Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

WORLD LAW

"სად წავიდა" ისმის ექოდ ბიჭის ხმა და მალევე სხეული ქვესკნელში ვარდება . სიბნელეში ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს, სანამ არ იხედება სინთლისკენ და არ იაზრებს რომ სწორედ ისაა,ვისაც ბიჭი ეძებს.

სწრაფად ხტება ფეხზე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს, თუმცა მალევე აჩერებენ მას.

ბიჭი ხედავს როგორ ეხვევა მაჯაზე ჩონჩხის თითები და ცოტათი კანკალებს კიდეც...

არ იმჩნევს რომ ეშინია, თუმცა ის ისეთი ცივია.. ისეთი ხმა აქვს ძვლებს...

" მე ის უნდა დავაბრუნო" უყურებს ბიჭი , თუმცა უსაზღვრო წყვდიადის გარდა ვერაფერს ამჩნევს... ისევ მიიწევს სინათლისკენ

" ვწუხვარ, მაგრამ ის ვეღარ დაბრუნდება... ეს მსოფლიოს კანონია." იძახის წყვდიადი და თითებს მეტად უჭერს ბიჭის მაჯას, რომელიც მალევე ფაიფურივით ნაწილებად იმტვრევა და ქვემოთ იყრება.

სინათლისკენ მიმავალს ვეღარ დაეწევა. მას იქ არ უშვებენ. არ ელოდებიან...

" აქამდე სად იყავი?" იკითხა კვლავ წყვდიადმა და დადუმდა. დაადუმა ბიჭიც რომელსაც პასუხი არ ჰქონდა

მართალია რომ სიკვდილის შემდეგ იყვარებენ არა?

ეს უკანასკნელი ბოლო სიტყვები აღმოჩნდა წყვდიადისგან გაგონილი. გაითიშა და თავი კვლავ საკუთარ სამყაროში ამოყო.

ძალიან შესცივდა... ალბათ იუნგისაც როგორ სცივა იქ...

მხოლოდ ახლაღა მიხვდა ბიჭი რომ წყვდიადი, რომლის თითებიც ასე უჭერდა მაჯაზე, სიკვდილი იყო.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro