Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

Yoone!

" დარწმუნებული ხართ რომ მას დავინახავ?" დაბნეული აფახულებდა თეჰიონი თვალებს და მწვანე, ოდნავ ბნელ ოთახს ავლებდა თვალს. ერთი კვირაა ამ მომენტს ელოდებოდა. ღამეც კი ძლივს იძინებდა იმაზე ფიქრში რომ ორი წლის შემდეგ კვლავ ნახავდა იუნგის.
"დარწმუნებული ხართ ბატონო თეჰიონ?" თბილი ხელის შეხება იგრძნო მხარზე თეჰიონმა და სწრაფად გატრიალდა ბატონი ჩონისკენ, რომელიც ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ბიჭს
" მე ის ორი წელია აღარ მინახავს.. ჩემი ხელით... ჩემი ხელით ჩავასვენე მისი სიფრიფანა სხეული იმ მიწაში" ამოიგმინა თეჰიონმა და თვალებში ძველებურად აენთო ცეცხლი.
" ეს ფსიქიკაზე იმოქმედებს"
" მე ის მენატრება" ამოიჩურჩულა, თითქმის უხმოდ, ტუჩების მოძრაობით და თითები მწარედ მოიგრიხა. ჩონმა მოიტანა სათვალე და ნელა ჩამოაცვა თეჰიონს. თმა შეუსწორა და კომპიუტერებთან დაბრუნდა, სხვების გვერდით.
" მხოლოდ ერთხელ შეხება, და გაქრება ის!"

ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ყველა გაფაციცებით შესცქეროდა კიბეზე მჯდარ თეჰიონს, რომელიც მოუთმენლად ელოდებოდა იუნგის გამოჩენას, ვირტუალურ სამყაროში.
ბიჭის თვალებში ნელ-ნელა იფეთქეს ფერებმა, ბიჭი დაფაციცებით წამოდგა კიბიდან და ნელა წავიდა სახლისკენ, რომელიც ბუნდოვნად მოჩანდა მის სამყაროში . მარჯვნივ მოტრიალდა. იმდენად რეალური იყო ზღვის ხმა, მისი ტალღები და გარდამავალი ფერები, ჩაიკეცა კიდეც .ყველა მოგონება, რაც იუნგისთან აკავშირებდა, ამოტივტივდა, განახლდა...
" სად არის იუნგი"

" თე" ჩაესმა ბიჭს ნაზი, დიდი ხნის მონატრებული ხმა და სწრაფად მიტრიალდა.
მონატრებული სახე
მარწყვისფერი ტუჩები
დიდი, კნუტივით ნაზი თვალები და ისევ ისე თეთრი, თოვლზე თეთრი კანი.
"იუნი" გმინვა მოწყდა თეჰიონის ნაზ, ალუბლისფერ ტუჩებს და ფრთხილად გადადგა ბიჭისკენ ნაბიჯი
" მომენატრე... მომენატრე .. შენ ისეთი .." ხელი ნელა გაიშვირა ,თუმცა შეხების შეეშინდა.  ორი წელია იგი მკვდარია, ორი წელია იმ ცივ კუბოში წევს... ახლა კი.. მის წინ დგას... არაქვს მნიშვნელობა ნამდვილი ადამიანი თუ გრაფიკა. უბრალოდ დგას და კვლავინდებურად დაჟინებით უცქერს აცრემლებულ თეჰიონს.
" ძალიან მომენატრე" კვლავ ამოიჩურჩულა თეჰიონმა, ნელა მიიწია ბიჭისაკენ და ხელი ფრთხილად დაასვენა იუნის მკერდზე, გულის მხარეს.

არ ფეთქავდა

გული რომელიც თემ შეიყვარა, რომელსაც ყოველ საღამოს უსმენდა, რომლისთვისაც ცოცხლობდა... უბრალოდ არ ფეთქავდა...

იმიტომ რომ ის მის წინ, იუნგი არ იყო...

უბრალოდ გრაფიკა... მისთვის შექმნილი... რამდენიმე წუთიანი გამოსახულება...

არც გრძნობებით და არც განცდებით...

მისი სიყვარული ორი წლის წინ მოკვდა და უბრალოდ იქ დამთავრდა ყველაფერი. ახლა კი ეს იუნგიც გაქრა, უბრალოდ ჩაქვრა ან აორთქლდა, თეჰიონი კი სამუდამოდ იმ სამყაროში ჩარჩა, იუნისთან.

თავის საყვარელ, ფითქინა იუნისთან

I can't feel your heartbeat, because you aren't here, with me 

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro