17 თავი
როგორც კი კიმების სახლი დატოვა მაშინვე დაურეკეს ჯიმინს ბარიდან, აცნობეს რომ უგონოდ მთვრალი ნამჯუნი დებოშის ატეხვას აპირებდა და ბიჭიც სასწრაფოდ მასთან წავიდა. იქ მისულმა ჭიქა ძლივს გამოაცალა ხელიდან და უკვე თითქმის გათიშულს და ბიჭის ბარიდან გათრევას შეეცადა თუმცა სულ ტყუილად, ჯუნი არ აპირებდა არსად წასვლას, ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო, უფრო სწორად ამოისლუკუნა, ხო ის ტიროდა, ნამდვილად ასე იყო.
- ღმერთო ნამჯუნ - შეიცხადა ჯიმინმა - შენ რა ტირი?
- მე ის მიყვარს გესმის? სიგიჟემდე მიყვარს, იმ მომენტიდანაა ჩემს გონებაში რაც პირველად ვნახე, არ შემიძლია მისი ღიმილის, მისი თვალების დავიწყება და ახლა რა, ჯიმინ მიპასუხე რა იქნება ახლა? იმ ნაბიჭვარ ფლეიბოის უნდა გაყვეს, ის მის ცხოვრებას დაანგრევს, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და როცა ეს მოხდება მე მას მოვკლავ, მე კიმ თეჰიონს სიცოცხლეს გამოვასალმებ, გესმის?
- მესმის ნამჯუნ, მესმის ძმაო, ოღონდ სანამ მაგ გეგმას სისრულეში მოიყვან მანამ ჯობს კარგად გამოიძინო ხო?
- ჯიმინ - გაცხარდა ჯუნი, - შენ რა დამცინი? ვამბობ რომ ცუდად ვარ. საერთოდ გყვარებია ოდესმე ვინმე? გყვარებია? - ჯიმინმა თვალები გაბეზრებით აატრიალა, მიხვდა წინ გრძელი ღამე ელოდა.
..............
შინაგან მოუსვენრობას გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ მეგობრებთან მეტნაკლებად მარტივად მოახერხა ყველაფრის მოგვარება შუგას დახმარებით, ვერ წყნარდებოდა, არ შეეძლო დამშვიდება როცა იცოდა რომ ჯუნი ასე იტანჯებოდა. ჯისუ ყოველთვის გრძნობდა მისგან მომეტებულ სითბოს და გულის სიღრმეში ისიც იცოდა რას განიცდიდა ბიჭი, თუმცა ჯიუტად არ უტყდებოდა საკუთარ თავს. ეშინოდა, ეშინოდა რომ თავად არ განიცდიდა იგივეს და ახლა როცა მისი გული და გონება მთლიანად თეჰიონისკენ იყო მიმართული უფრო ესმოდა ნამჯუნის ტკივილი. საკუთარი თავი ეზიზღებოდა რადგან ასეთ ტანჯვას აყენებდა მას.
- რატომ, რატომ იტანჯება ყველა ჩემს გამო? - ეკითხებოდა საკუთარ თავს.-აწამებენ, კლავენ, აშინებენ, გული უტყდებათ და ყველაფერი ჩემს გამო. - ჩუმად ქვითინებდა. ახლა მხოლოდ ერთ რამე შეძლებდა მის დამშვიდებას, აივნის კარი გამოაღო, ბარიდან მისი საყვარელი თაფლის არაყი გამოიღო ცოტაოდენ ყინულთან ერთად და ცივ სიოს მიუშვირა გახურებული შუბლი. სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და სულის შემხუთავ კვამლს საშუალება მისცა მისი ფილტვები შხამით აევსო. იშვიათად ეწეოდა, მხოლოდ მაშინ თუკი კედელთან იყო მიმწყვდეული და მარტოდმარტო სვამდა. ახლა მხოლოდ ეს იყო გამოსავალი. ცოტა ხნით უნდა მოსწყვეტოდა რეალობას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბოლო დღეებში თეჰიონის სურნელი ავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ დღეს მისდა საბედნიეროდ მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა რამაც შეიძლება ითქვას გადაარჩინა. უსასრულობას გაუშტერა თვალი, სავარძელში კარგად მოკალათდა, კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა სულმოუთქმელად.
................
განრისხებულმა თეჰიონმა თითქმის შეამტვრია კაბინეტის კარი და იქ მყოფებს მომაკვდინებელი მზერა ესროლა.
- ასეთი რა მოხდა ამ დროს რომ მაიძულეთ სახლი დამეტოვებინა.
- ოჰო, - ამოქირქიკლა გუკმა - მშვიდად ძმაო, მოდი დავაზუსტებ სახლის თუ შენი მშვენიერი საცოლის დატოვება?
- ჯონგუკ გაფრთხილებ ნუ მცდი, ისედაც არ მაქვს მწყობრში ნერვები.
- შენ დიდიხანია წყობილებიდან გამოგიყვანეს ძმაო, - მის წვალებას აგრძელებდა გუკი. - თუმცა აქ საღლაბუცოდ არ მოგვიწვევიხარ. პრობლემა შეგვექმნა, კერძოდ ბოლო პარიტის გადმოტვირთვისას აღმოვაჩინეთ რომ ყუთებში არ იყო იმ სახის იარაღი რაზედაც მოვილაპარაკეთ და რისი თანხაც გადავიხადეთ.
- როგორც ჩანს ბატონმა ჩანგმა ჩვენთან თამაში გადაწყვიტა მეგობრებო. მოემზადეთ, გამთენიისას შანხაიში მივფრინავთ, ფაქტია საჭიროა ვიღაცებმა ჩემი ძალა იგრძნონ. - ამოილაპარაკა თეჰიონმა და თვალებში სიკვდილის აჩრდილი ჩაუდგა.
- რატომ ახლავე არ მივდივართ - ჩაიბურტყუნა გუკმა
- იმიტომ რომ რაღაც მაქვს მოსაგვარებელი, სასწრაფოდ. შეხვედრამდე - ნაჩქარევად მიუგდო გუკს რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა და კარში გაუჩინარდა. უნდოდა წასვლამდე ჯისუ ენახა და თავად შეეტყობინებინა გამგზავრების შესახებ. საშინლად არ უნდოდა მარტო დატოვებინაა მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. - სულ რაღაც 3 დღე თეჰიონ,მხოლოდ სამი დღე. დაბრუნდები და იქორწინებ. - გადაწყვიტა ჯისუს თავი იუნგისათვის ჩაებარებინა, იცოდა კარგად მიხედავდა, სხვა არავის იმედი არ ჰქონდა, მათ შორის არც ჯინის, საქმე მის საყვარელ ქალს ეხებოდა და არ უნდოდა სულ მცირედით მაინც გაერისკა. იუნგის შეტყობინება გაუგზავნა თავად კი უკვე სახლში მისული ჯისუს ოთახისაკენ დაიძრა, ფრთხილად დააკაკუნა მაგრამ პასუხი ვერ მიიღო ამიტომ დაუფიქრებლად შეაღო კარი და გოგონას დაუწყო ძებნა, საბოლოოდ აივანზე შენიშნა, პლედში გახვეული სავარძელში მოკალათებულიყო და ეძინა, თაე სწრაფად მივიდა მასთან. იქვე შენიშნა სიგარეტის ნამწვი და თითქმის ცარიელი ბოთლი. - ღმერთო ჯისუ? მაპატიე რომ მარტო დაგტოვე. - ბიჭი მიხვდა რამდენად უჭირდა გოგონას, მიხვდა რამდენად ებრძოდა საკუთარ თავს და კიდევ უფრო მოერია ბრაზი ამ გამგზავრების გამო. მჭიდროდ შემოხვია მის პატარა სხეულს მკლავები და გულზე მიიკრა, როგორც დაუცველი ბავშვი. მძინარე ჯისუ მართლაც უმანკო ბავშვს გავდა, რომელიც გაიძულებს მის მშვენიერ სახეს თვალმოუშორებლივ უყურო. თაემ გოგონა საწოლისკენ წაიყვანა, თან მთელი ძალით იკრავდა მკერდზე როცა ძალიან ჩუმი ჩურჩული მოესმა - თეჰიონ, თეჰიონ ! გაოცებულმა ჯისუს დახედა, გოგონა მას ეძახდა. ბიჭს გული გაუთბა. საწოლზე დააწვინა, ფრთხილად გაათავისუფლა ზედმეტი ტანსაცმლისგან და შუბლზე აკოცა. საბანი ფრთხილად ამოუკეცა და ჩუმად დატოვა ოთახი. მისი გული იმედით იყო სავსე, იმედით რომ ჯისუსას ისევე უყვარდა როგორც თავად უყვარდა გოგონა, სწორედ ეს იმედი უფორიაქებდა ასე სასიამოვნოდ გულს და ამ ფიქრით სავსემ დატოვა კიმების რეზიდენციაც.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro