Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

6 თავი


ოთახში ბნელა... ირგვლივ სულისშემაგუბებელი სიჩუმეა რომელსაც მომენტალურად ფხრეწს იარაღის გასროლის ხმა, შემდეგ, მთელს სხეულზე სიცივეს გრძნობს, სიცივეს და სისველეს, რომელსაც საშინელი სუნი ასდის. სისხლის სუნი, ცდილობს ფეხზე წამოდგეს, მაგრამ სხეული არ ემორჩილება, ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებს, უბრალოდ გრძნობს როგორ ტოვებს მის სხეულს სული, როგორ ეცლება სიცოცხლე და კიდევ უფრო მეტად სცივა, ნუთუ ესაა სიკვდილი, ნუთუ ამის იქით არაფერია, ნუთუ ასე უნდა დაამთავროს.

- არაა! ჯერ ადრეა, არ შეიძლება! - ყვირის სასოწარკვეთლი

- ჯისუ! ჯისუ გესმის ჩემი? გაიღვიძე უბრალოდ კოშმარია, ჯისუ- თავზე დაჰყვირის შეშინებული თეჰიონი გოგონას რომელსაც ცივი ოფლი ასხამს და თითქმის აგონიაში მყოფი ვერ ახერხებს კოშმარს თავი დააღწიოს. - პატარავ აქ ვარ, ნუ გეშინია გესმის? ჩემი გესმის ჯისუ, შენ არაფერი მოგივა დამშვიდდი.

- გოგონა გაუცნობიერებლად ხვევს ხელებს თაეს და მთელი სხეულით ეკვრება, მის ძლიერ მკლავებში თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. მომენტალურად წყნარდება, გულის ცემაც უმშვიდდება და ძილს აგრძელებს

- ასე პატარავ, მშვიდად- მის თმებს ეფერება თე და გულში მჭიდროდ იკრავს. - არ ვიცი რა გადაიტანე და ასე რა გაშნებს მაგრამ ვერავინ შეგეხება სანამ შენთან ვარ. არავის მივცემ უფლებას რომ გატკინოს, უბრალოდ მომეცი საშუალება დაგეხმარო.

მას შემდეგ რაც მშვიდდება თეჰიონი ცდილობს წამოდგეს, ხვდება რომ დილით ჯისოს ამ ოთახში რომ დახვდეს ცოცხალი ვერ გადაურჩება, თუმცა ვერ ახერხებს მის პატარა სხეულს თავი დააღწიოს, გაღვიძება კი არ უნდა. - ჯანდაბა რაც არის არის, ერთ დარტყმას ავიტან - სიბნელეს უღიმის თაე და სიზმრების სამყაროში ეშვება.

.......................

- კიმ თეჰიონ! თეჰიონ! თვალები გაახილე შე პარაზიტო, სანამ აქვე არ აგკუწე, ჯანდაბა გესმის ჩემი? გაიწიე მაინც რომ ადგომა შევძლო, იდიოტო. - გამწარებული ცდილობდა ბიჭის მკლავებისგან გათავისუფლებას სულშეგუბებული ჯისუ, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ზედ ეწვა ტაე და როგორც ჩანდა საკმაოდ ტკბილად ეძინა.- თავს რომ დავაღწევ გეფიცები ჩემი ხელით მიგახრჩობ, იმბეცილო გაიღვიძე - პასუხად თაე მხოლოდ უსაგნოდ ზმუოდა და უფრო იკრავდა ისედაც შეწუხებულს გულში. - ჯერ დამაცადე აქედან ავდგე რა დღეში ჩაგაგდო - გულში იქადნებოდა ჯისუ რომელმაც როგორც იქნა მისი მკლავებისგან გამოძრომა მოახერხა და ახლა სიბრზისგან ერთიანად გამწვანებული ფიქრობდა როგორ გაეღვიძებინა ეს ძილისგუდა. იქვე მდგარი მაგიდისკენ შებრუნებულს, რომელსაც იქ წყლით სავსე მათარა ეგულებოდა სტვენის ხმა შემოესმა და ელდანაკრავივით შებრუნდა საწოლისკენ, სადაც იდაყვებს დაყრდნობილი თეჰიონი დახვდა, იგი თვალებმოჭუტული სწავლობდა მის სხეულს და სახეზე გარყვნილი ღიმილი დასთამაშებდა. - პატარავ გირჩევ რამე ჩაიცვა თორემ არც მე და არც ჩემი ბიჭი ჩვენს საქციელზე პასუხს არ ვაგებთ.

- შე გარყვნილო, იდიოტო, - დაუყვირა ერთიანად გაწითლებულამ ჯისუმ და ახლახანს გააცნობიერა რომ ბიჭის წინაშე ძალიან მოკლე საღამურით იმყოფებოდა. გამწარებული ბალიშს ეცა, თავში უთავაზა ახარხარებულ თეჰიონს. მერე კი ხალათს დასწვდა და საგულდაგულოდ გაეხვია მასში.

- ტყუილად ირჯები სიხარულო, უკვე დავინახე რისი დანახვაც მინდოდა და ჯერჯერობით ამით დავკმაყოფილდები- სიცილში ძლივს ამოიხრიალა ბიჭმა და მზერა გაცოფებულ გოგონაზე გადაიტანა რომელიც ამ სიტუაციაშიც კი იდეალურად გამოიყურებოდა.

- აქედან გაეთრიე კიმ თეჰიონ სანამ მოთმინება არ დამიკარგავს, არა, მოიცა ჯერ ამიხსენი აქ როგორ გაჩნდი.

- სიამოვნებით პატარავ, ღამით შენი ყვირილის ხმა შემომესმა, როგორც ჩანს კოშმარს ხედავდი, ოთახში შემოვედი რომ გამეღვიძებინე, შენ კი ისე ჩამეხუტე რომ წასვლის საშუალება არ მომეცი- გაიკრიჭა თაე- რა უნდა მექნა, ჩემი პრინცესას სურვილს ხომ ვერ შევეწინააღმდეგებოდი, აქ დავრჩი. ისე ჩემს მკლავებში ყოფნა მოგეწონა აშკარად, მომენტალურად დამშვიდდი, მე..

- მოკეტე არანორმალურო, ჯერ ერთი შენი პრინცესა მაგ საღამურში გიზის და მეორეც სისულელეს ნუ როშავ მე არასოდეს არ გთხოვდი ჩემთან დარჩენას, არასოდეს. საერთოდ არ ჯდები ჩემს გემოვნებაში. - ცინიკურად ჩაიქირქილა ჯისუმ რამაც თეჰიონის გაღიზიანება გამოიწვია, ფეხზე წამოხტა რამდენიმე ნაბიჯით ჯისუსთან გაჩნდა და კედელს ააკრა თავისი სხეულით.

- აბა ვინ ზის შენს გემოვნებაში პატარავ, ის გამო***ებული ნამჯუნი? მიპასუხე- ტონს უწევდა თაე და უფრო უახლოვდებოდა ჯისუს. - მითხარი ის მოგწონს? რაც შეეხება „ჩემს პრინცესას" ვნახოთ როგორ მოიხსენიებ მას შემდეგ რაც ჩემს სახელს ბოლო ხმაზე გაკვნესებ. ნუ გამაბრაზებ თორემ ყოველთვის ასეთი საყვარელი არ ვიქნები, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს, ნუ მიწვევ.

- თეჰიონ გამიშვი- ამოიკნავლა ჯისუმ

- რაო, ახლა ვეღარ ხარ ისეთი მკაცრი არა? ვიცი პატარავ, ვიცი რომ მეც ისევე ვმოქმედებ შენზე როგორც შენ ჩემზე. კარგად მესმის შენი აჩქარებული გულის ცემა ასე რომ უარყოფას არ აქვს აზრი, ნუ მეწინაღმდეგები. - ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით ამოთქვა თაემ, ისე რომ მისი სიახლოვისგან ერთიანად აცახცახებულმა ჯისუმ ძლივს შეძლო მათი გარჩევა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, თავი გვერძე გაიქნია და თეჰიონის ტუჩები რომლებიც ცოტაც და ბაგეებზე დაეწაფებოდა მის ლოყას ნაზად შეეხო.

- გთხოვ, არ გინდა. მარტო დამტოვე კარგი, გემუდარები. - ბიჭი შეძრა მისი ხმის სასოწარკვეთილებამ. უკან დაიხია და შემდეგ ოთახი სწრაფად დატოვა, ასე რომ არ მოქცეულიყო ვერ შეიკავებდა თავს და ძალით დაეუფლებოდა მის ტუჩებს, რაც არ შეეძლო, უნდოდა გოგონას თავისი ნებით ეკოცნა, უნდოდა ეს ჯისუს სურვილიც ყოფილიყო, ცხოვრებაშ პირველად სასტიკ კიმ თეჰიონს სიგიჟემდე უნდოდა სხვის ნებას დაყოლოდა. ის ეკეთებინა რასაც ჯისუ მოისურვებდა. - ცოტაც დამელოდე პატარავ, სულ ცოტაც და თავად მთხოვ მოგეფერო...

.................

ბოლო რაც გაიგონა ამ სამყაროს მოწყვეტილმა ჯისუმ კარის გაჯახუნება იყო, ამ ხმამ შეაკრთო, მის სახეზე ცრემლებმა უგზო-უკვლოდ დაიწყეს დენა, იქვე ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩამალა.

რას მიკეთებ კიმ თეჰიონ, არ შეიძლება,არ შეიძლება შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდეს, შენ მხოლოდ ჩემი გამოყენება გინდა, შეუძლებელია შენნაირმექალთანეს ჩემნაირი შეუყვარდეს. მე კი არ მაქვს უფლება, მე ვერავისთან ვიქნები, ჩემიმიზანია შური ვიძიო და შესაძლოა ამის შემდეგ ცოცხალიც ვერ დავჩე. მორჩა ჯისუ - შესძახასაკუთარ თავს და ფეხზე წამოდგა. - ამის დაშვება არ შეიძლება, მისგან თავი შორს უნდადაიჭირო. შენს სისუსტედ არ უნდა იქცეს.- მისი სიტყვები ყინულივით ცივად ჟღერდა მისთვალებში კი მხოლოდ სიცარიელე ჩანდა. მან ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და ახალი დღისთვისმზადებას შეუდგა.



პატარაა და ამისთვის ბოდიშს გიხდით :) მაგრამ გპირდებით ხვალ შემდეგი თავი დიდი იქნება. ასევე მადლობა მინდა გითხრათ ყველას ვინც კითხლობთ, მინდა იცოდეთ რომ თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. პირველი ფიკია ჩემი და თუკი რამე შენიშვნა გექნებათ აუცილებლად გავითვალისწინებ. შევეცდები არ იყოს ბანალური <3 <3

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo