილი გამოიწვია - ჯანდაბა შენს თავს, რატომ ხარ ასეთი სრულყოფილი - ამოიოხრა იუმგიმ და გოგონას მიაშტერდა რომელსაც უკვე ფეხზე ეძინა.
- მოდი აქ, - ბიჭმა ხელებში მოიქცია იუნა და მხარზე გადაიკიდა.
- დამსვიი, დამსვი ცხოველო - სიცილით გაყვიროდა გოგონა. - კიდევ მინდა დალევა. ასე ბუზღუნით მიაღწიეს მანქანამდე და ბიჭმა გოგონა წინა სავარძელზე დასვა, თან ღვედი დაუმაგრა. -ლოთი, - ჩაიღიმა და თავად საჭეს მიუჯდა. - ცოტაც მოითმინე, მალე სახლში იქნები.
- არა იუნგი გთხოვ არ მინდა სახლში, გეხვეწები - მხარზე აეკრა იუნა ბიჭს - დედაჩემის სახის დანახვა არ შემძლია. გეხვეწები.
- კარგი, კარგი, როცა ასე მიყურებ არ შემიძლია უარი გითხრა. - იუნგიმ გოგონა თავის ბინაში წაიყვანა, სადაც მარტო ცხობრობდა. უკვე მძინარე  ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან და თავისი ოთახისაკენ აიღო გეზი. იუნა ასევე ფრთხილად დასვა საწოლზე და მოულოდნელად მასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. მისი სურნელი შეიგრძნო. მის უმშვენიერეს სახეს დააკვირდა  და  გოგონასთვის თვალის მოშორება ვერ შეძლო. საოცრად მოუნდა მისი დიდი ტუჩების შეხება.
- ღმერთო რა მემართება - გველნაკბენივით გახტა უკან. - შეუძლებელია, რა სისულელეა თავზე იტაცა გაღიზიანებულმა, - ის ჩემი მეგობარია, ჩემი მეგობარია მეტი არაფერი, უბრალოდ არ შეიძლება იყოს. - ბიჭი ამ უეცარი გრნობისგან ლამის შეიშალა. - ნამდვილად სასმლის ბრალია, - არწმუმებდა თავს სასოწარკვეთილი სანამ ამ ფიქრებით არ სავარძელზე მჯდომარეს არ მიეძინა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #yoongi