18 თავი
იუნგი ძალიან გააკვირვა თაეს შეტყობინებამ რომელიც სასწრაფოდ შეხვედრას თხოვდა. ბიჭი მაშინვე დათანხმდა რადგან მიხვდა ეს ჯისუს ეხებოდა. მის გვერდით მძინარე ჯენის შუბლზე ეამბორა და სწრაფად დატოვა სახლი.
............
- ბატონო ლი თქვენი ქალიშვილი მოვიდა, თქვენი ნახვა სურს. - მორიდებით შეაღო კარი მსახურმა და საბუთების შესწავლით გართულ მამაკაცს შვილის სტუმრობა ამცნო.
- უთხარი რომ... -
- სასაცილოა, მამაჩემის სანახავად ნებართვა მჭირდება - კაბინეტში შემოიჭრა კრისტალი და მსახურს თვალით მათი დატოვება უბრძანა.
- როგორ ბედავ? ჯერ კაბინეტში დაუკითხავად მეჭრები და მერე სკანდალს მიწყობ მსახურების წინ, თავი ვინ გგონია შე ლაწირაკო - შეჰყვირა განრისხებულმა ლიმ.
- მაპატიე ძვირფასო მამა მაგრამ ახლა სუბორდინაციის დაცვის დრო არ არის. პრობლემა მაქვს.
- უვარგისი ხარ - ჩაილაპარაკა უკვე დამშვიდებულმა კაცმა. - ამჯერად რა გააფუჭე? შევცდი რომ ასეთი მნიშვნელოვანი დავალება მოგეცი და საერთოდ გაგზარდე. მაშინ უნდა მომეშორებინე თავიდან როცა დედაშენი მოკვდა.
- შეგიძლია ჩემდამი სიყვარული სხვა დროს აფრქვიო მოხუცო, ჯისუ თეჰიონს მიჰყვება ცოლად. - მიახალა კრისტალმა
- მერე? რა პრობლემაა? ჩვენც ეგ არ გვინდოდა? განა ეს არ იყო თქვენი თავდაპირველი გეგმა?
- რაღაც ისე არ არის, ჯისუ ყურადღებასაც არ აქცევდა იმ ბიჭს, მეტიც ზედმეტად ცივად ექცეოდა, ზოგადად ჯისუსნირები სიყვარულით არ ბრმავდებიან.
- თუ ასეა, რა ხდება ეგეც გეცოდინება ტვინიკოსო - ჩაიქირქილა ლიმ
- რაღაც ჩაიფიქრა, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცი რომ რაღაცას გეგმავს ეგ ორი და ვერ ვხვდები რას. ამას დამატებული თავის ხალხს იშორებს. ყველაფერი ძალიან საეჭვოა. სწრაფად უნდა ვიმოქმედო.
- არა, დააცადე დაქორწინდნენ, რა განზრახვაც უნდა ჰქონდეთ ქორწინება თეჰიონს ჯისუს კანონიერ მემკვიდრედ აქცევს და როცა ეს მოხდება იმ გოგოს მოკლავ. კომპანია მისი ქმრის საკუთრებაში გადავა, შემდეგ თეჰიონსაც ჩამოიცილებ გზიდან. ჯანდაბა კრისტალ, ყველაფერი მე უნდა გასწავლო?
- არ ვიცი, არ ვიცი ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
- წინათგრძნობა, იმედია ხვდები შენმა წინათგრძნობამ სადამდე მიგვიყვანა, ოდნავაც ვერ წაიყვანე საქმე წინ, მხოლოდ უსარგებლო გვამი და უამრავი პრობლემა მომიტანე. ამიერიდან იმოქმედებ ისე როგორც მე დავგეგმავ. შეკამათება არც იფიქრო. კარგად დაიმახსოვრე შენი მომავალი ამ დავალების ეფექტურად შესრულებაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იცი რაზე ვარ წამსვლელი. - გესლიანად ამოთქვა ლიმ და კრისტალს ცივი თვალებით ახედა.
- ოდესმე მეტყვი ასე რატომ გეზიზღები? მინდა ვიცოდე მიზეზი რატომ გძულს შენი საკუთარი შვილი. - სასოწარკვეთილმა წამოიყვირა კრისტალმა თუმცა პასუხად ლიმ ზურგი აქცია, ამით მიახვედრა რომ მისი ნახვა აღარ უნდოდა. სიბრაზისგან აცახცახებულმა უკანმოუხედავად დატოვა კაბინეტი. - უბრალოდ დამაცადე მამა. ამ საქმესაც მოვუვული და შემდეგ შენთვისაც მოვიცლი. გავარკვევ რატომ გძულვარ ასე, შემდეგ სიცოცხლეს გამოგასალმებ. ნახავ რა შეუძლია შენს უნიათო და ჭკუათხელ შვილს.
..................
- რა მოხდა თეჰიონ, ასეთ დროს აქ რატომ დამიბარე? - მოუთმენლად ჰკითხა თეს შუგამ და ბართან მის გვერდით ადგილი დაიკავა. - ჯისუ ხომ კარგადაა?
- კარგად არ არის, ყველაფერს ძალიან განიცდის მაგრამ მე მის გვერდით ვიქნები და ერთად გადავლახავთ ამ პრობლემას, თუმცა ახლა სხვა რამის გამო დაგიბარე, სამეების გამო შანხაიში მივემგზავრები 3 დღით. აუცილებლად უნდა წავიდე მას კი შენს გარდა ვერავის ვერ ვანდობ. მინდა რომ ეს დღეები ჯისუზე იზრუნო, მხოლოდ 3 დღე.
- გასაგებია, არ იდარდო ყველაფერს გავაკონტროლებ, დახმარებას არ გთავაზობ რადგან ვიცი შენი შესაძლებლობები თუმცა მაინც ფრთხილად იყავი.
- ჰეჰ - ჩაიცინა თაემ - მართლაც კარგად მიცნობ. ახლა უნდა წავიდე, ჯისუს ეძინა, გამგზავრების შესახებ არაფერი მითქვამს, არ მინდოდა შემეწუხებინა. გთხოვ აუხსენი და თუ რამე მოხდება მაშინვე დამირეკე.
- ზედმეტად ღელავ. არ დავუშვებ რამე დაემართოს.
თეჰიონმა იუნგის თავი დაუკრა და ბარი დატოვა. თითქოს ფეხები უკან რჩებოდა. ღმერთს სთხოვდა ამ სამ დღეში არაფერი მომხდარიყო.
...........
- აიშ, ღმერთო რა ჯანდაბაა ვინმემ გამორთეთ ეს განათება. - წამოიყვირა ნახევრად მძინარე ჯისუმ და თავზე ბალიში დაიფარა, ეგონა რომ საცაა თავი გაუსკდებოდა
- გაიღვიძე ძილისგუდავ, დღეს ბევრი საქმე გვაქვს. - შემოესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე ფეხზე წამოხტა თუმცა ძლიერმა ტკივილმა აიძულა ისევ უკან დაწოლილიყო. - იუნგი, რა გინდა აქ ამ დილაადრიან??
- ღმერთო კიმ ჯისუ დილაადრიან? შუადღის 3 საათია. - შეიცხადა ბიჭა სიცილით.
- არ არსებობს რაა? - ახლაღა გახედა საათს და დაფეთებული წამოხტა ფეხზე.
- შხაპი მიიღე ლოთო, მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი სალაპარაკო გვაქვს. - ხალათი ესროლა იუნგიმ და კარისკენ გაემართა.
- სხვებიც აქ არიან? - იკითხა ჯისუმ
- არა მხოლოდ მე.
მარტო დარჩენილმა გოგონამ წინა ღამის გახსენება დაიწყო, როგორც ჩანს ბევრი დალია, მაგრამ ის არ ახსოვს როგორ აღმოჩნდა საწოლში. - ჯანდაბა, მახსოვს რომ სავარძელში დამეძინა, მაშინ აქ როგორ აღმოვჩნდი თან საღამურით, ოღონდ ეს არა ! - მოულოდნელად გაახსენდა თაე რომელსაც ლოგინისკენ მიჰყავდა და რომელსაც რამდენჯერმე დაუძახა. ფიქრობდა რომ მხოლოდ სიზმარი იყო მაგრამ როგორც ჩანს არა. - ეგ მანიაკი - უმწოდ შეჰკივლა ჯისუმ და მთლიანად გაწითლდა სახეზე. - ალბათ მან გამხადა. - გარყვნილი - კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა აწითლებულმა და სააბაზანოს მიაშურა.
.......
- დიდება შენს გამოჩენას, მეგონა ისევ ჩაგეძინა. - თვალები აატრიალა იუნგიმ როცა მისკენ მიმავალი ჯისუ დაინახა. - რატომ დალიე? დიდი ხანია ასე არ მოქცეულხარ, რა გაწუხებს შეგიძლია ყველაფერი მითხრა ხომ იცი არა?
- ვიცი შუგარ, ვიცი, და აუცილებლად მოგიყვები მაგრამ ჯერ შენ მითხარი რა საქმე გქონდა, დარწმინებული ვარ აქ ჩემს სიმთვრალესთან დაკავშირებით ლექციის წასაკითხად არ მოხვიდოდი. - უღნოდ ჩაეშვა სავარძელში და ინტერესიანი მზერა მიაპყრო ბიჭს.
- გაგიკვირდება მაგრამ აქ თეჰიონის დავალებით ვარ,
- რა? თვითონ სად ჯანდაბაშია?
- გამგზავრება მოუწია რამდენიმე დღით, გუშინ საღამოს შეხვედრა მთხოვა და მითხრა რომ ქვეყანას ტოვებს და შენი თავი მე ჩამაბარა - ჩაიქირქილა იუნგიმ. - რა გაუკეთე ასეთ იმ ბიჭს? მგონი სერიოზულად შეუყვარდი.
- ნაჰ, - თავი გააქნია ჯისუმ- მისნაირებმა არ იციან სიყვარული რა არის და არ შემეკამათო გაფრთხილებ. წავიდა და ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. რამდენიმე დღე მაინც დავისვენებ მისი შიზოფრენიისგან.
- ჯისუ, კარგად არ ხარ. ეს თეჰიონმაც მითხრა. გამაგებინე რა გჭირს, შენი დახმარება მინდა.
- ვიცი და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ შენი. საკუთარ თავს ვეღარც მე ვცნობ, ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ ვუწევ კონტროლს ჩემს გრძნობებს. თითქოს ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნის. არ ვიცი ეს როგორ მოხდა იუნგი. არ ვიცი როდის შემიყვარდა თეჰიონი. ეს გრძნობა მთრგუნავს, ძალას მაცლის და ეს მდგომარეობა საშინლად არ მომწონს. ჩემს საკუთარ მოქმედებებს ვეღარ განვაგებ, წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. ეს დაუცველად მაქცევს. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მამძიმებს რადგან მესმის რას განიცდის ჯუნი. საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო რომ ასე ვტკენ.
- ეს შენი ბრალი არაა ჯისუ, სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია იმის არჩევა ვინ გვეყვარება. სწორედ ესაა სიყვარული, როცა იცი შეუძლებელია მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებ.
- რაც უნდა თქვა ეს რეალობას არ ცვლის. ჯუნი უნდა ვნახო, აუცილებლად, ხომ არ იცი სადაა?
- ჯიმინთანაა, როგორც ჩანს გუშინ მხოლოდ შენ არ გამომთვრალხარ - მობეზრებით ჩაილაპარაკა შუგამ
- შეგიძია წამიყვანო? არ ვარ იმ მდომარეობაშ რომ მანქანა ვმართო.
- რათქმაუნდა, წავიდეთ?
- ხო, წავიდეთ.
კარისაკენ წასულებს წინ ჯინი შეეჩეხათ რომელიც განერვიულებული ჩანდა. ნაჩქარევად მიესალმა მათ და თავისი ოთახისკენ გასწია.
- როგორც ჩანს გუშინდელი ღამე მხოლოდ ჩვენთვის არ ყოფილა მძიმე - ჩაილაპარაკა ჯისუმ და იუნგისთან ერთად სახლი დატოვა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro