Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

1 თავი

                                                                                  

ადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი.

შეძლებ კი დედამიწაზე ყველაზე ცოდვილი არსება დარჩე სუფთა მაშინ, როცა წინ უდიდესი ცდუნება გაქვს. შეძლებ შეინარჩუნო შენი სახე და არ დაემონო ამქვეყნიერების განმკარგველს, სატანას, რომელიც ათასი ხრიკით ცდილობს აგირიოს თავგზა. დარჩები საკუთარი თავის ერთგული თუ ჩაეშვები უფსკრულში საიდანაც არანაირი გზა არ ჩანს? რთულია არ გაირყვნას შენი სული როცა ერთადერთი მემკვიდრე ხარ უზარმაზარი ქონებისა და ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან.

.......................................

სეული დილის 12 საათი

   - ჯანდაბა! - წამოიყვირა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა თეჰიონმა, როცა მის თავში მესამედ შემოჰკრეს განგაშის ზარი წინა ღამის მოგონებებმა. შეეცადა ლოგინიდან წამომდგარიყო და აბაზანისკენ გაეკვლია გზა, წამოდგომისას მიხვდა რომ მისთვის უცხო ადგილას იმყოფებოდა 2 გოგონასთან ერთად რომელთა სახეებიც საერთოდ არ ეცნობოდა. ეშმაკურად ჩაიღიმა, სააბაზანოს მიაშურა რათა სხეული და გონება „განეწმინდა".

...............

- სად ჯანდაბაშია ეს ბიჭი, - ამოიგმინა მოუსვენრად ჯინმა და მეათედ სცადა დაერეკა თეჰიონთან. - როგორც იქნა მიპასუხე - დაუყვირა ტაეს - სერიოზული საქმეა და სწრაფად უნდა მოხვიდე - ჯინმა არად ჩააგდო მისი წუწუნი და სწრაფად გათიშა ტელეფონი, მერე კი თავზე ხელები წაიშინა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა როგორც შეშლილი. - დამშვიდდი საყვარელო, - დაუყვავა მას ახლად გამოჩენილმა კრისტალმა და სავარძელში ჩაესვენა, - ყველაფერი კონტროლქვეშაა, ბებერი მალე მოკვდება, ჩვენ კი მივიღებთ იმ მემკვიდრეობას რომელსაც ასე დიდხანს ველოდით.

- სერიოზულად კრისტალ?- შეჰყვირა ჯინმა და გოგონას განმგმირავად შეხედა- ამას სერიოზულად ამბობ? მისი შვილიშვილი ცოცხალია გესმის? ჯისუ არ მომკვდარა, მაგ მემკვიდრეობიდან მამულის ყველაზე ბებერი ცხენიც კი არ გვერგება, თავი რომ დავანებოთ ფულს და აქციებს. ჯანდაბა, ახლა ჩემი იმედი მხოლოდ თეჰიონია, იმედი მაქვს რომ შეძლებს ამ სიტუაციას გაუმკლავდეს და მემკვიდრე „გაანეიტრალოს" - ბოროტად ჩაიცინა ჯინმა და მაგიდაზე თითები მოუსვენრად აათამაშა თეჰიონის მოლოდინში.

........

- ახლა რა ჯანდაბა უნდა ნეტავ - ფიქრობდა სახლისკენ მიმავალი თეჰიონი და გულში ჯინს ლანძღავდა. - არადა რამდენი გეგმა მქონდა ამ საღამოსთვის, სახლში შეაბიჯა და როდესაც ჯინის სერიოზულ მზერას მოჰკრა თვალი თავადაც მაშინვე დასერიოზულდა, იცოდა ჯინის ეს ხასიათი კარგს არაფერს მოასწავებდა და სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. - ჯინ, რა ხდება? იქნებ ამიხსნა დილიდან თავზარი რატომ დამეცი?

- მობრძანდა. - ამოიბუზღუნა ჯინმა, - თავზარი დაგეცი, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ჩაგიშალე, - ირონიულად თქვა და სწრაფადვე დასერიოზულდა. - ახლა ხუმრობის დრო არაა, გახსოვს ჯისუ, ბატონი კიმ ჯონგის შვილიშვილი?

- იმ ჭორფლიან გოგოზე მეკითხები, საშინლად დაბალი და მახინჯი იყო - გადაიხარხარა ტაემ, - სულ ვაწვალებდით თავისი სიმახინჯის გამო, მოიცა ის ხომ თავის მშობლებთან ერთად დაიღუპა ავტოკატასტროფაში?

- ავტოკატასტროფაში არა თეჰიონ - შეაწყვეტინა ჯინმა, მისი მშობლები მანქანაში ჩაცხრილეს, და გოგონამაც მათი ბედი გაიზიარა, - თეჰიონს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და თავადაც ვერ მიხვდა რა იყო ეს. - ნუ ჩვენ ასე გვეგონა - განაგრძო ჯინმა, - საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა რომ ჯისუ ცოცხალია, ბებერი ძაღლი მას მთელი ამ წლების განმავლობაში მალავდა და მხოლოდ ახლა, როცა უკანასკნელ წამებს ითვლის გაამხილა მის შესახებ-.

- ჯინ ეს ნიშნავს იმას რომ კიმ ჯონგმა იცოდა ვინ დახოცა მისი შვილი და რძალი და ამით მემკვიდრის დაცვა სცადა - წამოიყვირა კრისტალმა და გამარჯვებული სახით შეხედა ჯინს, თითქოს რაღაც საოცარი აღმოაჩინაო.

- მართლა კრისტალ?- ცინიზმს ვერ იკავებდა თეჰიონი, - საოცარია ძმაო, შენი ცოლი უკიდეგანოდ ჭკვიანია,- თავი ვერ შეიკავა და გადაიხარხარა, ბოლოს კი ჯინს მიუბრუნდა და სერიოზულად ჰკითხა - გამოდის რომ ჩვენ მეტოქე გამოგვიჩნდა, თუ მემკვიდრე ცოცხალია როგორ ფიქრობ ბიძია ხელცარიელებს დაგვტოვებს?

- კი თეჰიონ - ამოიოხრა ჯინმა, - გული მიგრძნობს რომ ზუსტად მაგას იზამს. ამიტომ დაგირეკე შენ, ამ სიტუაციაში მხოლოდ შენი იმედი მაქვს. რაღაც მოვიფიქრე და ამ სპექტაკლში მთავარი როლი შენ უნდა შეასრულო ჩემო ძმაო - გაიკრიჭა ჯინი და თეჰიონის დამჟავებულ სიფათს არ მიაქცია ყურადღება ისე განაგრძო, - გოგონა ჩამოვა, ჩვენ კი მას თბილად დავხვდებით და თავს მოვაჩვენებთ რომ მის მხარეს ვართ. დარწმუნებული ვარ გაგებაში არაა რა პასუხისმგებლობის აღება უწევს, ჩვენ კი ამ „გასაჭირში" მასთან ვიქნებით და დახმარების ხელს დიდსულოვნად გავუწვდით. რაც მთავარია, შენ უნდა შეასრულო მთავარი როლი ჩემო ძმაო, უნდა მოხიბლო, თავი შეაყვარო, ლოგინში ჩაიგორო და მთელი ქონება წაართვა.

- მეე? - იყვირა თეჰიონმა. - რატომ მაინდამაინც მე, საშინლად მახინჯი იყო, დაბალი და ჭორფლიანი, ნუთუ არ გახსოვს, ამისთვის როგორ მიმეტებ? კარგად შემომხედე, როგორ წარმოგიდგენია შენი ღვთაებრივი ძმა იმ მახინჯის გვერდით, სულ გაუბერე?

- მოკეტე თეჰიონ, მე ცოლი მყავს, სხვას კი ვერ დავავალებ ასეთ რამეს და კარგად იცი შენ ამის შესახებ. ასე რომ მოგიწევს ამის გაკეთება, თუარადა ჩემი სახელიც შეგიძლია დაივიწყო და მემკვიდრეობაც.

- ჯანდაბაში წასულხართ, კარგი- წამოიყვირა ტაემ - იყოს ასე მაგრამ მის ცხოვრებას ჯოჯოხეთად გადავაქცევ.

- ეჭვი არ მეპარებოდა ძამიკო - ჩაიცინა ჯინმა და ბედნიერი სახით სავარძელში გასწორდა, როგორც იქნა გული დაიმშვიდა.

 ..............................................................

სასაცილოა, რომ სამყარო თავზე სწორედ მაშინ გვემხობა, როდესაც ყველაფერი მოგვარებული გვგონია.


აშშ, ვაშინგტონი დილის 8,00 საათი.

- თქვენი საუზმე მზადაა ქალბატონო ჯისუ, - მსახურმა ოთახში შემოიხედა ქალბატონი სასაუზმოდ მიიწვია,

- ახლავე ჩამოვალ ჰანა, - სააბაზანოდან გამოსძახა ჯისუმ, შემდეგ ხალათში გახვეული ოთახში დაბრუნდა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. დღეს სეულში ბრუნდებოდა, 15 წელია იქ აღარ ყოფილა. ბოლო მოგონება რაც ამ ქალაქთან აკავშირებდა ყველაზე საშინელი იყო იმ საშინელ მოგონებათა შორის რომელიც კი ბავშვობიდან ახსოვდა, ყველგან სისხლისა და დენთის საშინელი სუნი იდგა. ყოველ ღამე ტანჯავდა კოშმარები იმ ღამიდან, რომელმაც მშობლები წაართვა. იმ ღამეს დაობლდა, იგი მკვდრად გამოაცხადეს და იმის შემდეგ კრიმინალივით უწევს დაიმალოს ამ უცხო ქვეყანაში. 15 წელი ელოდა ამ დღეს, როცა უკან დაბრუნდებოდა და შეძლებდა დაესაჯა მშობლების მკვლელი. იცოდა უზარმაზარი ქონების მემკვიდრე იყო და ამიტომაც მთელი ეს წლები გულმოდგინედ მუშაობდა, ბევრს სწავლობდა, ვარჯიშობდა, იგი ფიზიკურადაც და მორალურადაც გაძლიერდა. შეისწავლა რამდენიმე ენა, სხვადასხვა საქმიანობა რაც როგორც კორპორაციის მმართველს დასჭირდებოდა, ასევე საბრძოლო ხელოვნება და იარაღით სროლა. მისი სტატუსი და საქამიანობა გასაიდუმლოებული რჩებოდა გოგონას ყველაზე ახლო მეგობრებისთვისაც კი. როცა მტრის ბუნაგში შედიხარ თავის დაცვა კარგად უნდა შეგეძლოს. გარეგნულადაც ძალიან შეიცვალა, გამაღლდა ნაკვთები დაულაგდა, გამოეკვეთა. მისი იდეალური სახე და სხეული უბრალოდ თავბრუს ახვევდა ნებისმიერს, რთული იყო არ შეგყვარებოდა  მისი  ნათელი ღიმილი და მუდამ მბრწყინავი თვალები რომლიც მიღმა საშინელ ტკივილს მალავდა. ჯისუმ უკანასკნელად შეჰღიმა მტკივნეულ  მოგონებებს და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა, ნანახმა დააკმაყოფილა. ოთახი დატოვა, კიბეზე დაეშვა სადაც საუზმე და ჯენი ელოდნენ.

- მადლობა ღმერთს რომ ინებე გაღვიძება თქვენო უმაღლესობავ, - თვალები აატრიალა საიამოვნო გარეგნობის გოგონამ და ყავა მოსვა.

- აქ ვარ პატარავ, მშვიდად -ეშმაკურად შეჰღიმა ჯისუმ და თავადაც მაგიდას მიუჯდა- გისმენ ჯენი, ვიცი რომ რაღაც გაქვს მოსაყოლი, ვგრძნობ.

- სწორად გამოიცანი გოგონი, - საქმიანი ტონით მიმართა ჯენიმ და მოყოლა სიფრთხილით დაიწყო. - როუსმა დამირეკა, არის რაღაცეები რაც უნდა იცოდე სანამ უკან დაბრუნდები, რომ მზად იყო, გახსოვს კიმ ჯონგის ნათესავები ჯინი და თეჰიონი? ახლა სწორედ ისინი მართავენ კორპორაციას, უფრო სწორად კი ჯინი მართავს, ხოლო თეჰიონი გამოუსწორებელი ფლეიბოი და გართობის მოყვარულია.

- როგორ არ მახსოვს, მთელი ბავშვობა გამწარებული მქონდა მაგათგან, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან რომ არ დავემცირებინე, გამსაკუთრებით კი თეჰიონი, მაშნაც საზიზღარი არსება იყო და არმგონია რამეს შეეცვალა,- ზიზღით ამოილაპარაკა ჯისუმ და ჯენის სთხოვა გაეგრძელებინა,

- მოკლედ როგორც იცი როსი იმ სახლში ცხოვრობს, მათი თვალთვალი და ინფორმაციის მოპოვება აქვს დავალებული. საღამოს დამირეკა და მითხრა რომ გენიოსებმა შენს წინააღმდეგ გეგმა შეიმუშავეს, კერძოდ, აპირებენ რომ კეთილგანწყობილები დაგხვდნენ, ფიქრობენ რომ შენ ერთი საწყალი, დაუცველი, მახინჯი გოგო ხარ რომელსაც მარტივად გააცურებენ, თეჰიონს კი საერთოდ სასწაული მისია ერგო ამ გეგმაში, - თქვა ჯენიმ და ჯისუს თვალი აარიდა,

- რას გულისხმობ?- ჰკითხა ჯისუმ, რომელსაც თანდათან სიბრაზე ერეოდა, - ჯენ ბოლომდე მითხარი ნუ გამაბრაზებ.

- კარგი, გეტყვი, თეჰიონს ევალება შენი გული მოიგოს, თავი შეგაყვაროს და შემდეგ შენი ცოლად მოყვანა უნდა რათა მთელს შენს ქონებაზე ხელი მიუწვდებოდეს. და საბოლოოდ გაგანადგუროს, თქვა რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს, - მიაყარა ჯენიმ და ჯისუს თვალი აარიდა, საშინელების მოლოდინში გაირინდა თუმცა მალე მის ყურს გოგონას მხიარული სიცილი მისწვდა და გაოცებულმა ყურადღებით შეხედა, თითქოს სურდა მის საღ გონებაზე ყოფნაში დარწმუნებულიყო.

- ჰაჰაჰაააა - ვერ ჩერდებოდა ჯისუ, მოსმენილმა ძალიან გაახალისა, - კიმ თეჰიონს უნდა რომ თავი შემაყვაროს, უკანასკნელი ნაგავივით მიხმაროს და მომისროლოს ხო? ფიქრობს რომ სულელ, მახინჯ ჯისუსთან აქვს საქმე არა? დაე ასე ეგონოთ ჯენ? - როგორც იქნა სული მოითქვა და მიამიტად ახედა გაოცებულ ჯენის, - დაე ასე იფიქრონ და დატკბნენ საკუთარი სცენარით, ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ ვინმეს ოცნებები წავართვათ საყვარელო? ჯისუ კეთილია, ყველას აძლევს უფლებას იოცნებოს, - ჯენი შეშინებული უყურებდა ჯისუს ღიმილიან სახე რომელიც მალე ბოროტმა სისინმა სულ გაუქვავა, - მათ მე ოცნების უფლებაც წამართვეს, მშობლები წამართვეს, სახლი, ყველაფერი, სამშობლოს გარეშე დამტოვეს, მე მათნაირი ხომ არ ვარ არა. იოცნებონ, რათა როცა რელობას შეეჯახებიან მათი ფიასკო ათასჯერ უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, რაც შეეხება იმ ვაი „მაგარ ბიჭს", საქმეს ისე წავუყვან რომ თავად დაკარგავს ჭკუას მახინჯ ჯისუზე. ცოტაც მოითმინე ჯენ - ჯისუს სახე ისევ საყვარელი ღიმილი დაუბრუნდა - სულ ცოტაც თითოეულ მათგანს ჩემს წინ დაჩოქილს მალე იხილავ.

...................

- თეჰიონ მზად ხარ? - ოთახში შეაბიჯა

- მზად ვარ, მზად - ცალყბად ჩაიცინა ტაემ და თავისი უზადო გარეგნობა კიდევ ერთხელ შეათვალიერა. - არ მჯერა ჯინ რომ ამას მაკეთებინებ, იმის მაგივრად, რომ ახლა ჩემს გოგონებთან ერთად ვერთობოდე აქ ვდგავარ და იმ მახინჯის ჩამოსვლას ველოდები სულელი შეყვარებულივით, ჯანდაბა ხომ იცი რომ ჩემში არ ზის რომანტიკული პერსონა არა?

- ცოტა მოითმინე თეჰიონ, -მხარზე ხელი გამამხნევებლად დაკრა ჯინმა - შენი შესაძლებლობების მჯერა, ვიცი მალე შეძლებ მის „განეიტრალებას". ახლა მთავარია არ შეგვეტყოს რომ ვთამაშობთ. დაიმახსოვრე არაფერს უნდა მიხვდეს.

- ვიცი, ვიცი, და ნუ მასწავლი გოგო როგორ უნდა შევაბა 28 წელია მეტი არაფერი მიკეთებია

- ეშმაკმაც დაგწყევლოს ვერაფერი შეგცვლის, ახლა ვიჩქაროთ, საღამოს ჯენიმ დარეკა, თვითმფრინავი 40 წუთში დაეშვება და არ უნდა დავაგვიანოთ, როგოც კეთილგანწყობილი ნათესავები უნდა დავხვდეთ. - ის იყო გასასვლელად ემზადებოდნენ რომ ოთახში კრისტალი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოიჭრა და აქოშნებულმა ენა ძლივს ამოიდგა,

- ტყუილად ჩქარობთ, ის უკვე აქ არის.

- რა თქვი? - გაოცდა ჯინი.- კი მაგრამ ჯენიმ...

- შეწყვიტე იდიოტო, - ჩაისისინა კრისტალმა - რაღაც ისე არ არის ჯინ, ის გოგო არ გავს შენს აღწერილ კიმ ჯისუს, ის არც ისეთი სულელი ჩანს და არც ისეთი მახინჯი როგორც შენ ახასიათებდი ძვირფასო თეჰიონ.

- რა თქვი? - ამოიხავლა ჯინმა და ოთახიდან გავარდა, მას მალევე მიყვა კრისტალიც, თეჰიონმა კი ჩაიცინა - ეს უფრო და უფრო საინტერესო ხდება -თქვა და ჯინს აედევნა. - ქვემოთ ჩასულებს მისაღებში მოკლათებული ულამაზესი გოგონა დახვდათ რამდენიმე ადამიანთან ერთად. იგი ანგელოზს გავდა, რამდენიმე წამით ტაეს გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა, მალევე შეძლო თავის კონტროლქვეშ აყვანა თუმცა ჯისუს გამჭრიახ თვალს რეაქცია არ გამოპარვია და თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრო სახეზე.

მოგესალმებით, - ტკბილი ხმითმიესალმა მათ ჯისუ და ეშმაკურად შეჰღიმა - დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს ასე არაა?

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo