Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

11 თავი

- ჯენ, დაკრძალვისათვის ყველაფერი მზადაა?

- კი ჯისუ, ყველაფერი მოვამზადე, ცერემონია დავგეგმე და მის ახლობლებსაც შევატყობინე, რომ ყველა ხარჯს შენ იხდი.

- ეს მცირედია რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო, მე ვერ შევძელი ის დამეცვა, ვერ მოვახერხე, მინდა რომ ისეთი პატივით დავკრძალოთ როგორც შეეფერებოდა.

- ხო, მართლა, ჯისუ, იმ დღეს სად გაქრი? ნამჯუნმა მითხრა რომ ყველგან გეძება შენ კი მოჩვენებსასავით აორთქლდი და არც შემდეგ გიპასუხია მისი შეტყობინებებისათვის.

- ახლა არაა ამის დრო. გპირდები როგორც კი ცოტა გონს მოვალ მაშინვე აგიხსნი ყველაფერს. ჯენ შენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.

- ყოველთვის ჯისუ, ყოველთვის. - ჩასჩურჩულა ჯენიმ და მჭიდროდ მოეხვია

....................

თეჰიონი კარგა ხანს იდგა ერთ ადგილს მიშტერებული, მისი გონება ვერ აღიქვამდა ნანახს. ალბათ ამას ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა. არა იანის და ქალბატონი ბიონის არასოდეს სჯეროდა, სულ ფიქრობდა რომ რაღაცას ხლართავდნენ, მაგრამ პიროვნება რომელიც მათთან ერთად იყო აღბეჭდილი ვიდეოში, აი რა აფიქრებდა ყველაზე მეტად.

- წყეული იყავი კრისტალ, ასე როგორ გაგვაცურე ყველა, რას ხლართავ, რა გინდა ჯისუსგან? - ვერ გადაეწყვიტა ახლავე დალაპარაკებოდა ძმას თუ მას შემდეგ რაც დეტალებს დააზუსტებდა. იცოდა როსეს სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი ეს ფირი იყო, იმასაც ხვდებოდა რომ კრისტალს რაღაც აკავშირებდა ჯისუს მშობლების სიკვდილთან მაგრამ რა, ის მათი ასაკის იყო. -შეუძლებელია მას რამე წვრილი მიუძღვოდეს იმაში რაც 15 წლის წინ მოხდა, ეს კრისტალი ვერ იქნებოდა მაგრამ თუ ასეა რატომ ცდილობს ჯისუს ჩამოცილებას? თავად უნდა გავარკვიო ყველფერი და ჯინს შემდეგ დაველაპარაკო. - გადაწყვიტა ბოლოს. ის იყო პიჯაკი შემოიცვა რომ ჯინმა შემოაღო კარი - თაე მზად ხარ? დაკრძალვის ცერემონია მალე დაიწყება.

- კი მზად ვარ,

- და ხო მართლა ქვემოთ შენი ბიჭები შევნიშნე, აქ რას აკეთებენ? რამეს მიმალავ?

- რა სისულელეა ჯინ, უბრალოდ ხომ იცი როსე რა სიტუაციაში დაიღუპა, არ მინდა რაიმე ინცინდენტი მოხდეს.

- ჰაჰ, გასაგებია, შენს გოგოზე ზრუნავ,- ჩაიქირქილა ჯინმა

- სასაცილოა, - გამოაჯავრა თაემ და დაამატა- დაკრძალვის შემდეგ შენთან ერთი საკითხი უნდა განვიხილო ასე რომ არაფერი დაგეგმო.

- როგორც იტყვი ძვირფასო ძმაო, როგორც იტყვი, - თმები ელეგანტურად გადაიყარა უკან ჯინმა და ოთახი დატოვა.

.............................

- ჯისუ ყველა შენ გელოდება, დროა - შესძახს ჯიმინმა ოთახში გამოკეტილ ჯისუს, და როცა პასუხი ვერ მიიღო ის იყო კარის ძალით შემტვრევას აპირებდა რომ მისი სუსტი ხმა გაიგონა.

- 5 წუთიც ჯიმინ, 5 წუთში ჩამოვალ. - მან ბოლოჯერ შეავლო თვალი თავის თავს სარკეში და ღრმად ამოიოხრა. ოთახი დატოვა და კიბეზე დაეშვა.

მოულოდნელად გამოჩენლმა ჯისუმ ყველას ყურადღება მიიპრო განსაკუთრებით კი იქ მყოფი თეჰიონის რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი სული ჰქონდა მისთვის თუნდაც თვალი შეევლო და დარწმუნებულიყო რომ კარგადაა. ბიჭი მონუსხული აკვირდებოდა გოგონას ყოველ მოძრაობას, შავი მაღალწელიანი კლასიკური კომბინიზონი მჭიდროდ ეკვროდა გოგონას სხეულს და მის ლამაზ ფორმებს უფრო გამოკვეთდა, მისი დამწუხრებული სახე კი უბრალოდ იდეალური იყო, ჯისუ უზადოდ გამოიყურებოდა, მას არ სჭირდებოდა მაკიაჟი და კარგი ხასიათი რომ ებრწყინა. თაეს გული უკვდებოდა თავისი პატარა პრინცესას ასეთ ტანჯვას რომ უყურებდა, უნდოდა მისულიყო მასთან გულში ჩაეკრა და დაეწყნარებინა, ძლივს იკავებდა თავს. მისი ყოფა კი უფრო აუტანელი გახდა როცა დაინახა ნამჯუნი როგორ მიუახლოვდა ჯისუს და გულზე მიიკრა. სიმწრიგან ლამის ტელეფონი შემოეფშვნა ხელში, რომელიც დროულად გამოსტაცა ჯინმა.

- ძმაო, მგონი ჯერ კიდევ გჭირდება, - კბილებში გამოსცრა ჯინმა, - ახლა მაგის დრო არაა, თავი ხელში აიყვანე.

- ჯანდაბა მის თავს, ცოტა უნდა მოვითმინო. - ჯინმა თაეს დაეჭვებით გახედა

- რას ნიშნავს ცოტა ხნით?

- კრისტალი სად არის? - მისი შეკითვხვა დააიგნორა თაემ.

- მითხრა რომ თავი სტკივა და თან აუცილებლობას ვერ ხედავს რომ აქ იყოს.

- ხო რათქმაუნდა სიკვდილის მომენტს ხომ დაესწრო არა - ჩაიჩურჩულა თემ ისე რომ ჯინს ვერაფერი გაეგო.

......................

პროცესია სასაფალოსკენ დაიძრა. რამდენიმე წუთში ადგილზე იყვნენ, ჯისუ ძლივს იკავებდა თავს რომ ქვითინით არ მივარდნოდა მჭიდროდ თავდახურულ კუბოს. ჯუნის ძლიერი ხელი ამის საშუალებას არ აძლევდა, მისი ჩუმი ჩაძახლი კი თითქოს ამ ქვეყნად დარჩენას აიძულებდა. აი დაბლა ჩაუშვეს ცხედარი და გოგონა მას მიუახლოვდა. შავი ვარდი რომელიც ხელში ეჭირა ჩააგდო და ჩაიჩურჩულა - ნუ გეშინია, მე აუცილებლად ვიპოვნი მას ვინც ეს გაგიკეთა და ისიც ისეთი ტანჯვით მოკვდება როგორც შენ მოგისწრაფა სიცოცხლე, ვფიცავ მე მას ვიპოვნი, რა მსხვერპლის გაღებაც უნდა მომიწიოს. - ამ სიტყვების წარმოთქმისას თეჰიონს გახედა, მის მზერაში მხოლოდ მოლოდინი ჩანდა. - მშვიდად განისვენე როსე, დიდხანს არ დაგტოვებ მარტო. მხოლოდ ცოტა დრო მომეცი.

ხალხმა ნელ-ნელა დაშლა დაიყო, ჯენი, ჯიმინი და იუნგიმანქანისაკენ გაემართნენ ხოლო ჯუნი სამძიმარს იღებდა ჯისუსთან და როსეს მშობლებთანერთად. ჯისუს არ ასვენებდა შეგრძნება რომ კიდევ რაღაც უნდა მომხდარიყო. სუნთქვაეკვროდა, აშკარად ცუდად გრძნობდა თავს, ეს უმალვე შეამჩნია თაემ რომელიც შორიდანზვერავდა სიტუაციას, ფაქტია მანაც რაღაც იგრძნო და თავის ხალხს ანიშნა კარგადდაეთვალიერებინათ გარემო. მოულოდნელად ჯისუს ტელეფონი აწკრიალდა, უცხო ნომერირეკავდა, ჯისუმ სწრაფად უპასუხა და მაშინვე გაისმა მოგუდული ხმა „ისეთი შოუ მოაწყვეთ ლამის მეცამეტირა, თუმცა მგონია რომ რაღაც აკლია, შენი მეგობრები საკმაოდ ჯანმრთელადგამოიყურებიან, არ მეთანხმები? რაღაც აკლია ამ სიტუაციას მაგალითად... BOOOM" მოულოდნელად ამაზრზენი სიცილის ხმა გაისმა და გაითიშა.ჯისუ შოკში ჩააგდო მოსმენილმა, ის აქ იყო, როსეს მკვლელი ამ ყველაფეს „პარტერიდან"აკვირდებოდა, ამაზე ფიქრმა შეშალა, ან რას ნიშნავდა მისი ნათქვამი, „რაღაცაკლია.... BOOM" მოულოდნელადმისი ყურადღება ჯენიმ მიიპყრო რომელიც საჭესთან ჯდებოდა, ჯისუს თითქოს გონებაგაუნათდა მანქანისკენ მთელი ძალით გაიქცა ისე რომ რეაგირება ვერავინ მოასწრო, თანჯენის უყვიროდა მანქანა სწრაფად დაეტოვებინა. როგორც იქნა მიაღწია მანქანიდან უკვე გადმოსულ, გაოგნებულ ჯენისხელი დაავლო და იქაურობას გამოარიდა, რამდენიმე წამში კი საშინელი აფეთქების ხმამმოიცვა სივრცე..............

ამის მერე ყველაფერი ბუნდოვანი გახდა, მხოლოდ ხმა ესმოდა რომელიც ეძახდა, ბოლოს ძლიერი მკლავები, რომელმაც ისე აიტაცა თითქოს ბუმბული ყოფილიყოს, გრძნობდა რომ ითიშებოდა მის მკლავებში, მაგრამ ასე მშვიდად რახანია არ ყოფილა. ბრძოლა შეწყვიტა და უბრალოდ მოეშვა, გრძნობდა რომ უსაფრთხოდ იყო. გრძნობდა როგორ მიჰყავდა მის ხელებს, ბოლოს საწოლში ჩააწვინა და თავადაც მოეხვია. გოგონასთვის დრო საერთდ გაჩერდა, ყველფარი გაქრა მისი სურნელის გარდა......

-ძმაო როგორ არის? - თავი შემოყო ჯინმა და თეჰიონს დახედა რომელიც ჯერ კიდევ მძინარე ჯისუს დაჰყურებდა. თემ ხელით ანიშნა გასულიყო და ფრთხილად წამოდგა თავადაც. ჯისუს საბანი კარგად ამოუკეცა, ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ფეხაკრეფით დატოვა ოთახი. ქვემოთ ჩავიდა სადაც ჯინი, ჯიმინი, იუნგი და მეტად უკმაყოფილო ნამჯუნი ელოდნენ.

- ჩაეძინა, ახლა მშვიდადაა - ჯინის კითხვას პასუხი გასცა თეჰიონმა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. - სწრაფად მითხარით აქ რატომ ხართ შეკრებილები, მასთან უნდა დავბრუნდე.

- კიმ თეჰიონ, - როგორც იქნა ხმა ამოიღო ნამჯუნმა, - არ გგონია რომ ზედმეტი მოგდის? ჯერ იყო და ჩემი საცოლე ჩემს დაუკითხავად აქ წამოიყვანე და ახლა ბედავ და გვერდიდან არ შორდები. იქნება ამიხსნა რა ჯანდაბას გავს შენი საქციელი.

- გეყოფან ჯუნ - დამცინავად უთხრა თაემ - ვიცი რომ შენ და ჯისუ მხოლოდ თამაშობდით, თქვენი საუბარი გავიგონე. ჯისუ ასე იმიტომ იქცეოდა რომ უნდოდა ჩემგან თავი შორს დაეჭირა, მაგრამ არ ვაპირებ მის გაშვებას, ის ჩემია და დიახ სწორედ მე უნდა ვიყო მასთან.

- შე ნაბიჭვარო, - იღრიალა ჯუნმა და თეჰიონისკენ გაიწია, მათ შორის იუნგი ჩადგა და ჯუნი შეაჩერა.

-ნამჯუნ, იგი მართალია, შენი და ჯისუს ქმედება მხოლოდ თამაში იყო. და არ მსიამოვნებს ამის თქმა მაგრამ ახლა თეჰიონია ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ჯისუ მშვიდად იქნება.

- ამას როგორ ამბობ იუნგი, ხომ იცი ვინცაა?

- ვიცი, და ისიც ვიცი ჩვენ ვინ ვართ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო და ადგილი არაა, ჯისუმ ძალიან ბევრი გადაიტანა, ჯობია მივცეთ დასვენების და აზრზე მოსვლის საშუალება. მინდა რომ ჯენიც გავარიდო აქაურობას, ამიტომ ახლა მას დაბლა ჩამოვიყვან და აქედან წავიყვან. ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. შენ კი - გახედა თეჰიონს,- ჯისუს კარგად მიხედე გესმის? თუ გავიგებ რომ აწყენინე ჩემი ხელით გაგიხვრეტ შუბლს.

- შეგიძლია მშვიდად იყო, მე ის მიყვარს, არ დავუშვებ რამე დაემართოს- სერიოზული სახით თქვა თაემ.

.................

იუნგი კიბეებს აუყვა და ოთახში შევიდა სადაც ჯენი დატოვა. გოგონას ფრთხილად დააკვირდა სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ხელში აიტაცა. როცა ყველამ სახლი დატოვა ჯინი თეჰიონს მიუბრუნდა კითხვით აღსავსე სახით.

- აბა ძამიკო, მემგონი ბევრი რამე უნდა ამიხსნა.



ვაიმეე როგორც იქნა ეს თავიც დავწერე :D დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ვინც კითხულობთ და მადლობა ასევე იმათ ვისაც არ გეზარებათ თქვენი შეხედულებების გაზიარება. ჩემი გმირები მთელი გულით მიყვარს და მიხარია თუ თქვენც სიამოვნებას განიჭებთ ამ ფიკის წაკითხვა <3 <3

,

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo