საზღაური ჩვენი ცოდვებისთვის ძალიან დიდია. მაინც რა გვემართება, რატომ ვიცვლებით ასე ძალიან, რატომ ვემსგავსებით დემონებს? რის გამო ვშორდებით პირვანდელ სახეს? ადამიანი ამქვეყნად ერთადერთ არსებაა, რომელსაც ამ სამყაროში არჩევანის უფლება მიეცა. საშუალება მიეცა განერჩია ერთმანეთისაგან კარგი და ცუდი. ნთელი და ბნელი. სიკეთე და ბოროტება. მაშინ რა გვაბრმავებს ასე ძალიან, რა გვაიძულებს დაუნდობელ ცხოველებზე უარესები გავხდეთ? ნუთუ შესაძლებელია ამდენი ბოროტება ისეთმა სპეტაკმა გრძნობამ გამოიწვიოს როგორიც სიყვარულია, პირველი სიყვარული საერთოდ შესაძლებელია ასეთი სისასტიკის მიზეზად იქცეს? და როგორი იქნება დასასრული? ყოველთვის ისეთი სისხლიანი როგორიც კირას შემთხვევაში? მაშინ რა ელის მინ იუნგის რომელმაც მისი სხეული სისხლით დაუნდობლად შეღება? ის აგებს პასუხს საკუთარი ცოდვებისთვის??........
................
სასტუმრო ძალიან მშვიდი სახით დატოვა, მეტიც შეიძლება ითქვას უზომოდ კმაყოფილმა საკუთარი საქციელით. გარეთ მყოფ თავის ხალხს დაუბარა რომ გვამისთვის მიეხედათ და საკუთარი მანქანისკენ გასწია. ეჩქარებოდა იუნასთან მისულიყო. უნდოდა გოგონა გულში მაგრად ჩაეკრა და მისი სურნელი შეეგრძნო. ახლა როცა მათ ცხოვრებაში არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა შეძლებდნენ მშვიდად ეცხოვრათ, მაგრამ.. არსებობდა ერთი მაგრამ რაც გონებას ურევდა და ხასიათს უფუჭებდა მინს. როგორ მიიღებდა იუნა კირას მკვლელობას. აპატიებდა ოდესმე იუნგის? მინმა ხმაურიანად ამოიხვნეშა და თავი გადააქნია. ის სწორად მოიქცა. ორივენი სიკვდილს იმსახურებდნენ. ვან სომ იუნას ბავშვობა წაართვა. კირას კი მისთვის აწმყოს წართმევა სურდა. იუნგი ამას ვერ დაუშვებდა
- მე სწორად მოვიქეცი, ის იმსახურებდა სიკვდილს - ცივი ხმით ამოთქვა მინმა და მანქანა დაქოქა- ამის შესახებ იუნა ვერასდროს გაიგებს. ვერ გაიგებს მას რა დამართა. ამას არასდროს დავუშვებ..
...............................................
ქალბატონო ჰან, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. სამწუხაროდ სასწრაფოს ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს - აქვითნებული ქალის დამშვიდებას ცდილობდა ჯინის პირადი ექიმი. - უკვე ძალიან გვიანი იყო.
- მე რატომ არაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ? ასეთი რამ როგორ შეეძლო ჩემთვის დაემალა - ტირილს ვერ წყვეტდა ქალი. - მე მისი ცოლი ვარ. როგორ შეძლო ამხელა ტკივილი მარტო გადაეტანა?
- მას არ უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები სტრესში გაეტარებინა. უნდოდა თქვენს თვალში ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე დარჩენილიყო..
- ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეიძებოდა...
- ვწუხვარ ქალბატონო, მაგრამ ბატონი ჯინის დაავადება სწრაფად პროგრესირებდა. მას არ სურდა მკურნალობა, ექსპერიმენტების წინააღმდეგი იყო. ეს მისი არჩევანი გახლდათ და მე არ მქონდა უფლება მის წინააღმდეგ წავსულიყავი. - თითქოს მოიბოდიშა ექიმმა
- მესმის, ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ იმდენად მოულოდნელი და მტკივნეულია ამის აღქმა, ვერც კი აღვწერ. მადლობა დოქტორო. ჩემს შვილს დავურეკავ და მისი გადასვენების საკითხებს მოვაგვარებ. დიდი მადლობა რომ ამ მძიმე წუთებში მის გვერდით იყავით.
- თქვენს სამსახურში მიგულეთ მადამ. - მამაკაცმა თავი პატივისცემით დახარა და იქაურობა დატოვა.
- ჯანდაბა იუნა სად ხარ? რატომ ვერ გიკავშირდები? მგონი სჯობს იუნგის დავურეკო. - ქალმა სასიძოს ნომერი აკრიფა და ცრემლები შეიმშრალა. ახლა სისუსტის გამოჩენის დრო არ ქონდა. ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო.
...............................
მინი ათასნაირი საჭლითა და სასუსნავით დატვირთული შეიჭრა სახლში და მაშინვე იუნას ძებნა დაიწყო. საბოლოოდ აივანზე იპოვა სავარძელში მძინარე.
- პატარავ, გაიღვიძე - ჩუმად ჩასჩურჩლა საცოლეს ყურში და იქვე ნაზად აკოცა.
- იუნი, მოხვედი? - იუნამ თვალი ზანტად გაახილა და ბედნიერი ღიმილით ახედა საქმროს.
- როცა ასე მიღიმი მგონია რომ მთელი სამყაროს დაპყრობას შევძლებ. ძალიან მიყვარახარ იუნა. იმდენად მიყვარხარ რომ მეშინია არ დაგკარგო. მეშინია რომ ჩემი მიტოვება მოგინდება.
- რას ამბობ, ახლა როცა როგორც იქნა საკუთარი გრძნობები მივიღე, ამას როგორ ამბობ. მე შენ არასოდეს მიგატოვებ იუნგი. მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამას და ვერასდროს შევძელი თავი დამეღწია. შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ. გგონია ახლა ვიზამ ამას? - იუნგი გოგონას ტუჩებს მოშიებული დააცხრა და ახლოს მიიხუტა მისი სხეული. ორივეს სურდა სიამოვნება გაეხანგრძლივებინათ, მაგარამ ამჯერად იღბალი მათკენ ნამდვილად არ ყოფილა. იუნგის ტელეფონმა გაბმულად იწყო რეკვა და წყვილი იძულებული გახდა მოშორებოდა ერთმანეთს.
- იუნა, დედაშენი რეკავს - წყნარად თქვა მინმა და ტელეფონს მაშინვე უპასუხა. - ქალბატონო ჰან? - გოგონა ინტერესით დააკვირდა საქმროს სახეს და თავადაც გუნება წაუხდა როგორც კი მასზე აღბეჭდილი მწუხარება დაინახა. იუნა მოულოდნელად საშინლად აფორიაქდა, თუმცა ვერ გააცნობიერა რატომ.
- გასაგებია.... იუნა აქ არის.... ნუ ღელავთ მე ყველაფერს მივხედავ. კარგით...
- იუნგი რა მოხდა, რაუნდოდა დედას? იუნგი ნუ მაშინებ რა ხდება - გოგონას ხმაში სასოწარკვეთა გაისმა და ამან გული მოუკლა ბიჭს. მან პატარა სხეული მკლავებში მოიქცია თითქოს სურდა მოსალოდნელი ტკივილისაგან დაეცვა.
- პრინცესავ, ძალიან მიჭირს ამის თქმა და არ ვიცი როგორ უნდა ამოვთქვა საერთოდ, მაგრამ ბატონი, ჯინი.... ის..
- რა დაემართა მამას? - გოგონასმ სწრაფად გაითავისუფლა საქმროსგან თავი და უემოციო მზერა მიაბყრო მას - ახლავე მითხარი რა სჭირს მამაჩემს?
- ბატონი ჰანი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა - იუნგიმ ისევ სცადა მოხვეოდა თუმცა იუნამ უკან დაიხია - არა, სისულელეს ამბობ, რა სისულელეა, რატომ უნდა მომკვდარიყო აბსოლიტურად ჯანმრთელი მამაკაცი. მიპასუხე, რატომ - გოგონა უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა და უკონტროლოდ მოსდიოდა ცრემლები. არა, სისულელეა, იტყუებით.
- იუნა გთხოვ, პატარავ მამაშენი, ის ავად იყო... მაპატიე, მაიძულა შენგან დამემალა რადგან არ უნდოდა გაენერვიულებინე
- რას ამბობ? ახლა რა ჯანდაბა თქვი იუნგი? - იუნამ სასწრაფოდ შეიმშრალა სახე და ცივი მზერა საქმროს მიაბყრო,
- გახსოვს, იმ დღეს თავისთან რომ დამიბარა, მაშინ გამიმხილა რომ უკურნებელი სენით იყო ავად. მთხოვა შენზე მეზრუნა და მოგფრთხილებოდი. მთხოვა ეს საიდუმლოდ შემენახა რადგან არ სურდა დატანჯულიყავი მის სიკვდილზე ფიქრით. მამაშენი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო იუნა. იმაზე იფიქრე რომ ზედმეტი ტანჯვის გარეშე გათავისუფლდა. გთხოვ მაპატიე ჩემო ცხოვრება, მე სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი, მის ნდობას ვერ ვუპასუხებდი. ეს მამაშენის სურვილი იყო. მას შენ ყველაფერზე მეტად უყვარდი. - გოგონა გულამოსკვნილი ატირდა, ბიჭს გული უკვდებოდა რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა საყვარელ ადამიანს მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო. ხელები მაგრად მოხვია საყვარელ ქალს და მჭიდროდ მიიხუტა გულზე - იტირე პტარავ, იტირე, მე შენთან ვარ. არასდროს დაგტოვებ. გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ ტკივილი შეგიმსუბუქო. საქმროს სიტყვებისგან გულაჩუყებული უფრო ჩაეკრა მას და ამჯერად შედარებით წყნარად ატირდა, იუნგიმ კი პატარა სხეული მკლავებშ მოიქცია და მასთან ერთად საძინებელში გაუჩინარდა.
........................................
იუნამ ტირილისაგან დასიებული თვალები ძლივს დააცილა ერთმანეთს. ალბათ მთელი ღამე ტიროდა. მის სხეულზე აკრული იუნგი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა კომფორტი შეექმნა მისთვის და რაღაც დოზით ეს მოახერხა კიდეც, გოგონამ მძინარე საქმროს გადახედა, მისკენ ნელა დაიხარა და შუბლზე ფრთხილად აკოცა. არც კი იცის როგორ გაიდაიტანდა ყველაფერს რომ არა ეს მამაკაცი. იუნა ვერ აცნობიერებდა როგორ შეძლო აქამდე ცხოვრება ამ სითბოს გარეშე რასაც იუნგი როგორც შეყვარებული ისე აძლევდა. სწორედ ამ სითბოს ეძებდა სხვებში რადგან საკუთარ თავს ვერ აძლევდა უფლებას მასზე ეფიქრა. გოგონა ჯერ კიდევ ფიქრებში იყო ჩაძირული როცა მის მხარეს დადებულ იუნგის ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ მისი ყურადღება მიიბყრო. იუნამ თავისდაუნებურად იგი ხელში აიღო და მესიჯი წაიკითხა,
"ყველაფერი ისეა როგორც დაგვავალეთ ბოს, კვალი არ დარჩენილა" - იუნას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა
- რას ნიშნავს ეს შეტყობინება? რა გააკეთე იუნგი??.....................
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro