Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

aren't you tired?

ალბათ სხვა სამყაროში ჩემი ერთადერთი სიყვარული იქნებოდი.
ამ ცხოვრებაში კი უბრალოდ ადამიანი ხარ, რომელთანაც ჩემი ნებით მივდივარ , გაწვდი დანას და ზურგს გაქცევ, იმის მოლოდინში, როდის გამიყრი.

ვიცი ,ყოველ ჯერზე გამიმეტებ

ვიცი , სიკვდილამდე მეტკინება

ვიცი, სისხლისგან დავიცლები

წინაზე მეტად გამიჭირდება ადგიმა

მაგრამ ეს სიახლოვე, მომენტი შენამდე მოსვლისა ,მათრობს

მითრევს

ყოველი მოსვლისას, კიდევე ერთხელ ვაბიჯებ საკუთარ თავს და გეყრდნობი

წამოცმულ დანაზე გეყრდნობი

ვიცლები

ადამიანობისგან ვიცლები

რადგან ვხვდები, ნებისმიერი ცხოველიც კი უფრო ძვირფასია ამ დედაბუნებისთვის, ვიდრე მე შენთვის

მაგრამ მაინც, ვდგები, რომ ხელახლა მოგცე უფლება, გამომაცალო სიცოცხლე, რომელიც ადამიანს მხოლოდ ერთი აქვს ნაბოძები

მაგრამ

მაგრამ აღარ გეტყვი ,რომ მტკივა

აღარ გეტყვი, რომ მაღელვებს

არ გაგრძნობინებ, რომ არ იმსახურებ

რადგან ვიცი, როგორია გადაგაგდონ

არ დაგანახებ, რომ როცა ჩემით დაღლილი სხვებთან ერთობი, მე ბოლოჯერ ვისუნთქავ ჰაერს და ვახელ თვალებს, რომ კვლავ დაგინახო.

რომ თვალებში ჩახედო, როგორც მაშინდელივით, რომ მითხარი,  არასოდეს ტყუიან ესენიო.

მტკივა, მაგრამ არ გაგაგონებ, რადგან როცა ტანჯვისგან ვკიოდი, არ გესმოდა.

ალბათ სხვა სამყაროში ჩემი ერთადერთი სიყვარული იქნებოდი,
მაგრამ ამ სამყაროში  ჩემი სასჯელი ხარ.


Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: